პროვიდენს სტიმროლერსი
პროვიდენს სტიმროლერსი (ინგლ. Providence Steamrollers) — ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის გუნდი, რომელიც როდ-აილენდის შტატში მდებარეობდა.[1] 2012 წლების თანახმად, სტიმროლერსი არის ერთადერთი გუნდი დიდი ოთხეულიდან, რომელიც როდ-აილენდში მდებარეობდა.
პროვიდენს სტიმროლერსი Providence Steamrollers | |
---|---|
დივიზიონი | აღმოსავლეთი |
დაარსდა | 1946 |
ისტორია | პროვიდენს სტიმროლერსი (1946–1949) |
არენა | Rhode Island Auditorium |
ქალაქი | პროვიდენსი, როდ-აილენდი |
გუნდის ფერები | წითელი, თეთრი და შავი |
მფლობელ(ებ)ი | ლუის პიერი |
ჩემპიონები | |
დივიზიონის ტიტულები | None |
გუნდის ისტორია
რედაქტირებასტიმროლერსი იყო ერთ-ერთი გუნდი იმ პირველი 11 NBA გუნდიდან (როდესაც ლიგა, როგორც ამერიკის საკალათბურთო ასოციაციად შეიქმნა). გუნდის ყველა დროის შედეგია 46–122 (.274) რის გამოც არსებობის 3 სეზონის შემდეგ, გუნდი გაუქმდა.
სტიმროლერსი კვლავ ინარჩუნებს NBA რეკორდს, ყველაზე ცოტა გამარჯვება ერთ სეზონში, როდესაც 1947-48 წლებში მათ მხოლოდ 6 თამაშის მოგება მოახერხეს (მაგრამ გუნდ არ ეკუთვნის ყველაზე დაბალი მოგების პროცენტული მაჩვენებელი, რომელიც 2011-12 წლების სეზონის შარლოტ ბობკეტსის ანგარიშზეა). ასევე 1947-48 წლების სეზონში სტიმროლერსის გუნდში ირიცხებოდა 46 წლის ნეტ ჰიკი, რომელიც დღემდე ინარჩუნებს ყველაზე ასაკოვანი მოთამაშის რეკორდს, რომელსაც ოდესმე ლიგაში უთამაშია.
მოთამაშეების აღნიშვნა
რედაქტირება- ირნი კელვერლი - All-NBA მეორე გუნდი და ლიდერობდა ლიგას ასისტენტებში NBA-ის პირველ სეზონში.
- ჯორჯ ნოსტრენდი - ყველაზე მაღალი მოთამაშე NBA-ის პირველ წელს.
- ჰაუი შენონი - ლიდერობდა 1949 წლის NBA ახალბედაში.
- ნეტ ჰიკი - ყველაზე ასაკოვანი მოთამაშე NBA-ის ისტორიაში.
მწვრთნელები
რედაქტირება- რობერტ მორისი - 1946
- ჰენკ სოური - 1947
- ნეტ ჰიკი - 1948
- კენ ლოფლერი - 1949
სეზონის შედეგები
რედაქტირებამნიშვნელობა: W = მოგება, L = წაგება, % = მოგება-წაგების %
სეზონი | W | L | % | პლეი-ოფი | შედეგი |
---|---|---|---|---|---|
პროვიდენს სტიმროლერსი (BAA) | |||||
1946–47 | 28 | 32 | .467 | ||
1947–48 | 6 | 42 | .125 | ||
1948–49 | 12 | 48 | .250 |
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Providence Steam Rollers Franchise Index. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-08-01. ციტირების თარიღი: 2012-09-19.