ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო
ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო (წინად ცნობილი როგორც NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო) - ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოქმედი ჯილდო, რომელიც 1969 NBA ფინალიდან მოყოლებული გადაეცემა. ჯილდოს ბედს 9 მედიის წევრი გადაწყვეტს, რომელიც ფინალური რაუნდის დასკვნით შეხვედრისას აძლევენ ხმას. მოთამაშე ყველაზე მაღალი ქულებით იგებს ჯილდოს. ასევე NBA ფინალის დროს, გულშემატკივრებიც აძლევენ ხმას NBA.com-ზე, რაც მეათე ხარისხად მიდის ხმები.[1][2] თავდაპირველად, ჯილდო იყო შავი ფერის თასი ოქროსფერი კალათბურთის ფიგურებით დაბოლოვებული ზემოთ, რომელიც თითქმის ლარი ობრაიანის თასის ანალოგიურია, სანამ 2005 წელს უფორ პატარა თასს არ შექმნიდნენ.[3][4]
დაარსებიდან მოყოლებული, ჯილდო 27 სხვადასხვა მოთამაშეს გადაეცა. მაიკლ ჯორდანი, რომელიც ლიდერობდა ჩიკაგო ბულზს 6 NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში 1991-1993 და 1996-1998 წლებში, არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ჯილდო 6-ჯერ მოიგო.[5] მეჯიკ ჯონსონი, შაკილ ონილი და ტიმ დანკანი არიან ის მოთამაშეები, რომლებმაც ჯილდოს მოპოვება 3-ჯერ შეძლეს, ხოლო უილის რიდის, კარიმ აბდულ-ჯაბარის, ლარი ბირდის, ჰაკიმ ოლეიუონის და კობი ბრაიანტის მონაგარში ასეთი 2 ჯილდოა. ჯორდანი და ონილი არიან მხოლოდ ის წევრები, რომლებმაც შეძლეს ზედიზედ 3 წელიწადში მოეპოვებინათ ეს ჯილდო (ჯორდანმა 2-ჯერ შეძლო ეს). ოლეიუონმა და ბრაიანტმა ჯილდოს მოპოვება ზედიზედ ორჯერ შეძლეს. კარიმ აბდულ-ჯაბარი არის ერთადერთი გამარჯვებული, რომელმაც ჯილდოს მოპოვება 2 სხვადასხვა გუნდთან ერთად შეძლო, პირველი მათგანი მილუოკი ბაქსის რიგებში 1971 წელს და ლოს-ანჯელეს ლეიკერსის რიგებში 1985 წელს. ჯონსონი არის ერთადერთი ახალბედა, რომელმაც შეძლო ჯილდოს მოგება ლეიკერსში ყოფნის დროს 1980 წელს.[6] ჯერი ვესტი იყო პირველი დაჯილდოებული და ასევე ერთადერთი ჯილდოს გამარჯვებული, რომელიც დამარცხებულ გუნდში იყო NBA ფინალში.[5] ოლეიუონი (ნიგერიაში დაბადებული) 1993 წელს მხოლოდ აშშ მოქალაქეობა მიიღო, ტიმ დანკანი აშშ-ის ვირჯინის კუნძულები, ტონი პარკერი საფრანგეთი (რომელიც ბელგიაში დაიბადა) და დირკ ნოვიცკი გერმანიიდან არიან მხოლოდ ის 4 გამარჯვებული, რომელთაც არ აქვთ აშშ მოქალაქეობა მოგებული. დანკანს აქვს ამერიკის მოქალაქეობა, მაგრამ ის არის საერთაშორისო მოთამაშე NBA-ს მხრიდან, რადგან ის არ იქნა დაბადებული აშშ-ის 50 შტატში ან ვაშინგტონის ტერიტორიაზე.[7] პარკერი და ნოვიცკი არიან მხოლოდ ის გამარჯვებულები, რომელიც აშშ ფარგლებს გარეთ ვარჯიშობდნენ. ოლეიუონი კოლეჯის კალათბურთს ჰიუსტონში, ხოლო დანკანი უეიკ ფორესტში თამაშობდა.
2009 წლის 14 თებერვალს, 2009 წლის NBA All-Star მატჩის შესვენების დროს ფინიქსში, NBA-ს რწმუნებულმა დევიდ სტერნმა განაცხადა ჯილდოს სახელის შეცვლის შესახებ, რის შემდეგადაც ჯილდოს „ბილ რასელის NBA ფინალის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო“ ეწოდება, რაც 11 გზის NBA ჩემპიონის - ბილ რასელის პატივსაცემად დაერქვა.[8]
გამარჯვებულები
რედაქტირება^ | აღნიშნულია კვლავ NBA-ში მოქმედი მოთამაშეები. |
* |
|
მოთამაშე (X) | აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო მისთვის |
გუნდი (X) | აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო გუნდისთვის |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებააღნიშვნა
რედაქტირება- a ჯერი ვესტი არის ერთადერთი ჯილდოს გამარჯვებული, რომელიც დამარცხებულ გუნდში იყო NBA ფინალში.
- b ლუ ალსინდორმა სახელი 1971-1972 წლებში შეიცვალა და გახდა კარიმ აბდულ-ჯაბარი.[9]
- c ჰაკიმ ოლეიუონი დაბადებულია ნიგერიაში, მაგრამ მოქალაქეობა 1993 წელს გააუქმა, როდესაც აშშ მოქალაქეობა მიიღო.[10]
- d იმის გამო, რომ ტიმ დანკანი არის აშშ მოქალაქე დაბადების გამო, რადგან ყველა აშშ-ის ვირჯინის კუნძულების მცხოვრებს ყველას აქვს.[11] ასევე მას შეეძლო თამაში აშშ ნაკრებში.[12]
- e ტონი პარკერი დაიბადა ბელგიაში, რომელსაც ჰყავს ამერიკელი მამა და გერმანელი დედა. მას აქვს საფრანგეთის მოქალაქეობა და თამაშობს საფრანგეთის ნაკრებში საერთაშორისო ასპარეზზე.[13]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Mike Bresnahan. (June 19, 2008) Numbers from final game tell bad tale for Lakers. Los Angeles Times. ციტირების თარიღი: July 15, 2008.
- ↑ Johnny Ludden. (June 25, 2005) MVP voting as close as the series. San Antonio Express-News. ციტირების თარიღი: July 15, 2008.
- ↑ Game 5 Notebook: Billups Wins MVP. NBA/Turner Sports Interactive, Inc.. ციტირების თარიღი: July 16, 2008.
- ↑ Spurs crowned NBA champions. CBC Sports (June 24, 2005). ციტირების თარიღი: July 16, 2008.
- ↑ 5.0 5.1 Finals Most Valuable Player. NBA/Turner Sports Interactive, Inc.. ციტირების თარიღი: July 14, 2008.
- ↑ Magic Johnson Bio. NBA/Turner Sports Interactive, Inc.. ციტირების თარიღი: October 21, 2010.
- ↑ Bargnani becomes first European top NBA draft pick. People's Daily Online (June 29, 2006). ციტირების თარიღი: June 16, 2008.
- ↑ The Finals MVP to Receive Bill Russell MVP Award. NBA/Turner Sports Interactive, Inc. (February 14, 2009). ციტირების თარიღი: February 14, 2009.
- ↑ Kareem Abdul-Jabbar Bio. NBA. ციტირების თარიღი: August 4, 2008.
- ↑ Hakeem Olajuwon Bio: 1992–93. NBA/Turner Sports Interactive, Inc.. ციტირების თარიღი: June 15, 2008.
- ↑ Virgin Islands. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 26, 2020. ციტირების თარიღი: August 12, 2008.
- ↑ All-Time USA Basketball Men's Roster: D. USA Basketball. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 28, 2009. ციტირების თარიღი: June 16, 2008.
- ↑ Parker will be speedy foe for Nets. Sports Illustrated. Time Warner Company (June 2, 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 3, 2012. ციტირების თარიღი: October 17, 2010.