NBA All-Star მატჩის MVP-ს ჯილდო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის NBA All-Star მატჩის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ჯილდო გადაეცემა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციაში მოთამაშე წევრს, რომელიც NBA All-Star მატჩში საუკეთესოდ წარმოაჩენს თავს. ჯილდო 1953 წლიდან მოყოლებული გადაეცემა, რომელიც NBA-მ ოფიციალურად გადაწყვიტა ყოველ წელს გაეცა. ლიგამ ასევე გადაწყვიტა ძველი მატჩების MVP დაესახელებინა. ედ მაქლი და პოლ ერიზინი დასახელებული იქნენ 1951 და 1952 წლების გამარჯვებულად.[1] ხმის მიცემა ხდება მედიის წევრების მიერ, რომელიც თამაშის დასრულების შემდეგ აძლევენ თავის არჩევანს ხმებს. მოთამაშე ყველაზე მეტი დაგროვილი ხმებით იღებს ჯილდოს.[2] 1999 წელს არ იქნა თამაშის MVP დასახელებული, რადგან ლოკაუტის გამო სეზონი მოგვიანებით დაიწყო, ხოლო NBA All-Star მატჩი კი საერთოდ არ ჩატარდა იმ წელს.[3]

ბობ პეტი და კობი ბრაიანტი არიან მხოლოდ ის 2 მოთამაშე, რომლებმაც ამ ჯილდოს მოპოვება 4-ჯერ შეძლეს. ოსკარ რობერტსონი, მაიკლ ჯორდანი და შაკილ ონილის მონაგარში კი ასეთი 3-3 ჯილდოა. ხოლო ბობ ქასი, იულიუს ირვინგის, ისაია თომასის, მეჯიკ ჯონსონის, კარლ მონროს, ალენ აივერსონის და ლებრონ ჯეიმზის ანგარიშზე ასეთი ჯილდო 2 რიცხვამდეა. ჯეიმზის პირველი ჯილდოს მოპოვება მოხდა 2006 წელს, რითაც ის გახდა ყველაზე ახალგაზრდა კალათბურთელი, რომელმაც მოახერხა MVP ჯილდოს მოპოვება ამ მატჩში 21 წლის ასაკში.[4] ოთხ მატჩში გამარჯვებულის ვინაობა ორზე გაიყო: ელჯინ ბაილორი და პეტის შორის 1959 წელს, ჯონ სტოქტონსა და მელოუნს შორის 1993 წელს, ონილსა და ტიმ დანკანს შორის 2000 წელს და ბრაიანტის და ონილს შორის 2009 წელს. ონილი გახდა პირველი მოთამაშე, რომელმაც ჯილდოს მოპოვება ორჯერ გაყოფით შეძლო. ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წარმომადგენელს 11 ჯილდო აქვთ მოგებული, მაშინ როდესაც ბოსტონ სელტიქსის რიგებში ასეთი 8 ჯილდოს მფლობელია. დანკანი არის ერთადერთი გამარჯვებული, რომელიც აშშ ტერიტორიაზე არ დაიბადა. დანკანს აქვს ამერიკის მოქალაქეობა, თუმცა ის აღიარებულია საერთაშორისო მოთამაშედ NBA-ს მხრიდან.[5] არცერთ გამარჯვებულს არ უვარჯიშია აშშ-ს ფარგლებს გარეთ. უკანასკნელი 2012 წლის გამარჯვებული კევინ დურანტია.[6]

გამარჯვებულები

რედაქტირება
 
დიდების დარბაზის წევრი უილტ ჩემბერლენი ჯილდოს გამარჯვებული 1960 წელს გახდა.
 
დიდების დარბაზის წევრმა - მაიკლ ჯორდანმა ჯილდოს მოპოვება კარიერაში 3-ჯერ შეძლო.
 
დიდების დარბაზის წევრმა ჩარლზ ბარკლიმ ჯილდოს მოპოგება 1991 წელს შეძლო.
 
შაკილ ონილი ჯილდოს გამარჯვებული 3-ჯერ გახდა კარიერის მანძილზე.
 
კობი ბრაიანტის ჯილდოს გამარჯვებული 4-ჯერ გახდა კარიერის მანძილზე.
^ აღნიშნულია კვლავ NBA-ში მოქმედი მოთამაშეები.
* არჩეული იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში
მოთამაშე (X) აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო მოთამაშისთვის
გუნდი (X) აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო გუნდისთვის
წელი მოთამაშე პოზიცია ეროვნება გუნდი
1951 ედ მაკალი* C/F   აშშ ბოსტონ სელტიქსი
1952 პოლ ერიზინი* F/G   აშშ ფილადელფია უორიორსი
1953 ჯორჯ მაიკენი* C   აშშ მინეაპოლის ლეიკერსი
1954 ბობ ქასი* G   აშშ ბოსტონ სელტიქსი (2)
1955 ბილ შერმენი* G   აშშ ბოსტონ სელტიქსი (3)
1956 ბობ პეტი* F/C   აშშ სენტ-ლუის ჰოუქსი
1957 ბობ ქასი* (2) G   აშშ ბოსტონ სელტიქსი (4)
1958 ბობ პეტი* (2) F/C   აშშ სენტ-ლუის ჰოუქსი (2)
1959[a] ელჯინ ბეილორი* F   აშშ მინეაპოლის ლეიკერსი (2)
1959[a] ბობ პეტი* (3) F/C   აშშ სენტ-ლუის ჰოუქსი (3)
1960 უილტ ჩემბერლენი* C   აშშ ფილადელფია უორიორსი (2)
1961 ოსკარ რობერტსონი* G   აშშ ცინცინატი როიალზი
1962 ბობ პეტი* (4) F/C   აშშ სენტ-ლუის ჰოუქსი (4)
1963 ბილ რასელი* C   აშშ ბოსტონ სელტიქსი (5)
1964 ოსკარ რობერტსონი* (2) G   აშშ ცინცინატი როიალზი (2)
1965 ჯერი ლუკასი* F/C   აშშ ცინცინატი როიალზი (3)
1966 ადრიან სმითი G   აშშ ცინცინატი როიალზი (4)
1967 რიკ ბერი* F   აშშ სან-ფრანცისკო უორიორსი (3)
1968 ჰალ გრისი* G/F   აშშ ფილადელფია სიქსერსი
1969 ოსკარ რობერტსონი* (3) G   აშშ ცინცინატი როიალზი (5)
1970 უილის რიდი* C/F   აშშ ნიუ-იორკ ნიქსი
1971 ლენი უილკინსი* G   აშშ სიეტლ სუპერსონიქსი
1972 ჯერი ვესტი* G/F   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (3)
1973 დეივ ქაუენსი* C/F   აშშ ბოსტონ სელტიქსი (6)
1974 ბობ ლენიერი* C   აშშ დეტროიტ პისტონსი
1975 უოლტ ფრეზიერი* G   აშშ ნიუ-იორკ ნიქსი (2)
1976 დეივ ბინგი* G   აშშ ვაშინგტონ ბულეტსი
1977 იულიუს ირვინგი* F/G   აშშ ფილადელფია სიქსერსი (2)
1978 რენდი სმითი G/F   აშშ ბუფალო ბრეივზი
1979 დევიდ თომფსონი* G/F   აშშ დენვერ ნაგეტსი
1980 ჯორჯ ჯერვინი* G/F   აშშ სან-ანტონიო სპურსი
1981 ნეით არჩიბალდი* G   აშშ ბოსტონ სელტიქსი (7)
1982 ლარი ბირდი* F   აშშ ბოსტონ სელტიქსი (8)
1983 იულიუს ირვინგი* (2) F/G   აშშ ფილადელფია სიქსერსი (3)
1984 ისაია თომასი* G   აშშ დეტროიტ პისტონსი (2)
1985 რალფ სემფსონი* C/F   აშშ ჰიუსტონ როკეტსი
1986 ისაია თომასი* (2) G   აშშ დეტროიტ პისტონსი(3)
1987 ტომ ჩემბერსი F/C   აშშ სიეტლ სუპერსონიქსი (2)
1988 მაიკლ ჯორდანი* G   აშშ ჩიკაგო ბულზი
1989 კარლ მელოუნი F   აშშ იუტა ჯაზი
1990 მეჯიკ ჯონსონი* G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (4)
1991 ჩარლზ ბარკლი* F   აშშ ფილადელფია სიქსერსი (4)
1992 მეჯიკ ჯონსონი* (2) G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (5)
1993[a] ჯონ სტოქტონი* G   აშშ იუტა ჯაზი (2)
1993[a] კარლ მელოუნი* (2) F   აშშ იუტა ჯაზი (3)
1994 სკოტი პიპენი* F/G   აშშ ჩიკაგო ბულზი (2)
1995 მიტჩ რიჩმონდი G   აშშ საკრამენტო კინგსი (6)
1996 მაიკლ ჯორდანი* (2) G   აშშ ჩიკაგო ბულზი (3)
1997 გლენ რაისი F   აშშ შარლოტ ჰორნეტსი
1998 მაიკლ ჯორდანი* (3) G   აშშ ჩიკაგო ბულზი (4)
1999 1998-99 წლების ლოკაუტის გამო, რეგულარული სეზონი მოგვიანებით დაიწყო, ასევე არ ჩატარდა NBA All-Star მატჩი.[3]
2000[a] შაკილ ონილი C   აშშ[b] ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (6)
2000[a] ტიმ დანკანი^ F/C   აშშ სან-ანტონიო სპურსი (2)
2001 ალენ აივერსონი G   აშშ ფილადელფია სიქსერსი (5)
2002 კობი ბრაიანტი^ G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (7)
2003 კევინ გარნეტი^ F   აშშ მინესოტა ტიმბერვულვზი
2004 შაკილ ონილი (2) C   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (8)
2005 ალენ აივერსონი (2) G   აშშ ფილადელფია სიქსერსი (6)
2006 ლებრონ ჯეიმზი^ F   აშშ კლივლენდ კავალიერსი
2007 კობი ბრაიანტი^ (2) G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (9)
2008 ლებრონ ჯეიმზი^ (2) F   აშშ კლივლენდ კავალიერსი (2)
2009[a] კობი ბრაიანტი^ (3) G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (10)
2009[a] შაკილ ონილი (3) C   აშშ ფინიქს სანსი
2010 დუეინ უეიდი^ G   აშშ მაიამი ჰიტი
2011 კობი ბრაიანტი^ (4) G   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (11)
2012 კევინ დურანტი^ F   აშშ ოკლაჰომა სიტი თანდერი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

აღნიშვნა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Steve Popper. (February 5, 1998) N.B.A. All-Star Weekend; Macauley's '51 All-Star Honors Came Late (but He's Not Complaining). The New York Times. ციტირების თარიღი: July 23, 2008.
  2. Howard-Cooper, Scott. (February 12, 1990) East Stars Put It Together, but Magic Has Hardware Pro basketball: Laker guard earns MVP in losing effort as rest of his West teammates are shut down, 130-113. Los Angeles Times. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 15, 2012. ციტირების თარიღი: July 23, 2008.
  3. 3.0 3.1 Steele, David. (December 9, 1998) NBA Drops All-Stars – What's Left? February game in Philly latest casualty of lockout. San Francisco Chronicle. Hearst Communications Inc. ციტირების თარიღი: December 17, 2008.
  4. King-Sized Rally Propels East to Victory. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: April 25, 2009.
  5. Bargnani becomes first European top NBA draft pick. People's Daily Online (June 29, 2006). ციტირების თარიღი: June 16, 2008.
  6. Kobe wins 4th MVP in West's All-Star win. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (February 20, 2011). ციტირების თარიღი: February 20, 2011.
  7. Virgin Islands. CIA World Factbook. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 26, 2018. ციტირების თარიღი: August 12, 2008.
  8. All-Time USA Basketball Men's Roster: D. USA Basketball. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 9, 2012. ციტირების თარიღი: June 16, 2008.