50 საუკეთესო მოთამაშე NBA-ს ისტორიაში
50 საუკეთესო მოთამაშე ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) არჩეული იქნა 1996 წელს, მაშინ როდესაც ლიგას 50 წელი გაუხდა არსებობის. ეს 50 მოთამაშე, არჩეული იქნა მედია წევრების, ყოფილი მოთამაშეების და მვწრთნელების ხმის მიცემის საშუალებით, ასევე ახლანდელი და ყოფილი გენერალური მენეჯერების ხმებით. დამატებით არჩეული იქნა ცალკეული სეზონის საუკეთესო 10 გუნდი და 10 საუკეთესო მთავარი მწვრთნელი. 50 მოთამაშეს მინიმუმ კარიერის ნახევარი ნაწილი უნდა ეთამაშა NBA-ში.
შემადგენლობა გამოცხადებული იქნა NBA რწმუნებული დევიდ სტერნის მიერ 1996 წლის 29 ოქტომბერს, გრანდ ჰაიტის სასტუმროში - ნიუ-იორკში, ყოფილ კომოდორის სასტუმროში, რომელშიც პირველი NBA ნაბიჯები დაიწყო 1946 წლის 6 ივნისს. 47 მოთამაშე 50-იდან შეიკრიბა კლივლენდში, ოჰაიოს შტატში ამ ამბის აღსაღნიშნად 1997 წლის NBA All Star სტარის შესვენებაზე. სამო მოთამაშე ვერ ესწრებოდა ამ წვეულებას: პიტ მერევიჩი, რომელიც გარდაიცვალა 1988 წელს; შაკილ ონილი, რომელსაც მუხლის ტრავმა აღმოაჩნდა და ჯერი ვესტი, რომელსა ყურის ინფექცია ჰქონდა და ვერ შეძლო გაფრენა. გამოცხადების მომენტში, 11 მოთამაშე ჯერ კიდევ აქტიური იყო: ონილი იყო უკანასკნელი აქტიური NBA მოთამაშე, რომელმაც საბოლოოდ დაასრულა კარიერა 2010-2011 წლის სეზონში.
50 საუკეთესო მოთამაშე NBA ისტორიაში
რედაქტირება11 მოთამაშე (ჩარლზ ბარკლი, კლაიდ დრექსლერი, პატრიკ იუვინგი, მაიკლ ჯორდანი, კარლ მელოუნი, შაკილ ონილი, ჰაკიმ ოლეიუვონი, რობერტ პერიში, სკოტი პიპენი, დევიდ რობინსონი და ჯონ სტოკტონი) კვლავ აქტიურები იყვნენ გამოცხადების 1996-1997 წლების პერიოდში. მათ შორის ონილი იყო უკანასკნელი აქტიური მოთამაშე NBA-ში, რომელმაც 2010-11 წლის სეზონში დაასრულა კარიერა. ყოველი არჩეული კალათბურთელი (გარდა შაკილ ონილისა) იყო შეყვანილი ნეისმიტის ხსოვნისადმი პატივსაცემად მიძღვნილ კალათბურთის დიდების დარბაზში. ახლანდელი კალათბურთის დიდების დარბაზის წესების თანახმად, მოთამაშეს მინიმუმ 5 წელი უნდა ჰქონდეს დანებებული თავი თამაშისთვის, ვიდრე ექნება საშუალება, რომ შეყვანილი იყოს, ამ წესის თანახმად, შაკილ ონილის შეყვანა ვერ მოხერხდება 2017 წლამდე. ლენი უილკინსი არის ერთადერთი წევრი ამ მოთამაშეებში, რომელიც როგორც მოთამაშე, ასევე მწვრთნელის რანგით არის შესული.
დახრილი | აღნიშნულია ის მოთამაშეები, რომლებიც იყვნენ აქტიურები NBA ინდუქციის დროს. | |||||
* | რომლებიც იყვნენ არჩეული ნეისმიტის კალათბურთის დიდების დარბაზში | |||||
All Star | აღნიშნულია All Star-ში მონაწილეობის რაოდენობა | |||||
წელი | როდესაც შეყვანილი იქნა დიდების დარბაზში | |||||
G-გარდი | F-ფორვარდი | C-ცენტრი | Pos-პოზიცია | ქულა-ქულები | Reb-მოხსნა | |
ასტ-ასისტენტი | MVP-ყველაზე ღირებული მოთამაშე |
აღნიშვნა: სტატისტიკა განახლდება სეზონის დასრულებისას. ბოლო მონაცემები: 2010-11 წლის სეზონის დასრულება.
სახელი | გუნდ(ებ)ი სადაც თამაშობდა (წელი) | Pos | ქულა | Reb | ასტ | NBA ფინალის მოგება | NBA MVP მოგება | NBA ფინალის MVP მოგება | All-Star | წელი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
კარიმ აბდულ-ჯაბარი* | მილუოკი ბაქსი (1969–1974) ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (1975–1988) |
C | 38,387 | 17,440 | 5,660 | 6 (1971, 1980, 1982, 1985, 1987, 1988) | 6 (1971, 1972, 1974, 1976, 1977, 1980) | 2 (1971, 1985) | 19 | 1995 |
ნეით არჩიბალდი* | სინსინეტი როიალზი / კანზას სიტი-ომაჰა / კანზას სიტი კინგსი (1970–1975) ნიუ-იორკ ნეტსი (1976-1977) ბოსტონ სელტიქსი (1978-1982) მილუოკი ბაქსი (1983-1984) |
G | 16,481 | 2,046 | 6,476 | 1 (1981) | 0 | 0 | 6 | 1991 |
პოლ ერიზინი* | ფილადელფია უორიორსი (1950–1961) | F/G | 16,266 | 6,129 | 1,665 | 1 (1956) | 0 | 0 | 10 | 1978 |
ჩარლზ ბარკლი* | ფილადელფია სიქსერსი (1984–1991) ფინიქს სანსი (1992–1995) ჰიუსტონ როკეტსი (1996–1999) |
F | 23,757 | 12,546 | 4,215 | 0 | 1 (1993) | 0 | 11 | 2006 |
რიკ ბერი* | სან-ფრანცისკო / გოლდენ-სტეიტ უორიორსი (1965–1966, 1972–1977) ჰიუსტონ როკეტსი (1978–1979) |
F | 18,395 | 5,168 | 4,017 | 1 (1975) | 0 | 1 (1975) | 8 | 1987 |
ელჯინ ბეილორი* | მინეაპოლის / ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (1958–1971) | F | 23,149 | 11,463 | 3,650 | 0 | 0 | 0 | 11 | 1977 |
დეივ ბინგი* | დეტროიტ პისტონსი (1966–1974) ვაშინგტონ ბულეტსი (1975–1976) ბოსტონ სელტიქსი (1977-1978) |
G | 18,327 | 3,420 | 5,397 | 0 | {0 | 0 | 7 | 1990 |
ლარი ბირდი* | ბოსტონ სელტიქსი (1979–1991) | F | 21,791 | 8,974 | 5,695 | 3 (1981, 1984, 1986) | 3 (1984, 1985, 1986) | 2 (1984, 1986) | 12 | 1998 |
უილტ ჩემბერლინი* | ფილადელფია / სან-ფრანცისკო უორიორსი (1959-1964) ფილადელფია სიქსერსი (1964–1967) ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (1968–1972) |
C | 31,419 | 23,924 | 4,643 | 2 (1967, 1972) | 4 (1960, 1966, 1967, 1968) | { 1 (1972) | 13 | 1979 |
ბობ ქესი* | ბოსტონ სელტიქსი (1950–1962) სინსინეტი როიალზი (1969-1970) |
G | 16,960 | 4,786 | 6,955 | 6 (1957, 1959, 1960, 1961, 1962, 1963) | 1 (1956) | 0 | 13 | 1971 |
დეივ ქოვენსი* | ბოსტონ სელტიქსი (1970–1979) მილუოკი ბაქსი (1982-1983) |
C/F | 13,516 | 10,444 | 2,910 | 2 (1974, 1976) | 1 (1972) | 0 | 7 | 1991 |
ბილი ქენინჰემი* | ფილადელფია სიქსერსი (1965–1971) ფილადელფია სიქსერსი (1974–1975) |
F/C | 13,626 | 6,638 | 2,625 | 2 (1967, 1983) | 0 | 0 | 4 | 1986 |
დევიდ დებუშერი* | დეტროიტ პისტონსი (1962–1968) ნიუ-იორკ ნიქსი (1968–1973) |
F/G | 14,053 | 9,618 | 2,497 | 2 (1970, 1973) | 0 | 0 | 8 | 1983 |
კლაიდ დრექსტერი* | პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი (1983–1994) ჰიუსტონ როკეტსი (1995–1997) |
G/F | 22,195 | 6,677 | 6,125 | 1 (1995) | 0 | 0 | 10 | 2004 |
იულიუს ირვინგი* | ფილადელფია სიქსერსი (1976–1986) | F/G | 18,364 | 5,601 | 3,224 | 1 (1983) | 1 (1980) | 0 | 11 | 1993 |
პატრიკ იუინგი* | ნიუ-იორკ ნიქსი (1985–1999) სიეტლ სუპერსონიქსი (2000-2001) ორლანდო მეჯიკი (2001-2002) |
C/F | 24,815 | 11,607 | 2,215 | 0 | 0 | 0 | 11 | 2008 |
უოლტ ფრეზიერი* | ნიუ-იორკ ნიქსი (1967–1976) კლივლენდ კავალიერსი (1977–1979) |
G | 15,581 | 4,830 | 5,040 | 2 (1970, 1973) | 0 | 0 | 7 | 1987 |
ჯორჯ ჯერვინი* | სან-ანტონიო სპურსი (1976–1984) ჩიკაგო ბულზი (1985-1986) |
G/F | 20,708 | 3,607 | 2,214 | 0 | 0 | 0 | 9 | 1996 |
ჰალ გრირი* | სირაკუს ნეიშენალსი / ფილადელფია სიქსერსი (1958–1972) | G/F | 21,586 | 5,665 | 4,540 | 1 (1967) | 0 | 0 | 10 | 1982 |
ჯონ ჰელიჩეკი* | ბოსტონ სელტიქსი (1962–1977) | F/G | 26,395 | 8,007 | 6,114 | 8 (1963, 1964, 1965, 1966, 1968, 1969, 1974, 1976) | 0 | 1 (1974) | 13 | 1984 |
ელვინ ჰეიესი* | სან-დიეგო / ჰიუსტონ როკეტსი (1968–1971, 1981–1983) ბალტიმორ / კეპიტალ / ვაშინგტონ ბულეტსი (1972–1980) |
F/C | 27,313 | 16,279 | 2,398 | 1 (1978) | 0 | 0 | 12 | 1990 |
მეჯიკ ჯონსონი* | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (1979–1990, 1995-96) | G/F | 17,707 | 6,559 | 10,141 | 5 (1980, 1982, 1985, 1987, 1988) | 3 (1987, 1989, 1990) | 3 (1980, 1982, 1987) | 12 | 2002 |
სემ ჯონსი* | ბოსტონ სელტიქსი (1957–1968) | G/F | 15,411 | 4,305 | 2,209 | 10 (1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1968, 1969) | 0 | 0 | 5 | 1984 |
მაიკლ ჯორდანი* | ჩიკაგო ბულზი (1984–1992, 1994–1997) ვაშინგტონ უიზარდსი (2001–2002) |
G/F | 32,292 | 6,672 | 5,633 | 6 (1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998) | 5 (1988, 1991, 1992, 1996, 1998) | 6 (1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998) | 14 | 2009 |
ჯერი ლუკასი* | სინსინეტი როიალზი (1963–1969) სან-ფრანცისკო უორიორსი (1969–1970) ნიუ-იორკ ნიქსი (1971–1973) |
F/C | 14,053 | 12,942 | 2,732 | 1 (1973) | 0 | 0 | 7 | 1980 |
კარლ მელოუნი* | იუტა ჯაზი (1985–2002) ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (2003-2004) |
F | 36,928 | 14,968 | 5,248 | 0 | 2 (1997, 1999) | 0 | 14 | 2010 |
მოსის მელოუნი* | ბუფალო ბრეივსი (1976) ჰიუსტონ როკეტსი (1976–1981) ფილადელფია სიქსერსი (1982-1985, 1993-1994) ვაშინგტონ ბულეტსი (1986–1987) ატლანტა ჰოუქსი (1988–1990) მილუოკი ბაქსი (|1991–1992) სან-ანტონიო სპურსი (1994-1995) |
C/F | 27,409 | 16,212 | 1,796 | 1 (1983) | 3 (1979, 1982, 1983) | 1 (1983) | 12 | 2001 |
პიტ მერევიჩი* | ატლანტა ჰოუქსი (1970–1973) ნიუ-ორლეან / იუტა ჯაზი (1974–1979) ბოსტონ სელტიქსი (1979-1980) |
G | 15,948 | 2,747 | 3,563 | 0 | 0 | 0 | 5 | 1987 |
კევინ მაკჰეილი* | ბოსტონ სელტიქსი (1980–1992) | F/C | 17,335 | 7,122 | 1,670 | 3 (1981, 1984, 1986) | 0 | 0 | 7 | 1999 |
ჯორჯ მიკანი* | მინეაპოლის ლეიკერსი (1948–1955) | C | 10,156 | 4,167 | 1,245 | 5 (1949, 1950, 1952, 1953, 1954) | 0 | 0 | 4 | 1959 |
ირლ მონრო* | ბალტიმორ ბულეტსი (1967–1971) ნიუ-იორკ ნიქსი (1971–1979) |
G | 17,454 | 2,796 | 3,594 | 1 (1973) | 0 | 0 | 4 | 1990 |
ჰაკიმ ოლეიუვონი* | ჰიუსტონ როკეტსი (1984–2000) ტორონტო რაპტორსი (2001-2002) |
C | 26,946 | 13,748 | 3,058 | 2 (1994, 1995) | 1 (1993}) | 2 (1994, 1995) | 12 | 2008 |
შაკილ ონილი | ორლანდო მეჯიკი (1992–1995) ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (1996–2003) მაიამი ჰიტი (2004–2007) ფინიქს სანსი (2007–2008) კლივლენდ კავალიერსი (2009-2010) ბოსტონ სელტიქსი (2010-2011) |
C | 28,596 | 13,099 | 3,026 | 4 (2000, 2001, 2002, 2006) | 1 (2000) | 3 (2000, 2001, 2002) | 15 | — |
რობერტ პერიში* | გოლდენ-სტეიტ უორიორსი (1976–1979) ბოსტონ სელტიქსი (1980–1993) შარლოტ ჰორნეტსი (1994–1995) ჩიკაგო ბულზი (1996-1997) |
C | 23,334 | 14,715 | 2,180 | 4 (1981, 1984, 1986, 1997) | 0 | 0 | 9 | 2003 |
ბობ პეტი* | მილუოკი / სენტ-ლუის ჰოუქსი (1954–1964) | F/C | 20,880 | 12,849 | 2,369 | 1 (1958) | 2 (1956, 1959) | 0 | 11 | 1971 |
სკოტი პიპენი* | ჩიკაგო ბულზი (1987–1997, 2003-2004) ჰიუსტონ როკეტსი (1998-1999) პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი (1999–2002) |
F/G | 18,940 | 7,494 | 6,135 | 6 (1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998) | 0 | 0 | 7 | 2010 |
უილის რიდი* | ნიუ-იორკ ნიქსი (1964–1973) | C/F | 12,183 | 8,414 | 1,186 | 2 (1970, 1973) | 1 (1969) | 2 (1970, 1973) | 7 | 1982 |
ოსკარ რობერტსონი* | სინსინეტი როიალზი (1960–1969) მილუოკი ბაქსი (1970–1973) |
G/F | 26,710 | 7,804 | 9,887 | 1 (1971) | 1 (1963) | 0 | 12 | 1980 |
დევიდ რობინსონი* | სან-ანტონიო სპურსი (1989–2002) | C | 20,790 | 10,497 | 2,441 | 2 (1999, 2003) | 1 (1994) | 0 | 10 | 2009 |
ბილ რასელი* | ბოსტონ სელტიქსი (1956–1968) | C | 14,522 | 21,620 | 4,100 | 11 (1957, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966, 1968, 1969) | 5 (1958, 1961, 1962, 1963, 1965) | 0 | 12 | 1975 |
დოლფ შეისი* | სირაკუს ნეიშენალსი / ფილადელფია სიქსერსი (1949–1963) | F/C | 18,438 | 11,256 | 3,072 | 1 (1955) | 0 | 0 | 12 | 1973 |
ბილ შერმენი* | ვაშინგტონ კაპიტოლსი (1950-1951) ბოსტონ სელტიქსი (1951–1960) |
G | 12,665 | 2,779 | 2,101 | 4 (1957, 1959, 1960, 1961) | 0 | 0 | 8 | 1976 |
ჯონ სტოკთონი* | იუტა ჯაზი (1984–2002) | G | 19,711 | 4,051 | 15,806 | 0 | 0 | 0 | 10 | 2009 |
ისაია თომასი* | დეტროიტ პისტონსი (1981–1993) | G | 18,822 | 3,478 | 9,061 | 2 (1989, 1990) | 0 | 1 (1990) | 12 | 2000 |
ნეით თარმონდი* | სან-ფრანცისკო / გოლდენ-სტეიტ უორიორსი (1963–1973) ჩიკაგო ბულზი (1974–1975) კლივლენდ კავალიერსი (1975–1976) |
C/F | 14,437 | 14,464 | 2,575 | 0 | 0 | 0 | 7 | 1985 |
ვეს ანსელდი* | ბალტიმორ / კეპიტალ / ვაშინგტონ ბულეტსი (1968–1980) | C/F | 10,624 | 13,769 | 3,822 | 1 (1978) | 1 (1968) | 1 (1978) | 5 | 1988 |
ბილ უოლტონი* | პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი (1974–1978) სან-დიეგო / ლოს-ანჯელეს კლიპერსი (1979–1984) ბოსტონ სელტიქსი (1985–1986) |
C/F | 6,215 | 4,923 | 1,590 | 2 (1977, 1986) | 1 (1977) | 1 (1977) | 2 | 1993 |
ჯერი ვესტი* | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (1960–1974) | G/F | 25,192 | 5,366 | 6,238 | 1 (1972) | 0 | 1 (1969) | 14 | 1980 |
ლენი უილკინსი* | სენტ ლუის ჰოუქსი (1960−1967) სიეტლ სუპერსონიქსი (1968–1971) კლივლენდ კავალიერსი (1972–1973) პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი (1974-1975) |
G | 17,772 | 5,030 | 7,211 | 1 (1979) | 0 | 0 | 9 | 1989 |
ჯეიმზ უორთი* | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (1982–1994) | F | 16,320 | 4,708 | 2,791 | 3 (1985, 1987, 1988) | 0 | 1 (1988) | 7 | 2003 |
10 საუკეთესო მწვრთნელი NBA ისტორიაში
რედაქტირება50 საუკეთესო მოთამაშის არჩევასთან ერთად, ლიგამ ასევე აირჩია 10 საუკეთესო მწვრთნელი NBA ისტორიაში. სია შედგა ტელეწამყვანების მიერ, რომლებიც NBA მიჰყავდათ მრავალი წლის განმავლობაში. ყოველი მათგანი (10 მწვრთნელი) იყო ცოცხალი ამ გამოცხადების დროს, ხოლო მათ შორის 4 მათგანი: ფილ ჯექსონი, დონ ნელსონი, პეტ რაილი და ლენი უილკინსი იყვნენ აქტიურები მწვრთნელის რანგში. გამოცხადების შემდეგ 3 მათგანი გარდაიცვალა: რედ ჰოლცმენი 1998 წელს, რედ ორბეხი 2006 წელს და ჩაკ დელი 2009 წელს. ჯექსონი იყო უკანასკნელი აქტიური მვწრთნელი ამ 10 მწვრთნელიდან, რომელმაც ამ პოსტიდან გადადგომის შესახებ 2010-11 წლის სეზონის დასრულების შემდეგ განაცხადა. დონ ნელსონი არის ერთადერთი წევრი ამ 10 მწვრთნელს შორის, რომელსაც არასდროს მოუგია NBA ჩემპიონობა მწვრთნელის რანგში, თუმცა შეძლო ამ ტიტულის მოგება 5-ჯერ როგორც მოთამაშემ. უილკინსი კი ერთადერთი წევრია ამ მწვრთნელებს შორის, რომელიც ასევე არჩეული იქნა 50 საუკეთესო მოთამაშეს შორის.
^ | აღნიშნულია ის მწვრთნელები, რომლებიც ამჟამად კვლავ აგრძელებენ ამ რანგში მუშაობას |
* | არჩეული იყვნენ ნეისმიტის ხსოვნის პატივსაცემად მიძღვნილ კალათბურთის დიდების დარბაზში |
*^ | აქტიური მწვრთნელი, რომელიც ამავე დროს შეყვანილია დიდების დარბაზში |
წელი | აღნიშნულია წელი როდესაც შეყვანილი იქნა დიდების დარბაზში |
მწვრთნელი | გაწვრთნილი გუნდ(ებ)ი (წლები) | მწვრთნელობის შედეგი | ჩემპიონის ტიტული მოიგო მწვრთნელის რანგში | "წლის მწვრთნელი" | წელი |
---|---|---|---|---|---|
რედ აურბახი* | ვაშინტონ კეპიტოლსი (1946–1948) თრი სიტიზ ბლექჰოუქსი (1949–1950) ბოსტონ სელტიქსი (1950-1965) |
938–479 (.662) | 9 (1957, 1959, 1960, 1961, 1962, 1963, 1964, 1965, 1966) | 1 (1964) | 1969 |
ჩაკ დეილი* | კლივლენდ კავალიერსი (1981) დეტროიტ პისტონსი (1983–1991) ნიუ-ჯერსი ნეტსი (1992–1993) ორლანდო მეჯიკი (1997–1998) |
564–379 (.598) 638–437 (.593) |
2 (1989, 1990) | არც ერთხელ | 1994 |
ბილ ფიტჩი | კლივლენდ კავალიერსი (1970–1979) ბოსტონ სელტიქსი (1979–1983) ჰიუსტონ როკეტსი (1983–1988) ნიუ-ჯერსი ნეტსი (1989–1992) ლოს-ანჯელეს კლიპერსი (1994–1998) |
944–1106 (.460) | 1 (1981) | 2 (1975, 1979) | — |
რედ ჰოლცმენი* | მილოუ / სენტ ლუის ჰოუქსი (1953–1956) ნიუ-იორკ ნიქსი (1967–1981) |
696–604 (.535) | 2 (1970, 1973) | 1 (1969) | 1986 |
ფილ ჯექსონი* | ჩიკაგო ბულზი (1989–1997) ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (1999–2003, 2005–2010) |
414–160 (.721) 1155–485 (.704) |
11 (1991, 1992, 1993, 1996, 1997, 1998, 2000, 2001, 2002, 2009, 2010) | 1 (1995) | 2007 |
ჯონ ქენდლი* | მინეაპოლის ლეიკერსი (1948-1958) | 423–302 (.583) | 5 (1949, 1950, 1952, 1953, 1954) | არც ერთხელ | 1995 |
დონ ნელსონი* | მილუოკი ბაქსი (1976–1986) გოლდენ-სტეიტ უორიორსი (1988–1994, 2006–2009) ნიუ-იორკ ნიქსი (1995–1996) დალას მევერიქსი (1997–2004) |
851–629 (.575) 1335–1063 (.557) |
0 | 3 (1982, 1984, 1991) | 2012 |
ჯეკ რემსი* | ფილადელფია სიქსერსი (1968–1971) ბუფალო ბრეივსი (1972–1975) პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი (1976–1985) ინდიანა პეისერსი (1986–1988) |
864–783 (.525) | 1 (1977) | არც ერთხელ | 1992 |
პეტ რაილი* | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (1981–1989) ნიუ-იორკ ნიქსი (1991–1994) მაიამი ჰიტი (1995–2002, 2005–2007) |
798–339 (.702) 1210–694 (.636) |
5 (1982, 1985, 1987, 1988, 2006) | 3 (1989, 1992, 1996) | 2008 |
ლენი უილკენსი* | სიეტლ სუპერსონიქსი (1969–1971, 1977–1984) პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი (1974–1975) კლივლენდ კავალიერსი (1986–1992) ატლანტა ჰოუქსი (1993–1999) ტორონტო რაპტორსი (2000–2002) ნიუ-იორკ ნიქსი (2003–2004) |
1014–850 (.544) 1332–1155 (.536) |
1 (1979) | 1 (1993) | 1998 |
10 საუკეთესო გუნდი NBA ისტორიაში
რედაქტირება50 წლისთავისთვის მიძღვნილ დღესასწაულზე, ასევე არჩეული იქნა 10 საუკეთესო გუნდი NBA ისტორიაში, შედგენილი იქნა მედია წამყვანების მიერ, რომლებიც დიდი ხნის მანძილზე აქტუალურად აშუქებდნენ NBA 50-წლიანი ისტორიის მანძილზე. არჩეული ისეთი გუნდები იყვნენ, რომლებმაც კონკრეტულ სეზონში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა. ყოველმა მათგანმა შეძლო NBA ჩემპიონის ტიტულის მოპოვება, ხოლო რეგულარული სეზონი მინიმუმ 60 მოგებით დაასრულა. 1995-96 წლების ჩიკაგო ბულზმა კი საუკეთესო შედეგი აჩვენა და რეგულარულ სეზონში 72 გამარჯვება მოიპოვა.
30 გუნდიდან (გამოცხადების მომენტში 29 გუნდი იყო) 6 გუნდი იქნა არჩეული: ბოსტონ სელტიქსი, ჩიკაგო ბულზი, ლოს-ანჯელეს ლეიკერსი და ფილადელფია სიქსერსი ორჯერ იყვნენ არჩეულები, ხოლო თითო-თითო გუნდად შეყვანილი იქნა დეტროიტ პისტონსი და ნიუ-იორკ ნიქსი.
6 მოთამაშე არის 2 გუნდით შესული: უილტ ჩემბერლინი 1966-67 წლის სიქსერსით და 1971-72 წლის ლეიკერსით; ჯეიმზ ედვარდსი, დენის როდმანი და ჯონ სალიე 1988-89 წლის პისტონსში და 1995-96 წლის ბულზში. მაიკლ ჯორდანი და სკოტი პიპენი კი 2-ჯერ ბულზის გუნდში 1991-92 და 1995-96 წლის გუნდებში. ასევე აღსანიშნავია სამი პიროვნების სახელი, რომლებიც როგორც მოთამაშე, ისე მწვრთნელის რანგში არიან შესული ამ სიაში: კეი სი ჯონსი როგორც სელტიქსის მოთამაშე 1964-165 წელს და როგორც მწვრთნელი 1985-86 წლებში; ბილი კანინჰემი როგორც სიქსერსის მოთამაშე 1966-67 წლებში და როგორც მწვრთნელი 1982-83 წლებში; პეტ რაილი როგორც ლეიკერსის მოთამაშე 1971-72 წლებში და როგორც მწვრთნელი 1986-87 წლებში; ასევე ერთადერთი მწვრთნელია ფილ ჯექსონი, რომელიც ბულზს 1989-1998 წლებში ედგა სათავეში და ორი სხვადასხვა შემადგენლობით შეძლო ამ სიაში შესვლა. ასევე აღსანიშნავია რომ ჯექსონი იყო ნიქსის მოთამაშე 1969-70 წლებში, თუმცა სეზონი გაუცდა ტრავმის გამო.
სეზონი | გუნდი | შედეგი | პლეი-ოფი შედეგი |
შემადგენლობა და მთავარი მწვრთნელი |
დიდების დარბაზის წევრი მოთამაშეები | ტოპ 50 მოთამაშეში შესული მოთამაშეები |
---|---|---|---|---|---|---|
1964–65 | ბოსტონ სელტიქსი | 62–18 (.775) | მოიგო 1965 ფინალი | რონ ბონემი, მელ კანტსი, ჯონ ჰელიჩეკი, ტომ ჰაინსონი, ქეი სი ჯონსი, სემ ჯონსი, უილი ნოლსი, ბეივო ნორდმენი, ბილ რასელი, ტომ სანდერსი, ლარი სიგფრიდი, ჯონ თომფსონი, გერი ვერდი; მწვრთნელი - რედ ორბეხი | 5 (ქეი სი ჯონსი, სემ ჯონსი, ჰაინსონი, რასელი, ჰელიჩეკი) | 3 (სემ ჯონსი, რასელი, ჰალიჩეკი) |
1966–67 | ფილადელფია 76 | 68–13 (.840) | მოიგო 1967 ფინალი | უილტ ჩემბერლენი, ლარი კასტელო, ბილი კანინჰემი, დეივ გემბი, ჰელ გრირი, მეთ გოკასი, ლუკ ჯექსონი, უოლი ჯონსი, ბილ მელკიონი, ჩეტ უოლკერი, ბობ ვაისი; მწვრთნელი - ალექს ჰენუმი | 4 (გრირი, ჩემბერლინი, კანინჰემი, უოლკერი) | 3 (გრირი, ჩემბერლინი, კანინჰემი) |
1969–70 | ნიუ-იორკ ნიქსი | 60–22 (.732) | მოიგო 1970 ფინალი | დიკ ბარნეტი, ნეით ბოუმენი, ბილ ბრედლი, დეივ დებუშერი, უოლტ ფრეზიერი, ბილ ჰოსკეტი, დონ მეი, უილის რიდი, მაიკ რიორდენი, ქეზი რასელი, დეივ სტოლუორთი, ჯონ უორენი; მწვრთნელი - რედ ჰოლცმენი | 4 (ფრეზიერი, ბრედლი, დებუშერი, რიდი | 3 (ფრეზიერი, დებუშერი, რიდი) |
1971–72 | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | 69–13 (.841) | მოიგო 1972 ფინალი | ელჯინ ბეილორი, უილტ ჩემბერლენი, ჯიმ კლიმონსი, ლეროი ელისი, ქეით ერიქსონი, გაილ გუდრიხი, ჰეფი ჰეირსტონი, ჯიმ მაკმილანი, პეტ რაილი, ფლინ რობინსონი, ჯონ ტრაპი, ჯერი ვესტი; მწვრთნელი - ბილ შერმენი | 4 (გუდრიხი, ვესტი, ჩემბერლინი, ბეილორი | 3 (ვესტი, ჩემბერლინი, ბეილორი) |
1982–83 | ფილადელფია 76 | 65–17 (.793) | მოიგო 1983 ფინალი | ჯეი ჯეი ანდერსონი, მაურის ჩიკსი, ირლ კარეტონი, ფრენკლინ ედვარდსი, იულიუს ირვინგი, მარკ იავარონი, კლემონ ჯონსონი, რეჯი ჯონსონი, ბობი ჯონსი, მოსის მელოუნი, მარკ მაკნემარა, კლინ რიჩარდსონი, რას შონი, ენდრიუ ტონი; მწვრთნელი - ბილი კანინჰემი | 2 (ირვინგი, მელოუნი) | 2 (ირვინგი, მელოუნი) |
1985–86 | ბოსტონ სელტიქსი | 67–15 (.817) | მოიგო 1986 ფინალი | დენი აიგი, ლარი ბირდი, რიკ კარლაილი, დენის ჯონსონი, გრეგ კაიტი, კევინ მაკჰეილი, რობერტ პერიში, ჯერი სიჰტინგი, დევიდ თირდკილი, სემ ვინსენტი, ბილ უოლტონი, სკოტ ვიდმენი, სლაი უილიამსი; მწვრთნელი - კეი სი ჯონსი | 5 (მაკჰეილი, ბირდი, პერიში, უოლტონი, ჯონსონი) | {4 (მაკჰეილი, ლარი ბირდი, პერიში, უოლტონი) |
1986–87 | ლოს-ანჯელეს ლეიკერსი | 65–17 (.793) | მოიგო 1987 ფინალი | კარიმ აბდულ-ჯაბარი, ადრიან ბრენჩი, ფრენკ ბრიკოვსკი, მაიკლ კუპერი, ეი სი გრინი, მეჯიქ ჯონსონი, უეს მეთიუსი, ქურტ რემბისი, მაიკ შმეკი, ბაირონ სკოტი, ბილი თომფსონი, მაიკლ თომფსონი, ჯეიმზ უორთი; მწვრთნელი - პეტ რაილი | 3 (ჯონსონი, უორთი, ჯაბარი) | 3 (ჯონსონი, უორთი, ჯაბარი) |
1988–89 | დეტროიტ პისტონსი | 63–19 (.768) | მოიგო 1989 ფინალი | მარკ აგირი, ადრიან დენტლი, დერი დოუკინსი, ფენის დემბო, ჯოუ დამერსი, ჯეიმზ ედვარდსი, სტივ ჰარისი, ვინი ჯონსონი, ბილ ლამბერი, ჯონ ლონგი, რიკ მეიორნი, პეის მენიონი, დენის როდმენი, ჯიმ როვინსკი, ჯონ სალიე, ისაია თომასი, მაიკლ უილიამსი; მწვრთნელი - ჩაკ დელი; | 4 (თომასი, დამერსი, დენტლი, როდმენი) | 1 (თომასი) |
1991–92 | ჩიკაგო ბულზი | 67–15 (.817) | მოიგო 1992 ფინალი | ბი ჯეი არმსტრონგი, ბილ ქართრაითი, ჰორეს გრანტი, ბობ ჰანსენი, კრეიგ ჰოჯისი, დენის ჰომფსონი, მაიკლ ჯორდანი, სტეისი კინგი, კლიფ ლევინგსტონი, ჩაკ ნივიტი, ჯონ პაქსონი, უილ პერდი, სკოტი პიპენი, მარკ რენდოლი, რორი სპეროუ, სკოტ უილიამსი, მწვრთნელი - ფილ ჯექსონი | 2 (ჯორდანი, პიპენი) | 2 (ჯორდანი, პიპენი) |
1995–96 | ჩიკაგო ბულზი | 72–10 (.878) | მოიგო 1996 ფინალი | რენდი ბრაუნი, იუდ ბაკლერი, ჯეისონ ქეფი, ჯეიმზ ედვარდსი, ჯეკ ჰეილი, რონ ჰარპერი, მაიკლ ჯორდანი, სტივ კერი, ლუჩ ლონგლი, ტონი კუკოჩი, სკოტი პიპენი, დენის როდმენი, ჯონ სალიე, დიკი სიმფკინსი, ბილ უენინგტონი; მწვრთნელი - ფილ ჯექსონი | 3 (ჯორდანი, პიპენი, როდმენი) | 2 (ჯორდანი, პიპენი) |