ჩარლზ უეიდ ბარკლი (ინგლ. Charles Wade Barkley; დ. 20 თებერვალი 1963) — ამერიკელი ვეტერანი პროფესიონალი კალათბურთელი და ანალიტიკოსი სატელევიზიო პროგრამაში, „NBA-ის შიგნით“, რომელიც ფილადელფია სევენთისიქსერსის რიგებში თამაშობდა ახალწვეულობისას, ხოლო კარიერის შემდგომი წლები ფინიქს სანსის და ჰიუსტონ როკეტსი-ს რიგებში გაატარა — ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ის მიიჩნევა NBA-ის ერთ-ერთ ყველაზე დომინირებად მძიმე ფორვარდად. ჩარლზ ბარკლიმ 11-ჯერ მიიღო NBA-ის ყველა ვარსკვლავის მატჩში მონაწილეობა და 1991 წელს ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP-ის) ტიტულიც მოიპოვა. ის ასევე არის 1993 წლის სეზონის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდოს მფლობელიც. „სერ“ ჩარლზ ბარკლი, როგორც მას NBA-ში უწოდებენ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელით მონაწილეობდა 1992 და 1996 წლების ოლიმპიადებში, „ოცნების გუნდის“ (Dream Team)-ის შემადგენლობაში და ორი ოქროს მედალი აქვს მოპოვებული. ის შედის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის 50 საუკეთესო მოთამაშეთა შორის. არის NBA-ს დიდების დარბაზის წევრი, როგორც ინდივიდუალური კარიერით, ისე „ოცნების გუნდის“ შემადგენლობაში.

ჩარლზ ბარკლი
№ 33, 6
ფორვარდი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 20 თებერვალი, 1963 (1963-02-20) (61 წლის)
ლიდსი, ალაბამა, აშშ
ეროვნება ამერიკელი
უმაღლესი სკოლა Leeds HS
სიმაღლე 1.98 სმ
წონა 114 კგ
კარიერა
კოლეჯი Auburn (1981–1984)
NBA-ის დრაფტი 1984 / რაუნდი: 1 / არჩევა: მე-5
არჩეული ფილადელფია სიქსერსი
პროფესიონალური კარიერა 1984––2000
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
1984–1992 ფილადელფია სიქსერსი
1992–1996 ფინიქს სანსი
1996–2000 ჰიუსტონ როკეტსი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
კარიერული NBA სტატისტიკა
ქულა 23,757 (22.1 ppg)
მოხსნა 12,546 (11.7 rpg)
ასისტენტი 4,215 (3.9 apg)
სტატისტიკა Basketball-Reference.com-ზე

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება