პრაკრიტი (სანსკ. प्रकृति prakṛti ”ქმნილება”) — ცნება ინდუიზმში, მატერიალური სამყარო და მისი მიზეზი, ასევე ყოველივე ის, რაც მასში არსებობს.
პრაკრიტი ანუ ბუნება მდედრია, მის განაყოფიერებისთვის იზრუნა მამრმა საწყისმა პურუშამ - ღმერთმა ვიშნუმ, რის შედეგადაც უსულო ბუნებაში სიცოცხლე ჩაისახა.