კარაკალი
კარაკალი (ლათ. Caracal caracal) — მტაცებელი ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახისა. მისი სხეულის სიგრძე 65 სმ აღწევს, მასა 11-13 კგ. მოყვითალო ზურგი და მოთეთრო მუცელი აქვს. გავრცელებულია აზიისა და აფრიკის უდაბნოებსა და მთისწინეთში. ცოტა გვხვდება სამხრეთ თურქმენეთში, იშვიათად — უზბეკეთში. იკვებება მღრღნელებით, ფრინველებით, ქვეწარმავლებით და სხვა. შობს 1-4 კნუტს, სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს. ინდოეთში კარაკალს კურდღლებზე, ფრინველებსა და პატარა ანტილოპებზე სანადიროდ წვრთნიან.
კარაკალი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Caracal caracal | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 3847 | |||||||||||||||
გავრცელების არეალი | |||||||||||||||
|
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 392.