ლოს-ანჯელეს ლეიკერსი

ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (ინგლ. Los Angeles Lakers) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამოდის. ლეიკერსი არის წევრი წყნარი ოკეანის დივიზიონის, რომელიც დასავლეთ კონფერენციას ეკუთვნის. გუნდის სათამაშო ბაზა - სტეიფლზ ცენტრი მდებარეობს ლოს-ანჯელესში, რომელსაც ადგილობრივ მეტოქე - ლოს-ანჯელეს კლიპერსთან ერთად იყოფს, ასევე მოედანში ასპარეზობს NHL წარმომადგენელი - ლოს-ანჯელეს კინგსი. ლეიკერსი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი NBA-ს ისტორიაში, რომლებსაც მოგებული აქვთ 16 ჩემპიონის ტიტული, უკანასკნელი მათგანი კი 2010 წელს მოახერხეს. 2012 წლის მონაცემებით კი, ლეიკერსი არის ყველაზე ღირებული NBA გუნდი ფორბსის მონაცემებით, რომელშიც 900 მილიონ $ არის შეფასებული.

ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
Los Angeles Lakers
ლოს-ანჯელეს ლეიკერსის სეზონი 2012–13
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ლოგო
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი ლოგო
კონფერენცია დასავლეთი
დივიზიონი წყნარი ოკეანის
დაარსდა 1947
ისტორია მინეაპოლის ლეიკერსი
1947–1960
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
1960–დღემდე
არენა სტეიფლზ ცენტრი
ქალაქი ლოს-ანჯელესი, კალიფორნია
გუნდის ფერები იისფერი, ოქროსფერი და თეთრი
              
მფლობელ(ებ)ი ჯერი ბასი
გენერალური მენეჯერი მიჩ კაფჩეკი
მთავარი მწვრთნელი მაიკ ბრაუნი
D-ლიგის კლუბი Los Angeles D-Fenders
ჩემპიონები 17 (1948)
BAA/NBA: 16 (1949, 1950, 1952, 1953, 1954, 1972, 1980, 1982, 1985, 1987, 1988, 2000, 2001, 2002, 2009), 2010)
კონფერენციის ტიტულები 32
NBL: 1 (1948)
BAA/NBA: 31 (1949, 1950, 1952, 1953, 1954, 1959, 1962, 1963, 1965, 1966, 1968, 1969, 1970, 1972, 1973, 1980, 1982, 1983, 1984, 1985, 1987, 1988, 1989, 1991, 2000, 2001, 2002, 2004, 2008, 2009, 2010)
დივიზიონის ტიტულები 23 (1971, 1972, 1973, 1974, 1977, 1980, 1982, 1983, 1984, 1985, 1986, 1987, 1988, 1989, 1990, 2000, 2001, 2004, 2008, 2009, 2010, 2011, 2012)
გაუქმებული ნომრები 7 (13, 22, 25, 32, 33, 42, 44)
ოფიციალური საიტი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
ძირითადი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
სარეზერვო

გუნდის ისტორია

რედაქტირება

1947-1960: მინეაპოლისის ისტორიის დასაწყისი

რედაქტირება
 
დიდების დარბაზის წევრი ჯორჯ მიკანი (#99) ლიდერობდა ლეიკერსს პირველი NBA ტიტულის მოპოვების დროს. NBA ოფიციალური საიტზეა აღწერილია როგორც "პირველი სუპერ ვარსკვლავი" მთლიან ლიგის ისტორიაში.

ყველაფერი დაიწყო 1947 წელს როდესაც მინეაპოლის ლეიკერსი გაწევრიანდა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში (NBL). იმავე წელს გუნდმა მოიპოვა ლიგის ჩემპიონის ტიტული. მომდევნო წელს მინეაპოლისი და კიდევ სამი გუნდი შეუერთდა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციას (BAA) სადაც კიდევ რვა ფრენჩაიზი მონაწილეობდა თუმცა თორმეტივე გუნდიდან ყველაზე ცნობილი და პოპულარული იყო ლეიკერსის ცენტრი ჯორჯ მიკანი, რომელსაც კალათბურთის პირველ ვარსკვლავად იცნობენ. პირველივე წელს მინეაპოლისმა მოიპოვა BAA-ს ჩემპიონის ტიტულიც დაამარცხა რა ფინალში ვაშინგტონ კაპიტოლზი, რომლის მწვრთნელიც არნოლდ ”რედ” აუერბახი იყო.

1949-50 წლების სეზონის წინ მოხდა NBL-ისა BAA-ს გაერთიანება რის შედეგადაც შეიქმნა ეროვნული საკალათბურთო ასოციაცია (NBA). ასოციაციის პირველი ჩემპიონიც მინეპაოლისი გახდა რომელმაც გზად ჩამოიტოვა მუდმივი კონკურენტი როჩესტერ როიალსი, ხოლო ფინალში სირაკუს ნეიშენალსი დაამარცხა. მომდევნო 3 წლის განმავლობაში გუნდი კიდევ ორჯერ გახდა ჩემპიონი და 1953 წელს მინეაპოლის ლეიკერსი, რომელმაც დააგროვა 5 წელიწადში 4 ტიტული, აღიარებულ იქნა როგორც კალათბურთის პირველი დინასტია, ჯორჯ მიკანის მეთაურობით. მომდევნო წელს, ლეიკერსის აქტივს კიდევ ერთი ჩემპიონობა შეემატა, ფინალში ისევ სირაკუს ნეიშენალსი დამარცხებით, ხოლო გუნდში უკვე მიკანთან ერთად შესანიშნავად გამოიყურებოდა ახალბედა კლაიდ ლოვლეტი.

შემდგომი რამდენიმე წელი გუნდისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა, ყველაფერი დაიწყო იმით რომ კარიერა დაასრულა მიკანმა, ასევე ასაკი დაეტყოთ სხვა ლიდერებსაც ხოლ ლოველეტი მარტო ვეღარ ახერხებდა იმ შედეგების მიღწევას რასაც მიკანმა მიაღწია, მიუხედავად იმისა, რომ გუნდი გაიოდა ფლეი-ოფში შემდეგ უკვე სერიოზული მიზნებისთვის ვეღარ იბრძოდა, 1956-ში მიკანი დაბრუნდა კიდეც, ორი წლით, იგი შეცვლაზე შედიოდა, თუმცა როგორც ამბობენ შესანიშნავ ფორმაში იყო და ძალიან წააგავდა ძველ ჯორჯ მიკანს...

 
მინეაპოლისის გუნდის მფლობელი ბენჟამინ ბერგერი

წარუმატებლობების მწვერვალი იყო 57-58 წლების სეზონი როდესაც გუნდმა მხოლოდ 19 თამაში მოიგო და დივიზიონში უკანასკნელ ადგილზე გავიდა. ამ წარუმატებლობას ერთი დადებით მხარე ის ჰქონდა, რომ მომდევნო წელს გუნდმა მოიპოვა დრაფტის #1 არჩევნის უფლება და მათ ძალიან გაუმართლათ რადგან ეს არჩევანი შეჩერდა 6.5 ფუტის სიმაღლის ფორვარდ ელჯინ ბეილორზე, ამ კალათბურთელმა ნამდვილი ფურორი მოახდინა პირველივე წელს და გუნდი NBA-ს ფინალში გაიყვანა, რაც სრულიად მოულოდნელი იყო, რადგან დასავლეთ დივიზიონის ერთპიროვნული ლიდერი იმ პერიოდში სენტ-ლუის ჰოუქსი იყო, რომლის მთავარ მიზანს ფინალში ბოსტონის დამარცხება შეადგენდა, მაგრამ ფინალში ლეიკერსი გავიდა და როგორც აღმოჩნდა მათ იმდენი ძალა დაახარჯეს ამ მიღწევას, რომ ბოსტონს ვერანაირი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და დათმეს სერია 4 თამაშში. 1959-60 წლების სეზონში გამეორდა წინა წლის დასავლეთ დივიზიონის ფინალი, მაგრამ ამჯერად სენტ-ლუისმა მოახერხა გამარჯვება 7 თამაშში და აიღო რევანში წინა წელს განცდილი მარცხისთვის.

1960-1968: ლოს-ანჯელესის ერა: "ბოსტონ-ლეიკერსის მეტოქეობა"

რედაქტირება

1960-61 წლების სეზონის წინ მინეაპლოსის გუნდის პრეზიდენტმა ბობ შორტმა მრავალი ფაქტორის და მიზეზის გამო გუნდი გადაიყვანა ლოს-ანჯელესში, ასე შეიქმნა ლოს-ანჯელეს ლეიკერსი, რომელმაც პირველ სეზონში, ახალბედა ჯერი ვესტის და ჩამოყალიბებული სუპერვარსკვლავი ელჯინ ბეილორის

 
ჯერი ვესტი ლიდერობდა გუნდს 9 ფინალის დროს 1960-1970 წლებში. მისი სილუეტი გამოსახულია NBA ლოგოზე.

დახმარებით მოახერხა დასავლეთ დივიზიონში მეორე ადგილის დაკავება და კონფერენციის ფინალში გასვლა სადაც კვლავ სენტ-ლუის ჰოუქსს შეხვდა და კვლავ დამარცხდა 7 თამაშში.

მომდევნო წელს გუნდი უკვე დასავლეთის ერთპიროვნული ლიდერი იყო, იგი ადვილად გავიდა NBA-ს ფინალში სადაც ეპიკურ 7 თამაშიან სერიაში დამარცხდა ბოსტონ სელტიქსთან. ამ სერიის მეხუთე თამაშში ბოსტონში, ელჯინ ბეილორმა დაამყარა პლეიოფის რეკორდი 61 ქულით რომელიც მომავალი 25 წლის განმავლობაში ხელშეუხებელი იყო.

1962-65 წლებში ლეიკერსი 2-ჯერ გახდა დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი, მისი ლიდერები - ბეილორი და ვესტი თამაშში საშუალოდ 25-27 ქულას აგროვებდნენ თუმცა გუნდისთვის გადაულახავი ზღვარი ფინალში ბოსტონ სელტიქსი იყო, რომელიც განაგრძობდა 13 ეპიკური სეზონისგან შემდგარ ხანას, როდესაც გუნდი 11 ჯერ გახდა ასოციაციის ჩემპიონი.

1965-66 წლების სეზონის წინ ლეიკერსში შეიცვალა ბევრი რამ, მფლობელმა ბობ შორტმა გუნდი 5 მილიონ დოლარად მიყიდა ჯეკ კენტ კუკს, მოვიდნენ ახალი მოთამაშეები ცენტრი - დარელ იმჰოფი, ბობ ბუზერი და ნიჭიერი ახალბედა გეილ გუდრიხი. თუმცა არც ამ წელს და არც მომდევნო ორი წლის განმავლობაში არ იცვლებოდა ერთი რამ: ლეიკერსი გადიოდა ფინალში და მარცხდებოდა ბოსტონ სელტიქსთან, შედეგად 1968 წლის სეზონის ბოლოსთვის ეს გუნდები 6-ჯერ იყვნენ შეხვედრილი ფინალში და ექვსივეჯერ გამარჯვება ბოსტონს ერგო. აქვე არ შეიძლება არ აღინიშნოს რომ ამ წლების მანძილზე ხშირი და სერიოზული ტრავმების გამო ელჯინ ბეილორს და ჯერი ვესტს მრავალი თამაშის გამოტოვება მოუწიათ, მათ შორის ფინალურ სერიაშიც.

1968–1971: ჩემბერლინის გადმოსვლა

რედაქტირება
 
უილტ ჩემბერლინი თამაშობდა ლეიკერსში 5 სეზონის განმავლობაში. განსაკუთრებით ბრწყინავდა 1971-1972 წლის სეზონში.

აშკარა იყო რომ გუნდში რაღაცის შეცვლა იყო საჭირო და ის რაც უპირველეს ყოვლისა აკლდა გუნდს, ეს იყო ძლიერი ცენტრ ფორვარდი. ამიტომ გუნდის მფლობელის დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ მან მოახერხა ფილადელფიისგან სუპერცენტრი უილტ ჩემბერლინის გადმობირება. ჩემბერლინის შედეგი სეზონში საშუალოდ 21 მოხსნა იყო, ხოლო ლეიკერსმა მოახერხა დასავლეთ კონფერენციის მოგება. ყველა მოუთმენლად ელოდა ტიტანების შერკინებას "ჩემბერლინი - რასელის წინააღმდეგ". სერიის გამარჯვებულის გარკვევას ისევ 7 თამაში დასჭირდა სადაც კვლავ უძლიერესი ბოსტონ სელტიქსი იყო, ჯერი ვესტი კი გახდა ფინალის MVP, რაც არის თამაშის ისტორიაში ერთადერთი შემთხვევა როდესაც ჯილდო დამარცებული გუნდის მოთამაშეს გადაეცა.

 
დიდების დარბაზის წევრი გეილ გუდრიხი იყო ლეიკერსის წევრი 1960-1970 წლების 9 სეზონის მანძილზე, სადაც 4 NBA ფინალი ითამაშა.

1969-70 წლების ტრავმებით გატანჯული სეზონი განსაკუთრებით გამოირჩა ამერიკის ორი უდიდესი ქალაქის გუნდის ფინალური შეხვედრით ლოს ანჯელეს ლეიკერსი - ნიუ იორკ ნიქსის წინააღმდეგ, რომლის მესამე თამაშის ბოლო წამზე მოხდა NBA-ს ისტორიაში ერთ ერთი დასამახსოვრებელი მოვლენა, როდესაც ლეიკერსი ორ ქულას აგებდა ჯერი ვესტმა ჩააგდო ბურთი დაახლოებით 18 მეტრიდან და თამაში დამატებით დროში გადაიყვანა, სადაც უილის რიდისმეშვეობით ნიქსმა მაინც მოახერხა ლეიკერსის დამარცხება 111-108 (ცნობისათვის დღევანდელი სტანდარტებით ეს ტყორცნა ჩაითვლებოდა სამ ქულად, ხოლო ლეიკერსი მოიგებდა თამაშს და სავარაუდოდ სერიასაც). საბოლოოდ ნიქსმა 7 თამაშში მოახერხა გამარჯვება და პირველად გახდა ასოციაციის ჩემპიონი. შემდეგ სეზონში აღსანიშნავი მხოლოდ ის იყო, რომ ბეილორმა სულ ორი თამაში ითამაშა ტრავმების გამო (იგი ამ დროს უკვე 36 წლის იყო), რომ გუნდში მოთამაშედ პორტლენდიდან გადმოიყვანეს მომავალი მწვრთნელი პეტ რაილი და რომ კონფერენციის ნახევარფინალში დამარცხდნენ მილუოკი ბაქსთან და მის ლიდერ ლუ ალსინდორთან.

1971–1979: "ჯადოსნური ხანის" შენება

რედაქტირება

სეზონის დასაწყისში ელჯინ ბეილორმა, გაცნობიერა რა რომ მისი ტერფები არ მისცემდნენ საშუალებას ეთამაშა სრული დატვირთვით, გადაწყვიტა თამაშისთვის თავის დანებება, თუმცა ახალი მწვრთნელი ბილ შარმანი და მთლიანად გუნდი ამისთვის უკვე მზად იყო და საკმარისი გამოცდილება ჰქონდა. სეზონის დაწყებიდან ერთ თვეში, კერძოდ კი 5 ნოემბერს ლეიკერსმა დაამარცა ბალტიმორ ბულეტსი 110-106. ამ გამარჯვებამ დასაბამი დაუდო ისტორიაში განუმეორებელ შედეგს, ზედიზედ 33 წაუგებელი თამაშიანი სერიისა, რომელიც მხოლოდ ორ თვეში დაასრულა მილუოკი ბაქსმა 9 იანვარს. ეს შედეგი დღემდე ამერიკული პროფესიული სპორტის რეკორდია. გუნდის ტრიუმფალური სვლა გაგრძელდა რეგულარულის ბოლომდე, რომელშიც მან რეკორდული 69 გამარჯვება მოიპოვა და პლეიოფშიც სადაც დასავლეთის ფინალში მილუოკის და ასოციაციის ფინალში ნიუ იორკ ნიქსის დამარცხებით ლოს ანჯელესი პირველად და ლეიკერსის ფრენჩაიზი მეექვსედ გახდა ლიგის გამარჯვებული. მომდევნო სეზონი აღსანიშნავია იმით რომ ის იყო დიდი ვილტის ბოლო სეზონი რომელშიც მან მოახერხა გამხდარიყო პირველი მოთამაშე ისტორიაში, რომელსაც ჰქონდა საშუალო 70%-იანი FG, ლეიკერსი კი გავიდა ფინალში სადაც კვლავ ნიუ იორკ ნიქსს დაუპირისპირდა და რომელთანაც დათმო ჩემპიონობა ხუთ თამაშში.

 
ლოს-ანჯელეს ლეიკერსმა ქარიმ აბდულ ჯაბარი გადმოიყვანა 1975 წელს.

მომდევნო ორი სეზონი შეგვიძლია დავუთმოთ ლეიკერსის უდიდესი მოთამაშეების უილტ ჩემბერლინის და ჯერი ვესტის გახსენებას, კარიერის დასრულების მომენტში მიღებული შედეგით უილტი საშუალოდ აგროვებდა 30.1 ქულას თამაშში, 14 სეზონში მან დააგროვა 31 ათასზე მეტი ქულა და ფარიდან მოხსნა 23 ათასზე მეტი ბურთი.... მისტერ კლაჩ (MR. CLUTCH) ჯერი ვესტმა ლეიკერსში გატარებული 14-ვე სეზონის განმავლობაში მონაწილეობა მიიღო NBA ALL STAR თამაშში, დააგროვა 25,192 ქულა.... უდავოა რომ ამ ორმა მოთამაშემ თავის ფასდაუდებელი წვლილი შეიტანეს გუნდის განვითარებაში!

1975-76 წლის სეზონს დასაწყისში გუნდმა დაიმატა დიდებული ცენტრი ქარიმ აბდულ ჯაბარი, რომელმაც ლეიკერსში გამოსვლის პირველ ოთხ სეზონში მოაღწია იმას რომ ორჯერ გახდა რეგულარული ჩემპიონატის MVP თუმცა გუნდს ამ პერიოდში სერიოზული წარმატებები არ ჰქონია, იგი ორჯერ დარჩა პლეიოფს მიღმა, ერთხელ გავიდა დასავლეთ კონფრენციის ფინალში (ამ დროს უკვე მთავარი მწვრთნელი იყო ჯერი ვესტი), და ერთხელ ნახევარფინალში... მიუხედავად ამგვარი წარუმატებლობებისა ყველასთვის ნათელი იყო რომ გუნდში მიდიოდა თაობათა ცვლა და ახლო მომავალში იგი სრულიად ტრანსფორმირდებოდა...

1979–1992: ჯადოსნური ხანა

რედაქტირება
 
მეჯიკ ჯონსონი და ქარიმ აბდულ ჯაბარი დაეხმარა ლეიკერსს 1980-იან წლებში მოეგო 5 NBA ჩემპიონის ტიტული.

1979 წლის დრაფტის #1 არჩევანი ერგო ლეიკერსს და მან აირჩია განუმეორებელი, 210 სანტიმეტრის სიმაღლის მქონე მცველი ირვინ "მეჯიკ" ჯონსონი, რის შემდეგაც ხალხი ამბობდა რომ გუნდში, სიტყვასიტყვით რომ გავიმეოროთ - ”"Showtime" had arrived”! და მართლაც გუნდი გავიდა ფინალში სადაც იგი დოქტორ ჯეის ფილადელფიას დაუპირისპირდა... სერია გაგრძელდა 6 თამაში და სწორედ მეექვსე თამაშში მეჯიქმა ჩაიდინა NBA-ს ისტორიაში ერთ ერთი გამორჩეული საქციელი როდესაც ქარიმის არყოფნაში, მან გამთამაშებელმა დაიკავა ცენტრის პოზიცია, დააგროვა 42 ქულა, 15 მოხსნა, 7 პასი და მოაგებინა გუნდს ჩემპიონობა, თავად კი გახდა პირველი და ერთადერთი ახალბედა NBA-ს მთელი ისტორიის მანძილზე რომელმაც მიიღო ფინალის MVP.

მომდევნო ჩაგდებული სეზონის შემდეგ, რომელიც მეჯიქმა გამოტოვა მუხლის ტრავმის გამო, 1981-82 წელმა ლეიკერსის სრული დომინირებით ჩაიარა, დაინიშნა რა მთავარ მწვრთნელად პეტ რაილიმ მოაგებინა გუნდს დივიზიონი, ასევე პლეი-ოფი და ჩემპიონობა ისე რომ პოსტსეზონში მათ 14-დან მხოლოდ ორი თამაში წააგეს! ლეიკერსი მეორედ სამ წელიწადში გახდა ლიგის გამარჯვებული. ამ გამარჯვების შემდეგ ორი წელი ზედიზედ გუნდი კვლავ გავიდა ფინალში, რასაც დამატებით ხელი შეუწყო ნიჭიერი რუქი ჯეიმზ ვორთის და ბაირონ სკოტის გადმოსვლამ, მაგრამ გუნდმა ორივე ფინალი წააგო ჯერ სიქსერსთან, ხოლო შემდეგ კიდევ ერთი 7 თამაშიანი სერია ლარი ბირდის ბოსტონ სელტიქსთან (უკვე მერვედ). სეზონის მიმდინარეობისას კარიმი გახდა ლიგის ყველა დროის ტოპ სკორერი როდესაც 31,420-ე ქულით მან გადაასწრო უილტ ჩემბერლინს.

 
ლოს-ანჯელესმა ჯეიმზ უორთი აიყვანა 1982 წლის დრაფტზე პირველი. ჯეიმზი კი დაეხმარა 1988 წელს მე-7 თამაშში გაემარჯვა დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ, სადაც ჯეიმზმა ტრიპლ-დაბლი მიიწერა ანგარიშზე.

და აი ისიც, 1984-85 წლების სეზონი და ნანატრი პირველი გამარჯვება ბოსტონთან!!! ამ დიდ გამარჯვებამდე ლეიკერსმა მოიგო რეგულარი 62-20 შედეგით, პოსტსეზონში მოუგო ფინიქსს, პორტლენდს და დენვერს ჯამური შედეგით 11-2-ზე და გავიდა ფინალში სადაც თავისი 38 წლის ლიდერის და მომავალი ფინალის MVP-ს ქარიმ აბდულ ჯაბარის მეშვეობით დაამარცხა იგი 6 თამაშში! ეს იყო მეცხრე შეხვედრა ამ გუნდებს შორის და პირველი გამარჯვება რომელიც მოიპოვა ლოს ანჯელესმა. ამ წარმატების მომდევნო წელს ყველა ელოდა ფინალის კიდევ ერთხელ გამეორებას მაგრამ მოხდა ისე, რომ კონფერენიის ფინალში ლეიკერსი მოულოდნელად დამარცხდა ჰიუსტონ როკეტსთან, სადაც დომინირებდნენ ”ტვინ ტაუერსად” წოდებული ფორვარდები ჰაკიმ ოლაჯუონი და რალფ სემპსონი.

1986-87 წლების სეზონს თამამად შეგვიძლია დავარქვათ ”A Very Magic Year” პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით რადგან მეჯიქმა მიიღო, კარიერაში პირველად, რეგულარულის MVP-ს წოდება ასევე ფინალის MVP ხოლო გუნდმა მეორედ დაამარცხა ბოსტონი ფინალში. მომავალ ორ სეზონში ლოს ანჯელესი ორივეჯერ გავიდა ფინალში სადაც შეხვდა ისაია თომასის, ჯო დუმარსის, ბილ ლეიბირის და დენის როდმანის დეტროიტ პისტონზს, პირველად ლეიკერსმა მისი სწრაფი შემტევი სტილით დაამარცხა მძიმე, ფიზიკურად ძლიერი პისტონზი, ხოლო მეორეჯერ უკვე დეტროიტმა იმარჯვა, რომლის შემდეგაც 41 წლის კარიმ აბდულ-ჯაბარმა განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ. თუმცა 1989-90 წლების სეზონში გუნდმა ადვილად აუღო ალღო კარიმის გარეშე თამაშს, რაშიც დიდი წვლილი იუგოსლავიიდან ჩამოყვანილმა ცენტრმა ვლადე დივაცმა შეიტანა, მეჯიქმა მესამედ მიიღო რეგულარის MVP-ს წოდება, ლეიკერსმა მეცხრედ ზედიზედ მოიგო წყნარი ოკეანის დივიზიონი, თუმცა კონფერენციის ფინალში ხუთ თამაშში დამარცხდა ფინიქს სანსთან. მომავალ სეზონში, წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მქონე და ოთხგზის ჩემპიონი პეტ რაილი გადადგა თანამდებობიდან რომლის მაგივრადაც დაინიშნა მაიკ დანლივი, გუნდი გავიდა ფინალში სადაც დამარცხდა ჯორდანის ჩიკაგოსთან, რომელმაც ამ მოგებით თავისი ლეგენდარული სვლა დაიწყო. შემდგომი 1991 წელი ითვლება მეჯიქის ხანის დასასრულად, აივ ინფიცირების გამო მან დეკემბერში განაცხადა კარიერის დასრულების შესახებ, მიუხედავად ამისა მეჯიქი მაინც არჩეულ იქნა ოლ სტარის შემადგენლობაში სადაც მან კიდევ ერთხელ მიიღო MVP-ს ჯილდო. ამის გარდა ჯონსონმა ლარი ბირდთან და მაიკლ ჯორდანთან ერთად 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადისთვის შექმნა ე.წ. Dream Team-ი, რომელმაც ოლიმპიური ოქრო მოიპოვა.

მისი 12 წლიანი კარიერის დასრულების მომენტში მეჯიქის ჯილდოთა ნუსხა შემდეგნაირად გამოიყურებოდა: 5 გზის NBA-ს ჩემპიონი, 3 გზის რეგულარულის MVP, 3 გზის ფინალის MVP, ოლიმპიური ოქროს მედალოსანი, 12 გზის ოლ სტარის მონაწილე, 2 გზის ოლ სტარის თამაშის MVP და 9 გზის All-NBA პირველი გუნდის წევრი. ირვინ "მეჯიკ" ჯონსონი იყო ერთ ერთი ყველაზე დინამიური, სანახაობრივი და წარმატებული კალათბურთელი NBA-ს ისტორიაში. იგი იყო მოთამაშე რომლის მეშვეობითაც კალათბურთი მილიონობით ადამიანისთვის არა მარტო საყვარელი სპორტის სახეობა, არამედ ცხოვრების სტილის განმსაზღვრელი გახდა. მისი შემოქმედება და ღვაწლი ასევე ფასდაუდებელია ლოს ანჯელეს ლეიკერსისთვის რის გამოც იგი არის გუნდის ისტორიის ერთ ერთი უდიდესი და უძვირფასესი მოთამაშე.

1992–1999: "ჯადოსნური ხანის" შემდგომი პერიოდი

რედაქტირება
 
ჩემპიონის ბანერი, ლეიკერსის გაუქმებული ნომრები სტეიფლზ ცენტრში.

ოთხმოცდაათიანი წლები ლოს ანჯელესისთვის არც თუ ისე წარმატებული იყო, გუნდი საჭიროებდა ტრანსფორმაციას და ძირეულ განახლებას ამიტომ ამ პერიოდში აქტიურობდნენ სატრანსფერო ბაზარზე, იცვლებოდნენ მწვრთნელები, მოდიოდნენ ნიჭიერი ახალბედები. გუნდი პერიოდულად გადიოდა პლეიოფში სადაც მარცხდებოდა ან პირველ წრეში ან კონფერენციის ნახევარფინალში. ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი სერიოზული ცვლილებისკენ იყო შაკილ ონილის გადმოყვანა 1996 წელს, ამავე წელს გამოჩნდა 18 წლის კობი ბრაიანტი, რომელთა ეფექტურმა თამაშმა ათქმევინა ხალხს რომ ლოს ანჯელესში ”შოუთაიმი” დაბრუნდა. საბოლოოდ 1999-00 წლების სეზონს გუნდი შეხვდა შემდეგი სახით: შაკთს და კობის დაემატნენ დენის როდმენი და გლენ რაისი, დაინიშნა ახალი მწვრთნელი - ფილ ჯექსონი, ხოლო 32 წლიანი გამოსვლის შემდეგ გუნდმა შეიცვალა არენა და ფორუმიდან გადავიდა ახალაშენებულ სტეიფლზ ცენტრში.

1999–2004: "ონილი - ბრაიანტის" ერა

რედაქტირება
 
ლეიკერსი თეთრ სახლში 2001 წლის NBA ჩემპიონობის შემდეგ

1999-00 წლების სეზონი ნამდვილად ლეიკერსის წელი იყო, რეგულარული მან მოიგო 67-15 შედეგით და მოიპოვა მოედნის უპირატესობა ყველა გუნდთან. შაკი გახდა რეგლარულის და ოლ სტარის MVP, სადაც იგი უკვე მეორედ მონაწილეობდა თანაგუნდელ კობი ბრაიანტთან ერთად. მიუხედავად რეგულარულში დომინირებისა პლეი-ოფი საკმაოდ რთული აღმოჩნდა გუნდისთვის, კონფერენციის ფინალის მეშვიდე თამაშში იგი გავარდნის რეალური საფრთხის წინაშე იდგა, როდესაც მესამე მეოთხედს აგებდა 17 ქულით თუმცა სასწაულებრივი შემობრუნების შედეგად მაინც მოიპოვეს გამარჯვება პორტლენდზე და გავიდნენ ფინალში სადაც ექვს თამაშში დაამარცხეს რეჯი მილერი და მისი ინდიანა. შაკილ ო’ნილი გახდა ფინალის MVP და შეიქმნა თამაშის ისტორიაში მხოლოდ მესამე მოთამაშე რომელმაც მიიღო რეგულარულის, ოლსტარის და ფინალის უძვირფასესი მოთამაშის წოდება. კობი ბრაიანტი არჩეული იყო მეორე ყველა დაცვით გუნდში და იგი გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი რომლის დაცვითი უნარები ამგვარად იქნა დაფასებული.

2000-01 სეზონისთვის გუნდი გეგმავდა ზედიზედ მეორე ჩემპიონობას, თუმცა ფიშერის, ბრაიანტის და ონილის ხშირმა ტრავმებმა არ მისცეს მათ საშუალება რეგულარულის ისეთივე წარმატებით ჩატარებისა როგორც ეს წინა წელს იყო. თუმცა ყველა მოთამაშის გამოჯანმრთელების შემდეგ, მოყოლებული 3 აპრილიდან როდესაც მოუგეს იუტა ჯაზს გუნდმა პირველად მხოლოდ ფინალის გახსნით თამაშში წააგო, როდესაც მოულოდნელად დათმო თამაში ალენ აივერსონის ფილადელფიასთან. მომდევნო 4 თამაშის მოგებით ლოს ანჯელეს ლეიკერსი ზედიზედ მეორედ გახდა ლიგის გამარჯვებული. ო’ნილი კვლავ უძვირფასეს მოთამაშედ აღიარეს დიდებული საშუალო შედეგით 33 ქულა, 16 მოხსნა.

2001-02 სეზონში შემადგენლობის ცვლილებების (გუნდიდან წავიდნენ ჰარპერი, გრანტი და სხვ.; მოვიდნენ ლინდსი ჰანტერი, ტავაკი უოლკერი, მიჩ რიჩმონდი), და შაკის და ფიშერის ხშირი ტრავმების გამო გუნდმა ვერ მოახერხა დივიზიონის და რეგულარულის მოგება, მისი 58-24 შედეგი მხოლოდ საკრამენტო კინგსს ჩამორჩა. ეს ორი გუნდი შეხვდნენ კიდეც ერთმანეთს კონფერენციის ფინალში, რომლის შვიდი თამაშიც ბოლო წლების საუკეთესო სერიად შეიძლება მივიჩნიოთ, სერია დასრულდა საკრამენტოში ლეიკერსის გამარჯვებით დამატებით ტაიმში ანგარიშით 112-106. საპირისპიროდ შედარებით ადვილად, ოთხ თამაშში, მოხერხდა ფინალში ნიუ ჯერს ნეტსის დამარცხება რის შედეგადაც ლეიკერსი ზედიზედ მესამედ გახდა ჩემპიონი, შაკილ ო’ნილი კი ფინალის უძვირფასესი მოთამაშე რითიც იგი გაუტოლდა მაიკლ ჯორდანს როგორც მხოლოდ ორი მოთამაშე რომლებმაც მოახერხეს ზედიზედ სამჯერ ფინალის MVP-ს ჯილდოს მიღება.

შემდეგ წელს კობი ბრაიანტი ყალიბდება ლიგის ერთ ერთ საუკეთესო მექულედ და შესაბამისად მოთამაშედ, გახდა რა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე რომელმაც დააგროვა 10,000 ქულა მან კიდევ რამდენიმე რეკორდი მოხსნა და ამ მიღწევებით დადგა ისეთი მოთამაშეების გვერდით როგორებიც იყვნენ უილტ ჩემბერლინი და მაიკლ ჯორდანი, ყველა ფიქრობდა რომ კობის მიჰყავდა გუნდი მეოთხე ჩემპიონობისკენ, თუმცა კონფერენციის ნახევარფინალში სან ანტონიოსთან მეექვსე თამაშში მოხდა ის რასაც ლოს ანჯელესში დღემდე უწოდებენ "In and Out", Heartbrrrrrrreak!-ს, როდესაც გუნდი აგებდა ორი ქულით და ბოლო წამს რობერტ ორის მიერ ნასროლი სამქულიანი, პრაქტიკულად ჩავარდნილი მოულოდნელად ამოვარდა ფარიდან... ლეიკერსი დაემშვიდობა ფლეი-ოფს ხოლო სან ანტონიომ განაგრძო სვლა თავისი მეორე ჩემპიონობისკენ.

2003-04 წლების სეზონი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელია ლოს ანჯელესის ისტორიაში, გუნდში მოვიდნენ ლეგენდარული კარლ მელოუნი და გერი პეიტონი, შეუწყვიდნენ შაკს და კობის და შექმნეს კალათბურთის ყველაზე სახიფათო გუნდი. შაკმა მეორედ მოიგო ოლ სტარის უძვირფასესი მოთამაშის ტიტული, მიუხედავად იმისა რომ შეცვლაზე შევიდა მშობლიურ სტეიფლზ ცენტრში, რეგულარი კი გუნდმა დაასრულა წყნარი ოკეანის დივიზიონის მეთვრამეტე ჩემპიონობით და 56-26 შედეგით, მათ მოიგეს დასავლეთ კონფერენცია და საბოლოოდ ლეიკერსი გავიდა ფინალში სადაც მხოლოდ ერთი თამაში მოუგეს დეტროიტ პისტონსს, მიუხედავად წარუმატებელი ფინალისა ეს სეზონი მაინც სავსე იყო დასამახოვრებელი და ისტორიული მომენტებით, ისეთით როგორიცაა კარლ მელოუნი და მისი სამმაგი დუბლი (როგორც ერთადერთო 40 წელს გადაცილებული მოთამაშე ვინც ეს შეძლო) ასევე კობის დაგვიანება სან ანტონიოსთან თამაშზე და მისი 42 ქულა და სხვა მრავალი.

2004–2008: გადახალისება

რედაქტირება

2004-05 სეზონს გუნდი სრულიად სახეშეცვლილი შეხვდა, მის ძირითადში წინა სეზონის მხოლოდ ერთი მოთამაშე იყო, წავიდა შაკი, გუნდში მოვიდნენ ლამარ ოდომი და კერონ ბატლერი და ვეტერანი ვლადე დივაცი, ასევე ორ გზის ჩემპიონი რუდი ტომიანოვიჩი დაინიშნა მთავარ მწვრთნელად. რეგულარული ჩემპიონატი სავსე იყო წარუმატებლობებით ამიტომ შუა სეზონში მწვრთნელი გადადგა თანამდებობიდან და მისი ადგილი დროებით ასისტენტმა ფრენკ ჰამბლენმა დაიკავა. შედეგად ლეიკერსი პირველად 1994 წლის შემდეგ დარჩა პლეიოფს მიღმა. ცვლილებების სერია გაგრძელდა მომავალ წელსაც, დაბრუნდა მთავარი მწვრთნელი ფილ ჯექსონი, მოვიდნენ ახალგაზრდა ფორვარდები კვამე ბრაუნი და ენდრიუ ბაინამი (რომელიც აღმოჩნდა ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე ვინც კი ოდესმე დრაფტზე არჩეულა).

თუმცა გუნდის მიმართ კრიტიკოსების დამოკიდებულება ზედმეტად ოპტიმისტური არ იყო, სეზონი გამოირჩა კობი ბრაიანტის ინდივიდუალური შოუებით, რომლის განმავლობაშიც მან ოთხჯერ ზედიზედ დააგროვა 45+ ქულა, ჩააგდო რეკორდული შვიდიდან შვიდი სამქულიანი ერთ თამაშში და ა.შ. თუმცა ის რაც 2006 წლის 22 იანვარს სტეიფლზ ცენტრში მოხდა ცალკე ისტორიაა. სტუმარი ტორონტოს წინააღმდეგ კობიმ მეორე ნახევარში 55 ქულა დააგროვა რასაც დაემატა პირველი ნახევრის 26 და ერთ თამაშში დაგროვილი 81 ქულით იგი ისტორიაში შევიდა როგორც მეორე შედეგი ჩამორჩება რა მხოლოდ უილტ ჩემბერლინს და მის 100 ქულას. ლეიკერსმა კი მოახერხა რეგულარულის მეშვიდე ადგილზე დასრულება, პლეიოფის პირველ რაუნდში შეხვდა ფინიქს სანსს, რომელსაც უგებდა კიდეც 3-1 და ძალიან ახლოს იყო სენსაციურად გამოეთიშა ფავორიტი თუმცა სანსმა მოახერხა გარდატეხის შეტანა სერიაში და საბოლოოდ გაიმარჯვა შვიდ თამაშში.

2006-07 წლების სეზონი სავსე იყო სკანდალებით და კონფლიქტებით, თითქმის გადაწყვეტილი იყო კობის წასვლა, რასაც პუბლიკა დიდი უარყოფით შეხვდა, ამ არეულობების მიუხედავად გუნდმა მაინც საშუალო დონეზე ითამაშა კვლავ გავიდა ფლეი-ოფში სადაც პირველ წრეში დამარცხდა ფინიქსთან. შემდეგი წელიც გარკვეული კონფლიქტებით დაიწყო, კობიმ ხმამაღლა განაცხადა რომ რჩებოდა მაგრამ ითხოვდა ძირეულ ცვლილებებს, ამის მიუხედავად გუნდში სიტუაცია ნელ ნელა დალაგდა ხოლო მომავალი წარმატებების უმნიშვნელოვანეს ფაქტორად თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მემფის გრიზლისიდან ესპანელი ფორვარდ-ცენტრის პაუ გასოლის გადმობირება 2007 წლის ბოლოს, ამ ტრანსფერით ლეიკერსი საბოლოოდ ჩამოყალიბდა როგორც დასავლეთ კონფერენციის ლიდერი და უძლიერესი გუნდი თუმცა ლიდერობის ზღვარი ძალიან მცირე იყო რადგან რეგულარული ჩემპიონატის დასასრულს პირველ ადგილოსან ლეიკერსს (57-25) და მეექვსე ადგილოსან ფინიქს სანსს (55-27) შორის სხვაობა მხოლოდ ორი გამარჯვება იყო, საერთოდაც მერვე ადგილზე მყოფ დენვერს ლეიკერსმა მხოლოდ 7 გამარჯვებით აჯობა, აღნიშნული საფლეი-ოფო ”რბოლა” მიჩნეულია ყველაზე კონკურენტულად და უმაღლეს შეჯიბრად დასავლეთ კონფერენციის ისტორიაში. გამარჯვება კობის დაუფასდა თავისი პირველი რეგულარულის MVP-ს ტიტულით, ფლეი-ოფში გუნდმა შედარებით ადვილად დაამარცხა იუტა, ჰიუსტონი და სან ანტონიო თუმცა ვერ გაუწია წინააღმდეგობა სეზონის დომინანტ ბოსტონ სელტიქსს რომელთანაც NBA ჩემპიონობის ფინალში დამარცხდა 6 თამაშში.

2008-2009: ნანატრი ჩემპიონობა

რედაქტირება

უკვე ჩამოყალიბებული ლიდერი და ერთ ერთი უმთავრესი ფავორიტი ლეიკერსი რეგულარულ სეზონში აგრესიულად ჩაერთო, დაბრუნდა ენდრიუ ბაინამი რომელსაც თითქმის ერთი წელი გაუცდა ტრავმის გამო, მისი პაუ გასოლთან შეწყვილებით, ხოლო ლამარ ოდომის ბექაფ მხარდაჭერით ჩამოყალიბდა ერთ ერთი უსერიოზულესი წინა ხაზი, უკანა ხაზზე საიმედო ფიშერით და ბრაიანტით. ძირითადში ასევე პერიოდულად ხვდებოდნენ ვლადიმერ რადმანოვიჩი, ლუკ უოლტონი თუმცა საბოლოოდ მცირე ფორვარდის პოზიციაზე არჩევანი შეჩერდა ტრევორ არიზაზე, რომელმაც სრულიად გაამართლა იმედები და არათუ არ დაიკარგა ვარსკვლავურ შემადგენლობაში, არამედ ხშირ შემთხვევაში ლიდერის ფუნქციებიც კი იკისრა. გუნდი გახდა წყნარი ოკეანის დივიზიონის ჩემპიონი, დასავლეთ კონფერენციის პირველადგილოსანი 65-17 შედეგით (მეორე მთელს NBA-ში), პლეიოფში დაამარცხეს იუტა 4-0, ჰიუსტონი საკმაოდ რთულად 4-3, დასავლეთ კონფერენციის ჩემპიონი ლეიკერსი გახდა დენვერზე გამარჯვების შემდეგ ანგარიშით 4-2 და პირველად 2004 წლის შემდეგ გავიდა ფინალში, სადაც ახალგაზრდა და ამბიციურ ორლანდო მეჯიქს დაუპირისპირდა, რომელმაც ვერაფერი გააწყო (მიუხედავად იმისა რომ საკმაოდ დიდი შანსები ჰქონდათ) ფავორიტის წინააღმდეგ და ლოს ანჯელეს ლეიკერმა მოიპოვა მეთხუთმეტე ჩემპიონობა, პირველად 7 წლის შემდეგ!!! კობი ბრაიანტი, მეოთხე ტიტულით, არჩეულ იქნა ფინალის MVP.

სახელი, ლოგო და უნიფორმა

რედაქტირება
 
ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მსოფლიო ლოგო

ლეიკერსის ზედმეტსახელი წამოვიდა მინესოტას "10 000 მიწის ტბიდან (). გუნდის ფერებია: იისფერი, ოქროსფერი და თეთრი. ლეიკერსის ლოგოში შედის გუნდის სახელი "Los Angeles Lakers", რომელიც დაწერილია ოქროსფერი კალათბურთის ბურთზე იისფრად. იისფერი უნიფორმები გამოიყენება გასვლითი თამაშებისთვის, ხოლო ოქროსფერი უნიფორმა კი საშინაო მატჩებისთვის. გუნდი ასევე იყენებს თეთრ ფორმას, როდესაც თამაშოვს კვირას, ან სხვადასხვა დღესასწაულის დროს.

მოთამაშეები

რედაქტირება

ახლანდელი შემადგენლობა

რედაქტირება
2012–13 ლოს-ანჯელეს ლეიკერსი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
G 5 ბლეიკი, სტივ 6 ft 3 in (1.91 მ) 172 lb (78 კგ) 1980–02–26 Maryland
G 24 ბრაიანტი, კობი (C) 6 ft 6 in (1.98 მ) 205 lb (93 კგ) 1978–08–23 Lower Merion HS (PA)
F 6 კლერკი, ირლ 6 ft 10 in (2.08 მ) 225 lb (102 კგ) 1988–01–17 Louisville
G 21 დაონი, კრის 6 ft 1 in (1.85 მ) 190 lb (86 კგ) 1982–08–31 დუკი
F 3 იბენკსი, დევინ 6 ft 9 in (2.06 მ) 215 lb (98 კგ) 1989–10–28 West Virginia
F/C 16 გასოლი, პაუ (C) 7 ft 0 in (2.13 მ) 250 lb (113 კგ) 1980–07–06 ესპანეთი
F/C 27 ჰილი, ჯორდან 6 ft 10 in (2.08 მ) 235 lb (107 კგ) 1987–07–27 არიზონა
C 12 ჰოვარდი, დუაით 6 ft 11 in (2.11 მ) 265 lb (120 კგ) 1985–12–08 SW Atlanta Academy (GA)
F 4 ჯემისონი, ენტოუნ 6 ft 9 in (2.06 მ) 235 lb (107 კგ) 1976–06–12 North Carolina
G 7 ჯონსონ-ოდომი, დარიუს (DL) 6 ft 2 in (1.88 მ) 215 lb (98 კგ) 1989–09–28 Marquette
G 20 მიკსი, ოდი 6 ft 4 in (1.93 მ) 208 lb (94 კგ) 1987–08–21 კენტუკი
G 1 მორისი, დარიუს 6 ft 4 in (1.93 მ) 190 lb (86 კგ) 1991–01–03 მიჩიგანი
G 10 ნეში, სტივ   6 ft 3 in (1.91 მ) 178 lb (81 კგ) 1974–02–07 Santa Clara
C 50 სეიკრი, რობერტ 7 ft 0 in (2.13 მ) 260 lb (118 კგ) 1989–06–06 გონზაგა
F 15 უორლდ ფისი, მეტა 6 ft 7 in (2.01 მ) 260 lb (118 კგ) 1979–11–13 St. John's
მთავარი მწვრთნელი
  • მაიკ დენტონი
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
  • ბერნი ბიკერსტაფი
  • დენ დენტონი
  • ჩაკ პერსონი
  • დერვინ ჰემი
  • ედი ჯორდანი
  • სტივ კლიფორდი
ათლეტების ტრენერი
  • გარი ვიტი

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  •   ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–11–09

მთავარი მწვრთნელები

რედაქტირება

გაუქმებული ნომრები

რედაქტირება
 
ლეიკერსის გაუქმებული ნომრიანი მაისურები სტეიფლ ცენტრშია აღმართული

ლეიკერს ჰყავს 23 დიდების დარბაზის წევრი (16 მოთამაშე, 4 მთავარი მწვრთნელი, 1 დამხმარე მწვრთნელი და 2 დამხმარე) რომლებიც ეხმარებოდნენ ორგანიზაციას. დიდების დარბაზის მოთამაშეებში შესულია: ქარიმ აბდულ ჯაბარი, ელჯინ ბეილორი, უილტ ჩემბერლინი, გაილ გუდრიხი, კონი ჰოუკინსი, მეჯიკ ჯონსონი, კლაიდ ლოულეტი, კარლ მელოუნი, სლეტერ მარტინი, ბობ მაკკადუ, ჯორჯ მიკანი, ვერნ მიქელსონი, ჯიმ პოლარდი, დენის როდმენი, ჯეიმზ უორთი და ჯერი ვესტი. რაც შეეხება დიდების დარბაზის მწვრთნელებს, მათში შესულია: ფილ ჯექსონი, ჯონ ქენდლი, ბილ შერმენი, პეტ რაილი და ასევე ტექს ვინთერი, რომელიც ფილ ჯექსონის დამხმარე მწვრთნელი იყო დიდი ხნის მანძილზე. რაც შეეხება 2 დამხმარეს, ესენია ჩიკ ჰერნი, რომელიც ლეიკერსის ტელე წამყვანი იყო 42 სეზონის მანძილზე, სანამ არ გარდაიცვლებოდა 2002 წელს, ხოლო 1 წლის მოგვიანებით კი შეყვანილი იქნა დიდების დარბაზში. 1 ადგილი კი დიდი ხნის ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მფლობელ - ჯერი ბასს უკავია, რომელიც 2010 წელს შეყვანილი იქნა როგორც "ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ორგანიზაციის მშენებელი პროფესიონალური სპორტის ისტორიაში"

ლეიკერსმა გააუქმა შვიდი სხვადასხვა ნომრიანი მაისური, მოთამაშეების დამსახურების გამო, და ერთი მიკროფონი, რომელიც ჩიკ ჰერნის პატივსაცემად იქნა დაკიდული სტეიფლზ ცენტრში:

ასევე რამდენიმე მოთამაშე და მწვრთნელი, რომელმაც დიდი წვლილი გიაღეს გუნდის წარმატებაში მინეაპოლისის დროს, "მინეაპოლის ლეიკერსის" დროს, არიან შეტანილი და დაჯილდოებულები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება