მაიკლ ჯორდანი
მაიკლ ჯეფრი ჯორდანი (ინგლ. Michael Jeffrey Jordan; ასევე ცნობილი ინიციალებით — MJ[3]; დ. 17 თებერვალი, 1963, ნიუ-იორკი) — ლეგენდარული ამერიკელი კალათბურთელი, ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყოფილი მოთამაშე, რომელიც ამჟამად შარლოტ ჰორნეტსის მთავარი მფლობელია. მაიკლ ჯორდანმა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში ითამაშა 15 სეზონი, 1980-1990-იანი წლებში აქტიური როლი ითამაშა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის პოპულარიზაციაში მსოფლიოს მასშტაბით, სადაც ასევე შეძლო ამ პერიოდის განმავლობაში ჩიკაგო ბულზის ისტორიაში 6 NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება. ჯორდანი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ვებ-მისამართზე აღწერილია: „ხმამაღალ განცხადებებზე დაყრდნობით, მაიკლ ჯორდანი ყველაზე დიდი მოთამაშე იყო ყველა დროის განმავლობაში“.
მაიკლ ჯორდანი | |
---|---|
მაიკლ ჯორდანი 2014 წელს | |
შარლოტ ჰორნეტსი | |
მფლობელი | |
პირადი ინფორმაცია | |
დაიბადა |
17 თებერვალი, 1963 ნიუ იორკი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
უმაღლესი სკოლა | ემსლი ა.ლეინის სახ. სკოლა (ვილმინგტონი, ჩრ. კაროლინა) |
სიმაღლე | 1,98 სმ |
წონა | 98 კგ |
კარიერა | |
კოლეჯი | Tar Heels, ჩრდილოეთ კაროლინა |
NBA-ის დრაფტი | 1984 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-3 |
არჩეული ჩიკაგო ბულზი | |
პროფესიონალური კარიერა | 1984–2003 |
ლიგა | NBA |
კარიერის ისტორია | |
1984-1993 | ჩიკაგო ბულზი |
1995-1998 | ჩიკაგო ბულზი |
2001-2003 | ვაშინგტონ უიზარდსი |
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები | |
| |
კარიერული NBA სტატისტიკა | |
ქულა | 32,292 (30.1 ppg) |
მოხსნა | 6,672 (6.2 rpg) |
გადაცემა | 5,633 (5.3 apg) |
ჯორდანმა 1981–1984 წლებში სამი სეზონი ითამაშა ჩრდილოეთ კაროლინაში თარ ჰილზის (Tar Heels) კოლეჯის საკალათბურთო კლუბში, რომლის შემდეგაც ის 1984 წლის დრაფტზე, პირველი რაუნდის მესამე პიკად აირჩია ჩიკაგო ბულზმა. მალევე მან სახელი გაითქვა მისი გრძელი ნახტომით შესულებული ჩატენვებით (Dunk), რომელსაც ხშირ შემთხვევაში ასრულებდა საჯარიმო სროლის ხაზიდან ნახტომის შემდეგ. ამის გამო მან ზედმეტსხელებიც დაიმსახურა: ჰაეროვანი ჯორდანი (Air Jordan და His Airness). მან ასევე მალევე მოიპოვა საუკეთესო დაცვითი კალათბურთელის სახელი.[4] 1991 წელს მან მოიგო პირველი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონატი ჩიკაგო ბულზსთან ერთად და მას მიყოლებით მოჰყვა 1992 და 1993 წლის ჩემპიონობა. ზედიზედ სამი ჩემპიონობის შემდეგ, 1993-94 წლის სეზონის მიმდინარეობის დროს ჯორდანმა მოულოდნელად დაასრულა საკალათბურთო კარიერა და კარიერა განაგრძო ბეისბოლის მთავარ ლიგაში. 1995 წელს ჯორდანი დაბრუნდა ჩიკაგო ბულზში და კიდევ ერთხელ გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ზედიზედ სამგზის, 1996, 1997 და 1998 წლების გამარჯვებული. 1999 წლის იანვარში ჯორდანმა ხელმეორედ დაასრულა კარიერა კალათბურთში და მეორედ დაბრუნდა 2001 წელს და ვაშინგტონ უიზარდსის რიგებში ორი სეზონი ითამაშა 2003 წლამდე.
ჯორდანის ინდივიდუალურ მიღწევებს შორის არის ექვსი ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის (Final MVP) ტიტული, ათი საუკეთესო მექულის (Scoring Titles) ტიტული, ხუთი NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული, თოთხმეტჯერ ითამაშა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩი და სამჯერ გახდა ყველაზე ღირებული მოთამაშ (All-Star Game MVP), სამჯერ აქვს მიღებული NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული, ათჯერ იქნა არჩეული All-NBA-ს პირველი გინდის წევრად, ცხრაჯერ აიღო ყველა მცველის (All-Defensive) პირველი გუნდის წევრი, სამჯერ აიღო საუკეთესო მოპარვების (Steal) ტიტული და 1988 წელს მოიპოვა NBA-ს წლის საუკეთესო დაცვითი კალათბურთელის ტიტული.
მაიკლ ჯორდანი ფლობს NBA-ს რეკორდს ჩაგდებული ქულების რაოდენობით. რეგურალურ სეზონში აქვს 30.12 საშუალოდ ქულა თამაშში და 33.45 (საშუალოდ ქულა თამაშში) - ფელიოფში.
1999 წელს ამერიკულმა სპორტულმა არხმა ESPN, ჯორდანი დაასახელა მე-20 საუკუნის საუკეთესო ჩრდილოეთ ამერიკელ სპორტსმენად. ჯორდანი არის ორგზის კალათბურთის დიდების დარბაზის (Hall of Fame) წევრი, 2009 წელს როგორც ინდივიდუალური მოთამაშე, ხოლო 2010 წელს როგორც 1992 წელს აშშ-ის ოლიმპიური ნაციონალური საკალათბურთო გუნდის წევრი, რომელიც ასევე ცნობილია როგორც „ოცნების გუნდი“ („The Dream Team“). 2015 წელს ჯორდანი ასევე გახდა FIBA-ს დიდების დარბაზის (FIBA Hall of Fame) წევრი.
ჯორდანმა ხელი შეუწყო Nike-ის Air Jordan-ს, რომელიც სპორტულ ფეხსაცმელს აწარმოებს და 1984 წლიდან დღემდე პოპულარულია.[5] ჯორდანი გადაღებულია 1996 წელს გამოსულ ფილმ Space Jam-ში, სადაც იგი საკუთარ თავს თამაშობს. 2006 წელს იგი გახდა NBA-ში მოასპარეზე კლუბის შარლოტ ბობკეთსის (ახლანდელი შარლოტ ჰორნეტსი) მფლობელი. 2014 წელს ჯორდანი გახდა პირველი მილიარდერი NBA-ს კალათბურთელი და იგი არის მესამე უმდიდრესი აფრო-ამერიკელი Robert F. Smith-ს და ოპრა უინფრის შემდეგ.
ადრეული წლები
რედაქტირებამაიკლ ჯორდანი დაიბადა ნიუ-იორკში ბანკირი დედის, დელორესის და ჯეიმზ რ. ჯორდანი უფროსის ოჯახში. მისი დაბადებიდან მალევე მისი ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ ვილმინგტონში ჩრდილოეთ კაროლინის შტატში.[6] მაიკლ ჯორდანს ჰყავს 4 დედმამიშვილი: ორი უფროსი ძმა, ლარი ჯორდანი და ჯეიმზ რ. ჯორდანი, ერთი უფროსი და დელორისი და უმცროსი და - როსალინი. მაიკლის უფროსმა ძმამ ჯეიმზ რ.ჯორდანმა აშშ-ში 2006 წელს დაასრულა სამხედრო კარიერა.[7]
სასკოლო კარიერა
რედაქტირებაჯორდანის სპორტული კარიერა, კალათბურთის, ბეისბოლის და ფეხბურთის თამაში სკოლაში სწავლის დროიდან დიდ ყურადღებას იქცევდა. იგი სწავლობდა ქალაქ ვილმინგტონში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში, ემსლი ა.ლეინის (Emsley A. Laney) სახელობის სკოლაში. მე-10 კლასის (Sophomore year) დამთავრების შემდეგ ჯორდანს სურდა კალათბურთის თამაში საუნივერსიტეტო (Varsity) ლიგაში, მაგრამ იგი იმ დროს იყო 180 სმ (5'11"), რაც ითვლებოდა დაბალ მოთამაშედ და ვერ ითამაშა. იმ დროს მხოლოდ მისმა ახლო მეგობარმა, შემდგომში კალათბურთელმა და ბიზნესმენმა, ჰარვესტ ლეროი სმიტმა მოახერხა უნივერსიტეტის ლიგაში თამაში.[8] ჯორდანმა იმავე პერიოდში ითამაშა საუნივერსიტეტო ჩემპიონატის დაბალ ლიგაში (Junior Varsity) სადაც რამდენიმე თამაში ჩაატარა და საშუალოდ 40 ქულას აგროვებდა თამაშში.[8] მომდევნო ზაფხულში ჯორდანმა 10 სანტიმეტრით (4 inch) მოიმატა სიმაღლეში და რეგულარულად ვარჯიშობდა.[9][10] სასკოლო ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საუნივერსიტეტო ლიგაში თამაშისას ჯორდანი საშუალოდ აგროვებდა 25 ქულას თამაშში (25 ppg).[11] მე-12 კლასის დამთავრების შემდეგ იგი აირჩიეს 1981 წლის მაკდონალდსის ყველა მერიკელის თამაშზე, სადაც მან 30 ქულა დააგროვა,[12][13] ხოლო სეზონში აგროვებდა 27 ქულას,[11] 12 მოხსნას,[14][15] 6 გადაცემას საშუალოდ.[15][16][17] ჯორდანით დაინტერესებულები იყვნენ სხვადასხვა კოლეჯის საკალათბურთო გუნდები, მათ შორის: Duke Blue Devils და ტარ ჰილზი (ჩრდილოეთ კაროლინა), South Carolina Gamecocks (სამხრეთ კაროლინა), Syracuse (ნიუ იორკი), Virginia Cavaliers (ვირჯინია).[18] დიდი არჩევანის მიუხედავად, ჯორდნმა 1981 წელს თამაში დაიწყო ტარ ჰილზში (ჩრდილოეთ კაროლინა).[19]
კარიერა კოლეჯში
რედაქტირებატარ ჰილზის საკალათბურთო გუნდში (ჩრდილოეთ კაროლინა), რომლის მწვრთნელი დენ ედვარდ სმიტი (Dean Smith) იყო, ჯორდანი, რომელიც საშუალოდ 13.4 ქულას აგდებდა თამაშში და 53.4%-ით ისროდა, დასახელდა ატლანტიკის სანაპიროს კონფერენციის (Atlantic Coast Conference) წლის საუკეთესო ახალბედა მოთამაშედ.[20] 1982 წელს ჯორდანმა ჩააგდო მისი ერთ-ერთი პირველი თამაშის მომგები (Winning Shot) ქულა, Georgetown Hoyas-ის წინააღმდეგ, თამაშის დასრულებამდე 15 წამით ადრე და გუნდს NCAA Division I-ის ფინალში გამარჯვება მოაპოვებინა. Georgetown Hoyas-ის რიგებში კი, შემდეგში NBA-ს ვარსკვლავი პატრიკ იუინგი თამაშობდა.[21] სამი სეზონის განმავლობაში ჯორდანი აგროვებდა საშუალოდ 17.7 ქულას თამაშში და ისროდა 54.0%-ით.[22] Naismith-ის და John R. Wooden-ის ტიტულების, წლის საუკეთესო მოთამაშის ტიტულის მოპოვების შემდეგ, 1984 წელს, ჯორდანმა დატოვა ჩრდილოეთ კაროლინა კოლეჯის დამთავრებამდე ერთი წლით ადრე, რათა გასულიყო 1984 წლის NBA-დრაფტზე. მაიკლი დრაფტზე მე-3 პიკად აირჩია ჩიკაგო ბულზმა ჰაკიმ ოლაჯუონის (ჰიუსტონ როკეტსი) და სემ ბოუვის (პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი) შემდეგ. ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი რის გამოც ჯორდანი აირჩიეს მე-3 პიკად იყო ის, რომ ჰიუსტონ როკეტსს და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს ჭირდებოდათ ცენტრის არჩევა.[23] მიუხედავად იმისა, რომ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის გენერალური მენეჯერი Stu Inman ეწინააღმდეგებოდა ცენტრის არჩევას და სურდა ჯორდანი, საბოლოოდ მაინც ცენტრი აირჩიეს იმ მიზეზით, რომ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს გუნდში უკვე ჰყავდა ჯორდანის პოზიციაზე (მსროლელი) მოთამაშე კლაიდ დრექსლერი, რომელსაც იმ პერიოდში ჯორდანის მსგავსი მონაცემები ჰქონდა.[24] ESPN წერს, რომ ბოუის არჩევანი იყო ყველაზე ცუდი ჩრდილოეთ ამერიკის პროფესიონალური სპორტის ისტორიაში.[25] 1986 წელს ჯორდანი დაბრუნა ჩრდილოეთ კაროლინაში სწავლის დასამთავრებლად[26] და ამავე წელს მან მიიღო ბაკალავრის ხარისხი გეოგრაფიაში.[27]
პროფესიონალური კარიერა
რედაქტირებაადრეული წლები NBA-ში (1984-1987)
რედაქტირება1984-85 წლის სეზონი
რედაქტირებაახალწვეული წვეული ჯორდანი, პირველ, 1984-85 სეზონზე 28.2 ქულას აგდებდა საშუალოდ და 51.5%-ით ისროდა.[28] ჯორდანი ოპონენტების მოედანზეც კი, მალე გახდა გულშემატკივრების ფავორიტი.[29][30][31] როი ს. ჯონსონი ნიუ-იორკ ტაიმზის 1984 წლის ნოემბრის ნომერში, ჯორდანს აღწერს, როგორც „ბულზის ფენომენალური ახალწვეული“ („the phenomenal rookie of the Bulls“).[32] 1984 წლის დეკემბერში ჯორდანი გამოჩნდა ჟურნალ „Sports Illustrated-ის“ ყდაზე სათაურით „ვარსკვლავი დაიბადა“ („A Star Is Born“).[33] იმავე წელს, გულშემატკივრებმა, ჯორდანი აირჩიეს ყველა ვარსკვლავის მატჩის სასტარტო შემადგენლობაში.[34]
ყველა ვარსკვლავის მატჩამდე წარმოიშვა დაპირისპირება, რომლის სათავეში NBA-ს ვეტერანი კალათბურთელი აიზეი თომასი იყო. დაპირისპირების მიზეზი ახალწვეული, გამოუცდელი ჯორდანის მიმართ დიდი ყურადღების დათმობა იყო.[35] თამაშის განმავლობაში მოთამაშეებმა უარი თქვეს ჯორდანისთვის პასის გაკეთებაზე.[35] დაპირისპირების მიზეზით ჯორდანი დაბრუნდა რეგულარულ სეზონში სათამაშოდ, სადაც სურდა ებრძოლა წლის ახალბედის ტიტულის მიღებისთვის.[36] ბულზმა სეზონი დაამთვარა 38-44 (38 მოგება და 44 წაგება)[37] და პლეიოფის პირველივე ტურში, 4 თამაშში, დამარცხდა მილუოკი ბაქსსთან.[36]
1985-86 წლის სეზონი
რედაქტირებამომდევნო, 1985-86 წლის სეზონის დასაწყისში, მესამე მატჩში, ჯორდანმა ფეხი მოიტეხა და 64 თამაშის გამოტოვება მოუწია,[38] თუმცა, ბულზი მანც გავიდა ფელიოფში, მიუხედავად ჯორდანის დამტვრევისა და თამაშების შეფარდების 30-52-ზე, რაც იმ დროისთვის მეხუთე ყველაზე ცუდი შედეგი იყო NBA-ს ფლეიოფში გასულ გუნდებს შორის.[36][39] ნაწილობრივ გამოჯანმრთელებულმა ჯორდანმი სეზონს შედეგიანად შემოუერთდა და NBA-ს ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს, ბოსტონ სელტიქს, ფლეიოფის მეორე თამაშში 63 ქულა ჩაუგდო და რეკორდიც დაამყარა ჩაგდებული ქულების რაოდენობით.[40] მიუხედავად ამისა, ბოსტონ სელტიქსმა ამ თამაშში 135-131 მოუგო ჩიკაგო ბულზსს მეორე დამატებით დროში და საბოლოოდ სელტიკი გავიდა შემდეგ ეტაპზე.[36]
1986-87 წლის სეზონი
რედაქტირებაჯორდანი სრულად 1986-87 წლის სეზონისთვის გამოჯანმრთელდა,[41] და NBA-ს ერთ-ერთი და მისი ყველაზე შედეგიანი სეზონი ჩაატარა ჩაგდებული ქულების მიხედვით. იგი გახდა მეორე კალათბურთელი, უილტ ჩემბერლენის შემდეგ, რომელმაც 3 000-ზე მეტი ქულა ჩააგდო (3041 ქულა 1986-87 წლის სეზონში) და ლიგის საუკეთესო შედეგი აჩვენა საშუალოდ 37.1 (ppg) ჩაგდებული ქულით და 48.2%-ით სროლით.[42][43] ასევე, ამ სეზონში ჯორდანმა აჩვენა მისი ძალა დაცვაში თამაშში და NBA-ს ისტორიაში გახდა პირველი მოთამაშე რომელმაც დაამყარა რეკორდი 200 ბურთის მოპარვით (Steals) და 100 ბლოკით.[44] მიუხედავად ჯორდაის ამ მიღწევების, NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო მეჯიკ ჯონსონმა მოიგო. ამ სეზონში ბულზმა 40 გამარჯვება მოიპოვა[42] და ზედიზედ მესამე წელს გავიდა ფლეიოფში, სადაც კიდევ ერთხელ ბოსტონ სელტიკმა გამოაგდო.[36]
დეტროიტის დომინირება (1987-1990)
რედაქტირება1987-88 წლის სეზონი
რედაქტირება1987-88 წლის სეზონის განმავლობაში, ჯორდანმა, რომელიც კიდევ ერთხელ ლიდერობდა ლიგას საშუალოდ 35.0 (ppg) ჩაგდებული ქულით და 53.5%-ით სროლით[36] პირველად მოიპოვა ლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშის ტიტული, ასევე, საშუალოდ 1.6 შესრულებული ბლოკით და ლიგის ყველაზე მაღალი მაჩვენებლით - საშუალოდ 3.16 ბურთის მოპარვით (Steals) დასახელდა წლის საუკეთესო მცველად.[45] ბულზმა სეზონი 50-32 მაჩვენებლით დაამთავრა და პირველად მაიკლ ჯორდანის კარიერაში ბულზი ფლეიოფის პირველ ტურს გაცდა, სადაც მან 5 თამაშში კლივლენდ კავალიერსი დაამაცხა.[46] თუმცა, ხუთ თამაშშივე ბულზი ბევრად გამოცდილმა დეტროიტ პისტონსმა დაამარცხა, რომელსაც აიზეი თომასი ლიდერობდა და გუნდი გამოირჩეოდა მისი ფიზიკური სიძლიერით, სწორედ ამიტომ დეტროიტ პისტონსის ამ შემადგენლობას „ცუდ ბიჭებს“ ("Bad Boys") ეძახდნენ.[47]
1988-89 წლის სეზონი
რედაქტირებამაიკლ ჯორდანი 1988-89 წლის სეზონშიც ქულების ლიდერი იყო საშუალოდ 32.5 (ppg) ჩაგდებული ქულით და 53.8%-ით სროლით. ასევე, საშუალოდ 8 მოხსნას და 8 შედეგიან გადაცემას აკეთებდა. ბულზმა სეზონი 47 მოგებით და 35 წაგებით (47-35) დაასრულა[48] და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალამდე მივიდა, გზად კი კლივლენდ კავალიერსს და ნიუ-იორკ ნიქსს მოუგო. კლივლენდ კავალიერსის წინააღმდეგ, ბოლო მეხუთე თამაშში კლივლენდ კავალიერსი იგებდა თამაშს 100-99, თამაშის დამთავრებამდე 1 წამით ადრე ჯორდანმა ჩააგდო (ე.წ. „Buzzer beater“) მისი ერთ-ერთი გამორჩეული ბურთი და ბულზმა 100-101 მოიგო. სროლას მოგვიანბით „The Shot“ დაერქვა.[49] აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში ბულზი დეტროიტ პისტონსმა კიდევ ერთხელ დაამარცხა მეექვსე თამაშში (2-4).[48]
1989-90 წლის სეზონი
რედაქტირებაჩიკაგო ბულზმა ახალი 1989-90 წლების სეზონი მაიკლ ჯორდანთან ერთად ახალი მოთამაშეებით, ახალგაზრდა სკოტი პიპენით და ჰორეს გრანტით (Horace Grant) დაიწყო. ასევე, გუნდს ჰყავდა ახალი მწვრთნელი ფილ ჯექსონი. ახალ სეზონში ჯორდანი საშუალოდ 33.6 (ppg) ბურთს აგდებდა, 52.6%-ით ისროდა, საშუალოდ 6.9 მოხსნას და 6.3 შედეგიან გადაცემას აკეთებდა,[48] ბულზმა კი სეზონი ახალი რეკორდით 55-27 (55 მოგება და 27 წაგება) დაამთავრა.[50] ბულზმა კიდევ ერთხელ მივიდა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალამდე, სადაც ფლეიოფში გზად მილუოკი ბაქსი ოთხ თამაშში და ფილადელფია სიქსერსი ხუთ თამაშში დაამარცხა. ფინალში კი, ზედიზედ მესამედ დამარცხდა დეტროიტთან, მეშვიდე თამაშში.[48]
პირველი „Three-peat“ (1991-1993)
რედაქტირება1990-1991 წლის სეზონი
რედაქტირება1990-1991 წლის სეზონში ჯორდანმა მოიპოვა მისი მეორე ლიგის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო საშუალოდ 31.5 (ppg) ჩაგდებული ქულის, 53.9%-ით სროლის, საშუალოდ 6.0 მოხსნის და 5.5 შედეგიანი გადაცემის შემდეგ.[48] ჩიკაგო ბულზი გახდა ცენტრალური დივიზიონის გამარჯვებული 16 წლის შემდეგ, რეგულარულ სეზონში 61 გამარჯვებით.[51] ჩიკაგო ბულზი ფლეიოფში შეხვდა ნიუ-იორკ ნიქსს და ფილადელფია სიქსერსის, ორივე გუნდი დაამარცხა და მეოთხედ ზედიზედ გავიდა აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, სადაც წინა 3 წლის მსგავსად შეხვდა დეტროიტ პისტონსი,[52][53] თუმცა ამ ჯერზე ბულზმა 4 თამაშში დაამარცხა დეტროიტ პისტონსი და გავიდა NBA-ს ფინალში სადაც შეხვდა ლოს-ანჯელეს ლეიკერსი, რომელსაც ლიდერობდა ორი შესანიშნავი მოთამაშე, მეჯიკ ჯონსონი და ჯეიმზ ვორზი. ბულზმა ოთხ თამაშში მოუგო ლეიკერსს და დაამყარა რეკორდი 15-2-ზე თამაშების შეფარდებით ფლეიოფში.[51] ფინალის ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი იყო მეორე თამაშში, როდესაც ჯორდანმა ჩატენვის მცდელობის დროს აირიდა სამ პერკინსის ბლოკი და ბურთი ჰაერში ყოფნის დროს მარჯვენა ხელიდან მარცხენაში გადაიტანა, ისროლა და ჩააგდო.[54] ჯორდანმა ამ სეზონში მოიპოვა მისი პირველი NBA-ს ფინალის MVP,[55] ჯილდოს გადაცემის მომენტში კი, მაიკლ ჯორდანი ატირდა.[56]
1991-1992 წლის სეზონი
რედაქტირებაჯორდანმა და ბულზმა 1991-1992 წლის სეზონიც დომინაციით გააგრძელეს. სეზონი 67-15-ზე დაამთავრეს და გააუმჯობესეს წინა სეზონის შედეგი.[51] ჯორდანმა მოიპოვა მისი მეორე NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო. სეზონში საშუალოდ აგდებდა 30.1 (ppg) ქულას, საშუალოდ აკეთებდა 6.4 მოხსნას და 6.1% შედეგიან გადაცემას, მოედნიდან ისროდა 52% სიზუსტით.[57] ფლეოფში გასულმა ბულზმა სამ თამაშში მაიამი ჰიტი დაამარცხა. რთული გამოდგა ნიუ-იორკ ნიქსის დამარცხება, რომელსაც 7 თამაშში მოუგო და აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში კლივლენდ კავალიერსს დაუპირისპირდა, რომელსაც ექვს თამაშში მოუგო და ფინალში კლაიდ დრექსლერის პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს შეხვდა. მედია, ცდილობდა რა მეჯიკ ჯონსონის და ლარი ბირდის პაექრობის მსგავსი დაპირისპირების შექმნას, ფინალური სერიის წინ ციებ-ცხელების პერიოდში ხაზგასმით აღნიშნავდა მსგავსებას Air Jordan-სა და კლაიდ the Glide დრექსლერს შორის. ჯორდანმა პირველ მატჩში, პირველ ნახევარში 35 ქულა ჩააგდო, რითიც რეკორდული მაჩვენებელი დააფიქსირა. ასევე, თამაშში ჩააგდო რეკურდული 6 სამქულიანი.[58] მეექვსე 3-ქულიანის ჩაგდების შემდეგ ჯორდანი თავისი ნახევრისკენ გაემართა, მხრები აიჩეჩა და, მატჩის კომენტატორს, მარვ ალბერტს თუ დავესესხებით, აუდიტორიას გახედა ისე, თითქოს ამბობდა: „მეც არ მჯერა, რომ ეს გავაკეთე“.[59]
ბულზმა მოიგო პირველი თამაში 122-89 და პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი ექვს თამაშში დაამარცხა. ჯორდანმა ზედიზედ მეორედ მოიპოვა NBA-ს ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო (MVP)[60] და სერიაში დაასრულა საშუალოდ 35.8 ჩაგდებული ქულით (ppg), საშუალოდ 4.8 მოხსნით და 6.5 გაკეთებული შედეგიანი გადაცემით. ხოლო მოედნიდან 53%-ით ისროდა.
1992-1993 წლის სეზონი
რედაქტირებამიუხედავად იმისა, რომ ჯორდანი 1992-93 წლების სეზონში 32.6 (ppg) ქულას აგდებდა საშუალოდ, საშუალოდ ჰქონდა 6.7 მოხსნა და აკეთებდა 5.5 შედეგიანი გადაცემას და მეორე ადგილზე გავიდა საუკეთესო წლის მცველის გამოკითხვაში, NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო მისმა მეგობარმა ჩარლზ ბარკლიმ მოიგო ფინიქს სანსიდან,[57][61] რომელიც ბულზს სეზონის ფინალში შეხვდა. მეექვსე, ფინალურ თამაშში, მატჩის დამთავრებამდე 14 წამი იყო დარჩენილი და ბულზი 2 ქულით აგებდა თამაშს (96-98). მეოთხე მეოთხედში ბულზს 9 ქულა ჰქონდა ჩაგდებული და ყველა ქულა მაიკლ ჯორდანის მიერ. ბურთი ჯორდანმა შეიყვანა თამაშში და 3 წამით ადრე ჯონ პაქსონმა სამ ქულაინი ჩააგდო და ანგარიში 99-98 გახდა ჩიკაგო ბულზის სასარგებლოდ. ბოლო წამზე ფინიქს სანსიდან კევინ ჯონსონის 2 ქულიანი სროლა ჰორენს გრანტმა დაბლოკა და ჯორდანი და ჩიკაგო ბულზი ზედიზედ მესამედ გახდა NBA-ის ჩემპიონი. ჯორდანი ფინალურ ექვს-თამაშიან სერიაში საშუალოდ 41.0 (ppg) ქულას აგდებდა[62] და პირველი მოთამაშე გახდა NBA-ს ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ სამჯერ მოიპოვა NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო (Final MVP).[63] სერიის ყველა თამაშში მან დააგროვა 30 ქულაზე მეტი, მათ შორის 40-ზე მეტი ქულა ზედიზედ 4 შეხვედრაში, მეოთხე თამაშში კი, 55 ქულა ჩააგდო. ფინალურ სერიაში მე-3 გამარჯვებით მან დააგვირგვინა 7-წლიანი პერიოდი, რომლის განმავლობაში მან 7-ჯერ მოიპოვა საუკეთესო მოთამაშის ჯილდო მოპოვებული ქულების თვალსაზრისით და 3-ჯერ ჩემპიონის ტიტული, თუმცა უკვე ჩანდა, რომ ჯორდანს მობეზრდა პოპულარობასთან დაკავშირებული და საკალათბურთო ცხოვრების მიღმა მიმდინარე აურზაური.
აზარტული თამაშები
რედაქტირება1993 წლის ფლეიოფის დროს, ჯორდანი ატლანტიკ-სიტიში, ნიუ-ჯერსის შტატში, ნიუ-იორკ ნიქსთან თამაშამდე, ნახეს თუ როგორ იყო დაკავებული აზარტული თამაშებით.[64] ამ თემაზე ჯორდანმა აღიარა, რომ მას მოუწია 57 000 დოლარის გადახდა.[65] მწერალი რიჩარდ ესკინასი 1993 წელს გამოცემულ წიგნში წერს, რომ მან ჯორდანის გოლფის თამაშში 2 250 000 დოლარი მოუგო.[66] მიუხედავად გავრცელებული ჭორებისა,[67] ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) რწმუნებულმა დეივიდ სტერნმა 1995 და 2006 წელს განმარტა, რომ ჯორდანის NBA-დან წასვლის მიზეზი აზარტული თამაშები არ ყოფილა.[68][69] 2005 წელს ჯორდანმა გადაცემა 60 წუთში ჟურნალისტ ედ ბრედლისთან აზარტულ თამაშებთან დაკავშირებით განმარტა, რომ მან რამდენჯერმე მიიღო დაუფიქრებელი გადაწყვეტილება.
საკალათბურთო კარიერის დასრულება და ბეისბოლი
რედაქტირება1993 წლის 6 ოქტომბერს ჯორდანმა მისი საკალათბურთო კარიერის დასრულება დაანონსა, მიზეზად კი, თამაშის სურვილის დაკარგვა დაასახელა. მოგვიანებით განმარტა, რომ მის ამ გადაწყვეტილებაზე მნიშვნელოვნად იმოქმედა მამამისის გარდაცვალებამ,[70] რომელიც 1993 წლის 23 ივლისს, ქალაქ ლუმბერტონში (ჩრდილოეთი კაროლინა) ორმა თინეიჯერმა, დანიელ გრინმა და ლარი მარტინმა მოკლეს, მანქანის წართმევის დროს.[71][72] მისი გვამი კი, სამხრეთ კაროლინაში ჭაობში იპოვეს 3 აგვისტოს.[71] თავდამსხმელებს პოლიციამ ჯორდანის მამის, ჯეიმზ ჯორდანის ტელეფონში შემავალი და გამავალი ზარების მიხედვით მიაგნეს, რომელიც თავდამსხმელებმა თვითონ გააკეთეს.[73] ორივე თავდამსხმელი დაიჭირეს და სასამართლომ მათ სამუდამო პატიმრობა შეუფარდა. ჯორდანი, 1998 წელს გამოშვებულ ავტობიოგრაფიული წიგნ „For the Love of the Game-ში“ წერს, რომ იგი 1992 წლის ზაფხულამდე ფიქრობდა კარიერის დასრულებაზე.[74] ჯორდანის გადაწყვეტილებამ შოკური რეაქცია გამოიწვია მთელ NBA-ში და ეს სიახლე, მსოფლიოს ყველა კუთხეში, გაზეთების მთავარ გევრდებზე მოხვდა.[75] მალევე, მისმა გადაწყვეტილებამ კიდევ უფრო გააკვირვა მსოფლიო, როდესაც 1994 წლის 7 თებერვალს ხელი მოაწერა კონტრაქტს ამერიკის ბეისბოლის ქვედა ლიგაში (Minor League Baseball) მოასპარეზე ჩიკაგო უაიტ სოქსთან (Chicago White Sox).[76] მაიკლმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო გარდაცვლილი მამის ოცნების ასრულების გამო, რომელსაც ყოველთვის სურდა მაიკლს ეთამაშა ამერიკის ბეისბოლის მთავარ ლიგაში.[77] ჩიკაგო უაიტ სოქსის მფლობელი ჯერი რეინსდორფი (Jerry Reinsdorf), ასევე იყო ჩიკაგო ბულზის მფლობელი და მიუხედავად იმისა, რომ ჯორდანმა კარიერა NBA-ში დაასრულა, ჩიკაგო ბულზის ხელფასი მიანც შეუნარჩუნა ბეისბოლში ასპარეზობის განმავლობაში.[78] 199 წელს ჯორდანი, ასევე გამოჩნდა სქოტსდეილ სკორპიონზსთან ერთად Arizona Fall League-ში.[79]
„დავბრუნდი“ - დაბრუნება NBA-ში (1995)
რედაქტირებაჯორდანის გარეშე ჩიკაგო ბულზმა 1993-94 წლის სეზონი 55 მოგებით და 27 წაგებით (55-27) დაასრულა[80] და ფლეიოფის მეორე რაუნდში ნიუ-იორკ ნიქსთან დამარცხდა. 1994-95 წლის სეზონზე ბულზი ფლეიოფში თამაშისთვის იბრძოდა, მაგრამ გუნდს 31-31 ჰქონდა მოგება-წაგების მაჩვენებელი,[81] რა დროსაც ჯორდანმა გადაწყვიტა ბულზში დაბრუნება.[82] 1995 წლის მარტში ჯორდანმა გადაწყვიტა ბეისბოლის მთავარი ლიგა დაეტოვებინა მიმდინარე სეზონში.[83] 1995 წლის 18 მარტს ჯორდანმა NBA-ში დაბრუნება ორ სიტყვიანი პრეს-რელიზით დააანონსა „I'm Back“ (დავბრუნდი).[21] მეორე დღეს კი, იგი ბულზსთან ერთად გამოჩნდა მოედანზე ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ ქალაქ ინდიანაპოლისში და თამაშში 19 ქულა დააგროვა.[84] თამაშს ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა ნილსენის სატელევიზიო რეიტინგით, 1975 წლიდან NBA-ს რეგულარული სასეზონო თამაშებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ბულზმა 23 ნომრიანი მაისური ჯორდანის პაივისცემის ნიშნად, მისი NBA-დან წასვლის შემდეგ, ხმარებიან ამოიღო, ჯორდანს მიანც შეეძლო მოედანზე მისი 23 ნომრიანი მაისურით გამოსვლა, მაგრამ მან ნომრად 45 აირჩია, რომელსაც ბეისბოლის თამაშის დროს ატარებდა.[84] მიუხედავად იმისა, რომ ჯორდანს წელიწად-ნახევარი NBA-ში ნათამაშები არ ჰქონდა, 1995 წლის 25 მარტს, დაბრუნებიდან მეოთხე თამაშში, ატლანტა ჰოუქსს ბოლო წამზე თამაშის მომგები ბურთი (Buzzer-Beater) ჩაუგდო და ბულზს 99-98 მოაგებინა. სამი დღის შემდეგ, მომდევნო თამაშში კი, მედისონ-სკვერ-გარდენზე ნიუ-იორკ ნიქსთან თამაშში 55 ქულა დააგროვა.[85] ჯორდანის დაბრუნებიდან ბულზმა 13 თამაში მოიგო და წააგო, ხოლო რეგულარულ სეზონში 47 მოგებით და 35 წაგებით ფლეიოფში გავიდა და აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარ ფინალში ორლანდო მეჯიკს შეხვდა. პირველი თამაშის დასრულებამდე 11 წამით ადრე, ორლანდო მეჯიკის მცველმა ნიკ ანდერსონიმა ჯოდანს უკნიდან მოპარა ბურთი, გადაცემა გაუკეთა ჰორეს გრანტს (Horace Grant), რომელმაც ორლანდო მეჯიკის გამარჯვების ქულა მოუტანა. მოგვიანებით ნიკ ანდერსონიმა კომენტარები გააკეთა: „ის არ ჰგავდა ძველ მაიკლ ჯორდანს“ („didn't look like the old Michael Jordan“)[86] და „ნომერი 45 ისე არ აფეთქდა, როგორც 23 ნომერს სჩვეოდა“ („No. 45 doesn't explode like No. 23 used to.“).[87] ჯორდანმა ერთგვარი პასუხი გასცა შემდეგ თამაშში, სადაც 38 ქულა ჩააგდო და ჩიკაგომ თამაში მოიგო. თამაშამდე კი, ჯორდანმა გადაწყვიტა 45 ნომრიანი მაისურის ნაცვლად მოედანზე, ძველი, 23 ნომერი დაებრუნებინა, რისთვისაც ჩიკაგო ბულზს ხმარებიდან ამოღებული 23 ნომრის დაბრუნებისთვის, ჯარიმის სახით 25 000 დოლარის გადახდა მოუწია NBA-სთვის.[87] ჯორდანი კი, დამატებით 5 000 დოლარით დაჯარიმდა თეთრი სპორტული ფეხსაცმლით თამაშისთვის, იმ დროს როცა ჩიკაგო ბულზის დანარჩენ ყველა მოთამაშეს შავი სპორტული ფეხსაცმელი ეცვა.[88] ჯორდანი საშუალოდ 31 ქულას აგროვრბდა 6 თამაშიან დაპირისპირებაში, სადაც გამარჯვება ორლანდო მეჯიქმა მოიპოვა.[89]
მეორე „Three-peat“ (1995-1998)
რედაქტირება1995-1996 წლის სეზონი
რედაქტირება1995-96 წლის სეზონისთვის ჯორდანი მოტივირებული იყო და აქტიურად ვარჯიშობდა.[90] ჩიკაგო ბულზმა კი, მოხსნების სპეციალისტი დენის როდმანი დაიმატა და გუნდი ლიგის ლიდერი გახდა 41 მოგებით და მხოლოდ 3 წაგებით,[91] ხოლო სეზონი ბულზმა NBA-ს ისტორიაში, რეგულარულ თამაშებს შორის, რეკორდით, 72 მოგებითა და მხოლოდ 10 წაგებით დაასრულა. ამ რეკორდის გაიმეორება და ბულზისთვის გადასწრება, მხოლოდ გოლდენ-სტეიტ უორიორსმა შეძლო 2015-16 წლის სეზონში (73-9).[92] ჯორდანი, რეგულარულ სეზონში, ლიგის ლიდერი გახდა საშუალოდ 30.4 (ppg) ჩაგდებული ქულით[93] და NBA All-Star მატჩის MVP-ს ჯილდოc მოიპოვა.[21]
ფლეიოფში ბულზმა მხოლოდ სამი თამაში წააგო ოთხ სერიაში (მაიამი ჰიტი 3-0, ნიუ-იორკ ნიქსი 4-1, ორლანდო მეჯიკი 4-0) და ფინალში 4-2 დაამარცხა სიეტლ სუპერსონიქსი და მეოთხედ გახდა NBA-ს ჩემპიონი. ჯორდანმა კი, NBA ფინალის MVP-ს ჯილდო მოიპოვა მეოთხედ[63] და გადაუსწრო მეჯიკ ჯონსონს, რომელსაც მანამდე სამჯერ ჰქონდა მოგებული NBA ფინალის MVP-ს ჯილდო. ასევე, მან NBA-ს ისტორიაში მეორედ, ერთდროულად მოიპოვა NBA All-Star მატჩის MVP-ს, რეგულარული სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშის და NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო. გაიმეორა ვილის რიდის მიერ 1969-70 წლის სეზონში მიღწეული შედეგი.[94] ფინალი ჯორდანისთვის ძალიან ემოციური გამოდგა. ეს იყო მამის დარდაცვალების შემდეგ მოპოვებული პირველი ჩემპიონობა, რომელიც დაემთხვა მამის დღეს. თამაშის შემდეგ ყველაზე დასამახსოვრებელი იყო ჯორდანის რეაქცია, მან ბურთი ჩაიხუტა ხელში და ატირდა.[56][95]
1996-1997 წლის სეზონი
რედაქტირება1996-97 წლის სეზონს ჩიკაგო ბულზი 69-11 შედეგით ამთავრებდა, მხოლოდ ორი თამაში რჩებოდა სათამაშო და შეეძლო მეორედ მოეგო რეგულარული სეზონის 70 თამაში, თუმცა ბოლო ორ თამაშში, მაიამი ჰიტთან 92-102 და ნიუ-იორკ ნიქსთან 101-103 დამარცხა და სეზონი 69-13 შედეგით დაამთავრა.[96] მიუხედავად ამ შედეგის, ამ წელს NBA-ს MVP-ს ჯილდო კარლ მელოუნმა მოიპოვა იუტა ჯაზიდან, რომელსაც ჩიკაგო ბულზი ფინალში დაუპირისპირდა. ჯაზთან სერიაში ჯორდანის კარიერაში ორი მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა: პირველ თამაშში ჯორდანმა ჯაზს ბოლო წამზე ჩაუგდო ბურთი (buzzer-beater) და 83-81 დაამარცხა, ხოლო მეხუთე თამაშში, მიუხედავად იმისა, რომ თამაშის დროს კუჭის ვირუსის გამო სიცხიანს და დეჰიდრირებულს უწევდა თამაში, ჯორდანმა 38 ქულა დააგროვა და თამაშის დამთავრებამდე 25 წამით ადრე თამაშის მოგების გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო. ამ მიზეზით მეხუთე თამაში ცნობილია როგორც - „Flu Game“.[97] ექვს თამაშიან სერიაში ჩიკაგო ბულზმა გაიმარჯვა და მოიპოვა მისი მეხუთე ჩემპიონობა.[98] ჯორდანმა მოიპოვა მისი მეხუთე NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო.[99] 1997 წლის NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში ჯორდანმა პირველად შეასრულა სამმაგი დუბლი, თუმცა NBA All-Star მატჩის MVP-ს ჯილდოს ვერ მოიპოვა.[100]
1997-1998 წლის სეზონი
რედაქტირებაბულზმა 1997-98 წლის სეზონი 62-20 შედეგით დაასრულა.[101] ჯორდანი კი, ლიგაში საშუალოდ 28.7 ქულას აგროვებდა,[102] მოიპოვა რიგით მეხუთე რეგულარული სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო (MVP), ასევე მოიპოვა ადგილები NBA-ის ყველა-მოთამაშის (NBA All-Star) და NBA-ს ყველა-დაცვითი გუნდის პირველ გუნდებში და მესამედ გახდა NBA All-Star მატჩის MVP-ს ჯილდოს მფლობელი.[103] ჩიკაგო ბულზი ზედიზედ მესამედ გახდა აღმოსავლეთი კონფერენციის ჩემპიონი. ფინალში ბულზი ინდიანა პეისერსს დაუპირისპირდა და მეშვიდე თამაშში დაამარცხა. 1992 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ნახევარფინალის შემდეგ, სადაც ის ნიუ-იორკ ნიქსს დაუპირისპირდა, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჯორდანმა მეშვიდე თამაში ითამაშა.[104][105] წინა სეზონის ფინალის მსგავსად, ფინალში ჩიკაგო ბულზი იუტა ჯაზს შეხვდა.[106] ფინალური სერიის მეექვსე თამაშში 1998 წლის 14 ივნისს გაიმართა იუტა ჯაზის მოედანზე - დელტა ცენტრში. ბულზი 3-2 ანგარიშით ლიდერობდა სერიაში. ჯორდანის სერიის მეექვსე თამაში მიიჩნევა ერთ-ერთ ყველაზე საუკეთესო თამაშად NBA-ს ისტორიაში.[107] ბულზი თამაშს 86-83 ანგარიშით აგებდა მეოთხე მეოთხედის დამთავრებამდე 41 წამით ადრე, როდესაც ბულზის მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა თაიმაუთი აიღო. როდესაც თამაში განახლდა, ჯორდანმა ორ ქულიანი ჩააგდო და ანგარიში 85-86 გახდა.[107] იუტა ჯაზმა ბურთი შეიყვანა თამაშში, გადაკვეთეს ბულზის ნახევარი და ბურთი მიიღო კარლ მელოუნმა, რომლისგანაც ფარს დენის როდმანი იცავდა. თამაშის დამთავრებამდე 21 წამი იყო დარჩენილი, როცა ჯორდანმა ბურთს ხელი ჩაარტყა და კარლ მელოუნს ხელიდან გააგდებინა, აიღო ბურთი და იუტა ჯაზის ფარისკენ ჩაირბინა, სამ ქულიან ხაზთან გაჩერდა და შეტევისთვის ემზადებოდა. ჯაზის ფარს ბრაიონ რაშელი იცავდა. 10 წამი იყო დარჩენილი დამთავრებამდე, როცა ჯორდანმა მარჯვენა ფრთისკენ დაიწყო შეტევა და შემდეგ მოძრაობა უეცრად მარცხნივ შეასრულა, სავარაუდოდ ბრაიონ რაშელის მოშორების მიზნით.[108][109] რაშელს ფეხი დაუცდა, მსაჯებმა ჯარიმა არ დააფიქსირეს და ჯორდანმა თამაშის მომგები სროლით, 5.2 წამით ადრე, ანგარიში 87-86 გახადა. დარჩენილ დროში ჯაზის ჯონ სტოქტონმა თამაშის მომგები ქულა ვერ ჩააგდო და ბულზმა და ჯორდანმა მოიპოვეს მათი მეექვსე NBA-ის ჩემპიონობა. ჯორდანმა კიდევ ერთხელ მოიპოვა NBA ფინალის MVP-ის ჯილდო,[63] რითიც ის გახდა ახალი რეკორდსმენი მეექვსედ მოპოვებული ტიტულის შემდეგ. შაკილ ო’ნილი, მეჯიკ ჯონსონი, ლებრონ ჯეიმზი და ტიმ დანკანი კი, მეორე ადგილს იკავებენ სამჯერ მოპოვებული ტიტულით.[63] 1998 წლის ფინალმა, საფინალო სერიების ისტორიაში, უმაღლესი სატელევიზიო რიტინგი აჩვენა. ასევე, NBA-ის ისტორიაში მეექვსე თამაშში უმაღლესი სატელევიზიო რიტინგი დაფიქსირდა.[110]
საკალათბურთო კარიერის დასრულება მეორედ (1999-2001)
რედაქტირებაკონტრაქტის გასვლის შემდეგ, 1998 წელს ჩიკაგო ბულზი მწვრთნელმა ფილ ჯექსონმა დატოვა. მასთან ერთად გუნდიდან წვიდნენ დენის როდმანი და სკოტი პიპენი. ჯორდანი კალათბურთიდან მეორედ 1999 წლის 13 იანვარს წავიდა,[111] [112] [113],მაგრამ 2000 წლის 19 იანვარს ჯორდანი ხელახლა დაბრუნდა NBA-ში, როგორც ვაშინგტონ უიზარდსის წილის მფლობელი და ტექნიკური დირექტორი (president of basketball operations).[114] ჯორდანი 1999 წლის იანვარში ამბობდა, რომ ის „99.9% დარწმუნებული“ იყო ჩიკაგო ბულზის გარდა სხვა გუნდში არ ითამაშებდა,[115] მაგრამ 2001 წლის ზაფხულში ჯორდანი კიდევ ერთი დაბრუნებით იყო დაინტერესებული, რომლის ინსპირაციაც მისი მეგობრის მარიო ლომიუს წინა წლის ზამთარში ჰოკეის ეროვნული ლიგაში დაბრუნება იყო.[116] ჯორდანმა 2001 წლის გაზაფხული და ზაფხული აქტიურ ვარჯიშს დაუთმო და ვაშინგტონ უიზარდსის მწვრთნელად ჩიკაგო ბულზის ყოფილი მწვრთნელი დუგლას კოლინსი მოიწვია.[117]
ვაშინგტონ უიზარდში დაბრუნება (2001-2003)
რედაქტირება2001-02 წლის სეზონი
რედაქტირება2001 წლის 25 სექტემბერს ჯორდანმა NBA-ში, ვაშინგტონ უიზარდსში დაბრუნება დაანონსა და აღნიშნა, რომ გამომუშავებული თანხას მთლიანად მოახმარდა 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული აქტების დროს დაზარალებულებს.[118][119] 2001-02 წლის სეზონში ჯორდნმა გუნდს ულიდერა ჩაგდებულ ქულებში (22.9 ppg), გადაცემებში (5.2 apg) და ჩაჭრებში (1.24 spg).[21] თუმცა მარჯვენა მუხლის ტრავმის გამო მან მხოლოდ 60 თამაში ჩაატარა, რაც მისი ყველაზე დაბალი მაჩენებელი იყო მისი NBA-ში დაბრუნების შემდეგ, 1994-95 წლის სეზოში, სადა მან 17 მატში ჩაატარა.[120] ჯორდანმა 60 მატჩიდან 53-ჯერ დაიწყო სასტარტო შემადლენლობაში და საშუალოდ აგროვებდა 24.3 ქულას, 5.4 გადაცემას, საშუალოდ 6.0 მოხსნას და ისროდა 41.9%-ით. დანარჩენ 7 მატჩში ის საშუალოდ 20 წუთს თამაშობდა.[121]
2002-03 წლის სეზონი
რედაქტირება2002-03 წლის სეზონი ჯორდანის უკანასკნელი სეზონი იყო. ჩიკაგო ბულზის მოედანზე თამაშის დამთავრების შემდეგ მაყურებელი ფეხზე წამოდგა და 4 წუთის განმავლობაში ტაშ უკრავდა მას.[122] მიუხედავად იმისა, რომ ჯორდანს არასდროს უთამაშია მაიამი ჰიტის შემადგენლობაში, 2003 წლის 12 აპრილს, მაიამი ჰიტმა ნომერი #23 ხმარებიდან მიანც ამოიღო, ჯორდანის მიერ კალათბურთში შეტანილი განსაკუთრებული წვლილის პარივსაცემად.[123] მან მისი უკანასკნელი მატჩი 2003 წლის 16 აპრილს ჩაატარა ფილადელფიში.
ეროვნული ნაკრები
რედაქტირებაჯორდანს მოპოვებული აქვს ორი ოქროს მედალი ოლიმპიურ თამაშებზე 1984 და 1992 წლებში. 1984 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჯორდანმა, როგორც კოლეჯში მოთამაშემ მოიპოვა ოქროს მედალი. ნაკრებს წვრთნიდა ბობ ნაითი და თამაშობდნენ შემდეგში ცნობილი კალათბურთელები პატრიკ ეუინგი, სემ პერკინსი, კრის მიულინი, სტივ ოლფორდი და ვეიმენ თისდეილი. ჯორდანმა ჩემპიონატის განმავლობაში ნაკრებს ულიდერა საშუალოდ 17.1 ჩაგდებული ქულით.[124]
1992 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ჯორდანი მეჯიკ ჯონსონის და ლარი ბირდის, ე.წ. „ოცნების გუნდის“ (Dream Team) შემადგენლობაში თამაშობდა.
სტატისტიკა
რედაქტირებალეგენდა | |||||
---|---|---|---|---|---|
GP | ნათამაშები თამაშები | GS | სასტარტოში იყო | MPG | დრო თითოეულ თამაშში (წუთებში) |
FG% | სროლის პროცენტი | 3P% | 3-ქულიანების სროლის პროცენტი | FT% | საჯარიმო სროლის პროცენტი |
RPG | მოხსნა თითოეულ თამაშში | APG | შედეგიანი გადაცემა თითოეულ თამაშში | SPG | ჩაჭრა თითოეულ თამაშში |
BPG | ბლოკი თითოეულ თამაშში | PPG | ქულა თითოეულ თამაშში | Bold | კარიერის უმაღლესი მაჩვენებელი |
† | აღნიშნავს სეზონს რომელშიც ჯორდანი გახდა NBA-ის ჩემპიონი |
* | ლიგის ლიდერი |
‡ | NBA-ის რეკორდი |
რეგულარული სეზონი
რედაქტირებაწელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1984-85 | ჩიკაგო ბულზი | 82 | 82 | 38.3 | .515 | .173 | .845 | 6.5 | 5.9 | 2.4 | .8 | 28.2 |
1985-86 | ჩიკაგო ბულზი | 18 | 7 | 25.1 | .457 | .167 | .840 | 3.6 | 2.9 | 2.1 | 1.2 | 22.7 |
1986-87 | ჩიკაგო ბულზი | 82 | 82 | 40.0 | .482 | .182 | .857 | 5.2 | 4.6 | 2.9 | 1.5 | 37.1* |
1987-88 | ჩიკაგო ბულზი | 82 | 82 | 40.4* | .535 | .132 | .841 | 5.5 | 5.9 | 3.2* | 1.6 | 35.0* |
1988-89 | ჩიკაგო ბულზი | 81 | 81 | 40.2* | .538 | .275 | .850 | 8.0 | 8.0 | 2.9 | .8 | 32.5* |
1989-90 | ჩიკაგო ბულზი | 82 | 82 | 39.0 | .526 | .376 | .848 | 6.9 | 6.3 | 2.8 | .7 | 33.6* |
1990-91† | ჩიკაგო ბულზი | 82 | 82 | 37.0 | .539 | .312 | .851 | 6.0 | 5.5 | 2.7 | 1.0 | 31.5* |
1991-92† | ჩიკაგო ბულზი | 80 | 80 | 38.8 | .519 | .270 | .832 | 6.4 | 6.1 | 2.3 | .9 | 30.1* |
1992-93† | ჩიკაგო ბულზი | 78 | 78 | 39.3 | .495 | .352 | .837 | 6.7 | 5.5 | 2.8* | .8 | 32.6* |
1994-95 | ჩიკაგო ბულზი | 17 | 17 | 39.3 | .411 | .500 | .801 | 6.9 | 5.3 | 1.8 | .8 | 26.9 |
1995-96† | ჩიკაგო ბულზი | 82 | 82 | 37.7 | .495 | .427 | .834 | 6.6 | 4.3 | 2.2 | .5 | 30.4* |
1996-97† | ჩიკაგო ბულზი | 82 | 82 | 37.9 | .486 | .374 | .833 | 5.9 | 4.3 | 1.7 | .5 | 29.6* |
1997-98† | ჩიკაგო ბულზი | 82 | 82 | 38.8 | .465 | .238 | .784 | 5.8 | 3.5 | 1.7 | .5 | 28.7* |
2001-02 | ვაშინგტონ უიზარდსი | 60 | 53 | 34.9 | .416 | .189 | .790 | 5.7 | 5.2 | 1.4 | .4 | 22.9 |
2002-03 | ვაშინგტონ უიზარდსი | 82 | 67 | 37.0 | .445 | .291 | .821 | 6.1 | 3.8 | 1.5 | .5 | 20.0 |
კარიერის განმავლობაში | 1,072 | 1,039 | 38.3 | .497 | .327 | .835 | 6.2 | 5.3 | 2.3 | .8 | 30.1 | |
ყველა ვარსკვლავი | 13 | 13 | 29.4 | .472 | .273 | .750 | 4.7 | 4.2 | 2.8 | .5 | 20.2 |
ფლეიოფი
რედაქტირებაწელი | გუნდი | GP | GS | MPG | FG% | 3P% | FT% | RPG | APG | SPG | BPG | PPG |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1985 | ჩიკაგო ბულზი | 4 | 4 | 42.8 | .436 | .125 | .828 | 5.8 | 8.5 | 2.8 | 1.0 | 29.3 |
1986 | ჩიკაგო ბულზი | 3 | 3 | 45.0 | .505 | .1000 | .872 | 6.3 | 5.7 | 2.3 | 1.3 | 43.7 |
1987 | ჩიკაგო ბულზი | 3 | 3 | 42.7 | .417 | .400 | .897 | 7.0 | 6.0 | 2.0 | 2.3 | 35.7 |
1988 | ჩიკაგო ბულზი | 10 | 10 | 42.7 | .531 | .333 | .869 | 7.1 | 4.7 | 2.4 | 1.1 | 36.3 |
1989 | ჩიკაგო ბულზი | 17 | 17 | 42.2 | .510 | .286 | .799 | 7.0 | 7.6 | 2.5 | .8 | 34.8 |
1990 | ჩიკაგო ბულზი | 16 | 16 | 42.1 | .514 | .320 | .836 | 7.2 | 6.8 | 2.8 | .9 | 36.7 |
1991† | ჩიკაგო ბულზი | 17 | 17 | 40.5 | .524 | .385 | .845 | 6.4 | 8.4 | 2.4 | 1.4 | 31.1 |
1992† | ჩიკაგო ბულზი | 22 | 22 | 41.8 | .499 | .386 | .857 | 6.2 | 5.8 | 2.0 | .7 | 34.5 |
1993† | ჩიკაგო ბულზი | 19 | 19 | 41.2 | .475 | .389 | .805 | 6.7 | 6.0 | 2.1 | .9 | 35.1 |
1995 | ჩიკაგო ბულზი | 10 | 10 | 42.0 | .484 | .367 | .810 | 6.5 | 4.5 | 2.3 | 1.4 | 31.5 |
1996† | ჩიკაგო ბულზი | 18 | 18 | 40.7 | .459 | .403 | .818 | 4.9 | 4.1 | 1.8 | .3 | 30.7 |
1997† | ჩიკაგო ბულზი | 19 | 19 | 42.3 | .456 | .194 | .831 | 7.9 | 4.8 | 1.6 | .9 | 31.1 |
1998† | ჩიკაგო ბულზი | 21 | 21 | 41.5 | .462 | .302 | .812 | 5.1 | 3.5 | 1.5 | .6 | 32.4 |
კარიერის განმავლობაში | 179 | 179 | 41.8 | .487 | .332 | .828 | 6.4 | 5.7 | 2.1 | .8 | 33.4 |
ჯილდოები და დამსახურებები
რედაქტირებანაციონალური საკალათბურთო ასოციაცია
რედაქტირება- ექვსგზის NBA ჩემპიონი — 1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998[21]
- ექვსგზის NBA ფინალის MVP — 1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998[125]
- ხუთგზის NBA MVP — 1988, 1991, 1992, 1996, 1998
- ათგზის NBA საუკეთესო მექულე — 1987-1993, 1996-1998[125]
- 14-ჯერ მიიღო მონაწილეობა NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩზე — 1985-1993, 1996-1998, 2002, 2003[125]
- სამგზის NBA All-Star მატჩის MVP — 1988, 1996, 1998[125]
- 11-ჯერ მონაწილეობა მიიღო NBA-ის ყველა-მოთამაშის გუნდში:
- ცხრაჯერ იყო NBA-ს ყველა დაცვითი გუნდის პირველ ხუთეულში — 1988–1993, 1996–1998[21]
- ორგზის NBA სლემ დანკის შეჯიბრის ჩემპიონი — 1987–1988
- NBA-ს წლის ახალბედის ჯილდოს მფლობელი — 1985
- ორგზის IBM-ის ჯილდოს მფლობელი — 1985, 1989[126]
- NBA-ს წლის მცველი — 1988
- დასახელდა NBA-ს ისტორიაში 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის — 1996
- ნომერი #23 ხმარებიდან ამოიღო ჩიკაგო ბულზმა[123]
- ნომერი #23 ხმარებიდან ამოიღო მაიამი ჰიტმა[123]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ MEN'S TOURNAMENT OF THE AMERICAS -- 1992
- ↑ NINTH PAN AMERICAN GAMES -- 1983
- ↑ Rein, Kotler and Shields, pg. 173.
- ↑ New York Times -
- ↑ Air Jordan
- ↑ მაიკლ ჯორდანის ბიოგრაფია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-02. ციტირების თარიღი: 2019-11-18.
- ↑ მაილკ ჯორდანის უფროსი ძმის სამხედრო კარიერა
- ↑ 8.0 8.1 დევიდ ჰალბერტსტამი - Playing for Keeps: Michael Jordan and the World He Made (2000), 20-21 გვ.
- ↑ NBA ისტორია - მაიკლ ჯორდანი
- ↑ ჯორდანს თავდაპირველად არ უთამაშია საუნივერსიტეტო ლიგა
- ↑ 11.0 11.1 ჯორდანის ადრეული წლების სტატისტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-01-17. ციტირების თარიღი: 2019-11-19.
- ↑ The New York Times - PLUS: BASKETBALL; A McDonald's Game For Girls, Too By Lena Williams
- ↑ როლანდ ლაზენბი - Michael Jordan: The Life, 146–147 გვ. ISBN 031619476X, ISBN 978-0316194761
- ↑ დევიდ ლ. პორტერი - მაიკლ ჯორდანი: ბიოგრაფია, 8 გვ. ISBN 0313337675, ISBN 978-0313337673
- ↑ 15.0 15.1 როლანდ ლაზენბი - Michael Jordan: The Life, 141 გვ. ISBN 031619476X, ISBN 978-0316194761
- ↑ Rocky Mount Telegram, 14 გვ.
- ↑ Sentinel Star, 8 გვ.
- ↑ დევიდ ჰალბერტსტამი - Playing for Keeps: Michael Jordan and the World He Made (2000), 67-68 გვ.
- ↑ Walter LaFeber, 32 გვ. ISBN 0393323692, ISBN 978-0393323696
- ↑ East Coast Offense: Finding Meaning
- ↑ 21.0 21.1 21.2 21.3 21.4 21.5 21.6 21.7 Legends profile: Michael Jordan
- ↑ Michael Jordan Statistics. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2019-11-19.
- ↑ DuPree, David (November 26, 1984). "Trail Blazers don't regret bypassing Jordan". USA Today. p. 6C
- ↑ Sakamoto, Bob (November 25, 1984). "Portland GM is happy with Bowie". Chicago Tribune. p. B2.
- ↑ The 100 worst draft picks ever
- ↑ Morris, Mike. "The Legend: A Highlight-Reel History of the NBA's Greatest Player". Michael Jordan: The Ultimate Career Tribute. Bannockburn, Illinois: H&S Media, 1999. p. 67.
- ↑ Michael Jordan’s College Transcript Reveals He Took Beginning Tennis, Majored in Geography
- ↑ ჯორდანის სტატისტიკა NBA-ში
- ↑ JORDAN MAKES PEOPLE WONDER: IS HE THE NEW DR. J? - Oct. 21, 1984
- ↑ JORDAN DAZZLES CROWD AT GARDEN - Oct. 19, 1984
- ↑ JORDAN-LED BULLS ROMP BEFORE 19,252 - Nov. 9, 1984
- ↑ ნიუ-იორკ ტაიმზი, როი ს. ჯონსონი ჯორდაის შესახებ 9 ნოემბერი, 1984 წ.
- ↑ Sports Illustrated, 10 დეკემბერი, 1984 წ. - ყდა
- ↑ NBA.com - ლეგენდების პროფილი: მაიკლ ჯორდანი
- ↑ 35.0 35.1 ლეგენდების პროფილი: მაიკლ ჯორდანი
- ↑ 36.0 36.1 36.2 36.3 36.4 36.5 მაიკლ ჯორდანის ბიოგრაფია - Archive.org
- ↑ ჩიკაგო ბულზის სეზონები
- ↑ NBA.com - ლეგენდების პროფილი: მაიკლ ჯორდანი
- ↑ "Worst Records of Playoff Teams", The Sporting News (April 28, 1986), p. 46.
- ↑ "God Disguised as Michael Jordan". დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-24. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ დევიდ ლ. პორტერი - მაიკლ ჯორდანი: ბიოგრაფია, 34 გვ. ISBN 0313337675, ISBN 978-0313337673
- ↑ 42.0 42.1 მაიკლ ჯორდანის სტატისტიკა რეგულარულ სეზონებში
- ↑ NBA-ს და ABA-ს ლიდერები და რეკორდები ჩაგდებული ქულების მიხედვით. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-29. ციტირების თარიღი: 2019-11-25.
- ↑ "Jordan Adds Most Valuable Player Award to Honors", The Washington Post (May 26, 1988), p. D8.
- ↑ ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ენციკლოპედია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-12. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ ჩიკაგო ბულზის სტატისტიკა 1966 წლიდან
- ↑ დევიდ ჰალბერტსტამი - Playing for Keeps: Michael Jordan and the World He Made (2000), 235 გვ.
- ↑ 48.0 48.1 48.2 48.3 48.4 მაილკ ჯორდანის სტატისტიკა
- ↑ მაილკ ჯორდანი - "The Shot"
- ↑ ბულზის სტატისტიკა
- ↑ 51.0 51.1 51.2 ჩიკაგო ბულზის სტატისტიკა
- ↑ Chicago Bulls 1990-91 Game Log and Scores
- ↑ BASKETBALL; Bulls Brush Aside Pistons for Eastern Title By Clifton Brown
- ↑ Great Shot! Jordan's Best Amazingly Goes One Better - By Michael Wilbon, Friday, June 7, 1991; Page D01
- ↑ NBA-ს ფინალის MVP-ების გამარჯვებულები
- ↑ 56.0 56.1 ESPN.com - Michael Jordan transcends hoops, By Larry Schwartz
- ↑ 57.0 57.1 NBA-ს ენციკლოპედია - მაიკლ ჯორდანი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-12. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ Jordan Blazes Away From Long Range. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ A Stroll Down Memory Lane, By Rob Reheuser, NBA encyclopedia
- ↑ NBA-ს ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდოს გამარჯვებულები
- ↑ 1992-93 წლების NBA-ს ჯილდოები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-04-04. ციტირების თარიღი: 2019-11-29.
- ↑ Paxson's Trey Propels Bulls Into NBA History 1993 NBA Finals: Chicago 4, Phoenix 2. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-10-25. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ 63.0 63.1 63.2 63.3 NBA Finals MVP Award Winners
- ↑ Sports of The Times; Jordan's Atlantic City Caper
- ↑ JORDAN'S GAMBLING UNDERGOES INTENSE SCRUTINY AGAIN
- ↑ Jordan Hit on Gambling : Golf bets: San Diego man says the Bulls’ star played him for four years, once owed him $1.252 million.
- ↑ No evidence Jordan banished from NBA for a year in early '90s for gambling
- ↑ Sports of The Times; Who Thinks Jordan Can't Win It All? - By George Vecsey, March 19, 1995
- ↑ ESPN.ge - Not so Stern after all - By Bill Simmons
- ↑ A Humbled Jordan Learns New Truths
- ↑ 71.0 71.1 Two Men Are Charged With Murder Of Jordan, By Michael Janofsky, Aug. 16, 1993
- ↑ `I BELIEVE WE KILLED JORDAN'S DAD'- By Andrew Martin, Tribune Staff Writer, January 4,1996
- ↑ THE NATION; So Many Criminals Trip Themselves Up
- ↑ Michael Jordan - For the Love of the Game: My Story (1998), ISBN 9780609602065, ISBN 978-0609602065
- ↑ Thomsen, Ian; Rodgers, Ted (October 18, 1993). "Europe loses a role model; Even in countries where basketball is a minor pursuit, Jordan's profile looms large – includes related article on Jordan's stature in Japan". The Sporting News. 216 (16): 35. ISSN 0038-805X
- ↑ The Sporting News Official NBA Register 1994–95, p. 334.
- ↑ Michael Jordan: A Tribute, Sports Illustrated. Retrieved May 9, 2017.
- ↑ BASKETBALL; Jordan Keeping the Basketball World in Suspense, By Harvey Araton, March 10, 1995
- ↑ Michael Jordan Chronology
- ↑ ჩიკაგო ბულზის სტატისტიკა 1966-დღემდე
- ↑ Vault - WHAT GOES UP ... MUST COME DOWN, OR SO IT SEEMS
- ↑ როლანდ ლაზენბი - Michael Jordan: The Life, 513–515 გვ. ISBN 031619476X, ISBN 978-0316194761
- ↑ როლანდ ლაზენბი - Michael Jordan: The Life, 511–512 გვ. ISBN 031619476X, ISBN 978-0316194761
- ↑ 84.0 84.1 "Michael Jordan returns to Bulls in overtime loss to Indiana Pacers – Chicago Bulls". Jet. Johnson Publishing Company. 87 (21): 51–53. April 3, 1995. ISSN 0021-5996.
- ↑ Michael Jordan bio, National Basketball Association. Retrieved May 9, 2017.
- ↑ Memories of MJ's first two acts
- ↑ 87.0 87.1 Flashback: 20 years ago today, Anderson forces MJ back to No. 23
- ↑ NBA Fines Jordan for Shoes, Bulls for No. 23
- ↑ basketball-reference.com. Retrieved February 8, 2008.. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 9, 2012. ციტირების თარიღი: ნოემბერი 19, 2019.
- ↑ Kerr, Steve. The greatest team in history – day four: Chicago Bulls, BBC. Retrieved March 16, 2007.
- ↑ ჩიკაგო ბულზი - 1995-96 სეზონი
- ↑ NBA-ს რეგულარული სეზონის რეკორდები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-06-04. ციტირების თარიღი: 2019-12-20.
- ↑ 1995-96 Chicago Bulls. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-11-05. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ მაიკლ ჯორდანის ბიოგრაფია
- ↑ ლეგენდების პროფილი - მაიკლ ჯორდანი
- ↑ ჩიკაგო ბულზის 1996-97 წლის თამაშები
- ↑ 23 to remember,Saturday January 16, 1999
- ↑ ჩიკაგო ბულზის სტატისტიკა 1996-97 წლის სტატისტიკა
- ↑ NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდოს გამარჯვებულების სია
- ↑ NBA All-Star Game's most memorable moments
- ↑ ჩიკაგო ბულზის სტატისტიკა 1966 წლიდან დღემდე
- ↑ მაიკლ ჯორდანის სტატისტიკა. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-12-12. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ მაიკლ ჯორდანი - ლეგენდების პროფილი
- ↑ დევიდ ლ. პორტერი - მაიკლ ჯორდანი: ბიოგრაფია, 119 გვ. ISBN 0313337675, ISBN 978-0313337673
- ↑ Still In The Hunt Pacers Hold Off Bulls To Force Game 7
- ↑ როლანდ ლაზენბი - Michael Jordan: The Life, 596 გვ. ISBN 031619476X, ISBN 978-0316194761
- ↑ 107.0 107.1 Greatest Finals Moments. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-11. ციტირების თარიღი: 2013-01-29.
- ↑ FORMER NBA REF BLASTS OFFICIATING
- ↑ Someone has to win Eastern Conference
- ↑ Lakers-Celtics should grab big TV ratings
- ↑ Mitchell Krugel - Michael Jordan, pp. 55–56, 59. ISBN 0312928181, ISBN 978-0312928186
- ↑ PRO BASKETBALL; It's Bitter In Chicago For Jordan
- ↑ PRO BASKETBALL; The Business Of Basketball Now Begins In Earnest
- ↑ PRO BASKETBALL; Jordan Sheds Uniform for Suit as a Wizards Owner By Richard Sandomir Jan. 20, 2000
- ↑ Michael Jordan transcends hoops
- ↑ Jordan watched Lemieux's comeback very closely
- ↑ Sports of The Times; Old Coach Rejoins Old Warrior By Harvey Araton Oct. 2, 2001
- ↑ Pollin Establishes Education Fund
- ↑ News Summary
- ↑ მაიკლ ჯორდანის სტატისტიკა
- ↑ ჯორდანის სტატისტიკა 2001-02 წლებში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-02-09. ციტირების თარიღი: 2020-01-17.
- ↑ Lengthy ovation moves Jordan. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-12-04. ციტირების თარიღი: 2020-01-17.
- ↑ 123.0 123.1 123.2 Inside the numbers on retired numbers around the NBA
- ↑ Games of the XXIIIrd Olympiad -- 1984
- ↑ 125.0 125.1 125.2 125.3 Michael Jordan - basketball-reference.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-05-09. ციტირების თარიღი: 2019-11-19.
- ↑ Michael Jordan's Honors