ჩიკაგო სტეგსი
ჩიკაგო სტეგსი (ინგლ. Chicago Stags) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში, რომელიც მდებარეობდა შტატ ილინოისის ქალაქ ჩიკაგოში, აშშ.
ჩიკაგო სტეგსი Chicago Stags | |
---|---|
კონფერენცია | დასავლეთი: 1946–49 ცენტრალური: 1949–50 |
დივიზიონი | დასაცლეთ დივიზიონი |
დაარსდა | 1946 |
ისტორია | ანდერსონ პეკერსი (1946–1951) |
არენა | Chicago Stadium |
ქალაქი | ჩიკაგო, ილინოისი |
გუნდის ფერები | წითელი, თეთრი, ლურჯი |
მთავარი მწვრთნელი | ჰაროლდ ოლსენი (1946–1948) ფილიპ ბრაუნსტეინი (1948–1950) |
ჩემპიონები | |
კონფერენციის ტიტულები | 1 (1947) |
დივიზიონის ტიტულები | None |
გუნდის ისტორია
რედაქტირებაჩიკაგო სტეგსი დაასრსდა 1946 წელს და გაუქმდა 1950 წელს. მიუხედავად გუნდის პატარა ისტორიისა, მათ შეძლეს დრაფტზე ისეთი მოთამაშის აყვანა, როგორიცაა ბობ ქასი, რომელიც მოგვიანებით თრი-სიტიზ ბლექჰოუქსში გაუშვეს (მიუხედავად ამისა, ქასის არ უთამაშია მათ რიგებში). როდესაც სტეგსი გაუქმდა, დრაფტიც არჩევანი გაიყო. საბოლოოდ ქასი აირჩია ბოსტონ სელტიქსმა. მიუხედავად სტეგსის მოკლე გამოსვლისა BAA და NBA-ში, ჩიკაგო სტეგსი იყო ერთ-ერთი წარმატებული გუნდი ლიგაში, რომელმაც 1947 წელს BAA ფინალამდეც კი მიაღწია, სადაც ფილადელფია უორიორსი მიერ დამარცხდა.
ახალი ლიგის დასაწყისი
რედაქტირებაBAA-ს ინაუგურაციის წელს, ლიგაში 11 გუნდი იყო, რომელიც 2 დივიზიონში გაიყო. ჩიკაგო სტეგსი გამწესდა დასავლეთ დივიზიონში, სადაც მოახერხა ტიტულის მოგება ერთხელ, როდესაც 39-22 დაასრულა სეზონი, ხოლო მის მომდევნო სენტ-ლუის ბომბერსს 38-23 ჰქონდა შედეგი. გუნდი რეგულარული სეზონის შედეგით მეორე ადგილზე გავიდნენ, სადაც მხოლოდ ვაშინგტონ კაპიტოლზს ჩამორჩა, რომელსაც 49-11 შედეგი ჰქონდა. გუნდმა პლეი-ოფში პირველი რაუნდი გამოტოვა, ხოლო ნახევარ-ფინალში პირდაპირ ვაშინგტონ კაპიტოლზს შეხვდა. სტეგსმა მოახერხა სერიის 4-2 მოგება და მოიპოვა ფინალში ასპარეზობის უფლება, სადაც დამარცხდნენ ფილადელფია უორიორსის წინააღმდეგ 1-4.
1947-48 წლების სეზონი
რედაქტირებამომდევნო სეზონში, სტეგსმა ვერ შეძლო ანალოგიური წარმატების გამეორება. დივიზიონში სტეგსმა მეორე ადგილი დაიკავა 28-20 შედეგით, სადაც მხოლოდ სენტ ლუის ბომბერსს ჩამორჩებოდა, სადაც ასევე მეორე იყო მთლიან ლიგაში (ტოტალური გუნდების რაოდენობა 11-იდან 8-მდე დაეცა). პლეი-ოფში სტეგსს მოუწია თაიბრეკერში თამაში, მას შემდეგ რაც დაამარცხა ვაშინგტონ კაპიტოლზი 4 ქულით, რის შემდეგაც შეძლო მეოთხედ-ფინალში ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ თამაშის უფლება. გუნდმა შეძლო გამარჯვება სერიის და ზედიზედ მეორე წელს გააღწია ნახევარ-ფინალში. თუმცა გუნდი დამარცხდა შემდგომში ჩემპიონ ბალტიმორ ბულეტსთან.
1948-49 წლების სეზონი
რედაქტირებამომდევნო წელს, ორივე დივიზიონი ახალი გუნდებით შეივსო, მათ შორის მინეაპოლის ლეიკერსით და ნიუ-იორკ ნიქერბოკერსით. სტეგსმა სეზონი მე-3 დაასრულა 38-22 შედეგით, რომელიც 7 თამაშით ჩამორჩებოდა დივიზიონის გამარჯვებულ როჩესტერ როიალზს. პლეი-ოფი 6 გუნდიდან 8 გუნდით გაიზარდა, სადაც სტეგსს მოუწია ლეიკერსთან თამაში. ჩიკაგო სერიაში 0-2 დამარცხდა ლეიკერსის წინააღმდეგ.
უკანასკნელი სეზონი
რედაქტირებაჩიკაგოს უკანასკნელი სეზონში, ლიგა აგრძელებდა ზრდას, სადაც მე-3 დივიზიონი დაემატა და გუნდების ტოტალურმა რაოდენობამ 17 მიაღწია. სტეგსმა ფრედ დაასრულა მესამე ადგილზე ფორტ-უეინი ზოლნერ პისტონსთან (ლეიკერსის და ცინცინატი როიალზის უკან) 11 თამაშის ჩამორჩენით 40-28 შედეგით. გუნდი კვლავ პირველ რაუნდში დამარცხდა ლეიკერსთან.
სეზონის შედეგები
რედაქტირებასეზონი | W | L | % | პლეი-ოფი | შედეგი |
---|---|---|---|---|---|
ჩიკაგო სტეგსი (BAA) | |||||
1946–47 | 39 | 22 | .639 | მოიგო BAA ნახევარ-ფინალი დამარცხდა BAA ფინალში |
ჩიკაგო 4, ვაშინგტონი 2 ფილადელფია 4, ჩიკაგო 1 |
1947–48 | 28 | 20 | .583 | მოიგო დივიზიონის ფრე მოიგო პირველი რაუნდი დამარცხდა ნახევარ-ფინალში |
ჩიკაგო 1, ვაშინგტონი 0 ჩიკაგო 2, ბოსტონი 1 ბალტიმორი 2, ჩიკაგო 0 |
1948–49 | 38 | 22 | .633 | დამარცხდა დივიზიონის ნახევარ-ფინალში | მინეაპოლისი 2, ჩიკაგო 0 |
ჩიკაგო სტეგსი (NBA) | |||||
1949–50 | 40 | 28 | .588 | წააგო დივიზიონის ფრე დამარცხდა დივიზიონის ნახევარ-ფინალში |
ფორტ-უეინი 1, Chicago 0 მინეაპოლისი 2, ჩიკაგო 0 |