ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი
ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი (ინგლ. Larry O'Brien NBA Championship Trophy) — გადაეცემა ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდს, რომელიც ყოველი NBA სეზონის შემდეგ დასკვნით NBA ფინალში იმარჯვებს.
ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი | |
ჯილდო | NBA ფინალის გამარჯვებული |
წარადგენს | NBA |
ქვეყანა | აშშ |
პირველად გადაეცა | 1977 (როგორც უოლტერ ბრაუნის თასი) 1984 (როგორც ლარი ობრაიანის თასი) |
მიმდინარე მფლობელი | მაიამი ჰიტი |
http://www.nba.com/ |
---|
ახლანდელი თასი შექმნილია 1977 წელს,[1] მან უოლტერ ბრაუნის თასი ჩაანაცვლა. ახალი თასის სახელი შეიცვალა 1984 წლის NBA ფინალისთვის, როდესაც ყოფილი NBA რწმუნებულის - ლარი ობრაიანის სახელი დაერქვა. ლარი ლიგას 1975-1983 წლებში ედგა სათავეში.
აღწერა
რედაქტირებათასი დამზადებულია 6.5 კგ წონის სრული წონის ვერცხლისგან. მას 24 კარატის ოქრო აქვს შემოვლებული და დგას 60 სმ სიმაღლეზე. თასი ვიზუალურად ასახავს ბურთის კალათში ჩავარდნას. ბურთი 22 სმ-ით არის იმავე ზომის, რაც NBA-ში რეგულარული ბურთია. თასი რომლის ღირებულებაც 13.500 აშშ დოლარია, ყოველ წელს მზადდება Tiffany & Co. ვერცხლის მაღაზიის მიერ. გამარჯვების წელი და გუნდის სახელი გამოსახულია თასის დასადგამზე.[2][3][4]
ხელის შეწყობა
რედაქტირებამიუხედავად ყველაფრისა, ობრაიანის თასი ხშირად შედარებულია ნაციონალური ჰოკეის ლიგის (NHL) სტენლის თასზე, თუმცა რეალურად, კავშირი ამ ორ თასს შორის არასოდეს ყოფილა.[5] აზრთა სხვადასხვაობის შესამცირებლად NBA-მ ობრაიანის თასისთვის ხელის შეწყობა დაიწყო, მისი ცნობადობისა და პოპულარობის გაზრდით.[6] მას შემდეგ რაც 2004 წლის NBA ფინალში დეტროიტ პისტონსი გამარჯვებული გახდა, თასით ჩატარებული ტურნე მოიცავდა მთლიანად მიჩიგანის შტატს. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა გამარჯვებულმა გუნდმა მთელი შტატში შემოიარა ტურნეთი.[7] 2005 წელს, NBA ლეგენდების ტურმა დაიწყო მოძრაობა ნიუ-იორკ სიტიში. ტურნეს ფარგლებში, ობრაიანის თასი ასევე წარდგენილი იყო სხვადასხვა ქალაქებში, მათ შორის იქ, სადაც ადრე პლეი-ოფები ტარდებოდა. ეს ყველაფერი გულშემატკივრებისთვის იყო, რომელთაც შეეძლოთ ავტოგრაფების მიღება და ფოტოსესიის მოწყობა. თასს ესკორტირებას ბევრი ყოფილი მოთამაშე უწევდა, მათ შორის აღსანიშნავია იულიურ ირვინგი, კარიმ აბდულ-ჯაბარი და ბილ რასელი.[4][6] 2007 წელს, NBA-მ წარადგინა NBA შტაბბინის მეორე ცხოვრება, რომელიც დაფუძნებული იყო ინტერნეტ-რეალობაზე. ამით შესაძლებლობა ეძლეოდათ გულშემატკივრებს გადაეღოთ სურათები ჩემპიონის თასთან ვირტუალურ ტოიოტას ლარი ობრაიანის თასის ოთახში.[8] აგვისტოში, თასმა იმოგზაურა ჰონკონგში პირველად NBA სიგიჟის აზიური ტურნის ფარგლებში.[9]
გამარჯვებულები
რედაქტირებაNBA ფინალის გამარჯვებული გუნდი იღებს ლარი ობრაიანის თასს, რომელიც 1997 წლიდან მოყოლებული გადაეცემა, პირველი გამარჯვებული კი პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი გახდა, რომელსაც სინამდვილეში უოლტერ ბრაუნის თასი გადაეცა. ყველა წარმატებული ჩემპიონი იღებდა თასის არსებულ ვერსიას, რომელსაც მომდევნო ჩემპიონამდე ინარჩუნებდა. ეს ფორმატი 1983 წლამდე ვრცელდებოდა, ამის შემდეგ კი გუნდები იტოვებენ თასს და ყოველწლიურად ახალი იქმნება. ბოსტონ სელტიქსი იყო თასის პირველი გამარჯვებული, რომელმაც NBA ფინალში 4-3 დაამარცხა ლოს-ანჯელეს ლეიკერსი.[10] თასის ყველაზე მეტჯერ მოიპოვა ლოს-ანჯელეს ლეიკერსიმა, რომელმაც 8-ჯერ შეძლო გამარჯვება. ჩიკაგო ბულზის ანგარიშზე ლარი ობრაიანის თასი 6 რიცხვს აღწევს ხოლო სან-ანტონიო სპურსის ანგარიშზე 4 ასეთი თასია. დეტროიტ პისტონსმა და ბოსტონ სელტიქსმა ამ თასის მოგება 3-3 შეძლეს, ხოლო ჰიუსტონ როკეტსის და მაიამი ჰიტის ანგარიშზე 2-2 თასია. მაიამი ჰიტი თასის ამჟამინდელი მფლობელია, რომელმაც ის 2012 წლის NBA ფინალში მოიგო.[11]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ O'Brien acknowledges problem. The Star-News (May 16, 1977). ციტირების თარიღი: June 17, 2009.
- ↑ The trophies. St. Petersburg Times (April 10, 2003). ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ Larry O'Brien Championship Trophy. NBA.com/Lakers. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ 4.0 4.1 NBA Legends Launch 2005 NBA Legends Tour: Destination Finals. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: July 26, 2008.
- ↑ Sandomir, Richard. (June 9, 2004) This Trophy Is Fickle, And Her Name Is Larry. The New York Times. ციტირების თარიღი: October 19, 2008.
- ↑ 6.0 6.1 NBA championship trophy going on tour. The China Daily (April 15, 2004). ციტირების თარიღი: October 17, 2008.
- ↑ Bremmer, Daniel. (September 27, 2004) The Trophy Tour. The Michigan Daily. ციტირების თარიღი: October 17, 2008.
- ↑ NBA Headquarters Unveiled in Second Life. Business Wire (May 1, 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივლისი 17, 2012. ციტირების თარიღი: October 17, 2008.
- ↑ DHL delivers the NBA Championship Trophy to "NBA Madness" in Hong Kong. DHL (August 17, 2007). ციტირების თარიღი: October 17, 2008.
- ↑ Celtics Win First Bird-Magic Finals Showdown. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: October 26, 2008.
- ↑ NBA Finals: All-Time Champions. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: October 26, 2008.