დუბაი-შარჯა-აჯმანის მეტროპოლიტენის არეალი
დუბაი-შარჯა-აჯმანი(DSA) — მეტროპოლიტენის არეალი, რომელიც მდებარეობს არაბთა გაერთიანებულ საამიროებში. იგი შედგება დუბაის, შარჯასა და აჯმანის ურბანული რაიონების კომბინაციით.[1] დუბაის ურბანული რაიონი ჩრდილო–აღმოსავლეთით გადადის შარჯაში, რომლით თავის მხრივ, ესაზღვრება აჯმანს.[2] 2008 წლის მონაცემებით, მთლიანი მოსახლეობა შეადგენდა 3 მილიონ კაცს.