NBA-ს წლის მეექვსე კაცის ჯილდო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წლის მეექვსე კაცის ჯილდო - გადაეცემა 1982-1983 წლების NBA სეზონიდან ლიგის ყველაზე ღირებულ მოთამაშეს, რომელიც გუნდში ძირითადში ვერ ხვდება, თუმცა შეცვლაზე შემოსული ბრწყინვალედ ატარებს მატჩს (ან უბრალოდ მეექვსე კაცი). სპორტის შესახებ მწერალ კორესპონდენტებს და ტელევიზიის წამყვანებს აშშ და კანადის ტერიტორიაზე, შესაძლებლობა ეცემათ მისცენ ხმა. ყოველ წამყვანს შეუძლია 3 ხმა, მათ შორის პირველ მათგანს 5 ქულა ეძლევა, მეორე მათგანს 3 ქულა და მესამეს კი 1 ქულა. მოთამაშე, რომელიც ყველაზე მეტ ქულას დააგროვებს, გადაეცემა ეს ჯილდო. შესაძლებელი რომ იყოს ამ ჯილდოს მოპოვება, მოთამაშემ სეზონში უფრო მატჩი უნდა ჩაატაროს სკამიდან შემოსვლით, ვიდრე დაიწყოს.[1]

ამ ჯილდოს პირველი გაცემიდან მოყოლებული, წლის მეექვსე კაცის ჯილდო 26 სხვადასხვა მოთამაშეს გადაეცა. კევინ მაკჰეილი, რიკი პირსი და დიტლეფ შრემპფმა შეძლეს ამ ჯილდოს 2-ჯერ მოპოვება. ფინიქს სანსის მოთამაშეებს, ეს ჯილდო 4-ჯერ აქვთ მოგებული, მაშინ როდესაც ბოსტონ სელტიქსის და დალას მევერიქსის მოთამაშეებმა ამ ჯილდოს მოპოვება 3-ჯერ შეძლეს.[2] მაკჰეილი და ბილ უოლტონი არიან მხოლოდ ის ჯილდოს მფლობელები, რომლებიც შემდეგ დიდების დარბაზში იქნენ შეყვანილი. უოლტონი ასევე არის ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც ამ ჯილდოსთან ერთად, NBA MVP ჯილდო მოიგო.[3] უკანასკნელი გამარჯვებული არის ჯეიმზ ჰარდენი.[4] მანუ ჯინობილი, შრემპფი, ლეანდრო ბარბოსა, ტონი კუკოჩი და ბენ გორდონი არიან მხოლოდ ის ჯილდოს გამარჯვებულები, რომლებიც არ არიან აშშ ტერიტორიაზე დაბადებულნი. გორდონი იყო პირველი მოთამაშე, რომელმაც ეს ჯილდო, როგორც ახალბედა, ისე შეძლო მოგება.[5]

5 მოთამაშიდან, რომლებიც არ იყვნენ აშშ ტერიტორიაზე დაბადებულიდან, 3 მათგანს არ უვარჯიშიათ NBA-მდე ლიგაში: ჯინობილი, ბარბოსა და კუკოჩი. შრემპფი თამაშობდა 2 წელი ვაშინგტონის სკოლის კალათბურთის გუნდში, ასევე ვაშინგტონის კოლეჯში, ხოლო გორდონი აღზრდილი იქნა ნიუ-იორკის შტატში, ხოლო მოგვიანებით კონექტიკუტის შტატის კოლეჯში თამაშობდა კალათბურთს.

გამარჯვებულები

რედაქტირება
 
ლეანდრო ბარბოსამ 2006-07 წლების სეზონში მოიგო ჯილდო.
 
მანუ ჯინობილმა ჯილდოს მოგება 2007-08 წლების სეზონში შეძლო.
 
ლამარ ოდომი 2010-11 წლების სეზონში გამარჯვებული გახდა.
^ აღნიშნულია კვლავ NBA-ში მოქმედი მოთამაშეები.
* არჩეული იქნა ნეისმითის კალათბურთის დიდების დარბაზში
მოთამაშე (X) აღნიშნულია ნუმერაციით, თუ მერამდენეა ეს ჯილდო მისთვის
სეზონი მოთამაშე პოზიცია ეროვნება გუნდი
1982-83 ბობი ჯონსი F   აშშ ფილადელფია სიქსერსი
1983-84 კევინ მაკჰეილი* F/C   აშშ ბოსტონ სელტიქსი
1984-85 კევინ მაკჰეილი* (2) F/C   აშშ ბოსტონ სელტიქსი
1985-86 ბილ უოლტონი* C   აშშ ბოსტონ სელტიქსი
1986-87 რიკი პირსი G   აშშ მილუოკი ბაქსი
1987-88 როი ტერფლეი F/C   აშშ დალას მევერიქსი
1988-89 ედი ჯონსონი F   აშშ ფინიქს სანსი
1989-90 რიკი პირსი (2) G   აშშ მილუოკი ბაქსი
1990-91 დიტლეფ შრემპფი F   გერმანია ინდიანა პეისერსი
1991-92 დიტლეფ შრემპფი (2) F   გერმანია ინდიანა პეისერსი
1992-93 კლიფორდ რობინსონი F/C   აშშ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი
1993-94 დელ ქარი G/F   აშშ შარლოტ ჰორნეტსი
1994-95 ენთონი მეისონი F   აშშ ნიუ-იორკ ნიქსი
1995-96 ტონი კუკოჩი F   ხორვატია ჩიკაგო ბულზი
1996-97 ჯონ სტარკსი G   აშშ ნიუ-იორკ ნიქსი
1997-98 დენი მენინგი F   აშშ ფინიქს სანსი
1998-99 დარელ არმსტრონგი G   აშშ ორლანდო მეჯიკი
1999-00 როდნი როჯერსი F   აშშ ფინიქს სანსი
2000-01 აარონ მაკი G   აშშ ფილადელფია სიქსერსი
2001-02 კორლის უილიამსონი F   აშშ დეტროიტ პისტონსი
2002-03 ბობი ჯექსონი G   აშშ საკრამენტო კინგსი
2003-04 ენტოუნ იამისონი^ F   აშშ დალას მევერიქსი
2004-05 ბენ გორდონი^ G   აშშ
  გაერთიანებული სამეფო[a][6]
ჩიკაგო ბულზი
2005-06 მაიკ მილერი^ F/G   აშშ მემფის გრიზლი
2006-07 ლეანდრო ბარბოსა^ G   ბრაზილია ფინიქს სანსი
2007-08 მანუ ჯინობილი^ G   არგენტინა სან-ანტონიო სპურსი
2008-09 ჯეისონ ტერი^ G   აშშ დალას მევერიქსი
2009-10 ჯამალ ქროუფორდი^ G   აშშ ატლანტა ჰოუქსი
2010-11 ლამარ ოდომი^ F   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი
2011-12 ჯეიმზ ჰარდენი^ G   აშშ ოკლაჰომა-სიტი თანდერი

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

აღნიშვნა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Ginobili Wins 2007-08 Sixth Man of the Year Award Presented by Kia Motors. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (April 21, 2008). ციტირების თარიღი: July 11, 2008.
  2. Phoenix’s Barbosa Wins 2006-07 NBA Sixth Man Award. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc (May 1, 2007). ციტირების თარიღი: July 11, 2008.
  3. Most Valuable Player. NBA.com. Turner Sports Interactive, Inc. ციტირების თარიღი: June 15, 2009.
  4. „Thunder's James Harden wins Kia Sixth Man Award“ (პრეს-რელიზი). NBA. May 10, 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — მაისი 10, 2012. ციტირების თარიღი: სექტემბერი 11, 2012.
  5. Gordon Wins NBA Sixth Man of the Year Award. NBA.com/Chicago Bulls. Turner Sports Interactive, Inc (May 3, 2005). ციტირების თარიღი: July 11, 2008.
  6. First Person: Ben Gordon, Bulls Guard. Sports Illustrated (November 13, 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — ოქტომბერი 23, 2012. ციტირების თარიღი: August 14, 2008.