ტელუგუ ენა

(გადამისამართდა გვერდიდან ტელუგუ)

ტელუგუ, იგივე ანდჰრატელუგუს ენა, მიეკუთვნება დრავიდულ ენებს.

ტელეგუ
తెలుగు
გავრცელებულია ინდოეთი
მოლაპარაკეთა რაოდენობა 66 მლნ. მშობლიური, 88 მლნ. სულ
ოფიციალური სტატუსი ოფიციალური სტატუსი ინდოეთში
ლინგვისტური კლასიფიკაცია დრავიდული ოჯახი:
სამხრეთ ცენტრალური
ტელეგუ
დამწერლობის სისტემა ტელეგუს დამწერლობა
ენის კოდები SO 639-1: te ISO 639-2: tel ISO/FDIS 639-3: tel
გავრცელების არეალი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ტელუგუს ეტიმოლოგია არ არის ზუსტად განსაზღვრული, ის, სავარაუდოდ, უნდა მომდინარეობდეს ტრილინგა დესა -დან, რაც „სამი ლინგა ქვეყანას“ ნიშნავს. ინდუისტური ლეგენდის მიხედვით შივამ სამ მთაზე ჩამოუშვა სამი ლინგამი: კალესვარა, სრისაილა და ბიმესვარა რომლებმაც შექმნეს ტელუგუს ქვეყნის საზღვრები.[1]

ზოგადი ცნობები

რედაქტირება

უძველესი წერილობითი ძეგლები (რენატი-ჩოდას დინასტიის წარწერები) დათარიღებულია 575-600 წლებით. ლიტერატურული ენა ჩამოყალიბდა IX-XI სს-ში და საკუთარი ნორმები გამოიმუშავა XIV-XVII საუკუნეებში. ტელუგუს ენაზე დიდია სანსკრიტისა და პრაკრიტების ზეგავლენა. იგი იყენებს ტელუგუს ანბანს, რომელიც მომდინარეობს ბრაჰმისაგან.

ოფიციალური ენა:

გავრცელების არეალი: ტელუგუ-ენოვანი ხალხი ცხოვრობს აგრეთვე შრი-ლანკაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, მიანმარში, მალაიზიაში, სინგაპურში, მავრიკის და ფიჯის კუნძულებზე.

ფრაზები და სიტყვები

  • გამარჯობა - Namaskaaram
  • კეთილი იყოს თქვენი მობრძანება - Suswaagatam
  • გმადლობთ - Dhanyavaadaalu; Tamara krutagntha
  • კი / არა - Avunu
  • გეთაყვა - Dayachesi
  • ნახვამდის - Selavu; Namaskaaram

რიცხვები

  • 1 - okati, 2 - rendu, 3 - mu:du, 4 - na:lugu, 5 - ayidu, 6 - a:ru, 7 - e:du, 8 - enimidi:, 9 - tommidi:, 10 - padi

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Albert Henry Arden, A Progressive Grammar of the Telugu Language (1873).
  • Charles Philip Brown, English–Telugu dictionary (1852; revised ed. 1903; online edition)
  • Charles Philip Brown, A Grammar of the Telugu Language (1857)
  • P. Percival, Telugu–English dictionary: with the Telugu words printed in the Roman as well as in the Telugu Character (1862, google books edition)
  • Gwynn, J. P. L. (John Peter Lucius). A Telugu–English Dictionary Delhi; New York: Oxford University Press (1991; online edition).
  • Uwe Gustafsson, An Adiwasi Oriya–Telugu–English dictionary, Central Institute of Indian Languages Dictionary Series, 6. Mysore: Central Institute of Indian Language (1989).
  • Vēlcēru Nārāyaṇarāvu, David Dean Shulman, Velcheru Narayana Rao, Classical Telugu Poetry: An Anthology (2002).
  • Callā Rādhākr̥ṣṇaśarma, Landmarks in Telugu Literature: A Short Survey of Telugu Literature (1975).

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. History of Kannada language: readership lectures By R. Narasimhacharya