არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი

არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი — ფულის ერთეული არაბთა გაერთიანებული საამიროებში. 1 დირჰამი შედგება 100 ფილსისგან. არაოფიციალური აბრევიატურა DH ან Dhs, ოფიციალური AED. სიმბოლო د.إ.

არაბთა გაერთიანებული საამიროების დირჰამი
درهم إماراتي (არაბულად)
კოდი ISO 4217 AED
ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროები
ოფიციალური
მომხმარებლები
*არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
შედგება 100 ფილსი
სიმბოლო د.إ
მონეტები 1, 5, 10, 25, 50 ფილსი, 1 დირჰამი
ბანკნოტები 5, 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 დირჰამი
ცენტრალური ბანკი არაბთა გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკი
გაცვლითი კურსი
(21.07.2011 თვის)
1 USD = 3,4512 AED
1 EUR = 4,8886 AED
1 GBP = 5,5502 AED

მიმოქცევაშია:

  • ბანკნოტები ნომინალით — 5, 10, 20, 50, 100, 200, 500, 1000 დირჰამი.
  • მონეტები ნომინალით: 1, 5, 10, 25, 50 ფილსი, 1 დირჰამი
  • ინფლაცია: 4,5 % 2005 წლის მონ..

1971 წლიდან დირჰამის კურსი დოლართან მიმართებაში საგრძნობლად არ შეცვლილა, რადგან ეს ვალუტა დოლართან მტკიცედაა დაკავშირებული.

შეზღუდვა ვალუტის გატანასა და შემოტანაზე არაბთა გაერთიანებულ საემიროებში არ არსებობს.

არაბთა გაერთიანებულ საემიროები დირჰამი მიმოქცევაში შევიდა 1973 წელს. მან შეცვალა რიალი.

ბანკნოტები

რედაქტირება
1982 წლის სერია
სურათი ნომინალი ძირითადი ფერები ზომა (მმ) აღწერა
ავერსი რევერსი ავერსი რევერსი
5 დირჰამი ყავისფერი 157 x 67 ისლამური მეჩეთი ცნობილია ასევე, როგორც ლურჯო მეჩეთი ლანდშაფტი ჩრდილოეთ საემიროებში
10 დირჰამი მწვანე 147 x 62 ომანის ტრადიციული ხანჯალი (არაბულად: خنجر) საცდელი მეურნეობა
20 დირჰამი ლურჯი 149 x 63 დუბაის გოლფის და იახტ კლუბი ტრადიციული სავაჭრო გემი
50 დირჰამი იასამნისფერი 151 x 64 ანტილოპა (غزال) ციხესიმაგრე ალ აინში
100 დირჰამი ვარდისფერი 155 x 66 ფაჰიდის ციხესიმაგრე დუბაის მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა
200 დირჰამი მწვანე / ყავისფერი 157 x 67 ზაიედი სპორტული ქალაქი არაბეთის გაერთიანებული საემიროების ცენტრალური ბანკის შენობა
500 დირჰამი მუქი ლურჯი 159 x 68 შევარდენის თავი ჯუმეირაშის მეჩეთი, ყველაზე ცნობილი მეჩეთია არაბთა გაერთიანებულ საემიროებში
1000 დირჰამი მომწვანო ლურჯი 163 X 70 ალ ჰოსნის სასახლე აბუ-დაბი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

მსოფლიოს ვალუტები

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება