ფილადელფია სიქსერსი
ფილადელფია სევენთი სიქსერსი (სიქსერსი) (ინგლ. Philadelphia 76ers) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. სიქსერსი თამაშობს ატლანტიკის დივიზიონში და არის წევრი აღმოსავლეთ კონფერენციის. გუნდის ბაზა მდებარეობს ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. თავდაპირველად გუნდი ცნობილი იყო სირაკუს ნეიშენალსით, თუმცა შემდგომ გუნდი გადაბარგდა ფილადელფიაში და სახელიც შეიცვალა.
ფილადელფია სიქსერსი Philadelphia 76ers | |||
---|---|---|---|
ფილადელფია სიქსერსი სეზონი 2012-13 | |||
კონფერენცია | აღმოსავლეთი | ||
დივიზიონი | ატლანტიკის | ||
დაარსდა | 1946 NBA შეუერთდა 1949-ში. | ||
ისტორია | სირაკუს ნეიშენალსი 1946–1963 ფილადელფია სიქსერსი 1963–დღემდე | ||
არენა | Wells Fargo Center | ||
ქალაქი | ფილადელფია, პენსილვანია | ||
გუნდის ფერები | წითელი, ლურჯი, თეთრი , , | ||
მფლობელ(ებ)ი | ჯოშუა ჰარისი, ადამ არონი, დევიდ ბლიცერი, ჯეისონ ლევიენი, არტ რუბელი, უილ სმითი | ||
გენერალური მენეჯერი | როდ თორნი | ||
მთავარი მწვრთნელი | დაგ კოლინსი | ||
D-ლიგის კლუბი | Maine Red Claws | ||
ჩემპიონები | 3 (1955, 1967, 1983) | ||
კონფერენციის ტიტულები | 11 (1949–50, 1951–52, 1954–55, 1965–66, 1966–67, 1967–68, 1976–77, 1979–80, 1981–82, 1982–83, 2000–01) | ||
დივიზიონის ტიტულები | 5 (1976–77, 1977–78, 1982–83, 1989–90, 2000–01) | ||
გაუქმებული ნომრები | 8 (2, 6, 10, 13, 15, 24, 32, 34 | ||
ოფიციალური საიტი | sixers.com | ||
|
სექსერსი მდიდარია ისტორიით, რომელშიც ასევე შედის ისეთი სახელები როგორებიც არიან: უილთ ჩემბერლენი, იულიუს ირვინგი, მოსის მელოუნი, ჩარლზ ბერკლი და ალან აივერსონი, რომლებმაც თავის დროზე ფილადელფიის მაისურით არაერთი ბრწყინვალე მატჩი ჩაატარეს. გუნდს მოგებული აქვს 3 NBA ჩემპიონის ტიტული, რომელთა შორის პირველი არის 1955 წელს, როდესაც გუნდს ჯერ კიდევ სირაკუს ნეიშენალსი ერქვა. მეორედ გუნდმა NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო 1966-67 წლების სეზონში, როდესაც გუნდს უკვე ლიდერად ჩემბერლენი ჰყავდა. ხოლო მესამე ტიტული ირვინგი და მელოუნის დუეტმა მოუტანა გუნდს. სიქსერსი მას შემდეგ მხოლოდ ერთხელ იყო ფინალში - 2001 წელს, როდესაც გუნდს უკვე ალენ აივერსონი ლიდერობდა, თუმცა სიქსერსი სუპერ ფინალში დამარცხებული იქნა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მიერ სერიებში 4-1.
გუნდის ისტორია
რედაქტირება1946-1963: სირაკუს ნეიშენალსი
რედაქტირება1946 წელს, დენი ბეისოუნმა დახარჯა 5 000 დოლარი, რომ ენახა ნაციონალური საკალათბურთო ლიგის (NBL) ოფისები ჩიკაგოში, რის შემდეგაც, სირაკუს ნეიშენალსი გახდა შუა-დასავლეთში განკუთვნილი ლიგის გუნდი. 1949 წელს, ნეიშენალსი იყო იმ 7 გუნდიდან ერთ-ერთი, როდესაც NBL და ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (BAA) შეერთდა და მოგვევლინა როგორც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA). 1955 წელს, ნეიშენალსმა შეძლო გუნდის ისტორიაში პირველი NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, როდესაც გუნდს დოლფ შეისი ლიდერობდა.
ფილადელფიაში გადასვლა
რედაქტირება1960 წლის ადრეულ პერიოდში, ნეიშენალსი NBA-ში იბრძოდა, მაგრამ ვერ აღწევდა დალაგებას. სირაკუსი იყო უკანასკნელი საშუალო ზომის ქალაქში არსებული გუნდი, NBA გუნდებს შორის, მაგრამ ასევე იყო პატარა პროფესიონალური გუნდი. ქაღალდების მაგნატ ირვ კოსლოფმა შეისყიდა ნეიშენალსი დენი ბეისოუნისგან და გადაიყვანა გუნდი ფილადელფიაში 1963 წელს. NBA დაბრუნდა ფილადელფიაში 1 წლის შემდეგ, რაც უორიორსმა დატოვა ქალაქი და გადაბარგდა სან-ფრანცისკოში. შეისი დასახელებული იქნა გუნდის მთავარ მწვრთნელად, (პირველად დასახელებული იქნა როგორც მოთამაშე-მწვრთნელი), რომელმაც კალათბურთის მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ, კიდევ 4 წელი ედგა სათავეში გუნდს.
პირველი 4 წელი გუნდის ფილადელფიაში ყოფნისა, სიქსერსი უმეტესწილად თამაშობდა ფილადელფია არენაში და Civic Center-Convention Hall, რომელიც ოფიციალურად University of Pennsylvania-ს გუნდ The Palestra-ს ეკუთვნოდა.
1964-1967: უილტ ჩემბერლინის ერა
რედაქტირება1964-65 წლებში, სიქსერსმა ლეგენდარული უილტ ჩემბერლენი აიყვანეს უორიორსიდან. ჩემბერლინი იყო სკოლის იმ დროინდელი ლეგენდა ფილადელფიაში და მისი კარიერაც უორიორსში დაიწყო, რომელიც ჯერ კიდევ ფილადელფიაში თამაშობდა. სიქსერსმა იმ წელს დივიზიონის ფინალამდე მიაღწია, სადაც მე-7 თამაშში დამარცხდა ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ 110-109, თამაში სადაც ბოლო წამებზე ჰალ გრირის პასი მოპარული იქნა ჯონ ჰალიჩეკის მიერ, რისი წყალობითაც ბოსტონმა შეძლო მოგება მატჩის, ფინალში გასულებმა კი კიდევ ერთხელ მოახერხეს NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ.
1966–67 წლების სეზონი
რედაქტირებაალექს ჰენამის მწვრთნელობის ქვეშ მყოფი სიქსერსი, გუნდს ნამდვილად ოცნების სეზონი ჰქონდა, როდესაც 46-5 დაიწყეს სეზონი, ხოლო საბოლოოდ 68-13 დაასრულა, რაც იმ დროისთვის საუკეთესო შედეგი იყო. ჩემბერლინი, ბილი კანინჰემი და ჰალ გრირი, ჩეტ უოლკერთან, ლუციუს ჯექსონთან და უალი ჯონსთან ერთად ლიდერობდნენ გუნდს ნახევარ-ფინალამდე. ამ დროს გუნდმა შეძლო ბოსტონ სელტიქსის დამარცხება 5 მატჩში. მე-5 მატჩში, როდესაც სიქსერსმა შეძლო სელტიქსის დამარცხება და მოიპოვა NBA ფინალის საგზური, სადაც ასევე გაიმარჯვა, გუნდის ქომაგები მღეროდნენ "ბოსტონი გარდაცვლილია!", რომელიც სიმბოლური იყო იმ დროინდელი ბოსტონისთვის, რადგან სიქსერსმა წერტილი დაუსვა სელტიქსის ზედიზედ 8 წელს მოგებულ NBA ჩემპიონის ტიტულს. ფინალში კი სიქსერსი გოლდენ სტეიტ უორიორსის წინააღმდეგ თამაშობდა, ვის წინააღმდეგაც მე-2 ჩემპიონის ტიტული მოიპოვა ფილადელფიამ. 1966-67 წლის პერიოდში, სიქსერსმა გაიმარჯვა როგორც საუკეთესო გუნდი ლიგის ისტორიაში, რომელიც NBA-ს 35 წლისთავს იქნა მიძღვნილი.
1967-1976: სიქსერსის დაცემა
რედაქტირება1967-68 წლების სეზონში, გუნდმა ახალ საშინაო არენაში დაიწყო ასპარეზობა - სპექტრუმი, სადაც ეცადა გუნდი ტიტულის დაცვას. სიქსერსი პლეი-ოფში 3-1 ლიდერობდა სერიას ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ, რაც წინა წლის გადათამაშება იყო, ამჯერად კი გუნდები ნახევარ-ფინალში შეხვდნენ. თუმცა სელტიქსმა არნახული სერია ჩაატარა და საბოლოოდ შეძლო სიქსერსის დამარცხება 4-3. სეზონის ბოლოს, გუნდმა დააყენა საკითხი უილტ ჩემბერლენის გუნდიდან გაშვების შესახებ ლოს-ანჯელეს ლეიკერსის რიგებში, რითაც გუნდმა არჩი კლარკი, დარელ იმჰოფი და ჯერი ჩემბერსი გადმოიბირა. ეს გახდა გუნდისთვის დამღუპველი გაცვლა, რის შემდეგადაც გუნდმა დაღმასვლა დაიწყო.
სიქსერსი მომდევნო სამი სეზონის მანძილზე აგრძელებდა უკუსვლას, რის გამოც გუნდი 1971-72 წლამდე პლეი-ოფის მეორე რაუნდში არ გასულა, ტიტულის მოგებიდან 5 წლის შემდეგ, ზუსტადაც 1971-72 წლების სეზონში, გუნდმა 30-52 დაასრულა სეზონი და პირველად გუნდის ისტორიაში ვერ მოახერხა პლეი-ოფში გასვლა.
გუნდის ფსკერისკენ დაშვება 1972-73 წლების სეზონშიც გაგრძელდა. გუნდმა სეზონის პირველი 15 მატჩი წააგო, ხოლო რამდენიმე თვის შემდეგ დაამყარეს რეკორდი ერთ სეზონში ზედიზედ 20 წაგებული მატჩით. 20 წაგებული მატჩის შემდეგ გუნდის შედეგი 4-58 იყო. საბოლოოდ გუნდმა 9-73 შედეგით დაასრულა, რითაც ფილადელფიის მედიისგან ზედმეტსახელი შერჩა: „Nine and 73-ers“ (გუნდის ნამდვილი სახელიდან "76ers" გამომდინარე). როი რუბინის მწვრთნელობის დროს, გუნდმა მხოლოდ 4 მატჩის მოგება მოახერხა და 47 მატჩი წააგო. ამის შემდეგ გუნდმა წარმატებული მოთამაშე - კევინ ლაფერი დანიშნა გუნდის მთავარ მწვრთნელად, რომელმაც 5 მატჩი მოიგო და 26 დათმო. ეს იყო რუბინის პირველი და უკანასკნელი სამსახური როგორც მწვრთნელი NBA-ში. გუნდმა NBA რეკორდი დაამყარა, როდესაც იგივე დივიზიონის - ატლანტიკის დივიზიონის ჩემპიონ სელტიქსს შორის მოგებების მარჩში 59 მატჩი იყო განსხვავება. 9 გამარჯვება, არის 1972-73 წლების შემადგენლობის მიერ, არის მე-4 ადგილზე ყველაზე ცოტა გამარჯვებებში NBA ისტორიაში. სიქსერსის 0.110 მოგების პროცენტული მაჩვენებელი ასევე იყო ყველაზე ცუდი შედეგი NBA ისტორიაში, რომელიც დღემდე რეკორდად რჩევა. რეკორდი მოხსნილი იქნა 2011-12 წლების სეზონში შარლოტ ბობქეტსის მიერ, რომელიც ლოკაუტის გამო შემოკლებული 66 მატჩიანი რეგულარული სეზონით შემოიფარგლა. ზუსტად 6 სეზონით ადრე, გუნდმა რეკორდი დაამყარა როგორც ყველაზე მეტი მოგებული მატჩი ერთ სეზონში. 1972-73 წლების სეზონში, სიქსერსმა დაამტკიცა რომ იყო ერთ-ერთი ყველაზე ცუდი გუნდი, რომელსაც იმ დროისთვის ეთამაშა NBA-ში.
მომდევნო წელს, სიქსერსმა აიყვანა მთავარი მწვრთნელის პოსტზე გენი შუ, რომელმაც ნელ-ნელა დაიწყო გუნდის წარმატების დაბრუნება. 1975-76 წლებში, სიქსერსმა აიყვანა ჯორჯ მაკგინსი ინდიანა პეისერსიდან, რომელიც იმ დროს ABA-ში გამოდიოდა, ხოლო ჯორჯ მაკგინსის აყვანას ასევე ნიუ-იორკ ნიქსი ცდილობდა, როდესაც არ იცოდნენ რომ უფლებები უკვე სიქსერს ჰქონდა მოპოვებული. მაკგინსთან ერთად, სიქსერსი დაუბრუნდა პლეი-ოფს, მას შემდეგ რაც 4 წელი გააცდინა. პლეი-ოფში გასული კი ბუფალო ბრეივზთან 3 მატჩში.
1976-1984: იულიუს ირვინგის ერა
რედაქტირება1976-77 წლების სეზონი გახდა სიქსერსითვის დასამახსოვრებელი. ABA-NBA გაერთიანებისას, სიქსერსმა მოახერხა იულიუს ირვინგის აყვანა ნიუ-იორკ ნეტსიდან, რომელთან ერთადაც გუნდმა ასევე ლოკალური ფიტზ ეუგენი დიქსონი აიყვანა, რომელთან ერთად გუნდის წარმატების ერა დაიწყო. გუნდმა ამ სეზონშივე მოახერხა დიდი ხნის მეტოქე - ბოსტონ სელტიქსის დამარცხება 7 თამაშში კონფერენციის ნახევარ-ფინალში, ხოლო აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გუნდი ჰიუსტონ როკეტსს შეხვდა, რომლებსაც 4-2 მოუგეს, როკეტს კი მომავალი სიქსერსის მოთამაშე - მოსის მელოუნი ლიდერობდა, საბოლოოდ ფილადელფიამ მოიპოვა NBA ფინალში გასვლის საგზური. ფინალში გასულები კი ყოფილ მწვრთნელ - ჯეკ რემსის და მის ახლანდელ გუნდ - პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსს დაუპირისპირდნენ, სადაც სიქსერსი სერიას 2-0 ლიდერობდა, თუმცა 2-4 დამარცხდა.
1977-78 წლებში გუნდმა ნახევარ-ფინალამდე გააღწია, თუმცა დამარცხდა ბულეტსთან, რომელიც საბოლოოდ იმ წელს NBA ჩემპიონი გახდა. მომდევნო 4 წელიწადში გუნდი 2-ჯერ დამარცხდა NBA ფინალში, მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა 1980 წლისთვის მთავარი მწვრთნელი შეიცვალა და ყოფილი სიქსერსის მოთამაშე ბილი კანინჰემი გახდა გუნდის სათავეში, სიქსერსმა მაინც დათმო ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ 2-4 გინალში. მე-6 თამაში, ახალბედა მეჯიკ ჯონსონი თამაშობდა ცენტრის პოზიციას ლეიკერსისთვის, კარიმ აბდულ-ჯაბარის ადგილას (რომელმაც მე-5 თამაშში კოჭის ტრავმა მიიღო), სადაც ჯონსონმა მოახერხა და 42 ქულა მოუტანა გუნდს. 1981 წლის კონფერენციის ფინალში, სოქსერსი 3-1 ლიდერობდა ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ, მაგრამ ბოსტონელებმა შეძლეს სასწაული შემოტრიალება სერიის და მე-7 თამაშში გადაწყვიტეს სერიის ბედი 3-4. მომდევნო სეზონში, სიქსერსი კვლავ დაუპირისპირდა ბოსტონ სელტიქსს აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში, სადაც კვლავ 3-1 ლიდერობდა სერიას, თუმცა ბოსტონელებმა ამჯერადაც გაათანაბრეს სერია 3-3. სიქსერს ჰქონდა პატარა შანსი, რომ დაემარცხებინა სელტიქსი, რადგან მე-7 მატჩი ბოსტონ გარდენში ტარდებოდა. ამჯერად, ისინი გაბრაზებულ კალათბურთს თამაშობდნენ, მაგრამ შედეგიანს და საბოლოოდ 120-106 გაიმარჯვეს კიდეც. თამაშის დასრულებისას, ბოსტონ გარდენში შეკრებილმა სელტიქსის გულშემატკივრებმა დაიწყეს სიმღერა „დაამარცხე L.A, დაამარცხე L.A“ (Beat L.A., Beat L.A., - ნაგულისხმევია ლოს-ანჯელეს ლეიკერსი, რომელიც სელტიქსის ყველაზე დიდ, და ასევე ლიგის #1 მეტოქეობად ითვლება), რაც დაუჯერებელი მომენტი იყო კალათბურთის ისტორიაში. მიუხედავად ამისა, სიქსერსი მაინც დამარცხდა NBA ფინალში, თუმცა 1982-83 წლების სეზონი გუნდისთვის დიდი მომენტით დაიწყო. ყველაფერი რაც მათ სურდათ, იყო რომ გუნდის ლიდერობა მოსის (მოსის მელოუნი) აეღო თავის თავზე და მოეტანა გუნდისთვის NBA ჩემპიონის ტიტული.
1982-83 წლების სეზონი
რედაქტირებაჰაროლდ კატზმა იყიდა სიქსერსი დიქსონისგან 1982 წელს. მისი ხედვით, საჩემპიონო გუნდის ბოლო ნაწილი შეივსო 1982-83 წლებში, როდესაც გუნდმა მოსის მელოუნი აიყვანა ჰიუსტონ როკეტსიდან. გუნდს ლიდერობდა დიდების დარბაზის წევრი იულიუს ირვინგი და NBA All Star მონაწილე მაურის ჩიკსი, ენდრუ ტონი და ბობი ჯონსი, რომლებიც რეგულარული სეზონის განმავლობაში დომინირებდნენ, სადაც შეძლეს 65 მატჩში გამარჯვება, რაც ყველაზე მაღალ მოგებების შედეგში მე-2 ადგილზეა გუნდის ისტორიის მანძილზე. მელოუნი იქნა დასახელებული ლიგის MVP, ხოლო რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ როდესაც, მას ჰკითხეს როგორ წავიდოდა პლეი-ოფის მატჩები, მან უპასუხა: „ოთხი, ოთხი, ოთხი“ ("four, four, four"), სხვა სიტყვებით, სიქსერსი გაიმარჯვებდა შემდეგ სამ მატჩში 4 თამაშში.
გუნდმა პირველ რაუნდში ნიუ-იორკ ნიქსი 4-0, ხოლო მომდევნო ეტაპზე მილუოკი ბაქსი დაამარცხა 5 თამაშში. რითაც გუნდმა NBA ფინალის საგზური მოიპოვა, სადაც მოახერხა ლოს-ანჯელეს ლეიკერსის 4-0 დამარცხება და გუნდის ისტორიაში მე-3 ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს. მელოუნი ასევე პლეი-ოფის MVP იქნა დასახელებული. სიქსერსმა პლეი-ოფი თითქმის ისე განვლო, როგორც ეს მელოუნმა იწინასწარმეტყველა (ოთხი, ოთხი, ოთხი), ხოლო ბაქსთან წაგებული ერთადერთი მატჩი სერიის მე-4 შეხვედრაში, გუნდის ერთადერთი მარცხი იყო პლეი-ოფში. გუნდის პლეი-ოფის 12-1 შედეგი არის დღემდე საუკეთესო მაჩვენებლით მეორე ადგილზე, როდესაც 2000-01 წლების სეზონში ლეიკერსმა 15-1 შედეგით დაასრულა, რაც საუკეთესო მაჩვენებელია, როდესაც ფინალში ისევ სიქსერსი-ლეიკერსი შეხვდნენ და ის 1 ლეიკერსის წაგებაც, ზუსტად სიქსერსთან მოხდა. ეს იყო უკანასკნელი ჩემპიონობა ქალაქ ფილადელფიის 2008 წლამდე, როდესაც ფილისმა მოიგო მსოფლიო სერია.
1984-1992: ჩარლზ ბარკლის ერა
რედაქტირებაიმედ გაცრუებული 1983-84 წლების სეზონში, როდესაც გუნდმა პირველ რაუნდში 5 მატჩში წააგო ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ, 1984-85 წლების პერიოდში ფილადელფიაში ჩარლზ ბარკლი ჩამოვიდა. მომდევნო 8 სეზონის განმავლობაში, ბარკლიმ მოახერხა ფილადელფიას ფანებისთვის არაერთი სასიხარული მომენტი ეჩუქებინა. სიქსერსმა მოახერხა ასევე აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში დაბრუნება, მაგრამ 5 მატჩის ჯამში დამარცხდა ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ. მომდევნო სეზონში, მეთ გუკასმა ჩაანაცვლა ბილი კანინჰემი მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც დაეხმარა გუნდს 1985-86 წლების სეზონის პლეი-ოფის მეორე რაუნდში გასვლაში, სადაც დამარცხებული იქნენ მილუოკი ბაქსის მიერ 7 თამაშში.
1986 წლის 16 ივნისს, კატზმა ორი ყველაზე დიდად გასაკრიტიკებელი გაცვლა გააკეთა გუნდის ისტორიაში, როდესაც მოსის მელოუნი გაუშვა ვაშინგტონ უიზარდსის რიგებში, ასევე პირველი 1986 წლის არჩევანი (რომელიც მოპოვებული იქნა სან-დიეგო კლიპერსისგან 1979 წლის გაცვლა ჯოუ ბრაიანტის) კლივლენდ კავალიერსის რიგებში. ამის სანაცვლოდ გუნდმა როი ჰინსონი, ჯეფ რულენდი და კლიფ რობინსონი მიიღო, რომლებიდანაც არცერთს არ უთამაშია 3 სეზონზე მეტი სიქსერსის რიგებში. სიქსერსი 1986-87 წლების სეზონში დაბრუნდა პლეი-ოფში, სადაც გუნდი დამარცხებული იქნა მილუოკი ბაქსის მიერ 3-2. ამ სეზონის დასრულების შემდეგ, ირვინგმა კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. 1987-88 წლების სეზონში, როდესაც გუნდმა სეზონი 20-23 დაიწყო, გუკასი გაშვებული იქნა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან და ჩანაცვლებული იქნა მისი ასისტენტ - ჯიმ ლინემის მიერ. ლინემმა დარჩენილი მატჩებში 16-23 მოაგროვა, რაც სიქსერსის საბოლოო შედეგი 36-46 გახადა, გუნდმა კი 1974-75 წლების შემდეგ, პირველად ვერ მოახერხა პლეი-ოფში გასვლა. სიქსერსმა 1988 წლის დრაფტზე, ჩარლზ სმითი აიყვანა, მოგვიანებით კი მისი უფლებები ლოს-ანჯელეს კლიპერსს მიჰყიდა ჰერსი ჰოუკინსის სანაცვლოდ. 5 სეზონის განმავლობაში, ჰოუკინსის თითო მატჩის საშუალო 19 ქულა იყო, ასევე ლიდერობდა გუნდი ყველა დროის პარკეტიდან 3 ქულიანის ჩაგდებაში, როდესაც გაშვებული იქნა შარლოტ ჰორნეტსში დანა ბაროშის, სიდნი გრინის და 1993 წლის დრაფტიც არჩევნის სანაცვლოდ.
1988-89 წლების პერიოდში, ფილადელფია კვლავ დაბრუნდა პლეი-ოფში მას შემდეგ, რაც 1 წელი გაუცდა, მაგრამ პირველივე რაუნდში დამარცხდა ნიუ-იორკ ნიქსის მიერ. 1989-90 წლებში, ბარკლიმ დაამთავრა მეორე ადგილზე ლიგის MVP ხმის მიცემაში, როდესაც სიქსერსმა ატლანტიკის დივიზიონის ტიტული მოიგეს. მას შემდეგ რაც სიქსერსმა პლეი-ოფის პირველ რაუნდში კლივლენდ კავალიერსი დაამარცხა, ფილადელფია მაიკლ ჯორდანის ჩიკაგო ბულზის წინაშე აღმოჩნდა კონფერენციის ნახევარ-ფინალში. სიქსერსი საბოლოოდ ბულზთან 5 მატჩის ჯამში დამარცხდა, რაც ასევე განმეორდა 1991 წელს, მას შემდეგ რაც პირველ რაუნდში გუნდმა მილუოკი ბაქსის დამარცხება შეძლო. სიქსერსმა გამოტოვა მხოლოდ მეორეჯერ პლეი-ოფი მომდევნო წელს იმ 8 სეზონის განმავლობაში, რაც ბარკლიმ ფილადელფიაში გაატარა. 1992 წლის 17 ივნისს, ბარკლი გაშვებული იქნა ფინიქს სანსის რიგებში ჯეფ ჰორნეკის, ტიმ პერის და ენდრუ ლენგის ნაცვლად, რომელმაც იმ დროს ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა ამ გაცვლის გამო.
1992-1996: ბნელი პერიოდი
რედაქტირებალინემმა გაზარდა მისი პოზიცია გუნდში, როდესაც მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გენერალური მენეჯერის სავარძელი დაიკავა 1991-92 წლების სეზონში, რომელმაც დაგ მოუ აიყვანა მის მიერ გათავისუფლებული ადგილის შესავსებად, რომლის მწვრთნელობა მხოლოდ 56 მატჩით შემოიფარგლა და გაშვებული იქნა მას შემდეგ, რაც გუნდს 19-37 ჰქონდა შედეგი. მისი ადგილი, ყოფილმა პოპულარულმა მოთამაშემ და დიდი ხნის ასისტენმა ფრედ კარტერმა დაიკავა 1993 წლის მარტში, რომელმაც მხოლოდ 32-76 დაასრულა გუნდში კარიერა. მომდევნო 1993-94 წლების პერიოდში, სიქსერსმა ჯონ ლუკასი აიყვანა როგორც მთავარი მწვრთნელის, ასევე გენერალური მენეჯერის პოსტზე. ლუკასის ენთუზიაზმი წარმატებული იყო სან-ანტონიო სპურსში მთავარი მწვრთნელბის დროს. ხოლო ფილადელფია ფიქრობდა, რომ მისი ეს შესაძლებლობა დაეხმარებოდა სიქსერსის ახალ ცხოვრებაში. მაგრამ მოლოდინი მოლოდინად დარჩა, როდესაც სიქსერსის 2 სეზონის განმავლობაში, ლუკასმა 42-122 შედეგი ჰქონდა.
1990-91 წლების სეზონიდან მოყოლებული 1995-96 წლების სეზონამდე, გუნდის რეგულარულ სეზონში გამარჯვებები უფრო და უფრო მცირდებოდა. ყველაზე აღსაღნიშნი სეზონი იყო 1995-96 წლების, როდესაც სიქსერსმა 18-64 შედეგით დაასრულა, რაც გუნდის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგით მე-2 ადგილზეა. ეს შედეგი ასევე ლიგის ყველაზე ცუდ შედეგში, მეორე ადგილზე იყო იმ სეზონში, რაც მხოლოდ ვანკუვერ გრიზლის ჩამოუვარდებოდა, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ იმ წელს იყო დამატებული ლიგას, მაგრამ სიქსერსი მაინც უკან იყო ასევე ინაუგურაციის სეზონის მქონდე ტორონტო რაპტორსის. ეს სეზონი იყო გუნდისთვის უკანასკნელი სპექტრუმში. კატზი, რომელმაც ძალიან დაკარგა პოპულარობა გუნდის ქომაგებს შორის 1986 წლის გაცვლებით, გაყიდა გუნდი ფილადელფია ფლაიერსის მფლობელ - ედ სნიდერზე 1995-96 წლების სეზონის ბოლოს. სნიდერი ერთ-ერთი მეპატრონე იყო სპექტრუმის 1971 წლიდან მოყოლებული. პეტ კროუსმა, რომელიც ყოფილი გამწვრთნელი იყო ფლაიერსის და სიქსერსის, დაიკავა პრეზიდენტის სავარძელი.
ბევრი სიქსერსის გულშემატკივარი, ამ წლებს „ბნელ პერიოდს“ უწოდებს. მიუხედავად ამისა, მრავალი უიღბლობის წლების შემდეგ, გუნდის მომავალში ნათელი წერტილიც გამოჩნდა. გუნდმა მოიგო 1996 წლის NBA დრაფტის ლატარეა. კითხვა აქტუალური გახდა, თუ ვის აირჩევდა გუნდი, რაზეც სიქსერსმა პასუხი გასცა: ალენ აივერსონი.
1996-2006: ალენ აივერსონის ერა
რედაქტირებაახალ მფლობელებთან და აივერსონთან ერთად, სიქსერსი CoreStates Center-ში გადავიდა, ხოლო ყველაფერი ისე ჩანდა, რომ პოზიტიური განწყობისკენ მიდიოდა სიქსერსის საქმე. ჯონი დეივისი დასახელებული იქნა გუნდის მთავარ მწვრთნელად, როდესაც ბრედ გრინბერგმა აიღო გენერალური მენეჯერის უფლებები. აივერსონი დასახელებული იქნა წლის ახალბედად, თუმცა ფილადელფიამ მინიმალურად გააუმჯობესა სეზონი, როდესაც სეზონი 22-60 დაასრულეს. 1996-97 წლების სეზონში გუნდში კიდევ მოვიდა ცვლილებები, როდესაც გუნდმა დეივისი და გრინბერგი გაუშვა და განაახლა სიქსერსის ლოგო და უნიფორმა. დეივისის ნაცვლად, სიქსერსმა ლარი ბრაუნი აიყვანა, როგორც მთავარი მწვრთნელი. ბრაუნი ცნობილი იყო როგორც დაცვაში ასევე წარმატებებში, რომლის კარიერაშიც ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო გამოწვევა ჩავარდა ხელთ. ბრაუნს ხშირად უწევდა აივერსონთან დაპირისპირება, მაგრამ სიქსერსმა 1997-98 წლების პერიოდში გააუმჯობესა შედეგი, როდესაც 31 გამარჯვება მოახერხა. 1997-98 წლების ადრეულ პერიოდში, სიქსერსმა ჯერი სტეკჰაუსი გაუშვა, რომელიც მთლიან 1995 წლის დრაფტზე, მე-3 არჩევანი იყო დეტროიტ პისტონსში. სიქსერსმა სანაცვლოდ აარონ მაკი და თეო რეტლიფი მიიღო, რომლებმაც გუნდის დაცვითი მხარეზე ზეგავლენა მოახდინეს. გუნდის გასაძლიერებლად, 1998 წლის იანვარში დამატებული იქნა ერიკ სნოუ სიეტლ სუპერსონიქსიდან.
1998-99 წლების სეზონში, სიქსერსმა ჯორჯ ლინჩი და მეთ გიგერი აიყვანა, მაგრამ ლოკაუტის გამო, სეზონის დაწყება შეფერხდა, ხოლო დაწყების შემდეგ შემოკლებული 50 მატჩიანი რეგულარული სეზონი ჩატარდა. ამ სეზონის განმავლობაში, სიქსერსმა ტაირონ ჰილი გადმოიყვანა მილუოკი ბაქსიდან. სიქსერსმა რეგულარული სეზონი 28-22 შედეგით დაასრულა, რაც საკმარისი იყო აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილისთვის. ამ შედეგით გუნდმა 1991 წლიდან მოყოლებული, პირველად მოახერხა პლეი-ოფში გასვლა, სადაც პირველ რაუნდში ორლანდო მეჯიკი 3-1 დაამარცხა. ნახევარ-ფინალში გასულები კი ინდიანა პეისერსის წინააღმდეგ დამარცხდნენ. მომდევნო სეზნონში, სიქსერსმა გააუმჯობესა შედეგი და სეზონი 49-33 დაასრულა, რაც მე-5 ადგილი იყო აღმოსავლეთში. სიქსერსმა კიდევ ერთხელ შეძლო პირველი რაუნდში გამარჯვება შარლოტ ჰორნეტსის წინააღმდეგ 4-0, ხოლო ზედიზედ მეორე წელს, მეორე რაუნდში დამარცხდნენ ინდიანა პეისერსის მიერ 6 თამაშში. მაგრამ გუნდი პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებდა, რადგან გაუმჯობესება საგრძნობი იყო. აივერსონის და ბრაუნის შეჯახება კი კვლავ აქტუალური იყო, რითაც ბრაუნი მის გაშვების შესახებ ფიქრობდა კიდეც. იმის შესახებ, რომ აივერსონი ლოს-ანჯელეს კლიპერსის რიგებში გადავიდოდა, მცდარი გამოდგა, თუმცა თითქმის შეთანხმებული იყო 4 გუნდის გაცვლა, რითაც აივერსონი დეტროიტ პისტონსში უნდა გადასულიყო, თუმცა დეტროიტს სახელფასო ჭერმა შეუშალა ხელი. როდესაც ცხადი გახდა, რომ აივერსონი ფილადელფიაში რჩებოდა, მან და ბრაუნმა ერთად იმუშავეს ურთიერთობის გაუმჯობესებაზე, რაც 2000-01 წლების სეზონში აისახა კიდეც.
2000–01 წლების სეზონი
რედაქტირება2000-01 წლების სეზონი სიქსერსისთვის ძალიან მხურვალედ დაიწყო, როდესაც გუნდმა შეძლო პირველი 10 მატჩის მოგება, ასევე 41-14 შედეგი ჰქონდა გუნდს. ლარი ბრაუნი წვრთნიდა აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდს NBA All Star თამაშზე, სადაც საბოლოოდ ალენ აივერსონი დასახელებული იქნა თამაშის MVP. შესვენებიდან არცთუ დიდი ხნის შემდეგ, ცენტრი - თეო რეტლიფი დაკარგა სიქსერსმა დარჩენილი სეზონის განმავლობაში მაჯის ტრავმის გამო. გუნდს სჭირდებოდა დაკარგული ცენტრის ანაზღაურება, რის გამოც სიქსერსმა დიკემბე მატომბო აიყვანა ატლანტა ჰოუქსიდან, რომლის მაგივრადაც რეტლიფი, ნაზრ მოჰამედი, ტონი კუკოჩი და პეპე სანჩესი გაუშვეს. საბოლოოდ რეგულარული სეზონი ფილადელფიამ 56-26 დაამთავრა, რაც დაეხმარა გუნდს პირველი ატლანტიკის დივიზიონის ტიტულის მოპოვებაში 1989-90 წლების შემდეგ, ასევე იყვნენ პირველ ადგილზე აღმოსავლეთ კონფერენციაში.
პლეი-ოფის პირველ რაუნდში, ფილადელფია შეხვდა ინდიანა პეისერსს კვლავ. პირველ თამაშში სიქსერსი 18 ქულით ლიდერობდა თუმცა საბოლოოდ 79-78 დამარცხდა, როდესაც რეჯი მილერმა ბოლო წამზე სამ ქულიანი ჩააგდო. თუმცა ფილადელფიამ შეძლო ზედიზედ მომდევნო 3 თამაშის მოგება და სერიაც 3-1 მოიგო. კონფერენციის ნახევარ-ფინალში გასულებს ტორონტო რაპტორსი და მისი ვარსკვლავი - ვინს კარტერი შეხვდათ. გუნდებმა შეძლეს პირველ 4 მატჩის გაყოფა და სერია 2-2 იყო, მათ შორის მე-2 თამაშში აივერსონმა 54 ქულის მოგროვება შეძლო. ასევე სიქსერსმა შეძლო მე-5 მატჩის მოგება და სერიის ლიდერობის აღება, თუმცა დამარცხდა მე-6 თამაშში და სერია კვლავ გათანაბრდა. მე-7 თამაშში კი ბოლო წამს ვინს კარტერმა ვერ ჩააგდო ნახტომით ჩაგდებული ბურთი, რასაც ფილადელფიას გამარჯვება თამაშის და სერიის მოჰყვა, რითაც სიქსერსი აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალში გავიდა, სადაც მილუოკ ბაქსს დაუპირისპირდა. მას შემდეგ რაც პირველი ორი მატჩი გუნდებმა გაიყვეს, ცხადი იყო რომ აივერსონი გამოტოვებდა მესამე თამაშს მატყუარა ტრავმის გამო, რაც მას გვიანი სეზონისკენ აწუხებდა. ყველა ვარაუდობდა რომ ბაქსს იოლი გასეირნება ექნებოდა მე-3 მატჩში, მაგრამ მთელი თამაშის განმავლობაში სიქსერსი მაინც მჭიდროდ ეთამაშებოდა, თუმცა მაინც 80-74 დამარცხდა ბოლოს. მიუხედავად მარცხისა, ფილადელფია მის წარმატებას მომავალ თამაშებში ხედავდა, რის გამოც შეძლეს მე-4 და მე-5 მატჩებში გამარჯვება. მე-6 თამაშში ბაქსი 33 ქულით ლიდერობდა, თუმცა სიქსერსმა შეძლო მე-4 პერიოდში არნახული თამაშის შემოტრიალება მაგრამ საკმარისი არ იყო გამარჯვებისთვის, რის გამოც საბოლოოდ 110-100 დამარცხდა. აივერსონი, რომელიც ვერ იყო ჩვეულ ფორმაში, მე-4 პერიოდში 26 ქულა ჩააგდო, ხოლო მთლიან თამაშში 46 ქულის მოტანა შეძლო გუნდისთვის. მეშვიდე მატჩში, ბაქსი 34-25 ლიდერობდა მეორე პერიოდში, რომელშიც იშვიატად-გამოყენებადი რაჯა ბელის წვლილი იყო 10 ქულით. აივერსონმა 44 ქულა მოაგროვა თამაშში და დაეხმარა სიქსერსს მეორე ნახევარში 108-91 გაემარჯვა სიქსერსს, რითაც ფილადელფია NBA ფინალში გავიდა პირველად 1983 წლის შემდეგ. ფინალში, სიქსერსის ოპონენტი ლოს-ანჯელეს ლეიკერსი იყო, რომელიც ფინალამდე 11-0 შედეგით მივიდნენ პლეი-ოფის პირველ სამ რაუნდში.
პირველ თამაშში, ლეიკერსი 18-5 ლიდერობდა, თუმცა სიქსერსმა შეძლო 19 ქულით ელიდერა მეორე ნახევარში. ლეიკერსმა იბრძოლა და საბოლოოდ რეგულარული დრო 94-94 დაასრულა. ლეიკერსმა ასევე პირველი 5 ქულა დააგროვა დამატებით დროში, თუმცა სიქსერსმა 13-2 გარბენა მოახდინა, რაც დაეხმარა გუნდს 107-101 დაემარცხებინა ლეიკერსი. ლეიკერსმა შეძლო მეორე მატჩის 98-89 მოგება. ასევე მესამე თამაშში დამარცხდა ფილადელფია 91-86. ლეიკერსმა მე-5 თამაშში მოახერხა ტიტულის მოპოვება, როდესაც 100-86 დაამარცხა ფილადელფია. 2000-01 წლებში, სიქსერსმა ასევე შეძლო NBA MVP ნომინაციაში ალენ აივერსონს გაემარჯვა, წლის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო ბრაუნს მოეპოვებინა, ასევე წლის საუკეთესო მცველის წოდება დიკემბე მატომბოს, ხოლო წლის მეექვსე კაცის წოდება კი აარონ მაკკის ერგო.
ლარი ბრაუნის წასვლა
რედაქტირებასიქსერსმა 2001-02 წლების სეზონი დიდი მოლოდინით დაიწყო, მაგრამ მოახდინა მხოლოდ 43-39 შედეგის მიღწევა, რაც მე-6 ადგილისთვის აღმოსავლეთ კონფერენციისთვის საკმარისი იყო. პირველივე რაუნდში კი გუნდი ბოსტონ სელტიქსის მიერ იქნა დამარცხებული 3-2. 2002-03 წლების სეზონში, სიქსერსმა 15-4 შედეგით დაიწყო, მაგრამ შემდეგი 30 მატჩიდან მხოლოდ 10 მოგება მოახერხა და 25-24 შედეგით იყო NBA All Star შესვენების დროს. შესვენების შემდეგ, სიქსერსმა ცეცხლი დაიჭირა და ზედიზედ 9 მატჩის მოგება მოახერხა, ასევე უკანასკნელი 33 მატჩიდან 23 მოგება რაც 48-34 შედეგით დასრულებას ნიშნავდა, ამით კი მე-4 ადგილი დაიკავა კონფერენციაში. ალენ აივერსონმა პირველი რაუნდის პირველ მატჩში ნიუ-ორლეან ჰორნეტსის წინააღმდეგ 55 ქულა მიითვალა ანგარიშზე, ხოლო სიქსერსმა კი სერია საბოლოოდ 6 მატჩში მოიგო. ნახევარ-ფინალში გასულები კი დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ აღმოჩნდნენ, რომლებმაც სიქსერსის გამარჯვებების სერია დაასრულა და სერია 4-2 მოიგო, მათ შორის სიქსერსმა 2-ჯერ დამატებით დროში წააგო, ხოლო ერთი მატჩი კი ბოლო წამზე ჩაგდებული ნასროლით.
2003 წლის ხსოვნის დღეს, ბრაუნმა აღარ გააგრძელა კონტრაქტი როგორც მწვრთნელმა, ხოლო რამდენიმე დღის შემდეგ დეტროიტ პისტონსი ჩაიბარა, რომელმაც 2004 წლის NBA ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. გუნდმა რენდი ეიერსი აიყვანა მთავარი მწვრთნელის პოსტზე, რომელიც მანამდე ბრაუნის დამხმარე მწვრთნელი იყო. მან მხოლოდ 52 მატჩი ჩაატარა და გაშვებული იქნა გუნდიდან 21-31 შედეგის შემდეგ. მას მერე გუნდი კრის ფორდმა ჩაიბარა, თუმცა სიქსერსმა 2003-04 წლების სეზონი 33-49 შედეგით დაასრულა, რითაც 6 წლის მანძილზე პირველად ვერ მოხვდა პლეი-ოფში. აივერსონმა კი სეზონის განმავლობაში ტრავმის გამო ბევრი მატჩი გააცდინა.
იგუდალას გადმოსვლა
რედაქტირება2004-05 წლების სეზონში, ფილადელფიაში დაბადებული ჯიმ ობრაიანი დასახელებული იქნა გუნდის მთავარ მწვრთნელად. აივერსონი დაწეული იქნა უკან პოინტ გარდის პოზიციაზე. სიქსერსმა ასევე შეუძლო კრის უებერის გადმოყვანა საკრამენტო კინგსიდან, რომელიც უნდა დახმარებოდა აივერსონს გუნდის წარმატებაში. ასევე სიქსერსმა 2004 წლის NBA დრაფტზე ანდრე იგუდალა აიყვანა, რომელიც ყველა-ახალბედას პირველ გუნდში იქნა დასახელებული, ხოლო სიქსერსმა მოახერხა პლეი-ოფში გასვლა 43-39 შედეგით. პირველივე რაუნდში სიქსერსი 5 თამაშის ჯამში დამარცხდა მოქმედი ჩემპიონის დეტროიტ პისტონსის მიერ, რომელსაც ლარი ბრაუნი წვრთნიდა.
2004-05 წლების სეზონი სიქსერსისთვის ასევე ბევრი პარკეტს მიღმა ოპერაციებით შემოიფარგლა. დიდი შეთანხმების შედეგი იყო კულისებს მიღმა ობრაიანის და მის მოთამაშეებს მიერ ოფისში. სეზონის დასრულებიდან მალევე, გუნდმა ობრაიანი გაუშვა და მის მაგივრად პოპულარული მაურის ჩიკსი აიყვანა, რომელიც სიქსერსის რიგებში 1978-79 წლებში თამაშობდა, ასევე იყო ძირითადში მოთამაშე 1983 წლის ჩემპიონი გუნდისთვის. მიუხედავად ამისა, მწვრთნელის ცვლილებები არ დაეხმარა გუნდს 2005-06 წლების სეზონში. სიქსერსმა სეზონი 2-10 დაიწყო და საბოლოოდ 38-44 დაასრულა რაც უკანასკნელ 3 წელიწადში მე-2 პლეი-ოფის გარეშე დარჩენა იყო.
2006-07 წლების სეზონის დასაწყისში, სიქსერსმა 3-0 დაიწყო, თუმცა მალევე აირია გუნდში სიტუაცია, რის გამოც 35-47 დაასრულეს რამაც ატლანტიკის დივიზიონში მე-3 ადგილი და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე9 ადგილი მისცა გუნდს, რაც გაიყო ინდიანა პეისერსთან ერთად.
2006 წლის 5 დეკემბერს, გუნდის მიმართულებით იმედგაცრუებული აივერსონმა სიქსერსის მენეჯმენტს ულტიმატუმი წაუყენა: იპოვეთ მოთამაშე რომელიც მომეხმარება მე, ან გამიშვით მეც. ეს იყო მალევე დამტკიცებული თამაშის დროის გაშვებულ ინტერვიუში გუნდის მფლობელ - ედ სნიდერის მიერ.
2006-2012: ანდრე იგუდალას ერა
რედაქტირება2006 წლის 19 დეკემბერს, ალენ აივერსონი და ივან მაკფარლინი გაშვებულნი იქნენ დენვერ ნაგეტსის რიგებში ანდრე მილერის, ჯოუ სმითის და 2 პირველი რაუნდის არჩევნის სანაცვლოდ. 11 იანვარს, კი სიქსერსის გენერალურმა მენეჯერმა ბილი კინგმა განაცხადა გუნდის კრის უებერის კონტრაქტის შესახებ. სიქსერსს უნდა გადაეხადა 36 მილიონი შემდეგი 1.5 სეზონიში, რაც 7 მილიონით ნაკლები იყო ვიდრე უნდა გადაეხადა. საბოლოოდ გუნდმა უებერი გაუშვა გუნდიდან, რამაც უებერი თავისუფალ აგენტად გახადა და მალევე დეტროიტ პისტონსთან გააფორმა კონტრაქტი.
ამ გადასვლამ გუნდს შესაძლებლობა მისცა იგუდალას გამხდარიყო გუნდის ლიდერი. სიქსერსმა ეს სეზონი 3-0 დაიწყო, თუმცა შემდეგ 5-10 გააგრძელა სანამ აივერსონი დატოვებდა გუნდს. აივერსონის წასვლის შემდეგ გუნდმა ზედიზედ 8 თამაშ წააგო, საბოლოოდ სიქსერსი 35-47 შედეგით დაასრულა.
სიქსერსნა თადეუს იანგი აირჩია მე-12 არჩევნად მთლიან დრაფტზე.
2007 წლის 4 დეკემბერს, სიქსერსმა მწვრთნელის პოსტიდან, მის ნაცვლად კი ბრუკლინ ნეტსის გენერალური მენეჯერი, ედ სტეფანსკი დანიშნა.
იგუდალასთან ერთად, გუნდი პლეი-ოფში გავიდა 2008 წლის 4 აპრილს, როდესაც ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ გაიმარჯვა. ეს იყო გუნდის პირველი პლეი-ოფი 2005 წლის შემდეგ, რაც აივერსონის ერის შემდეგ პირველი პლეი-ოფი იყო. მიუხედავად ამისა გუნდი პირველივე რაუნდში დეტროიტ პისტონსის მიერ დამარცხდა 6 თამაშში. მიუხედავად პლეი-ოფიდან ნაადრევად გამოვარდნისა, გულშემატკივრების უმეტესობა ამ სეზონს წარმატებულად თვლიდა.
2008-2009 სეზონი: ელტონ ბრენდის გადმოყვანა
რედაქტირება2008 წლის 9 ივლისს, სიქსერსმა ფორვარდი ელტონ ბრენდი აიყვაა 5 წლიანი და 79.795 მილიონიანი კონტრაქტით. გუნდს ამის საშუალება მიეცა მას შემდეგ, რაც როდნი ქერნი გაუშვეს გუნდიდან. ბრენდს სინამდვილეში კონტრაქტი ეწურებოდა ლოს-ანჯელეს კლიპერსთან და იმედოვნებდა რომ კვლავ მოაწერდა ხელახალ კონტრაქტს. მაგრამ ელტონს სიქსერსმა უფრო მეტი ფული შესთავაზე, ასევე ის ხედავდა უკეთესს შანს მოეგო NBA ჩემპიონის ტიტული აღმოსავლეთ კონფერენციიდან. ამის შემდეგ გუნდმა თავისუფალ აგენტად დარჩენილი როიალ აივი აიყვანა მილუოკი ბაქსიდან, კარიმ რაში ინდიანა პეისერსიდან.
მიუხედავად ამისა, სიქსერსმა ვერ იპოვა ფორმა, რომ გუნდს დახმარებოდა პლეი-ოფში გასასვლელად. ახალი სეზონი კი გუნდმა 9-14 შედეგით დაიწყო, სანამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მაურის ჩიკსს გაუშვებდნენ 13 დეკემბერს. გენერალური მენეჯერის ასისტენტი - ტონი დილეო კი ახალი ვაკანტური ადგილის შესავსებლად მზად იყო, რომელიც ასევე დაეხმარა გუნდს სეზონის 41-41 დამთავრებაში, ხოლო კონკრეტულად მის ანგარიშზე 32-27 შედეგი იყო. ბრენდის სეზონი ნაადრევად დასრულდა მხრის ტრავმის გამო. ბრენდის დაკარგვის მიუხედავად, სიქსერსმა შეძლო პლეი-ოფში გასვლა როდესაც 95-90 მოუგო დეტროიტ პისტონსს 2009 წლის 4 აპრილის საშინაო მატჩში.
პირველ რაუნდში, გუნდი ორლანდო მეჯიკის წინააღმდეგ აღმოჩნდა. პირველი ოთხი სერიის 3 მატჩი ბოლო მომენტის გმირობით გამოირჩა. იგუდალამ და იანგმა თამაშის გამარჯვების მომტანი ქულა ჩააგდეს ბოლო ნასროლით 1 და მე-3 მატჩში, მაშინ როდესაც ჰედო თურქოღლუმ მე-4 თამაშში მაოხერხა იგივე. სერია წინა წლის მსგავსად, სიქსერსი ამჯერადაც 2-1 ლიდერობდა სერიას 3 თამაშის მერე, თუმცა მეჯიკმა შეძლო ზედიზედ 3 თამაშის მოგება და სერიაც საბოლოოდ 4-2 მოიგო ორლანდომ.
სეზონში ასევე აღსაღნიშნავი იყო ერთი მატჩო, რომელიც სიქსერსმა მის ყოფილ საშინაო არენა - უაჩოვია სპექტრუმში გაატარა. ამ თამაშში ფილადელფიამ შეძლო 104-101 დაემარცხებინა ჩიკაგო ბულზი, რომელიც 2009 წლის 13 მარტს ჩატარდა.
2009-2010 სეზონი: ბრძოლის გაგრძელება
რედაქტირებამომდევნო სეზონში, ტონი დილეო დაუბრუნდა მის ოფისის სამუშაოს, რომელმაც შექმნა სამწვრთნელო პოზიცია ვაკანტური. ყოფილი ვაშინგტონ უიზარდსის მწვრთნელი ედი ჯორდანი იყო წარდგენილი გუნდის ახალ მთავარ მწვრთნელად 2009 წლის 1 ივნისს. 2009 წლის უქმეებზე, გუნდმა 17-ე არჩევნად ირუ ჰოლიდეი აიყვანა. გუნდმა ასევე რეჯი ევანზი გაუშვა ტორონტო რაპტორსის რიგებში, რომლის სანაცვლოდაც სიქსერსმა ჯეისონ კაპონო გადმოიბირ, რომელიც 2007 და 2008 წლებში 3-ქულიანის შეჯიბრის გამარჯვბეული იყო. სეზონის უქმეები ასევე აღსანიშნავია იმით, რომ გუნდმა 1977-97 წლების სიქსერსის ლოგო დაიბრუნა, ხოლო ახალი უნიფორმა კი 1982-83 წლების უნიფორმის მსგავსი გახადა.
2009 წლის 2 დეკემბერს, ფილადელფია სიქსერსმა გამოაცხადა რომ გუნდმა ალენ აივერსონი აიყვანა 1 წლიანი არა გარანტირებული კონტარქტით. გუნდმა 5-13 შედეგით დაიწყო, რასაც ლუის უილიამსის ტრავმა და მინიმუმ 30 მატჩით გამოთიშვა მოჰყვა. აივერსონის "ხელახალი-დებიუტი" შედგა დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ, სადაც გუნდმა თავის დროზე გაუშვა, მომენტს კი ათასობით ოვაცია ერთვოდა სრულად გაყიდულ არენაში. აივერსონმა 11 ქულა, 6 ასისტენტი და 5 მოხსნა მიითვალა.
მიუხედავად ამისა, აივერსონის დაბრუნებით შექმნილი ეიფორია მალევე დაეცა. 22 თებერვალს, აივერსონმა გუნდის დატოვებაზე განაცხადა, რადგან უნდა დასწრებოდა მისი ქალიშვილს ავადმყოფობას, ხოლო რამდენიმე კვირის შემდეგ, სიქსერსმა განაცხადა, რომ აივერსონი დარჩენილი სეზონის განმავლობაში აღარ დაბრუნდებოდა.
საბოლოოდ გუნდმა სეზონი 27-55 დაასრულა, რაც 50-ზე მეტი წაგებით, გუნდს 1998 წლის შემდეგ არ წაეგო. გუნდის ასეთი შედეგი დაფუძნებული იყო ედი ჯორდანის თავდასხმით სტილზე, რომელიც მოთამაშეებს არ მოსწონდათ. 14 აპრილს სეზონის ორლანდო მეჯიკთან უკანასკნელი მატჩიდან რამდენიმე საათში, გუნდმა ჯორდანი გააგდო დაკავებული პოსტიდან, რითაც ის გახდა მე-4 მწვრთნელი, რომელმაც გუნდში მხოლოდ 1 სეზონი ან უფრო ნაკლები გაატარა, ხოლო ლარი ბრაუნის შემდეგ პირველი, რომელმაც 2003 წელს დატოვა გუნდი.
2010-2011 სეზონი: დაგ კოლინსის აყვანა
რედაქტირება2010 წლის 20 მაისს, გუნდმა TNT ანალიტიკოსი დაგ კოლინსი აიყვანა მთავარი მწვრთნელის პოსტზე. კოლინსის მოთამაშის კარიერა დაიწყო სიქსერსში, როდესაცლ 1973 წელს აიყვანა გუნდმა, სიქსერსამდე კი ის ჩიკაგო ბულზის მწვრთნელი იყო, ასევე დეტროიტ პისტონსის და ვაშინგტონ უიზარდსის. გუნდმა დრაფტზე ევან ტურნერი აიყვანა.
სიქსერსმა ახალი სეზონი 3-13 შედეგით დაიწყო, მაგრამ მოახერხა გარდატეხის შეტანა და 37-23 ჰქონდა, თუმცა გუნდში კვლავ პრობლემები შეიქმნა და 40-36 შედეგით გააგრძელა, თუმცა სეზონი საბოლოოდ 41-41 შედეგით დაასრულა, რაც საკმარისი იყო პლეი-ოფში მე-7 ადგილით გასულიყო. გუნდმა პლეი-ოფის საგზური 2011 წლის 1 აპრილს გაინაღდა, რაც უკანასკნელ 4 წელიწადში მე-3 შემთხვევა იყო. გუნდი პირველივე რაუნდში ლიგის ერთ-ერთ ფავორიტ მაიამი ჰიტის წინაშე აღმოჩნდა, რომელთანაც 5 თამაშში დამარცხდა.
2011-12 სეზონი: ახალი მფლობელები
რედაქტირება2011 წლის 13 ივლისს, Comcast-Spectacor მიაღწია შეთანხმება გუნდის გაყიდვის შესახებ ინვესტორთა ჯგუფზე, რომელსაც Apollo Global Management დამფუძნებელი ჯოშუა ჰარისი ხელმძღვანელობდა. ჰარისის ჯგუფმა გადაიხადა 280 მილიონი დოლარი გუნდში. გუნდი ახალი მფლობელების მიუხედავად, მოღვაწეობას მაინც ველს ფარგო ცენტრში გააგრძელებს უახლოესი მომავლის პერიოდში. რეპერი და მსახიობი უილ სმითი (ასევე ფილადელფიაში დაბადებული) და მისი მეუღლე - ჯადა პინკ სმითი არიან გუნდის მცირე მფლობელები. გუნდის ახალმა მფლობელებმა გადაწყვიტეს პერსონალის შეცვლა.
ფილადელფიამ 2011-12 წლების ლოკაუტის გამო შემცირებულ სეზონში 35-31 დაასრულა, რითაც მე-8 და უკანასკნელი ადგილი მოიპოვა პლეი-ოფში გასასვლელად, სადაც პირველი ადგილით გასულ ჩიკაგო ბულზს შეხვდა, რითაც ტრავმებისგან დასუსტებულ ჩიკაგოს 4-2 მოუგეს სერია და 2003 წლის შემდეგ პირველად გავიდნენ ნახევარ-ფინალში. ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ მე-5 შემთხვევა NBA ისტორიაში, როდესაც 1 ადგილით გასული გამოვარდა მე-8 ადგილის მიერ. მომდევნო ეტაპზე გუნდი დიდი ხნის მეტოქე ბოსტონ სელტიქსს შეხვდა, სადაც დამარცხდნენ 3-4.
2012-დღემდე: იგუდალას წასვლა, ბაინუმის მოსვლა
რედაქტირება2012 წლის 9 აგვისტოს, სიქსერსი დათანხმდა 4 გუნდის გაცვლას ლეიკერსთან, მეჯიკთან და ნაგეტსთან ერთად. გაცვლის თანახმად, დუაიტ ჰოვარდი წავიდა ლეიკერსში, ფილადელფია დათანხმდა გაეშვა 2011 წლის პირველი არჩევანი ნიკ ვუჩევიჩი და ასევე 2012 წლის არჩევანი მაურის ჰარკლესი, ასევე ორლანდოს მომავლის პირველი რაუნდის არჩევანი, ხოლო ანდრე იგუდალა დენვერის რიგებში წავიდა. ამის სანაცვლოდ გუნდმა მიიღო ჯეისონ რიჩარდსონი მეჯიკიდან, ხოლო ენდრუ ბაინამი ლეიკერსიდან.
ლოგო
რედაქტირება-
1963–1977
-
1977–1997
-
1997–2009
-
2009–დღემდე
არენა
რედაქტირება- კონვენშენ ჰოლი და ფილადელფია არენა (1963–1967)
- სპექტრუმი (1967–1996)
- უელს ფარგო ცენტრი (1996–დღემდე)
სეზონის შედეგები
რედაქტირებამოთამაშეები
რედაქტირებაახლანდელი შემადგენლობა
რედაქტირება2012–13 ფილადელფია სიქსერსი შემადგენლობა | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მოთამაშეები | მწვრთნელები | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
|
შემადგენლობა • ოპერაციები |
დიდების დარბაზის წევრები
რედაქტირება- ჩარლზ ბარკლი
- უილტ ჩემბერლენი
- ბილი კანინჰემი
- იულიუს ირვინგი
- სონი ჰილი (გუნდია აღმასრულებელი და დირექტორი ახალგაზრდა კალათბურთელების პროგრამების დარგში.)
- ბობი ჯონსი
- ალექს ჰენამი (მწვრთნელი)
- ჯეკ რამსი (მწვრთნელი)
- ლარი ბრაუნი (მწვრთნელი
- ბენი ბორგმენი (მწვრთნელი) 1946-48
გაუქმებული ნომრები
რედაქტირება- 2 მოსის მელოუნი, C, 1982–1986 & 1993–1994 (ოფიციალურად არასდროს გაუქმებულა, მაგრამ ამოღებული იქნა ხმარებიდან)
- 6 იულიუს ირვინგი, F, 1976–1987
- 10 მაურის ჩაკსი, G, 1978–1989; მთავარი მწვრთნელი, 2005–2008
- 13 უილტ ჩემბერლინი, C, 1965–1968 (ასევე ფილადელფიის მაცხოვრებელი და ფილადელფია უორიორი, 1959–62)
- 15 ჰალ გრირი, G, 1963–1973 (1958–1973 თუ სირაკუსის ნაციონალური სერვისი შედის)
- 24 ბობი ჯონსი, F, 1978–1986
- 32 ბილი კანინჰემი, F, 1965–1976; მთავარი მწვრთნელი, 1977–1985
- 34 ჩარლზ ბარკლი, F, 1984–1992
- მიკროფონი – დეივ ზინკოფი, სახალხო გამომცხადებელი, 1963–1985 (ასევე უორიორსში, 1946–1962)
მთავარი მწვრთნელები
რედაქტირებაპირადი ჯილდოები
რედაქტირებაNBA წლის MVP
- უილტ ჩემბერლინი – 1966, 1967, 1968
- იულიუს ირვინგი – 1981
- მოსის მელოუნი – 1983
- ალენ აივერსონი – 2001
NBA ფინალის MVP
- მოსის მელოუნი – 1983
NBA წლის მცველი
- დიკემბე მატომბო – 2001
NBA წლის ახალბედა
- ალენ აივერსონი – 1997
NBA წლის მეექვსე კაცი
- ბობი ჯონსი – 1983
- აარონ მაკი – 2001
NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე
- დანა ბაროში – 1993
NBA წლის მწვრთნელი
- დოლფ შეისი – 1966
- ლარი ბრაუნი – 2001
ყველა-NBA პირველი გუნდი
- დოლფ შეისი – 1952, 1953, 1954, 1955, 1957, 1958
- უილტ ჩემბერლინი – 1966, 1967, 1968
- ბილი კანინჰემი – 1969, 1970, 1971
- ჯორჯ მაკგინსი – 1976
- იულიუს ირვინგი – 1978, 1980, 1981, 1982, 1983, 1984
- მოსის მელოუნი – 1983, 1985
- ჩარლზ ბარკლი – 1988, 1989, 1990, 1991
- ალენ აივერსონი – 1999, 2001, 2005
ყველა-NBA მეორე გუნდი
- ალ ქერვი – 1950
- დოლფ შეისი – 1950, 1951, 1956, 1959, 1960, 1961
- პოლ სეიმორი – 1954, 1955
- ლარი კოსტელო – 1961
- ჰალ გრირი – 1963, 1964, 1965, 1966, 1967, 1968, 1969
- უილტ ჩემბერლინი – 1965
- ბილი კანინჰემი – 1972
- ჯორჯ მაკგინსი – 1977
- იულიუს ირვინგი – 1977
- მოსის მელოუნი – 1984
- ჩარლზ ბარკლი – 1986, 1987, 1992
- ალენ აივერსონი – 2000, 2002, 2003
- დიკემბე მატომბო – 2001
ყველა-NBA მესამე გუნდი
- დიკემბე მატომბო – 2002
- ალენ აივერსონი – 2006
NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი
- ბობი ჯონსი – 1979, 1980, 1981, 1982, 1983, 1984
- კალდუელ ჯონსი– 1981, 1982
- მაურის ჩიკსი – 1983, 1984, 1985, 1986
- მოსის მელოუნი – 1983
- დიკემბე მატომბო – 2001
NBA ყველა-დაცვითი მეორე გუნდი
- ბობი ჯონსი – 1985
- მაურის ჩიკსი – 1987
- რიკ მეიორნი – 1990
- თეო რატლიფი – 1999
- დიკემბე მატომბო – 2002
- ერიკ სნოუ – 2003
- ანდრე იგუდალა – 2011
NBA ახალბედა პირველი გუნდი
- ლუსიუს ჯექსონი – 1965
- ბილი კანინჰემი – 1966
- ფრედ ბოიდი – 1973
- ჩარლზ ბარკლი – 1985
- ჰერსი ჰოუკინსი – 1989
- ჯერი სტეკჰაუსი – 1996
- ალენ აივერსონი – 1997
- ანდრე იგუდალა – 2005
NBA ახალბედა მეორე გუნდი
- კლერენს უითერსპუნი – 1993
- შოუნ ბრედლი – 1994
- შერონ რაიტი – 1995
- ტიმ ტომასი – 1998
- თადეუს იანგი – 2008