მსოფლიოს კუნძულები
მსოფლიო ან მსოფლიოს კუნძულები (არაბ. جزر العالم) — ხელოვნური არქიპელაგი, რომელიც შედგება ბევრი სხვადასხვაგვარი პატარა კუნძულისაგან და ჯამში მსოფლიოს რუკის ფორმას აყალიბებს. იგი მდებარეობს სპარსეთის ყურეში, დუბაის სანაპიროდან 4 კილომეტრის (2,5 მილი) მოშორებით, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში.[1] მსოფლიოს კუნძულები ძირითადად ქვიშისაგანაა შექმნილი, რომელიც დიდი დუბაის წყალმარჩხ სანაპირო ზოლში რაოდენობით შეიტანეს. პროექტის დეველოპერი კომპანიაა Nakheel Properties, ხოლო მისი იდეის ავტორი შეიხ მოჰამედ ბინ რაშიდ ალ მაკტუმი, დუბაის მმართველი. მსოფლიოს კუნძულები ერთ–ერთია იმ რამდენიმე ხელოვნურ კუნძულს შორის, რომელთა მშნებლობაც დუბაიში ბოლო ხანს განხორციელდა.[1]
მშობ. სახელი: არაბ. جزر العالم | |
---|---|
მსოფლიოს კუნძულების კოსმოსური ხედი (2009) | |
გეოგრაფია | |
მდებარეობა | სპარსეთის ყურე |
კოორდინატები | 25°13′00″ ჩ. გ. 55°10′00″ ა. გ. / 25.21667° ჩ. გ. 55.16667° ა. გ. |
კუნძულთა რაოდენობა | 303 |
ფართობი | 55 კმ² |
სიგრძე | 9 კმ |
სიგანე | 6 კმ |
არაბთა გაერთიანებული საამიროები | |
საამირო | დუბაის საამირო |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Dubai's Palm and World Islands - progress update. AMEInfo (2007-10-04). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-11. ციტირების თარიღი: 2008-02-02.