გოლდენ-სტეიტ უორიორსი
გოლდენ სტეიტ უორიორსი (ინგლ. Golden State Warriors) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში თამაშობს. უორიორსი არის წევრი წყნარი ოკეანის დივიზიონის, რომელიც დასავლეთ კონფერენციას ეკუთვნის. გუნდი დაარსდა 1946 წელს ფილადელიფიაში, პენსილვანია. იგი ამ დროს ფილადელფია უორიორსის სახელით გამოდიოდა. უორიორსი თავდაპირველად ასპარეზობდა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში, რომელიც მოიგო კიდეც 1947 წელს.
გოლდენ-სტეიტ უორიორსი Golden State Warriors | |
---|---|
გოლდენ-სტეიტ უორიორსის სეზონი 2018-19 | |
კონფერენცია | დასავლეთი |
დივიზიონი | წყნარი ოკეანის |
დაარსდა | 1946 |
ისტორია | ფილადელფია უორიორსი 1946–1962 სან-ფრანცისკო უორიორსი 1962–1971 გოლდენ-სტეიტ უორიორსი 1971–დღემდე |
არენა | Oracle Arena |
ქალაქი | სან-ფრანცისკო, კალიფორნია |
გუნდის ფერები | ლურჯი, ყვითელი, თეთრი და შავი [1][2] |
მფლობელ(ებ)ი | პიტერ გაბერი, ჯოუ ლეიქობი |
გენერალური მენეჯერი | ბობ მაიერსი |
მთავარი მწვრთნელი | სტივ კერი |
D-ლიგის კლუბი | Santa Cruz Warriors |
ჩემპიონები | NBA: 6 (1947, 1956, 1975, 2015, 2017, 2018) |
კონფერენციის ტიტულები | 7 აღმოსავლეთი: 3 (1947, 1948, 1956) დასავლეთი: 6 (1964, 1967, 1975, 2015, 2017, 2018) |
დივიზიონის ტიტულები | 4 (1975, 1976, 2015, 2016) |
გაუქმებული ნომრები | 6 (13, 14, 16, 17, 24, 42) |
ოფიციალური საიტი | warriors.com |
1962 წელს გუნდი გადავიდა სან ფრანცისკოს ყურის მიდამოებში, სადაც მან მიიღო სახელი სან ფრანცისკო უორიორსი. ამ სახელით გუნდი ასპარეზობდა 1971 წლამდე, სანამდე უორიოსი გადასახლდებოდა გოლდენ სტეიტში (კალიფორნიის შტატის მეტსახელი). 1972 წლიდან მოყოლებული გუნდი იწოდება როგორც გოლდენ სტეიტ უორიორსი. მისი სათამაშო არენა, ჩეიზ ცენტრი მდებარეობს სან-ფრანცისკოში, კალიფორნია.
გოლდენ სტეიტ უორიორსს NBA 4-ჯერ აქვს მოგებული. 2015 წელს მათ ფინალში დაამარცხეს კლივლენდ კავალიერსი.
უორიორსმა ასევე დაამყარა რეკორდი, რეგულარულ სეზონში ყველაზე მეტი მოგებული თამაშით. 2015-16 წლის NBA რეგულარულ სეზონში მათ მოიპოვეს 73 გამარჯვება და დამარცხდნენ 9-ჯერ, რითაც გააუმჯობესეს ჩიკაგო ბულზის 20 წლის წინანდელი რეკორდი.[3]
გუნდის ისტორია
რედაქტირებაშექმნა
რედაქტირებაფილადელფია უორიორსი დაარსდა 1946 წელს და დაიწყო თამაში ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში. მისი მფლობელი იყო პიტერ ტაირელი, რომელსაც ასევე ეკუთვნოდა ამერიკის ჰოკეის ლიგის წევრი გუნდი ფილადელფია როკეტსი.[4] ტაირელმა დაიქირავა ედი გოტლები, დიდი გამოცდილების მქონე კალათბურთის პრომოუტერი ფილადელფიის მხარეში, და იგი დანიშნა გუნდის მთავარ მწვრთნელად, ასევე გენერალურ მენეჯერად.[5] მან გუნდს ამავე ქალაქის, ადრინდელი, პროფესიონალური კალათბურთის გუნდის სახელი უწოდა.
1946-1962: ფილადელფია უორიორსი
რედაქტირებაჯოუ ფალკის ლიდერობით, გუნდმა მოიგო 1946-47 წლის ამერიკის საკალათბურთო ასოციაციციის პირველი ჩემპიონატი. მათ ფინალში დაამარცხეს ჩიკაგო სტეგსი, 4 მოგებით და 1 წაგებით, და გახდნენ ჩემპიონები. NBA-მ, რომელიც შეიქმნა 1949 წელს, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციისა და ნაციონალური საკალათბურთო ლიგის გაერთიანებით, განაცხადა რომ 1946-47 წლის სეზონი ჩაითვლებოდა, როგორც ნაციონალური საკალთბურთო ასოციაციის პირველი ჩემპიონატი. 1951 წელს ედი გოტლებმა უორიორსი შეიძინა.
უორიორსმა ასევე მოიგო 1955-56 წლის ჩემპიონატი ფორტ-უეინ პისტონსის დამარცხებით (4 მოგება - 1 წაგება). ამ დროს უორიორსში თამაშობდნენ ისეთი ვარსკვლავები როგორებიც იყვნენ პოლ არიზინი, ტომ გოლა, და ნეილ ჯონსტონი. 1959 წელს გუნდმა კონტრაქტი გააფორმა უილტ ჩემბერლენთან. იგი ექვსჯერ იყო ლიდერი გუნდისა თავის შედეგიანობით. მან სწრაფად დაამხო NBA-ს რეკორდები და სამუდამოდ შეცვალა კალათბურთის თამაშის სტილი. 1962 წლის 2 მარტს, უორიორსის საშინაო თამაშში ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ, რომელიც იმართებოდა ნეუტრალ კორტზე ჰერშეიში, პენსილვანია, ჩემბერლენმა პირად ანგარიშზე მიიწერა 100 ქულა. NBA-ს ეს რეკორდი დღემდე ხელშეუხებელია.[6]
1962–1971: სან ფრანცისკო უორიორსი
რედაქტირება1962 წელს ფრანკლინ მიულმა შეიძინა გუნდის სამფლობელო წილი და გადაიყვანა სან ფრანცისკოში, სადაც ისინი სან ფრანცისკო უორიორსის სახელით გამოდიოდნენ. მათ საშინაო არენას ძირითადად დალი სიტიში მდებარე ქოუ პალასი წარმოადგენდა 1962-1964 წლებში, ხოლო შემდეგ, 1964-66 წლებში - სან ფრანცისკოს სამოქალაქო აუდიტორია. გუნდი ასევე ატარებდა საშინაო თამაშებს ახლო ქალაქებში, ოუკლენდსა და სან ხოსეში.
1963-64 წლის სეზონის წინ უორიორსმა შეიძინა იმ დროის ერთ-ერთი დიდი მოთამაშე ნეით თურმონდი, ჩემბერლენთან ერთად სათამაშოდ. უორიორსმა ამ სეზონში მოიგო დასავლეთ დივიზიონი, მაგრამ დამარცხდა ბოსტონ სელტიკსთან ფინალში (4 წაგება - 1 მოგება). 1964-65 წლის სეზონში უორიორსმა ფილადელფია სიქსერსში გაუშვა ჩემბერლენი, მათგან კი კონი დირკინგი, ლი შაფერი, პოლ ნეუმანი და 150 000 $ მიიღო. ამის შემდეგ მათ ამ სეზონში მხოლოდ 17 თამაში მოიგეს. 1965 წელს უორიორსმა შეიძინა რიკ ბარი, რომელიც გახდა 1966 წელს NBA-ს წლის ახალბედა. ამის შემდეგ იგი გახდა გუნდის ლიდერი. მან 1966-67 წლის სეზონში გუნდი მიიყვანა კიდეც NBA ფინალებამდე, მაგრამ უორიორსი დამარცხდა ჩემბერლენის ახალ გუნდთან, ფილადელფია სიქსერსთან.
ბარი აღაშფოთა იმ ფაქტმა რომ მას არ გადაუხადეს ბონუსი თავისი თამაშისთვის. მან 1967-68 წლის სეზონში დატოვა სან-ფრანცისკო და ხელშეკრულება გააფორმა ოუკლენდ ოაკსთან, ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის გუნდთან. 4 სეზონის შემდეგ, 1972 წელს, რიკ ბარი მაინც დაუბრუნდა უორიორსს. ბარის არყოფნის პერიოდში გუნდმა ვერ მოიგო ვერანაირი ტიტული. ამ პერიოდში უორიორსის ლიდერები იყვნენ თურმონდი, ჯეფ მულინსი და რუდი ლა რუსო. 1966 წელს ოუკლენდ კოლიზეუმ არენის გახსნის შემდეგ უორიორსმა ძირითადად საშინაო თამაშების ჩატარება აქ დაიწყო. 1970-71 წელს გუნდმა დაასრულა მოღვაწეობა სან ფრანცისკო უორიორსის სახელით.
1971-1978
რედაქტირება1971-72 წლის სეზონის წინ გუნდმა მიიღო ახალი სახელი, გოლდენ სტეიტ უორიორსი. გუნდმა ამ სეზონში თითქმის ყველა თამაში ოუკლენდში ჩაატარა, რამდენიმე - სან დიეგოში, მაგრამ აღარცერთი - სან ფრანცისკოში. 1972 წელს ოუკლენდ არენა გახდა გუნდის ერთადერთი საშინაო არენა.
1971 წლიდან 1977 წლამდე, გარდა 1974 წლისა, გუნდი ყოველ წელს გადიოდა პლეიოფში და 1974-75 წელს მოიგო კიდეც NBA ჩემპიონატი. როგორც ბევრი მიიჩნევს ეს იყო ყველაზე დიდი სენსაცია NBA-ის ისტორიაში. უორიორსმა არა მხოლოდ დაამარცხა იმდროინდელი გრანდი ვაშინგტონ ბულეტსი, არამედ გაანადგურა კიდეც ისინი, მხოლოდ 4 მატჩში. ამ პერიოდში გუნდის მწვრთნელი ალ ატლესი იყო, ხოლო ძირითადი ლიდერები რიკ ბარი, რომელიც გახდა კიდეც ამავე სეზონის ფინალების MVP, ჯამალ ვილკსი და ფილ სმიტი.[7]
1978-1987
რედაქტირებაისეთი მოთამაშეების დაკარგვამ როგორებიც ბარი, ვილკსი და თურმონდი იყვნენ, უორიორსი იძულებული გახადა ებრძოლა, რომ დარჩენილიყო კონკურენტუნარიან გუნდად 1978-1987 წლებში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Golden State Warriors Unveil New Logo, Color Scheme And Branding Elements. Golden State Warriors (June 17, 2010). ციტირების თარიღი: June 17, 2010.
- ↑ Golden State Warriors Reproduction Guideline Sheet. NBA Media Central (March 21, 2014). ციტირების თარიღი: May 3, 2015.
- ↑ McCauley, Janie (April 14, 2016). „Curry shoots Warriors to 73rd win, breaking Bulls' mark“. National Basketball Association. Associated Press. ციტირების თარიღი: April 14, 2016.
- ↑ (1994) The Official NBA Basketball Encyclopedia. Villard Books, გვ. 29. ISBN 0-679-43293-0.
- ↑ (1994) The Official NBA Basketball Encyclopedia,. Villard Books, გვ. 33. ISBN 0-679-43293-0.
- ↑ Chamberlain scores 100 in 1962 game versus Knicks. National Basketball Association (March 2, 2013). ციტირების თარიღი: May 3, 2015.
- ↑ Rick Barry Bio. National Basketball Association (May 3, 2015). ციტირების თარიღი: May 3, 2015.