ინდიანა პეისერსი (ინგლ. Indiana Pacers) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც მდებარეობს შტატ ინდიანას ქალაქ ინდიანაპოლისის არეაში. პეისერსი მონაწილეობას იღებს ცენტრალური დივიზიონში, რომელიც აღმოსავლეთ კონფერენციას ეკუთვნის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA). პეისერსის საშინაო არენა - Bankers Life Fieldhouse, რომელსაც გუნდი WNBA გუნდთან, ინდიანა ფივერთან ერთან ინაწილებენ, რომელსაც ასევე ჰერბ სიმონი ფლობს.

ინდიანა პეისერსი
Indiana Pacers
ინდიანა პეისერსის სეზონი 2019-20
ინდიანა პეისერსი ლოგო
ინდიანა პეისერსი ლოგო
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი ცენტრალური
დაარსდა 1967
ისტორია ინდიანა პეისერსი
1967–76 (ABA)
1976-დღემდე (NBA)
არენა Bonkers Life Fieldhouse
ქალაქი ინდიანაპოლისი, ინდიანა
გუნდის ფერები მუქი ლურჯი, ოქროსფერი, ვერცხლისფერი
              
მფლობელ(ებ)ი ჰელბერტ სიმონი
გენერალური მენეჯერი ჩად ბუჩანანი
მთავარი მწვრთნელი ნეით მკმილანი
D-ლიგის კლუბი Fort Wayne Mad Ants
ჩემპიონები 3
ABA: 3 (1970, 1972, 1973)
NBA: 0
კონფერენციის ტიტულები 6
ABA: 5: 5 (1969, 1970, 1972, 1973, 1975)
NBA: 1 (2000)
დივიზიონის ტიტულები 9
ABA: 3(1969, 1970, 1971)
NBA: 6(1995, 1999, 2000, 2004, 2013, 2014)
ოფიციალური საიტი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
ძირითადი
{{{title}}} jersey
გუნდის ფერები
სარეზერვო

პეისერსმა თამაში 1967 წელს დაიწყო როგორც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის (ABA) წევრი, სადაც მათ მოახერხეს 3 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, რითაც ლიგაში მათი სახელი დატოვეს. 1976 წელს პეისერსი ABA-დან NBA-ში გადავიდა.[1]

გუნდის ისტორია

რედაქტირება

1967–1976: ABA დინასტია

რედაქტირება
 
კლასიკური ინდიანა პეისერსის ლოგო 1967–1990 წლებში

1967 წელს, ინვესტორების ჯგუფმა (რომელშიც შედიოდნენ რიჩარდ ტინკემი, ჯონ დევოუ, ასევე სპორტის აგენტი ჩაკ ბარნსი და ინდიანაპოლის სტარის სპორტული ჟურნალისტი ბობ კოლინსი) შეძლეს მათი რესურსებით დაეარსებინათ გუნდი ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში.

პირველი 7 წლის განმავლობაში, ისინი თამაშობდნენ Indiana State Fairgrounds Coliseum-ში, რომელსაც ამჟამად პეპსი კოლიზეუმი ჰქვია. 1974 წელს ისინი გადავიდნენ Market Square Arena-ში, რომელიც ქვედა ინდიანაპოლისში მდებარეობდა, სადაც გუნდმა 25 წელი გაატარა.

ადრეულ პეისერსის მეორე სეზონში, ყოფილი ინდიანა ჰუსიერსის გადამდგარი მწვრთნელი ბობი ლეონარდი გახდა გუნდის მთავარი მწვრთნელი, რომელმაც ლარი სტავერმენი ჩაანაცვლა, რომელმაც მალევე გუნდი მებრძოლ გუნდად გადააქცია. გუნდში მან შეძლო ისეთი სუპერვარსკვლავების მოყვანა, როგორებიც არიან ჯიმი რეილი, მელ დენიელსი, ჯორჯ მაკგინსი, ბობ ნეტოლიკი, რიკ მონტი და როჯერ ბრაუნი. პეისერსი იყო - და დაასრულა - როგორც ABA-ს ყველაზე წარმატებულ გუნდის სახელით ლიგის ისტორიაში, რომელმაც 3 ABA ჩემპიონის ტიტულის მოგება შეძლო 4 წელში. სრულად, მათ 5 ABA ფინალში მიიღეს მონაწილეობა ლიგის 9 წლიანი ისტორიის მანძილზე, რომელიც არცერთ ABA-ს სხვა გუნდს არ გაუკეთებია მსგავსი.

1976–1987: NBA და არეულობა

რედაქტირება

პეისერსი იყო იმ ოთხი გუნდიდან ერთ-ერთი, რომელიც 1976 წელს ABA-NBA გაერთიანებისას შეუერთდა ლიგას. 1976-77 წლების სეზონში პეისერსის გარდა, ABA-დან ლიგას ასევე ნიუ-იორკ ნეტსი, დენვერ ნაგეტსი და სან-ანტონიო სპურსი შეუერთდნენ. ფინანსურად, პეისერსი ყველაზე სუსტად გამოიყურებოდა ამ 4 გუნდიდან, რომელიც ABA-დან გადავიდა. მათI ფინანსური მდგომარეობა უფრო ცუდად გამოიყურებოდა, ვიდრე კენტუკი კოლონელსის ფინანსური მდგომარეობა, მიუხედავად ამისა, კოლონელსი ვერ შეუერთდებოდა ლიგას, რადგან ჩიკაგო ბულზი ფლობდა NBA-ის უფლებებს კოლონელსის საუკეთესო მოთამაშის - არტის გილმორზე, რის გამოც ვერ გადმოდიოდნენ ლიგაში.

პეისერსში ფინანსური პრობლემებმა თავი მალევე იჩინა ჯერ კიდევ ABA-ში ყოფნის დროს, რის გამოც გუნდმა დაიწყო გუნდის ვარსკვლავების გაყიდვა ABA-ს უკანასკნელ სეზონში. გუნდს ჰქონდა ძალიან სუსტი ფინანსური მდგომარეობა, ხოლო NBA-ში გადასასვლელად გუნდების გადასახდელი 3.2 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა ყოფილი ABA-ს გუნდებისთვის. იმის გამო, რომ NBA დათანხმდა მხოლოდ 4 ABA გუნდის გადმობარებას შეერთების დროს, პეისერსი და 3 დანარჩენი გუნდი იბრძოდა ადგილისთვის, რომლებიც ამ გარიგებაში არ შედიოდნენ. ახალი NBA გუნდებისთვის ასევე უნდა შეეცვალათ ნაციონალური ტვ ღირებულებები მომდევნო 4 წლის განმავლობაში.[2]

საბოლოოდ გუნდმა შეძლო გადასვლისთვის მოსაკრებლის გადახდა და შეუერთდა NBA-ის, მაგრამ გუნდი ძალიან ცუდ ფინანსურ მდგომარეობაში იყო. 1977 წელს კლუბმა ადგილობრივ ბიზნესმენებიდან 100 000 აშშ დოლარი აიღო, რომ კლუბის განვითარებას და ფინანსური კრახისგან ეხსნა. ამავე დროს, გუნდმა სეზონური ბილეთების იაფად გაყიდვა დაიწყო, რითაც 8 000-მდე უნდა მიაღწია 1977 წლის ივლისამდე. ყველაფრის მიუხედავად, გუნდი უნდა შეესყიდა ვინმეს, რომ ამოეყვანა ამ ფინანსური კრიზისიგან. WTTV, რომელსაც სატელივიზიო უფლება ჰქონდა მოპოვებული პეისერსის იმ დროს, გამოაცხადა 16 საათიანი თელეთონი, რომ შეენარჩუნებინათ გუნდი ინდიანას შტატისთვის. ტელეთონი დაიწყო 1977 წლის 3 ივლისის საღამოს, რითაც ამ ტელეთონის დამთავრებამდე 10 წუთით ადრე შეძლეს 8 000 ბილეთის გაყიდვა, რაზეც სატელევიზიო კომპანიამ ოფიციალურად განაცხადა. ტელეთონის დახმარებით, პეისერსის საშუალო დასწრება 1976-77 წლების სეზონში 7 615-იდან უცებ 1977-78 წლების სეზონისთვის 10 982 გახდა.[3]

პეისერსმა NBA-იში ჩატარებულ პირველ სეზონში 36-46 შედეგით დაასრულა. პეისერსიდან ბილი ნაითი და დონ ბიუსი წარმოადგენდნენ ინდიანას NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში. მიუხედავად ამისა, ეს იყო ის მცირედი გამონათება პეისერსის, რომელმაც ლიგაში პირველ 13 სეზონში მოახერხა. ამ დროის მანძილზე, მათ მხოლოდ 3-ჯერ შეძლეს დაესრულებინათ სეზონი მოგებით და 2-ჯერ მოახერხეს პლეი-ოფში გასვლა.

უსახური სეზონებს გამოწვეული იქნა გუნდიდან ნაითის და ბიუსის გაშვება 1977-78 წლების სეზონამდე, სანამ დაიწყებოდა სეზონი. მათ შეძლეს ადრიან დენტლის გადმობირება ნაითის სანაცვლოდ, მაგრამ დანტლი (რომელიც იმ დროს საშუალოდ 27 ქულას ითვლიდა ანგარიშზე) გაშვებული იქნა დეკემბერში, ხოლო პეისერსის მეორე ქულების ლიდერი - ჯონ უილიამსონი კი იანვარში.

პეისერსმა NBA-ის ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე დიდ გაცვლაში მიიღო მონაწილეობა ადრეულ 1980-იან წლებში, როდესაც ალექს ინგლიში გაუშვეს დენვერ ნაგეტსის რიგებში, ყოფილი ABA-ს ვარსკვლავ ჯორჯ მაკგინსის სანაცვლოდ. მაკგინსის წარსულისგან მხოლოდ ჩრდილი იყო დარჩენილი, რომელმაც 2 წელი მოანდომა რომ დაბრუნებულიყო იმავე წარმატების დონეზე. ინგლიშმა კი კონტრასტში შეძლო გამხდარიყო ერთ-ერთი საუკეთესო მექულე NBA-ის ისტორიაში. მომდევნო წელს, გუნდმა 1984 წლის დრაფტის არჩევანი გაცვალეს პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსის ტომ ოუენსში. ოუენსმა მხოლოდ 1 სეზონი ითამაშა პეისერსში პატარა იმპულსებით. ამ გაცვლამ, საბოლოოდ თავი იჩინა 3 წლის შემდეგ, როდესაც 1983-84 წლების სეზონში პეისერსმა აღმოსავლეთ კონფერენციის ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულა, რითაც გუნდმა მეორე არჩევნის უფლება მიიღო დრაფტზე, ბლეიზერსმა სემ ბოუი აიყვანა მაშინ, როდესაც მაიკლ ჯორდანი ჯერ კიდევ ხელმისაწვდომი იყო დრაფტზე. გუნდმა დიდი კრახი განიცადა იმის ფონზე, რომ ოუენსი აიყვანა, მაშინ დროდესაც NBA-ის ისტორიაში ისეთი ვარსკვლავები გაჩნდნენ, როგორებიც არიან ჯორდანი, ჰაკიმ ოლეიუონი, სემ პერკინსი, ჩარლზ ბარკლი და ჯონ სტოქტონი.

კლარკ კელოგი იქნა არჩეული პეისერსის მიერ 1982 წლის დრაფტზე, რომელსაც ახალბედას ნომინაციის გამარჯვების რბოლაში მეორე ადგილი ერგო, მაშინ როდესაც იმ სეზონში, პეისერსმა ისტორიის მანძილზე ყველაზე ცუდი შედეგით 20-62 დაასრულა, ხოლო 26 მატჩის მოგება შეძლეს 1983-84 წლების სეზონში. მომდევნო 1984-85 წლების სეზონში გუნდმა 22 გამარჯვების მოპოვება შეძლო, ხოლო 1985-86 წლების სეზონში კი 26 მატჩის, რასაც ჯორჯ ირვინის გაშვება და ჯეკ რემსის დანიშვნა მოჰყვა მწვრთნელის პოსტზე, რომელმაც გუნდს 1986-87 წლების სეზონში 41-41 დაასრულებინა და გუნდის არსებობის მანძილზე, NBA-ში მეორედ მოახერხა პლეი-ოფში გაყვანა. ჩაკ პერსონი, რომელსაც ზედმეტსახელად "სნაიპერს" ეძახდნენ, მოახერხა NBA-ს წლის ახალბედის ჯილდოს მოპოვება. პირველი პლეი-ოფის გამარჯვება როგორც NBA-ის გუნდმა შეძლო მე-3 მატჩში ატლანტა ჰოუქსის წინააღმდეგ, როდესაც სერია საუკეთესო-ხუთეულისგან შედგებოდა, თუმცა ეს იყო ერთადერთი გამარჯვება, რადგან ჰოუქსმა 4 მატჩში მოახერხა გამარჯვება.

1987–2003: რეჯი მილერის ერა

რედაქტირება

რეჯი მილერი პეისერსის მიერ იქნა არჩეული 1987 წლის NBA-ის დრაფტზე. პეისერსის ბევრი გულშემატკივარი არ ეთანხმებოდა გუნდის იმ დროინდელ გადაწყვეტილებას, მილერის აყვანით, რომლებსაც სტივ ელფორდი სურდათ გუნდში ეხილათ. პეისერსმა პირველ წელს ვერ მოახერხა გასვლა პლეი-ოფში 1987-88 სეზონისთვის, რასაც 1988 წლის დრაფტზე რიკ სმიტის აყვანა მოჰყვა. გუნდმა 1988-99 წლების სეზონი ძალიან უსახურად დაიწყო, რასაც ჯეკ რამზის გადაყენება მოჰყვა მთავარი მწვრთნელის პოსტიდან მას შემდეგ, რაც გუნდმა 0-7 დაიწყო. მელ დენიელსმა და ჯორჯ ირვინმა დაიკავეს ვაკანტური პოსტი დროებითი სტატუსით, სანამ დიკ ვერსაჩემ არ ჩაიბარა გუნდი 6-23 დროს, რომელმაც მოახერხა და გუნნდს 28-54 დააამთავრებინა. 1989 წლის თებერვალში, გუნდმა ვეტერანი ჰერბ უილიამსი გაუშვა დალას მევერიქსის რიგებში, მომავალი NBA-ის წლის მეექვსე კაცის ჯილდოს გამარჯვებული დეტლეფ შრემპფი.

1989-1993 წლებს შორის, პეისერსმა ჩაატარა დაახლოებით .500-იანი სეზონები და შეძლო პლეი-ოფში გასვლა. 1991 წელს პირველივე რაუნდში დამარცხდა 3-2 ბოსტონ სელტიქსის წინააღმდეგ, მომდევნო წელს კი 4-0. 1993 წელს, გუნდმა 3-1 დათმო ახალ მეტოქე ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ.

 
ინდიანა პეისერსის ლოგო 1990-2005 წლებში.

ლარი ბრაუნი გადმოვიდა გუნდში, როგორც მწვრთნელი 1993-94 წლების სეზონისთვის, რის გამოც პეისერსის გენერალური მენეჯერი დონი უოლში ძალიან იქნა გაკრიტიკებული (იმ დროს), როდესაც შრემპფი გაშვებული იქნა სიეტლ სუპერსონიქსის რიგებში დერიკ მაკკის და ჯერალდ პადიოს სანაცვლოდ, რომელიც არცთუ ისე ცნობილი იყო. გუნდმა სეზონი ჩვეულებრივ დაიწყო, თუმცა სეზონის უკანასკნელი 8 მატჩის მოგება მოახერხა და გუნდის ისტორიის მანძილზე პირველად, დააგროვა 47 გამარჯვება, რაც ყველაზე მაღალი იყო. გუნდმა პირველ რაუნდში მოახერხა შაკილ ო'ნილის და მისი ორლანდო მეჯიკის დამარცხება 3-0, მეორე რაუნდში კი აღმოსავლეთი კონფერენციის ტოპ ადგილით გასულ ატლანტა ჰოუქსს მოუგო 4-2 კონფერენციის ნახევარ-ფინალში.

1994 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალი იყო, როდესაც რეჯი მილერის სახელი საბოლოოდ დამკვიდრდა გუნდში. სერიას კი გუნდი ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ მართავდა, როდესაც გუნდმა 2-2 გაათანაბრა, მეხუთე მატჩი კი ნიუ-იორკში დაბრუნდამ სადაც მილერმა სასწაულად წარმოაჩინა პლეი-ოფში თავი, რაც მომავალში უკვე ჩვეულებრივი საკითხი გახდა. პეისერსი მე-4 პერიოდის დასაწყისში 15 ქულით აგებდა, მილერმა კი შეძლო 25 ქულის მოგროვება მეოთხე პერიოდში, რომელთა შორის იყო 5 3-ქულიანი თამაშიდან ჩაგდებული ბურთი. მატჩის მოგების მიუხედავად, ნიქსმა შეძლო მომდევნო ორ მატჩში გამარჯვება და სერიის 3-4 მოგება, თუმცა რეჯი უკვე NBA-ის სუპერ ვარსკვლავად იქცა. მილერი იყო იმ სამი კაპიტნიდან ერთ-ერთი აშშ-ის საკალათბურთო გუნდში, რომელმაც ოქროს მედალი მოიპოვა 1994 წლის FIBA-ს მსოფლიო ჩემპიონატზე.

მარკ ჯექსონი შემოუერთდა გუნდს სეზონის უქმეებზე ლოს-ანჯელეს კლიპერსის რიგებიდან, რამაც გუნდს მისცა პოინტ გარდის კარგი პოზიცია, რის შემდეგადაც გუნდმა 52-30 დაასრულა 1994-95 წლების სეზონი და პირველად მოიპოვა ცენტრალური დივიზიონის ტიტული და ასევე პირველი 50+ გამარჯვება სეზონში ABA-ს დღეების შემდეგ. გუნდმა პირველ რაუნდში ნოლზე გაუშვა ჰოუქსი, ხოლო მეორე რაუნდში კი კვლავ ნიქსს შეხვდა კონფერენციის ნახევარ-ფინალში, სადაც მილერმა კიდევ ერთხელ კიდევ ერთხელ მოახდინა თავის ბრწყინვალედ გამოჩენა. ამჯერად, პეისერსი პირველ მატჩში 6 ქულით მარცხდებოდა თამაშის დასრულებამდე 16.4 წამით ადრე, სადაც მილერმა მოახდინა 8.9 წამში 8 ქულის მოპოვება და დაეხმარა გუნდს 2 ქულიანი გამარჯვების მოპოვებაში. პეისერსმა შეძლო ნიქსის 7 მატჩში დამარცხება, თუმცა კონფერენციის ფინალში 7 მატჩში დამარცხდა ორლანდო მეჯიკის წინააღმდეგ.

1997-98 წლების სეზონში გუნდს ლარი ბირდი ედგა მწვრთნელის რანგში გუნდს, რომელმაც მოახდინა გუნდის ახალი რეკორდის დამყარება და სეზონის 58-24 დასრულება, რაც 19 მატჩით გაუმჯობესება იყო წინა სეზონთან შედარებით. გუნდს კრის მიულინი დაემატა სეზონის უქმეებზე, რომელიც უმალვე გახდა გუნდის ღირებული მოთამაშე, რომელმაც დამწყები მცირე ფორვარდის როლი მოირგო. დამხმარე მწვრთნელი რიკ კარლაისლი, რომელიც ასევე თავდასხმის მწვრთნელი იყო და დიკ ჰარტერი რომელიც დაცვას ავარჯიშებდა, იყვნენ გადამწყვეტი ფიგურები პეისერსის მოთამაშეებისთვის როგორებიც არიან დეილ დეივისი, ანტონიო დეივისი და დერიკ მაკკი. მილერი და რიკ სმიტი ორივე იყვნენ დასახელებული ყველა-ვარსკვლავის გუნდში იმ წელს. პეისერსმა მოახერხა 3-1 დაემარცხებინა კავალიერსი და 4-1 ნიქსი, ხოლო კონფერენციის ფინალში 7 მატჩში დამარცხდა ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ.

ლოკაუტის გამო შემოკლებულ 1998-99 წლების სეზონში, პეისერსმა მოახერხა 33-17 შედეგით ცენტრალური დივიზიონის მოგება და ნოლით გაუშვა მილუოკი ბაქსი და ფილადელფია სიქსერსი, ხოლო კონფერენციის ფინალში 6 მატჩში დამარცხდა ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ. პეისერსმა ფორვარდი ანტონიო დეივისი გაუშვა ტორონტო რაპტორსის რიგებში პირველი რაუნდის არჩევნის ჯონათან ბენდერის სანაცვლოდ. თუმცა 56-26 სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდმა პირველ რაუნდში მილუოკი ბაქსი, მეორე რაუნდში სიქსერსი დაამარცხა, ხოლო კონფერენციის ფინალში გასულებმა ამჯერად შეძლეს 4-2 მოეგოთ ნიუ-იორკ ნიქსის წინააღმდეგ და პირველად გუნდის ისტორიაში შეძლეს NBA-ის ფინალში გასვლა.

პირველი NBA-ის ფინალი გუნდს ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ მოუწია, სადაც ინდიანას ჩემპიონობის იმედები მე-6 თამაშში დასრულდა. თუმცა პეისერსმა მაინც მოახერხა ლოს-ანჯელესის ყველაზე ცუდი პლეი-ოფის ანგარიშის დაფიქსირება და მე-5 მატჩში 33 ქულის სხვაობით დაამარცხა.

2001-02 წლების შუა-სეზონის დროს, პეისერსმა ბლოკბასტერული გაცვლა განახორციელა ჩიკაგო ბულზთან, სადაც იალენ როუზი და ტრევის ბესტი გაუშვა ბრედ მილერის, რონ არტესტის, კევინ ოლის და რონ მერსერის სანაცვლოდ. მილერი და არტესტი მომდევნო რამდენიმე წელი ყველა-ვარსკვლავის რიგებში ჩნდებოდნენ პეისერსიდან. გუნდის გადახალისებამ პეისერსი პლეი-ოფში დააბრუნა, სადაც პირველ რაუნდში ტოპ ადგილით გასულ ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ აღმოჩნდა, სადაც მე-5 მატჩში ორმაგი ოვერტაიმის შემდეგ დამარცხდა და გამოეთიშა ასპარეზობას.

2003–2010: კამათი და დაცემა

რედაქტირება

2004 წლის 19 ნოემბერს დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში პეისერსმა მოგება შეძლო, თუმცა გუნდის მოთამაშე რონ არტესტმა ძალიან უხეში ჯარიმა აიღო მოწინააღმდეგე ბენ უალასის წინააღმდეგ, რომელმაც ცხელ გულზე ხელი ჰკრა არტესტს, რამაც გუნდების მასობრივ ჩხუბში გადაზრდა გამოიწვია, როდესაც ყველაფერი დამთავრებისკენ მიდიოდა, არტესტი ამჯერად გულშემატკივრების წინააღმდეგ დაიწყო ჩხუბი, რომლებმაც საბოლოოდ გასახდელისკენ მიმავალ არტესტს ლუდის ჭიქების სროლა დაუწყეს. თამაში შეჩერდა მატჩის დასრულებამდე 46 წამით ადრე, ხოლო მოთამაშეებმა მაყურებელთაგან არაერთი ანტი ოვაცია მიიღეს.

რამდენიმე მოთამაშე, რომელიც ამ ჩხუბში იყო ჩართული დასჯილი იქნა NBA-ის რწმუნებულ დევიდ სტერნის მიერ. არტესტი დასჯილი იქნა დარჩენილი რეგულარული სეზონის მატჩების განმავლობაში და პლეი-ოფში, რომელმაც ტოტალურად 73 მატჩი მოიცვა - ყველაზე გრძელი დასჯა პარკეტზე მოხდენილი ინციდენტის გამო NBA-ის ისტორიაში. სხვა მოთამაშეები, რომლებიც დაისაჯნენ იყვნენ ჯექსონ (30 მატჩით), ონილი (25 მატჩით), უალასი (6 მატჩით) და პეისერსის ენთონი ჯონსონი (5 მატჩით) (ონილის დასჯა მოგვიანებით 15 მატჩამდე შემცირდა სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით).

ამ ხელჩართული ბრძოლის შემდეგ მოყოლებულ დასჯებს, პეისერსმა მაინც შეძლო მე-6 ადგილის დაკავება და პლეი-ოფში გასვლა 44-38 შედეგით. მნიშვნელოვანი მიზეზი სეზონის ძლიერი დასრულებისა იყო გუნდის მიერ დეილ დეივისის აყვანა. მან გუნდში რეგულარული სეზონის უკანასკნელ 25 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ყველა პლეი-ოფის შეხვედრაში, რომელმაც ცენტრში გუნდში საკმაოდ გააძლიერა. დეივისის გადმოსვლას ჯერმეინ ონილის ტრავმა მოჰყვა, რომელმაც დარჩენილი რეგულარულ სეზონის განმავლობაში ვეღარ მოახერხა გუნდს დახმარებოდა.

მიუხედავად პეისერსის ცუდი სეზონებისა, გუნდმა 14 წლის განმავლობაში 13-ჯერ მოახერხა გასვლა პლეი-ოფში. პირველ რაუნდში, ინდიანამ შეძლო ატლანტიკური დივიზიონის ჩემპიონ ბოსტონ სელტიქსის დამარცხება 7 მატჩში. ბოსტონისთვის ეს იყო მე-3 შეხვედრა, როდესაც მეშვიდე შინ ჩატარებულ შეხვედრაში დამარცხდა. პეისერსი მეორე რაუნდში დეტროიტ პისტონსის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რომელიც წინა წლის აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის გადათამაშება იყო. სერიამ ასევე მოიცვა თამაშის შემოტრიალება ობურნ ჰილზში. ბევრი სეზონში ხელჩართულ ბრძოლას პეისერსითვის გაკვეთილად მიიჩნევს, რის შედეგადაც გუნდმა წარმატებულად ჩაატარე დარჩენილი მატჩები. მას შემდეგ რაც გუნდი პირველ მატჩში დამარცხდა, პეისერსმა შეძლო მომდევნო 2 თამაშში გამარჯვება და სერიას 2-1 ლიდერობდა. მიუხედავად ამისა, პეისერსმა ვერ შეძლო წარმატების გამეორება და დამარცხდა მომდევნო 3 მატჩში და სერიაც 2-4 დათმო. მეექვსე და საფინალო მატჩი შედგა 2005 წლის 19 მაისს, რომელიც რეჯი მილერისთვის უკანასკნელი NBA-ის მატჩი გამოდგა. მან მოახერხა 27 ქულის მოგროვება და დასრულებისას იქ შეკრებილ მაყურებლისგან ფეხზე მდგომი ოვაციები დაიმსახურა. მილერის თავდაუზოგავი შრომისა, პეისერსი დამარცხდა, რაც მილერის კალათბურთიდან წასვლა NBA-ის ჩემპიონის ტიტულის გარეშე მოხდა მისი 18 წლიანი კარიერის შემდეგ, რომელიც მან სულ პეისერსში გაატარა. მილერის #31 მაისური პეისერსის მიერ 2006 წლის 30 მარტს გაუქმდა, როდესაც პეისერსი ფინიქს სანსის წინააღმდეგ თამაშობდა.

მილერის წასვლის მიუხედავად, ასევე არტესტის საგასა და ბევრი მნიშვნელოვანი მოთამაშის ტრავმიანობის მიუხედავად, პეისერსმა მაინც მოახერხა 2006 წლის პლეი-ოფში გასვლა 15 წლის განმავლობაში მე-14. პეისერსი ასევე იყო ერთადერთი გასვლითი გუნდი, რომელმაც პლეი-ოფის პირველ მატჩში მოახერხა გამარჯვება. მეორე მატჩში ნიუ-ჯერსიმ სერია 1-1 გაათანაბრა. მე-3 თამაში, რომელიც უკვე ინდიანაში შედგა, ჯერმეინ ონილმა 37 ქულა და პეისერსის 2-1 მოჰყვა. ნეტსმა ყველაფრის მიუხედავად მოიგო მე-4 და მე-5 მატჩები და სერიას 3-2 ლიდერობდა. მეექვსე მატჩში ენთონი ჯონსონმა 40 ქულა მოაგროვა თუმცა პეისერსისთვის სეზონი დასრულდა, რადგან ნეტსმა მატჩში 96-90 გაიმარჯვა.

 
ინდიანა პეისერსის ლოგო 2005-დღემდე

პეისერსმა 2006-07 წლების სეზონი ერთ-ერთი ყველაზე ცუდი სეზონი გამოდგა გუნდის ისტორიაში. გუნდმა 35-47 დაასრულა სეზონი, თუმცა გუნდს ყველა-ვარსკვლავის შესვენებამდე ჰქონდა 11 მატჩიანი წაგებების სერია, რაც შესვენებამ შეაჩერა კიდეც. ჯერმეინ ონილი და მარკუს დენიელსის ტრავმებმა დიდი ზეგავლენა იქონია გუნდის ფორმაზე. 15 აპრილს, გუნდი ნიუ-ჯერსი ნეტსის წინააღმდეგ დამარცხდა, რითაც საბოლოოდ გამოეთიშა პლეი-ოფში გასვლას პირველად 1996-97 წლების სეზონის შემდეგ.

2007 წლის 10 აპრილს პეისერსმა გამოაცხადა მწვრთნელ რიკ კარლაისლის გაშვების შესახებ, რისი მიზეზიც იყო პირველი წაგებითი სეზონი 10 წლის განმავლობაში. პეისერსის პრეზიდენტმა ლარი ბირდმა განაცხადა, რომ კარლაისლს ჰქონდა შესაძლებლობა რომ დაბრუნებულიყო პეისერსში სხვა როლის თანამდებობაზე. მოგვიანებით, კარლაისლი გადავიდა ESPN წამყვანად სანამ დალას მევერიკსის მწვრთნელად 2008 წელში. 2007 წლის 31 მაისს, ჯიმ ობრაიანი დასახელებული იყო კარლაისლის შემცვლელად. ობრაიანის პირველივე მიზანი 2007-08 წლების სეზონისთვის პლეი-ოფში დაბრუნება იყო, მაგრამ ვერ შეძლო მოგვიანებით და მის მომდევნო სეზონშიც სანამ ედგა სათავეში.

2010–დღემდე

რედაქტირება

2019 წელს NBA დრაფტზე, ინდიანა პეისერსმა 1-ლი რაუნდის მე-18 ნომრად აირჩია 20 წლის ქართველი ცენტრი გოგა ბითაძე, რომელიც 2019 წლის დრაფტზე მიიჩნევა პირველი რაუნდის ერთ-ერთ გამორჩეულ მოთამაშედ.[4][5] ბითაძემ NBA-ში სადებიუტო შეხვედრა „მინესოტა ტიმბერვულვზის“ წინააღმდეგ ჩაატარა და პარკეტზე პირველი მეოთხედის ბოლოს გამოჩნდა. პარკეტზე 24:19 წუთი გაატარა და 14 ქულა, 4 მოხსნა, 2 შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჩაიწერა. თუმცა ინდიანა 111-119 დამარცხდა.[6]

არენა და უნიფორმა

რედაქტირება
  • ინდიანა სტეით ფეირგრაუნდს კოლიზეუმი (1967–1974)
  • მარკეტ სქუერ არენა (1974–1999)
  • ბენკერს ლაიფ ფილდჰაუსი (1999–დღემდე) (ადრე ცნობილი როგორც კონსეკო ფილდჰაუსი)

ინდიანა პეისერსი საშინაო მატჩებს მართავს ბენკერს ლაიფ ფილდჰაუსში, რომელიც 1999 წელს გაიხსნა. ფილდჰაუსი მდებარეობს დაბლითა ინდიანაპოლისის არეაში, რომელიც იტევს 18 165 მაყურებელს კალათბურთის მატჩზე, ასევე მასპინძლობს ბევრ ღონისძიებას, როგორც პეისერსის, ასევე ფივერის თამაშებისა. ბენკერს ლაიფ ფილდჰაუსი არის Capital Improvement Board-ის მფლობელობაში. ყოფილი კონსეკო ფილდჰაუსი ოფიციალურად გახსნილი იქნა 1999 წლის 6 ნოემბერს, ხოლო ახალი სახელი 2011 წლის 22 დეკემბრიდან მოჰყვება. ფილდჰაუსი აღიარებულია როგორც NBA-ს ერთ-ერთ საუკეთესო არენად, რომელიც Sports Business Journal/Sports Business Daily Reader Survey-ს მიხედვით #1 არენად არის დასახელებული. სანამ პეისერსი ფილდჰაუსში გადაინაცვლებდა, გუნდი 1974-1999 წლებში მარკეტ სქუერ არენაში ასპარეზობდა, ასევე ინდიანა სტეიტ ფაირგრაუნდში (ახლა ცნობილი როგორც პეპსი კოლიზეუმი) 1967-1974 წლებში.

უნიფორმა

რედაქტირება

ინდიანა პეისერსის ფერებია ლურჯი, ოქროსფერი, ვერცხლი და თეთრი. საშინაო მატჩებში, პეისერსი თეთრ ფორმას იყენებს ლურჯი და ოქროსფერი რკალებით. გასვლითი ფორმა კი ლურჯია ოქროსფერი რკალებით. გუნდის ალტერნატიული ფორმა ოქროსფერია ლურჯი რკალით.
 

სეზონის შედეგები

რედაქტირება

მოთამაშეები

რედაქტირება

ახლანდელი შემადგენლობა

რედაქტირება
2012–13 ინდიანა პეისერსი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
G 6 ეჰერნი, ბლეიკი 6 ft 2 in (1.88 მ) 190 lb (86 კგ) 1984–05–27 Missouri State
G 14 ოგუსტინი, დი ჯეი 6 ft 0 in (1.83 მ) 180 lb (82 კგ) 1987–11–10 Texas
G 2 გეინსი, სანდიეტე 6 ft 1 in (1.85 მ) 200 lb (91 კგ) 1986–04–18 ჯორჯია
G/F 24 ჯორჯი, პოლ 6 ft 8 in (2.03 მ) 215 lb (98 კგ) 1990–05–02 Fresno State
F 33 გრანგერი, დენი (C) 6 ft 8 in (2.03 მ) 228 lb (103 კგ) 1983–04–20 ნიუ-მექსიკო
G/F 25 გრინი, ჯერალდ 6 ft 8 in (2.03 მ) 200 lb (91 კგ) 1986–01–26 Gulf Shores Academy (TX)
G ჰანსბურგი, ბენ 6 ft 3 in (1.91 მ) 203 lb (92 კგ) 1987–12–23 ნოტრ-დამი
F/C 50 ჰანსბურგი, ტაილერ 6 ft 9 in (2.06 მ) 250 lb (113 კგ) 1985–11–03 North Carolina
C 55 ჰიბერტი, როი 7 ft 2 in (2.18 მ) 260 lb (118 კგ) 1986–12–11 ჯორჯტაუნი
G 3 ჰილი, ჯორჯ 6 ft 2 in (1.88 მ) 180 lb (82 კგ) 1986–05–04 IUPUI
G 11 ჯონსონი, ორლანდო 6 ft 5 in (1.96 მ) 205 lb (93 კგ) 1989–03–11 UC Santa Barbara
C 28 მეჰინმი, ლენ 6 ft 11 in (2.11 მ) 230 lb (104 კგ) 1986–11–05 საფრანგეთი
C ნევილი, ლიუკ 7 ft 2 in (2.18 მ) 265 lb (120 კგ) 1986–02–19 Utah
F/C 29 პენდერგრეფი, ჯეფ 6 ft 9 in (2.06 მ) 240 lb (109 კგ) 1987–04–29 Arizona State
F/C 13 პლამი, მაილს 6 ft 10 in (2.08 მ) 245 lb (111 კგ) 1988–09–01 დუკი
G 1 სტიფენსონი, ლენს 6 ft 5 in (1.96 მ) 220 lb (100 კგ) 1990–09–05 ცინცინატი
F 21 უესტი, დევიდ 6 ft 9 in (2.06 მ) 240 lb (109 კგ) 1980–08–29 Xavier
G/F 4 იანგი, სემ 6 ft 6 in (1.98 მ) 220 lb (100 კგ) 1985–01–06 Pittsburgh
მთავარი მწვრთნელი
  • ფრენკ ვოგელი
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
  • ბრაიან შოუ
  • დენ ბიურკი
  • ჯიმ ბოილენი
ათლეტების ტრენერი
  • ჯოშ კორბელი
  • კარლ იტონი
სიძლიერის და კონდიციების მწვრთნელ(ებ)ი
  • შოუნ უაინდლი

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  •   ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–09–19

დიდების დარბაზის წევრები

რედაქტირება
ინდიანა პეისერსის კალათბურთის დიდების დარბაზის წევრები და გაუქმებული ნომრები
მოთამაშეები
ნომერი სახელი პოზიცია სეზონი არჩეული იქნა ნომერი სახელი პოზიცია სეზონი არჩეული იქნა
17 კრის მულინი F/G 1997–2000 2011 22 ალექს ინგლიში F 1978–1980 1997
30 ჯორჯ მაკგინსი F 1971–1975, 1980–1982 - 31 რეჯი მილერი G 1987–2005 2012
34 მელ დენიელსი C 1968–1974 2012 35 როჯერ ბრაუნი F 1967–74 -
მენეჯმენტიt
ნომერი სახელი პოზიცია სეზონი არჩეული იქნა ნომერი სახელი პოზიცია სეზონი არჩეული იქნა
529 ბობი ლეონარდი მწვრთნელი 1968–1980 - - ჯეკ რამსი მწვრთნელი 1986–1988 1992
ლარი ბრაუნი მწვრთნელი 1993–1997 2002 - ლარი ბირდი მწვრთნელი 1997–2000 1998
ისაია თომასი მწვრთნელი 2000–2003 2000
შეყვანილი იქნა კალათბურთის დიდების დარბაზში
უნიფორმის ნომერი ოფიციალურად გაუქმდა გუნდის მიერ

ნომრები ამჯერად მიუწვდომელია

რედაქტირება
  • 45, უკანასკნელად რიკ სმითს ეცვა. სმითსი თამაშობდა პეისერსის რიგებში 1988-2000 წლებში, რომელიც 45 ნომრიან მაისურს, უკანასკნელი 8 სეზონის განმავლობაში ატარებდა.
  • 7, უკანასკნელად ჯემაინ ონილი თამაშობდა. ონილი პეისერსის რიგებში 2000-08 წლებში თამაშობდა.
  • 10, რომლითაც ჯეფ ფოსტერი თამაშობდა. ფოსტერი პეისერსში 1999-2012 წლებში თამაშობდა.

მთავარი მწვრთნელები

რედაქტირება

გუნდის ჯილდოები და მიღწევები

რედაქტირება

გუნდის ლიდერები

რედაქტირება

თითო მატჩი

რედაქტირება
  • ჩატარებული წუთები: მელ დენიელსი (37.07)
  • თამაშიდან ჩაგდებული: ჩაკ პერსონი (7.85)
  • თამაშიდან ჩაგდების მცდელობა: ჩაკ პერსონი (16.33)
  • 3-ქულიანის ჩაგდება: რეჯი მილერი (1.84)
  • 3-ქულიანის ჩაგდების მცდელობა: სტეფან ჯექსონი (4.73)
  • გამოყენებული საჯარიმო: დიტლეფ შრემპფი (5.31)
  • საჯარიმოს გამოყენების მცდელობა: ჯორჯ მაკგინსი (7.05)
  • თავდასხმითი მოხსნა: მელ დენიელსი (4.56)
  • დაცვითი მოხსნა: მელ დენიელსი (11.40)
  • ტოტალური მოხსნა: მელ დენიელსი (15.96)
  • ასისტენტი: მარკ ჯექსონი (8.13)
  • მოპარვა: დონი ბიუსი (2.55)
  • ბლოკი: ჯერმეინ ონილი (2.42)
  • დაკარგვა: რიკი სობერსი (4.10)
  • პერსონალური ჯარიმა: ჯეიმზ ედვარდსი (4.04)
  • ქულა: დენი გრენგერი (25.8)
  • თამაშიდან ჩაგდებული: ბილი ნაითი (11.41)
  • თამაშიდან ჩაგდების მცდელობა: ჯორჯ მაკგინსი (23.53)
  • 3-ქულიანის ჩაგდება: კრის მალინი (2.74)
  • 3-ქულიანის ჩაგდების მცდელობა: რეჯი მილერი (6.54)
  • გამოყენებული საჯარიმო: დიტლეფ შრემპფი (7.57)
  • საჯარიმოს გამოყენების მცდელობა: ჯორჯ მაკგინსი (10.33)
  • თავდასხმითი მოხსნა: მელ ბენეტი (6.38)
  • დაცვითი მოხსნა: მელ დენიელსი (14.76)
  • ტოტალური მოხსნა: მელ დენიელსი (20.66)
  • ასისტენტი: მარკ ჯექსონი (13.09)
  • მოპარვა: დადლი ბრედლი (4.89)
  • ბლოკი: გრენვილ უოლტერსი (3.55)
  • დაკარგვა: ჯორჯ მაკგინსი (5.77)
  • პერსონალური ჯარიმა: გრეგ დრილინგი (10.57)
  • ქულა: ბილი ნაითი (29.09)

პირადი ჯილდოები

რედაქტირება

NBA წლის მცველი

  • რონ არტესტი – 2004

NBA წლის ახალბედა

  • ჩაკ პერსონი – 1987

NBA წლის მეექვსე კაცი

  • დეტლეფ შრემფი – 1991, 1992

NBA ყველაზე გაუმჯობესებული მოთამაშე

  • იალენ როუზი – 2000
  • ჯერმეინ ონილი – 2002
  • დენი გრენგერი – 2009

NBA წლის მწვრთნელი

NBA წლის აღმასრულებელი

All Star მატჩის აღმოსავლეთის მწვრთნელები

NBA All Star მონაწილეები

  • ბილი ნაითი – 1977
  • დონ ბასი - 1977
  • რეჯი მილერი – 1990, 1995, 1996, 1998, 2000
  • დეტლეფ შრემფი – 1993
  • რიკ სმითსი – 1998
  • დეილ დეივისი – 2000
  • ჯერმაინ ონილი – 2002, 2003, 2004, 2005, 2006, 2007
  • ბრედ მილერი - 2003
  • მეტა უორლდ ფის – 2004
  • დენი გრენგერი – 2009
  • როი ჰიბერტი – 2012

ყველა-NBA მეორე გუნდი

  • ჯერმეინ ონილი – 2004

ყველა-NBA მესამე გუნდი

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი

  • დონ ბიუსი – 1977, 1978, 1979, 1980
  • რონ არტესტი – 2004, 2006

NBA ყველა-დაცვითი მეორე გუნდი

  • დადლი ბრედლი – 1981
  • მაიკლ უილიამსი – 1992
  • დერიკ მაკკი – 1995, 1996
  • რონ არტესტი – 2003

NBA ახალბედა პირველი გუნდი

  • კლარკ კელოგი – 1983
  • სტივ სტიფანოვიჩი – 1984
  • ჩაკ პერსონი – 1987
  • რიკ სმითსი – 1989

NBA ახალბედა მეორე გუნდი

  • ჯამალ ტინსლი – 2002
  • დენი გრენგერი – 2006
  • პოლ ჯორჯი – 2011

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. PACERS: History
  2. Star Files: Early years of the Indiana Pacers. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-16. ციტირების თარიღი: 2012-12-29.
  3. Indiana Pacers' history (articles). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-26. ციტირების თარიღი: 2013-01-11.
  4. Kalbrosky, Bryan. 2019 aggregate NBA mock draft 4.0: Murray State's Ja Morant is Top 3. HoopsHype (22 January 2019). ციტირების თარიღი: 6 February 2019.
  5. Woo, Jeremy. 2019 NBA Mock Draft 3.0: Zion Williamson Remains on Top, Ja Morant Continues to Skyrocket (30 January 2019). ციტირების თარიღი: 6 February 2019.
  6. გოგამ NBA-ის კარი შეაღო