რედ ორბეხი
„არნოლს ჯეიკობ რედ ორბეხი“ (ინგლ. Arnold Jacob "Red" Auerbach დ. 1917 წლის 20 სექტემბერს - 2006 წლის 28 ოქტომბერი[1]) — ამერიკელი, ვაშინგტონ კეპიტოლზის, თრი-სიტიზ ბლექჰოუქსის და ბოსტონ სელტიქსის მთავარი მწვრთნელი. მას შემდეგ, რაც მან მწვრთნელის პოსტიდან წასვლის შესახებ განაცხადა, მან დაიწყო მსახურობა ბოსტონ სელტიქსის ოფისში პრეზიდენტის პოზიციაზე, სადაც პოსტს გარდაცვალებამდე ინარჩუნებდა. როგორც მწვრთნელმა, მან მოახერხა 938 მატჩის მოგება (მწვრთნელობიდან წასვლის დროს რეკორდი იყო[1]) და 9 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება (მოგვიანებით ფილ ჯექსონმა გადაასწრო). როგორც გენერალურმა მენეჯერმა და გუნდის პრეზიდენტმა, სელტიქსმა კიდევ 7 NBA-ის ტიტული მოიგო, რაც მისი 29-წლიანი[2] კარიერის განმავლობაში 16 თასი იყო. ამით ის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ოფიციალური გუნდის პირი გახდა ჩრდილო ამერიკის პროფესიონალურ სპორტის ისტორიაში. ის ასევე დასახელებული იქნა NBA-ის ისტორიის 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის.
არნოლდ ჯეიკობ ორბეხი | |
---|---|
ბოსტონ სელტიქსის პრეზიდენტი - რედი ორბეხი | |
მშობლიური სახელი | Arnold Jacob Auerbach |
დაბადების თარიღი |
20 სექტემბერი, 1917 ბრუკლინი, ნიუ-იორკი, აშშ |
გარდაცვალების თარიღი |
ოქტომბერი 28, 2006 ვაშინგტონის შტატი, აშშ |
ეროვნება | ამერიკელი |
ალმა-მატერი | ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | NBA-ის მწვრთნელი და აღმასრულებელი |
მეუღლე(ები) | დოროთი ლუისი |
შვილ(ებ)ი | ნენსი ორბეხ კოლინსი, რენდი ორბეხი |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 May, Peter (October 29, 2006). „Auerbach, pride of the Celtics, dies“. Boston.com. ციტირების თარიღი: July 10, 2007.
- ↑ Red Auerbach biography. JockBio.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — თებერვალი 18, 2012. ციტირების თარიღი: July 10, 2007.