უილტ ჩემბერლენი

ამერიკელი კალათბურთელი

უილტონ ნორმენ „უილტ“ ჩემბერლენი (ინგლ. Wilton Norman "Wilt" Chamberlain; დ. 21 აგვისტო, 1936 — გ. 12 ოქტომბერი, 1999) — ამერიკელი კალათბურთელი. ის კარიერის მანძილზე თამაშობდა ფილადელფია/სან-ფრანცისკო უორიორსის, ფილადელფია სიქსერსის და ლოს-ანჯელეს ლეიკერსის რიგებში ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. ახალბედა ჩემბერლენი 2.15 სიმაღლეს და 113 კგ იწონიდა, მოგვიანებით კი ლეიკერსში ყოფნის დროს ის 136 კგ-მდე ავიდა.[1] ის თამაშობდა ცენტრის პოზიციაზე, სადაც აღიარებულია ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე მოთამაშედ NBA-ის ისტორიაში.[1][2]

უილტ ჩემბერლენი
№ 13
ცენტრი
პირადი ინფორმაცია
დაიბადა 21 აგვისტო, 1936 (1936-08-21) (88 წლის)
ფილადელფია, პენსილვანია, აშშ
ეროვნება ამერიკელი
უმაღლესი სკოლა Overbrook
სიმაღლე 2.16 სმ
წონა 125 კგ
კარიერა
კოლეჯი Kansas (1956–1958)
NBA-ის დრაფტი 1959 / არჩევა: ტერიტორიული
არჩეული ფილადელფია უორიორსი
პროფესიონალური კარიერა 1959-–1973
ლიგა NBA
კარიერის ისტორია
1958–1959 Harlem Globetrotters
1959–1965 ფილადელფია / სან-ფრანცისკო უორიორსი
1965–1968 ფილადელფია სიქსერსი
1968–1973 ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
კარიერული მიღწევები და ჯოლდოები
კარიერული NBA სტატისტიკა
ქულა 31,419 (30.1 ppg)
მოხსნა 23,924 (22.9 rpg)
ასისტენტი 4,643 (4.4 apg)
სტატისტიკა Basketball-Reference.com-ზე

მიმოხილვა

რედაქტირება

უილტ ჩემბერლენი დაიბადა 21 აგვისტოს, 1936 წელს, ფილადელფიაში, პენსილვანია. მას იცნობდნენ, როგორც „უილტ არაბუნებრივი“ რადგან იყო 2 მეტრი და 16 სანტიმეტრი. ჩემბერლენი ვარჯიშობდა ჰარლემ გლობერტროტერსთან მანამ, სანამ, შეუერთდებოდა ფილადელფიის კალათბურთის გუნდს. მას თითოეულ თამაშში ჩაგდებული აქვს საშუალოდ 30,1 ქულა, რითიც მან შეინარჩუნა საკუთარი რეკორდი. მას ერთ სეზონში ჩაგდებული აქვს 4029 ქულა. ჩემბერლენი იყო კალათბურთის დიდებული დარბაზის წევრი 1978 წელს. ის გარდაიცვალა ბელ-აირში, კალიფორნიაში, 1999 წელს.

ადრეული წლები და განათლება

რედაქტირება

ჩემბერლენი იყო გამორჩეული მოთამაშე ფილადელფიის სკოლის გუნდში. ის უნივერსიტეტის გუნდში თამაშობდა 3 წელი, აქ სულ ჩაგდებული აქვს 2200 ქულაზე მეტი. იგი პატარაობიდანვე იყო მაღალი და ამით დომინირებდა სხვა მოთამაშეებზე. მისი სიმაღლის პიკი იყო 2 მეტრი და 16 სანტიმეტრი. მისი ზედმეტსახელეები ძირითადად გამომდინარეობდა მისივე სიმაღლიდან. იგი ვერ იტანდა როდესაც მას ეძახდნენ „უილტ არაბუნებრივს“ ან უბრალოდ „არაბუნებრივს“. როდესაც დადგა კოლეჯის დრო, ჩემბერლენი გახდა ძალიან პოპულარული კოლეჯის კალათბურთის გუნდში. მან გადაწყვიტა ესწავლა კანზასის უნივერსიტეტში. მას 1956 წელს კოლეჯში ჰქონდა დებიუტი როდესაც ითამაშა გუნდში სახელწოდებით „ჯეიჰაუს“, ხოლო 1957 წელს იგი გახდა გუნდის კაპიტანი. ჯეიჰაუსის გუნდმა წააგო თამაში ჩრდილოეთ კაროლინასთან, მაგრამ ჩემბერლენი იყო ამ თამაშის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშე.

კალათბურთის კარიერა

რედაქტირება

კოლეჯი დაასრულა 1958 წელს, ჩემბერლენს დასჭირდა 1 წელი რომ მორგებოდა NBA-ს წესებს. მან აირჩია რომ შემდეგი სეზონი ევარჯიშა ჰარლემ გლობერტროტერსთან მანამ, სანამ ჩაირიცხებოდა ფილადელფიის ვარიორთა გუნდში. 1959 წელს, ჩემბერლენს ჰქონდა პირველი თამაში ნიუ-იორკში „კნიკსების“ წინააღმდეგ, მან ამ თამაშში აიღო 43 ქულა. ასევე ამ სეზონში, იგი მეტოქეობას უწევდა კელტიკსის ვარსკვლავ მცველს ბილ რასელს. პირველად მოედანზე ორივე კონკურენტი გრძნობდა დაძაბულობას, მაგრამ შემდეგ ეს მეგობრობაში გადაიზარდა. ჩემბერლენს ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონი ჰქონდა 1962 წელს. ამ წლის მარტს იგი გახდა პირველი NBA-ს მოთამაშე, რომელმაც პირველმა ჩააგდო ერთ თამაშში 100 ქულა, რითაც მან დაამყარა ახალი რეკორდი და ეს რეკორდი დღესაც უცვლელია. სეზონის ბოლოს, ჩემბერლენმა დააგროვა 4000 ქულა და თითოეულ თამაშში მისი ქულების საშუალო მაჩვენებელი იყო 50,4. მისი თამაშის მწვერვალი იყო 1960, 1961 და 1962 წლებში, როდესაც ჩემბერლენი აირჩიეს მთიანი NBA-ს პირველ გუნდში სათამაშოდ 4 წლის მიყოლებით. ჩემბერლენი იყო ვარიორში მაშინ როდესაც ისინი წავიდნენ სან-ფრანცისკოდან 1962 წელს. მან მშვენივრად განაგრძო თამაში, 1962-1963 წლებში მისი ქულების საშუალო მაჩვენებელი იყო 44 და 37 იყო 1963-1964 წლებში, როდესაც იგი დაბრუნდა თავის სამშობლოში მან თამაში განაგრძო ფილადელფია 76-ში. აქ ის დაეხმარა თავის გუნდს მოეგო NBA-ს ჩემპიონატი თავის ადრინდელ გუნდთან. ჩემპიონობის გზაზე, ის დაეხმარა სიქსერს რომ დაემარცხებინათ ბოსტონ-კელტიკსი სამხრეთ დევიზიის ფინალში. კელტიქსმა დაკარგა შანსი ებრძოლა ჩემპიონატში 8 თანმიმდევრული მოგებისთვის. ბოლო მატჩზე სავსე იყო დარბაზი მაყურებლებით, რადგან მათ სურდათ ენახათ ორი უდიდესი ვარსკვლავის ბილ რასელისა და ვილტ ჩემბერლენის თამაში. 1968 წელს ის გადავიდა ლოს-ანჯელესში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ იგი იყო სრულყოფილი ათლეტი. ჩემბერლენი დაეხმარა ლეიკერსს, რომ მოეგო ჩემპიონატი 1972 წელს.

სპორტიდან წამოსვლა

რედაქტირება

1973 წელს მან თავი გაანება კალათბურთს. მან სულ ითამაშა 1045 მატჩი და მისი ქულების საშუალო მაჩვენებელი იყო 30,1. ეს იყო რეკორდი 1998 წლამდე, რადგან ამ წელს მაიკლ ჯორდანმა დაამყარა ახალი რეკორდი. დღე-დღეობით ჩემბერლენი არის გამორჩეული კალათბურთელი რომელიც მუდმივად შესანიშნავ თამაშებს ატარებდა.

კალათბურთიდან წამოსვლის შემდეგ, ჩემბერლენმა შეისწავლა მისი სხვა შესაძლებლობა. ის აქვეყნებდა თავის ავტოგრაფებს, ვილტი: უბრალოდ 7 ფუტი სიმაღლის ფერადკანიანი მილიონერი, რომელიც ცხოვრობს შენს მეზობლად, 1973-ში. იგი ასევე იყო მწვრთნელი ცოტა ხნის განმავლობაში, ასევე გახდა პოპულარული სარეკლამო მსახიობი.

გარდაცვალება

რედაქტირება

ჩემბერლეინი გარდაიცვალა გულის შეტევით 1999 წლის 12 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში. სიკვდილის წინ მან თქვა „არავის არ დაუკრა გოლიათმა ტაში“. „უილტი იყო ერთ-ერთი საუკეთესო და ჩვენ ვაღარ ვიხილავთ მის მსგავსს“, ასე მოიხსენია იგი კარემ აბდულ-ჯაბარმა. მისმა უწინდელმა მეტოქემ ბილ რასელმა თქვა: „ის და მე მუდმივად ვიქნებით მეგობრები“.

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 nba.com. (February 10, 2007) Wilt Chamberlain Summary. ციტირების თარიღი: January 26, 2008.
  2. espn.com. (February 10, 2007) Chamberlain towered over NBA. ციტირების თარიღი: January 26, 2008.