NBA-ის კონფერენციის ფინალები
ნაციონალური საკალათბურთო ასოციის კონფერენციის ფინალები (ინგლ. National Basketball Association Conference Finals) — აღმოსავლეთისა და დასავლეთ კონფერენციების ჩემპიონის სერიები ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA), რომელიც არის მთავარი საკალათბურთო ლიგა ჩრდილოეთ ამერიკაში. NBA დაფუძნებული იქნა 1946 წელს, როგორც ამერიკის კალათბურთის ასოციაცია (BAA). ლიგის ახალი სახელი კი 1949-50 წლების სეზონიდან მოდის, როდესაც ქვეყნის მეორე საკალათბურთო ლიგა - ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) შეიერთა. ახლა ლიგაში 30 გუნდია, მათ შორის 29 გუნდი მოთავსებულია აშშ ტერიტორიაზე, ხოლო ერთი მათგანი კი კანადაში. ყოველი გუნდი რეგულარული სეზონის განმავლობაში 82 მატჩს ატარებს. რეგულარული სეზონის შემდეგ, 8 გუნდი გადის თითო კონფერენციიდან პლეი-ოფში. კონფერენციაში დარჩენილი 2 გუნდი ერთმანეთს კონფერენციის ფინალში ეთამაშებიან, ხოლო აქედან გამარჯვებული გადის NBA ფინალში სადაც მეორე კონფერენციის გამარჯვებულს ხვდება.
BAA ინიციატივით, გუნდები გაყოფილნი იყვნენ 2 დივიზიონში - აღმოსავლეთ და დასავეთში. დივიზიონის ფინალი პირველად 1949 წელს ჩატარდა, ლიგის მე-3 სეზონში. პირველ ორ სეზონში ლიგა პლეი-ოფის ფორმატს იყენებდა, სადაც აღმოსავლეთის და დასავლეთის გუნდებს საშუალება ჰქონდათ შეხვედროდნენ ფინალამდე. 1949-50 წლებიდან მოყოლებული, ლიგა 3 დივიზიონად იყო დაყოფილი და ასევე 1 დამატებითი ცენტრალური დივიზიონი. თუმცა ეს იყო გამოყენებული მხოლოდ 1 სეზონის მანძილზე, რის შემდეგადაც ლიგა კვლავ 2 დივიზიონის ფორმატით წავიდა 1951 წლიდან 1970 წლამდე. 1970 წელს კი NBA შეიქმნა 2 კონფერენცია და თითოეულ მათგანში 2 დივიზიონი. ფინალური სერია იყო 3 სერიანი 1949-50 წლებში; 5 სერიანი 1951-56 წლებში, ხოლო 1957 წლიდან კი 7 სერიანი. ახლა, კონფერენციის ფინალი იმართება 7 სერიად, ისევე როგორც პლეი-ოფი და ფინალი. პირველი 2 მატჩი მაისის ბოლოს იმართება. კონფერენციის ფინალის გამარჯვებულს ხვდება ვერცხლის თასი, კეპები და მაისურები, ასევე უფლებას იპოვებს NBA-ის ფინალში გასვლისა.
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი არის ყველაზე მეტჯერ გამარჯვებული კონფერენციის ტიტულებში 31 თასით, საიდანაც 30 დასავლეთ კონფერენციაში და 1 ახლა უკვე გაუქმებულ ცენტრალ დივიზიონში მოიგო. გუნდმა ასევე შეძლო 40-ჯერ გასვლა კონფერენციის ფინალში, რაც ყველაზე მეტია ვიდრე სხვა დანარჩენი გუნდები. მეორე ადგილს კონფერენციის ტიტულებით, ბოსტონ სელტიქსი იკავებს, რომლებმაც 21 ტიტულის მოპოვება შეძლეს, აქედან 10-ჯერ მოახერხეს ზედიზედ მოპოვება 1957-66 წლებში. ასევე გამოსარჩევია უორიორსი და პისტონსი, რომლებმაც სეძლეს და მოიგეს როგორც აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ კონფერენციების ტიტულები. 30 გუნდიდან სულ ცოტა 1 კონფერენციის ტიტული მაინც მოგებული აქვს 23 გუნდს. დენვერ ნაგეტსი 5-ჯერ კონფერენციის ფინალში, ხოლო მინესოტა ტიმბერვულვზი 1 კონფერენციის ფინალში იქნა დამარცხებული. 5 სხვა გუნდი: შარლოტ ბობკეტსი, ლოს-ანჯელეს კლიპერსი, მემფის გრიზლი, ნიუ-ორლეან ჰორნეტსი და ტორონტო რეპტორსი არასდროს გასულან კონფერენციის ფინალში. ლიგის არსებობის მანძილზე ჩატარებულ 125 კონფერენციის და დივიზიონის ჩემპიონებს შორის, მხოლოდ 39 მოიგო, როდესაც გუნდმა რეგულარულ სეზონში საუკეთესო შედეგი ჰქონდა, ან გაუთანაბრდა იმ სეზონში.
მნიშვნელობები
რედაქტირება^ | NBA ფინალის გამარჯვებული |
† | ჰქონდა ან გაუთანაბრდა რეგულარული სეზონის საუკეთესო შედეგს იმ სეზონში |
აღმოსავლეთი დივიზიონი/კონფერენცია
რედაქტირებადივიზიონის ფინალები
რედაქტირებაკონფერენციის ფინალები
რედაქტირებადასავლეთი დივიზიონი/კონფერენცია
რედაქტირებადივიზიონის ფინალები
რედაქტირებაკონფერენციის ფინალები
რედაქტირებაცენტრალური დივიზიონი
რედაქტირება1949-50 წლების სეზონის დაწყებამდე, BAA და NBL გაერთიანდა და ჩამოყალიბდა NBA. გუნდების რაოდენობა გაიზარდა 17-მდე და გადანაწილდა 3 დივიზიონში, ასევე შეიქმნა ცენტრალური დივიზიონი. იმ წელს, 4 საუკეთესო გუნდი მოგება-წაგების შედეგით გავიდა ყოველი დივიზიონიდან პლეი-ოფში. შემდეგ დასავლეთის და ცენტრალურის ჩემპიონები შეხვდნენ ერთმანეთს, რომ გაერკვიათ ვინ შეხვდებოდა სირაკუს ნეიშენალსს NBA ფინალში. მინეაპოლის ლეიკერსმა დაამარცხა დასავკეთი დივიზიონის ჩემპიონი ანდერსონ პეკერსი 2-0. ფინალში გასულმა შეძლო სირაკუს ნეიშენალსის დამარცხება. 1950-51 წლების სეზონში 6 გუნდი გაუქმდა, ამიტომ ლიგა კვლავ 2 დივიზიონად გაიყო.
დივიზიონის ფინალები
რედაქტირებაწელი | ჩემპიონი | მეორე ადგილი | შედეგი |
---|---|---|---|
1950 | მინეაპოლის ლეიკერსი | ფორტ უეინი პისტონსი | 2–0 |
გუნდების შედეგები
რედაქტირებაგუნდი | აღმოს | დას | ცენტ | ტოტ | აღმოს | დას | ცენტ | ტოტ | ტოტ მონაწილეობა |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩემპიონი | მეორე ადგილოსანი | ||||||||
მინეაპოლისი / ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | 0 | 30 | 1 | 31 | 0 | 9 | 0 | 9 | 40 |
ბოსტონ სელტიქსი | 21 | 0 | 0 | 21 | 11 | 0 | 0 | 11 | 32 |
სირაკუს ნეიშენალსი / ფილადელფია სიქსერსი | 9 | 0 | 0 | 9 | 12 | 0 | 0 | 12 | 21 |
ნიუ-იორკ ნიქსი | 8 | 0 | 0 | 8 | 7 | 0 | 0 | 7 | 15 |
ფორტ უეინი / დეტროიტ პისტონსი | 5 | 2 | 0 | 7 | 6 | 3 | 1 | 10 | 17 |
ჩიკაგო ბულზი | 6 | 0 | 0 | 6 | 3 | 2 | 0 | 5 | 11 |
სენტ ლუის / ატლანტა ჰოუქსი | 0 | 4 | 0 | 4 | 0 | 8 | 0 | 8 | 12 |
ფილადელფია / სან-ფრანცისკო / გოლდენ-სტეიტ უორიორსი | 1 | 3 | 0 | 4 | 3 | 3 | 0 | 6 | 10 |
სან-ანტონიო სპურსი | 0 | 4 | 0 | 4 | 1 | 6 | 0 | 7 | 11 |
სიეტლ სუპერსონიქსი / ოკლაჰომა-სიტი თანდერი | 0 | 4 | 0 | 4 | 0 | 4 | 0 | 4 | 8 |
ჰიუსტონ როკეტსი | 0 | 4 | 0 | 4 | 1 | 1 | 0 | 2 | 6 |
ბალტიმორ / ვაშინგტონ უიზარდსი | 4 | 0 | 0 | 4 | 0 | 1 | 0 | 1 | 5 |
პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი | 0 | 3 | 0 | 3 | 0 | 3 | 0 | 3 | 6 |
ფინიქს სანსი | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | 7 | 0 | 7 | 9 |
მილუოკი ბაქსი | 0 | 2 | 0 | 2 | 5 | 1 | 0 | 6 | 8 |
იუტა ჯაზი | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | 4 | 0 | 4 | 6 |
ორლანდო მეჯიკი | 2 | 0 | 0 | 2 | 2 | 0 | 0 | 2 | 4 |
ნიუ-ჯერსი ნეტსი | 2 | 0 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | 0 | 2 |
როჩესტერ / ცინცინატი როიალზი კანზას-სიტი / საკრამენტო კინგსი |
0 | 1 | 0 | 1 | 2 | 5 | 0 | 7 | 8 |
ინდიანა პეისერსი | 1 | 0 | 0 | 1 | 5 | 0 | 0 | 5 | 6 |
კლივლენდ კავალიერსი | 1 | 0 | 0 | 1 | 3 | 0 | 0 | 3 | 4 |
დალას მევერიქსი | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | 2 | 0 | 2 | 4 |
მაიამი ჰიტი | 3 | 0 | 0 | 3 | 2 | 0 | 0 | 2 | 5 |
ანდერსონ პეკერსი[a] (გაუქმდა 1950 წელს) | 0 | 1 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 |
ვაშინგტონ კეპიტოლზი (გაუქმდა 1951 წელს) | 1 | 0 | 0 | 1 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 |
დენვერ ნაგეტსი | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 3 | 0 | 3 | 3 |
ინდიანაპოლის ოლიმპიანსი (გაუქმდა 1953 წელს) | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 |
მინესოტა ტიმბერვულვზი | 0 | 0 | 0 | 0 | 0 | 1 | 0 | 1 | 1 |
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაშენიშვნა
რედაქტირება- a 1 2 ანდერსონ პეკერსი, რომელიც გაუქმდა 1950 წელს,[1] არ არის არნაირ კავშირში ახლანდელ ვაშინგტონ უიზარდსთან, რომელიც 1961-62 წლებში ცნობილი იყო როგორც ჩიკაგო პეკერსი.[2]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Anderson Packers Franchise Index. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 1, 2016. ციტირების თარიღი: August 5, 2010.
- ↑ Washington Wizards Franchise Index. basketball-reference.com. Sports Reference LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 13, 2012. ციტირების თარიღი: November 24, 2010.