ტორონტო ჰასკისი (ინგლ. Toronto Huskies) — ყოფილი გუნდი ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში (მოგვიანებით ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია) 1946-47 წლების სეზონის პერიოდში, რომელიც ტორონტოში, ონტარიოს შტატში მდებარეობდა. გუნდმა ერთ სეზონში 22-38 შედეგით დაასრულა, რასაც გუნდის გაუქმება მოჰყვა საბოლოოდ.

ტორონტო ჰასკისი
Toronto Huskies
ტორონტო ჰასკისი ლოგო
ტორონტო ჰასკისი ლოგო
დივიზიონი აღმოსავლეთი
დაარსდა 1946
ისტორია ტორონტო ჰასკისი
(1946–1947)
არენა Maple Leaf Gardens
ქალაქი ტორონტო, ონტარიო
გუნდის ფერები ლურჯი და თეთრი
        
მფლობელ(ებ)ი ბენ ნიუმენი, ერიკ კრედოკი და ჰაროლდ შენონი
გენერალური მენეჯერი ლუ ჰეიმენი
ჩემპიონები 0
დივიზიონის ტიტულები None

გუნდის ისტორია

რედაქტირება

1946 წელს, დიდი არენების მფლობელებმა და ოპერატორებმა ჩაატარეს შეხვედრა ნიუ-იორკში, რომ დაეარსებინათ ამერიკის საკალათბურთო ასოციაცია (ამჟამინდელი NBA). მფლობელები ძირითადად NHL-ის გუნდების წარმომადგენლები არ იყვნენ, რომლებსაც ცარიელი დღეები შეევსოთ. ერთადერთი კანადური დელეგაცია მოწვეული იქნა Maple Leaf Gardens-იდან: ფრენკ სილკ უფრ.

საბოლოოდ გუნდმა 1946 წლის 1 ნოემბერს ჩაატარა პირველი მატჩი BAA-ში, რომელიც ასევე ლიგის პირველ მატჩად არის აღიარებული, ჰასკისი 66-68 დამარცხდა ნიუ-იორკ ნიქერბოქერსის წინააღმდეგ, რომელსაც 7 090 მაყურებელი ესწრებოდა. ოსი შექტმენმა ჩააგდო პირველი ქულები ნიუ-იორკ ნიქერბოქერსის რიგებიდან ტორონტო ჰასკის ფარში, რომელიც ლიგის პირველ ქულებადაა აღიარებული.[1]

ჰასკისის დაბრუნება

რედაქტირება

ტორონტოს კალათბურთის გულშემატკივრებმა შექმნეს „დავაბრუნოთ ჰასკისის“ კამპანია, რომელსაც ასევე საიტი მიუძღვნეს TorontoHuskies.org. ჯგუფის მიზანი იყო ახლანდელი ტორონტო რაპტორსის სახელის ჩანაცვლება და ისტორიული „ჰასკისი“-ს სახელის დაბრუნება.

2009 წლის 8 დეკემბერს, რაპტორსმა წარადგინა ახალი ძველ დროში დაბრუნების მაისური, რომელიც ჰასკისის ფორმას ჰგავდა. მაისური იყო სრულიად ანალოგიური, ერთადერთი შორტები ძველთან შედარებით უფრო გრძელი იყო. ასევე ჰასკისის ბანერი იქნა გამოკრული და აუდიტორია რაპტორსის ნაცვლად ჰასკის გაიძახოდა.

სეზონის შედეგები

რედაქტირება

მნიშვნელობა: W = მოგება, L = წაგება, % = მოგება-წაგების %

სეზონი W L % პლეი-ოფი შედეგი
ტორონტო ჰასკისი (BAA)
1946–47 22 38 .367
ტოტალური 22 38 .367
პლეი-ოფი 0 0 .000

შემადგენლობა

რედაქტირება
  • მაიკ მაკერონი G
  • ლეო მაგუსი F/C   აშშ
  • რედ უალასი G
  • დიქ ფიტზჯერალდი F   აშშ
  • კლეგი ჰერსმენი F/C   აშშ
  • დიქ შულცი F/G   აშშ
  • როი ჰარლი F/G   აშშ
  • ბობ მიულენსი G
  • ედ სედოვსკი C   აშშ
  • ჰარი მილერსი F/C   აშშ
  • ჩარლი ჰოფერი G
  • ფრენკ ფუჩარინო F   აშშ
  • ბობ ფიტზჯერალდი F/C   აშშ
  • ჯორჯ ნოსტრენდი F/C   აშშ
  • ნატ მილიზოკი F   აშშ
  • რეი უერტისი G
  • რალფ სეივერტი C
  • ედ კესიდი G
  • ჯინო სოვრენი F/G   კანადა
  • ჰენკ ბაისეტი G   კანადა

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება