ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია

(გადამისამართდა გვერდიდან BAA)

ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (ინგლ. Basketball Association of America, BAA) - პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა ჩრდილოეთ ამერიკაში, რომელიც დაარსდა 1946 წელს. ლიგამ შეიერთა ნაციონალური საკალათბურთო ლიგა (NBL) 1949 წელს, და წარდგა ახალი ფორმატით, რომელმაც ლიგის სახეცვლილებაც გამოიწვია და NBA გახდა. ფილადელფია უორიორსი გახდა ინაუგურაციის წელს - 1947 პირველი ლიგის ჩემპიონი, ხოლო მომდევნო წლებში ბალტიმორ ბულეტსი 1948 და მინეაპოლის ლეიკერსი 1949 წელს. 6 გუნდი BAA-დან კვლავ აქტიურია NBA 2009-10 წლების სეზონებამდე. ინაუგურაციის სეზონი ლიგამ 11 გუნდით დაიწყო, მომდევნო 1947-48 წლებში ლიგა 8 გუნდამდე შემცირდა, თუმცა 1948-49 წლების სეზონში კი 12-მდე გაიზარდა.

ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია
სპორტი კალათბურთი
დაარსდა 1946 - 1949
გუნდების რაოდ. 16
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ამჟ. გამარჯვებული მინეაპოლის ლეიკერსი
ოფიციალური საიტი NBA.com

უოლტერ ბრაუნი, რომელიც ბოსტონ გარდენის მფლობელი იყო, სჯეროდა, რომ ყინულის ჰოკეის არენები, რომლებიც ცარიელი იყო მრავალი საღამოს დროს, შეივსებოდა თუ იმავე არენებზე კალათბურთის მატჩებს ჩაატარებდნენ. ამ თეორიის დასამტკიცებლად, ნიუ-იორკში 1946 წლის 6 ივნისს შეიქმნა BAA. მაურის პოდოლოფი, რომელიც ამერიკის ჰოკეის ლიგის პრეზიდენტი იყო, დანიშნული იქნა BAA პრეზიდენტად, რომლის მიხედვითაც გახდა პირველი პერსონა, რომელიც ორ პროფესიონალური ლიგის პრეზიდენტი იყო.

BAA მფლობელებზე მეტად დიდი გამოცდილება ბიზნესმენებს ჰქონდათ კალათბურთის გუნდის პატარა გამოცდილებით. ლიგა 11 გუნდით დაიწყო, სადაც თითოეული გუნდი 60 მატჩს ატარებდა. ამას მოჰყვებოდა პლეი-ოფი და ფინალური სერია ლიგის გამარჯვებულის გამოსავლენად. MLB მსგავსად, არავის ანიჭებდა უპირატესობას ფერად-კანიანი მოთამაშეების დრაფტზე არჩევის ან გამოყვანას.

ასევე ლიგა იყო პირველი პროფესიონალური საკალათბურთო ლიგა, ABL, NBL და BAA შორის, რომელიც დიდი ქალაქების დიდ არენებზე თამაშობდა, როგორებიც არის მედისონ-სკვერ-გარდენი და ბოსტონ გარდენი. მიუხედავად ამისა, ლიგის არსებობის 3 წლიდან, 2-ჯერ მოიგო ისეთმა გუნდმა, რომელიც მანამდე სხვა ლიგაში ასპარეზობდა - ბალტიმორ ბულეტსი 1948 და მინეაპოლის ლეიკერსი 1949 წელს.

1946-47 სეზონი

რედაქტირება

ლიგამ ასპარეზობა 11 გუნდით დაიწყო, რომლებიც 2 დივიზიონში განაწილდნენ - აღმოსავლეთი და დასავლეთი. ყოველი გუნდი ატარებდა 60 ან 61 თამაშს რეგულარულ სეზონში. საუკეთესო სამი გუნდი თითო დივიზიონიდან გადიოდა პლეი-ოფში. ორივე დივიზიონის გამარჯვებული გადიოდნენ პირდაპირ ნახევარ-ფინალში. მე-2 და მე-3 ადგილოსნები კი მეოთხედ ფინალში საუკეთესო 3 თამაშიან სერიას აწყობდნენ. აღმოსავლეთი დივიზიონის გამარჯვებული - ვაშინგტონ კეპიტოლზი, რომელმაც საუკეთესო 49 გამარჯვება აჩვენა, დამარცხდა ნახევარ-ფინალში ჩიკაგო სტეგსის მიერ. სტეგსი გავიდა ფინალში, სადაც ფილადელფია უორიორსს შეხვდა, რომელმაც ნახევარ-ფინალში ნიუ-იორკ ნიქსი დაამარცხა.

პირველ წელს იყო ბევრი პრობლემა. არენა როგორც კალათბურთის, ასევე ყინულის ჰოკეის გუნდები იყენებდნენ, რის გამოც რამდენიმე არენაზე, მფლობელები უბრალოდ ზემოდან დებდნენ ხის პარკეტს ყინულის მოედანზე, ამის გამო რამდენიმე მატჩი გადატანილი იქნა მოედანზე ასრიალების გამო. რამდენიმე მფლობელი არ ათბობდა არენას, მოუწოდებდა გულშემატკივრებს მოეტანათ თბილი ჩასაცმელი, ხოლო მოთამაშეები კი ხელთათმანებით თამაშობდნენ. დასწრების საშუალო მაჩვენებელი თითოეულ მატჩში 3 000 იყო. გუნდები, რომლებსაც ლიდერობა ჰქონდათ მოპოვებული, მათი მოთამაშეები დიდხანს ატარებდნენ ბურთს, ამიტომ შემოიღო ლიგამ გარკვეული პერიოდი თითოეული გუნდისთვის. დამატებით, ლიგის გუნდების ფინანსური მხარე ძალიან სუსტი იყო. მიუხედავად ამისა, BAA კვლავ აგრძელებდა გულშემატკივრების მოზიდვას ყოფილი კოლეჯის ვარსკვლავების თამაშით.

1947-48 სეზონი

რედაქტირება

სანამ სეზონი დაიწყებოდა, კლივლენდ რებელსი, დეტროიტ ფალკონსი, პიტსბურგ აირონმენი და ტორონტო ჰასკისი გაუქმდა, BAA-ში კი მხოლოდ 7 გუნდი დარჩა. ბალტიმორ ბულეტსი შემოუერთდა ლიგას ABL-დან, და გადავიდა დასავლეთ დივიზიონში ვაშინგტონ კეპიტოლზთან ერთად. სეზონის დაწყებისას, ლიგამ პირველად გააკეთა კოლეჯიდან დრაფტი 1947 წლის 1 ივლისს. ყოველმა გუნდმა ჩაატარა 48 თამაში რეგულარულ სეზონში. აღმოსავლეთ დივიზიონში გაიმარჯვა ფილადელფია უორიორსმა, ხოლო დასავლეთი დივიზიონი კი სენტ ლუის ბომბერსმა მოიგო.

1948 წლის პლეი-ოფი იგივე ფორმატით ჩატარდა, როგორიც წინა წელს. აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებულმა - ფილადელფია უორიორსმა დაამარცხა დასავლეთ დივიზიონის გამარჯვებული - სენტ ლუის ბომბერსი. ფინალში, უორიორსი დამარცხებული იქნა ბალტიმორ ბულეტსის მიერ 2-4.

1948-49 სეზონი

რედაქტირება

სანამ ახალი სეზონი დაიწყებოდა, ლიგას NBL-იდან 4 გუნდი შეემატა, ფორტ-უეინი პისტონსი, ინდიანაპოლის ჯეტსი, მინეაპოლის ლეიკერსი და როჩესტერ როიალზი. ამას რა თქმა უპირატესობა ჰქონდა დიდი, რადგან ჯორჯ მიკანი ამჯერად BAA-ში თამაშობდა, რაც ლიგას კიდევ უფრო პოპულარულს ხდიდა. 12 გუნდისგან შემდგარი ლიგა, 2 დივიზიონში გაიყო. ყოველმა გუნდმა რეგულარულ სეზონში 60 მატჩი ჩაატარა. აღმოსავლეთ დივიზიონის გამარჯვებული ვაშინგტონ კეპიტოლზი გამოვიდა 38 მოგებით, ხოლო დასავლეთ დივიზიონში კი ორი გუნდი ლიდეორბდა - როიალზი და ლეიკერსი რომლებმაც 45 და 44 მოგებები შეძლეს.

1949 წლის პლეი-ოფი ამჯერად 8 გუნდისგან შედგებოდა. 4 გუნდი თითო დივიზიონიდან, რომლებიც ნახევარ-ფინალშიც და დივიზიონის ფინალში ხვდებოდნენ. ორივე დივიზიონის გამარჯვბეული ბოლოს ხვდებოდა ერთმანეთს. დივიზიონის ნახევარ-ფინალი და ფინალი საუკეთესო 3 მატჩის ფორმატისგან შედგებოდა, ხოლო ფინალი კი 7 მატჩისგან. ლეიკერსმა დასავლეთ დივიზიონის ფინალში როიალზი დაამარცხა და ინაუგურაციის წელსვე გახდა დივიზიონის გამარჯვებული. მეორე დივიზიონურ ფინალში, კეპიტოლზმა ნიუ-იორკ ნიქსი დაამარცხა და ინაუგურაციის წელსვე მოიგო აღმოსავლეთ დივიზიონის ტიტული. ფინალში ლეიკერსმა მოიგო 4-2 კეპიტოლზის წინააღმდეგ.

BAA დასასრული

რედაქტირება

1949 წლის 3 აგვისტოს, BAA დათანხმდა NBL შეერთებას, რაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის შექმნას გამოიწვევდა (NBA). NBL-ს 6 გუნდი გადმოვიდა BAA-ში შეერთებისას. ინდიანაპოლის ოლიმპიანსი დაემატა ლიგას როგორც დამატებითი გუნდი. საბოლოოდ, ლიგაში 17 გუნდი დამკვიდრდა, რომლებიც გადანაწილებულები იყვნენ როგორც დიდ, ასევე პატარა ქალაქებში, როგორც დიდ არენებზე, ასევე პატარა გიმნასტიკის დარბაზებში. შეერთებისას, ლიგამ 1949 წლის 21 მარტს კოლეჯის დრაფტი ჩაატარა, რომელიც ბოლო დრაფტი გახდა BAA სახელით.

ლიგის ჩემპიონები

რედაქტირება
წელი ფინალისტი შედეგი ფინალისტი
1947 ფილადელფია უორიორსი 4–1 ჩიკაგო სტეგსი
1948 ბალტიმორ ბულეტსი 4–2 ფილადელფია უორიორსი
1949 მინეაპოლის ლეიკერსი 4–2 ვაშინგტონ კეპიტოლზი
^ აღნიშნულია ის გუნდები, რომლებიც ამჟამად კვლავ თამაშობენ NBA-ში
გუნდი ქალაქი აქტიური
წლები
ჩატარებული
სეზონი
მოგება-წაგების
შედეგი
მოგება
პროცენტულად
პლეი-ოფში
გავიდა
ჩემპიონობა
მოიგო
BAA ბუფალო ნიუ-იორკი არ უთამაშია 0 0–0 N/A 0 0
BAA ინდიანაპოლისი ინდიანა არ უთამაშია 0 0–0 N/A 0 0
ბალტიმორ ბულეტსი[a] მერილენდი 1947–49 2 57–51 .528 2 1
ბოსტონ სელტიქსი^ მასაჩუსეტსი 1946–49 3 67–101 .399 1 0
ჩიკაგო სტეგსი ილინოისი 1946–49 3 105–64 .621 3 0
კლივლენდ რებელსი ოჰაიო 1946–47 1 30–30 .500 1 0
დეტროიტ ფალკონსი მიჩიგანი 1946–47 1 20–40 .333 0 0
ფორტ-უეინი პისტონსი^[b] ინდიანა 1948–49 1 22–38 .367 0 0
ინდიანაპოლის ჯეტსი ინდიანა 1948–49 1 18–42 .300 0 0
მინეაპოლის ლეიკერსი^[c] მინესოტა 1948–49 1 44–16 .733 1 1
ნიუ-იორკ ნიქსი^ ნიუ-იორკი 1946–49 3 91–77 .542 3 0
ფილადელფია უორიორსი^[d] პენსილვანია 1946–49 3 90–78 .536 3 1
პიიტსბურგ აირონმენი პენსილვანია 1946–47 1 15–45 .250 0 0
პროვიდენს სტიმროლერსი როუდ აილენდი 1946–49 3 46–122 .274 0 0
როჩესტერ როიალზი^[e] ნიუ-იორკი 1948–49 1 45–15 .750 1 0
სენტ ლუის ბომბერსი მისური 1946–49 3 96–73 .568 3 0
ტორონტო ჰასკისი ონტარიო 1946–47 1 22–38 .367 0 0
ვაშინგტონ კეპიტოლზი ვაშინგტონი 1946–49 3 115–53 .685 3 0

შედეგები წლების მიხედვით

რედაქტირება

1946-47 სეზონი

რედაქტირება

აღმოსავლეთი დივიზიონი

რედაქტირება
გუნდი W L PCT.
ვაშინგტონ კეპიტოლზი 49 11 .817
ფილადელფია უორიორსი 35 25 .583
ნიუ-იორკ ნიქსი 33 27 .550
პროვიდენს სტიმროლერსი 28 32 .467
ბოსტონ სელტიქსი 22 38 .367
ტორონტო ჰასკისი 22 38 .367

დასავლეთი დივიზიონი

რედაქტირება
გუნდი W L PCT.
ჩიკაოგ სტეგსი 39 22 .639
სენტ ლუის ბომბერსი 38 23 .623
კლივლენდ რებელსი 30 30 .500
დეტროიტ ფალკონსი 20 40 .333
პიტსბურგ აირონმენი 15 45 .250

1947-48 სეზონი

რედაქტირება

აღმოსავლეთი დივიზიონი

რედაქტირება
გუნდი W L PCT.
ფილადელფია უორიორსი 27 21 .563
ნიუ-იორკ ნიქსი 26 22 .542
ბოსტონ სელტიქსი 20 28 .417
პროვიდენს სტიმროლერსი 6 42 .125

დასავლეთი დივიზიონი

რედაქტირება
გუნდი W L PCT.
სენტ ლუის ბომბერსი 29 19 .604
ბალტიმორ ბულეტსი 28 20 .583
ჩიკაგო სტეგსი 28 20 .583
ვაშინგტონ კეპიტოლზი 28 20 .583

1948-49 სეზონი

რედაქტირება

აღმოსავლეთი დივიზიონი

რედაქტირება
გუნდი W L PCT.
ვაშინგტონ კეპიტოლზი 38 22 .633
ნიუ-იორკ ნიქსი 32 28 .533
ბალტიმორ ბულეტსი 29 31 .483
ფილადელფია უორიორსი 28 32 .467
ბოსტონ სელტიქსი 25 35 .417
პროვიდენს სტრიმროლერსი 12 48 .200

დასავლეთი დივიზიონი

რედაქტირება
გუნდი W L PCT.
როჩესტერ როიალზი 45 15 .750
მინეაპოლის ლეიკერსი 44 16 .733
ჩიკაგო სტეგსი 38 22 .633
სენტ ლუის ბომბერსი 29 31 .483
ფორტ-უეინი პისტონსი 22 38 .367
ინდიანაპოლის ჯეტსი 18 42 .300

ჯილდოები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება