NBA-ის ფინალი — საჩემპიონო სერია ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში. 1986 წლამდე ამ სერიას NBA მსოფლიო საჩემპიონო სერია ეწოდებოდა.

NBA-ის ფინალის ლოგო.

სერია თამაშდება აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციების გამარჯვებულებს შორის. დასკვნით შეხვედრაში, სადაც NBA ფინალის გამარჯვებული გამოვლინდება, რომელსაც ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი გადაეცემა. (1946-1977 წლებში, გამარჯვებულს უოლტერ ბრაუნის თასი გადაეცემა). NBA ფინალი ჩატარდა ყველა NBA და ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის ისტორიაში, რომელიც 1947 წლიდან დაიწყო.

1985 წლიდან მოყოლებული NBA ფინალი 2-3-2 ფორმატით ტარდება. პირველი და უკანასკნელი 2 მატჩი სერიისა ტარდება იმ გუნდის არენაზე, რომელიც საუკეთესო შედეგს ანახებს რეგულარული სეზონის განმავლობაში.

1947–56: ადრეული წლები და ლეიკერსის დინასტია

რედაქტირება

პირველი დეკადის დროს, მინეაპოლის ლეიკერსს ჰყავდა პირველი დინასტია, რომელმაც 6 წლის განმავლობაში 5 NBA ჩემპიონის ტიტული მოიგო დიდების დარბაზის წევრ მწვრთნელ ჯონ ქანდლისთან ერთად. გუნდის წარმატება ასევე დაკავშირებულია ჯორჯ მიკანთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე მოთამაშე იყო NBA-ის ისტორიაში. გუნდი წინათ ასევე გამოდიოდა და დომინირებდა ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში როგორც მინეაპოლის ლეიკერსი.

1957–69: სელტიქსის დინასტია

რედაქტირება

ბოსტონ სელტიქსი გავიდა 11-1 შედეგით NBA ფინალში 13 სეზონის განმავლობაში (1965-67 და 1968-69 წლების სეზონებში). გუნდმა მოახერხა ზედიზედ NBA ფინალებში გამარჯვება 1959-1966 წლებში.[1]

სელტიქსი და ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 6-ჯერ შეხვდნენ NBA ფინალში იმ დროს, როდესაც ბოსტონმა ზედიზედ 8-ჯერ მოახერხა NBA ფინალში გამარჯვება.[1] ამ პერიოდში შედის ერთი სეზონი, როდესაც ლეიკერსი კვლავ მინეაპოლისი იყო (1958-59), რაც იმ დროისთვის ყველაზე მეტი 65% NBA შეხვედრა იყო, მეორედ ეს ყოველივე 1979-80 და 1988-89 წლებში მოხდა.

სელტიქსის დინასტიასთან ერთად 1957 წელში, ბილ რასელი გახდა ლიგის ვარსკვლავი. რომელმაც NBA-ის ფინალის მე-7 თამაშში გადამწყვეტი და გამარჯვების მომტანი ქულა ჩააგდო ბოლო წამზე დამატებულ დროში. 1950-1960-იანი წლების პერიოდში, სელტიქსი ყოველთვის უფრო მაღლა იყო, ვიდრე უილტ ჩემბერლენის ფილადელფია უორიორსი.

1964 წელს, როდესაც უილტ ჩემბერლენი გადავიდა თავის გუნდთან ერთად შტატ კალიფორნიაში, ყოფილი ფილადელფია უორიორსი გახდა სან-ფრანცისკო უორიორსი, რომელმაც დასავლეთი კონფერენციის ფინალში მოიგო, თუმცა კიდევ ერთხელ დამარცხდა სელტიქსთან. მომდევნო სეზონში, ის გადავიდა ფილადელფია სიქსერსის რიგებში, რომელიც იყო სირაკუს ნეიშენალსი, მაგრამ ფილადელფიიდან უორიორსის წასვლის შემდეგ, ქალაქი ვაკანტური გახდა.

1966 წელში ამ ორი გუნდის შეხვედრა მოხდა პლეი-ოფში, სადაც ბოსტონმა 4-1 გაიმარჯვა. ჩემბერლენს მწვრთნელმა უთხრა, რომ ეთამაშა გუნდური თამაში და არა ინდივიდუალური თამაში, რამაც ჩემბერლენის შედეგიანობა უფრო ნაკლები გახადა, თუმცა მომდევნო სეზონში მათ 68 რეგულარული მატჩის მოგება შეძლეს და ასევე ბოსტონი დაამარცხეს, რითაც ფინალში ასპარეზობის უფლება და მოგვიანებით ტიტული მოუტანა გუნდს.

1968 წელს, ბოსტონმა ამოიღო 3-1 დეფიციტი ფილადელფიას წინააღმდეგ და კიდევ ერთხელ შეძლო ფინალში ასპარეზობის უფლების მოპოვება. მათ შეძლეს ფინალში ლოს-ანჯელეს ლეიკერსის დამარცხება ზედიზედ მეექვსედ, ამჯერად 4-2 ანგარიშით.

1969 წელში ბოსტონში ტრავმიანობის პერიოდი დადგა. გუნდმა პლეი-ოფში ასპარეზობის უფლება მე-4 ადგილით მოიპოვა აღმოსავლეთში. ამ დროს კი ლეიკერსმა სეზონის უქმეებზე დაიმატა ჩემბერლინი და ასევე ელჯინ ბაილორი, ვისი საშუალებითაც გუნდმა დასავლეთი კონფერენციის ტიტული მოიგო და პირველად მას შემდეგ, რაც ლოს-ანჯელესში გადავიდნენ. ლეიკერსი ფავორიტი იყო ფინალში, სადაც კვლავ სელტიქსს შეხვდა. ლეიკერსმა Los Angeles Forum-ში გაართული პირველი ორი შეხვედრის მოგება შეძლო და სერიაში 2-0 დაწინაურდა. მიუხედავად ამისა, ბოსტონ გარდენში გამართულ შეხვედრაში, სელტიქსმა მე-3 მატჩი 110-105 მოიგო. მე-4 მატჩი იყო სერიის გადამწყვეტი მომენტი, როდესაც ლეიკერსი 878-86 იგებდა თამაშის დასრულებამდე 10 წამით ადრე და ასევე ფლობდა ბურთს. ლეიკერსმა ბურთი დაკარგა და ეს გამოიყენა სემ ჯონსმა, რომელმაც საბოლოოდ ანგარიში ტაბლოზე 88-87 დააფიქსირა სელტიქსის სასარგებლოდ. მე-5 მატჩი კვლავ ფორუმში ჩატარდა, რომელიც ლეიკერსმა 117-104 მოიგო, თუმცა მე-6 მატჩში, როდესაც სელტიქსმა 99-90 გაიმარჯვა, ჩემბერლებმა მხოლოდ 2 ქულის მითვლა შეძლო. მე-7 მატჩი 5 მაისს შედგა: ლეიკერსის მფლობელმა ჯეკ კენტ ქუკს ჰქონდა გამზადებული უამრავი ბუშტი არენის თავზე, რომელიც გამარჯვების შემდეგ უნდა გაეშვათ. როდესაც ჯერი ვესტმა დაინახა ბუშტები, ის უფრო გაშმაგებული გახდა მაშინ, როდესაც რასელმა უმალვე გამოიყენა ბუშტები იმისთვის, რომ გუნდი შთაეგონებინა გამარჯვებისთვის. ვესტმა მცირედი ტრავმა მიიღო თამაშის დროს, რასელმა კი მის გუნდში გასცა განკარგულება, რომ აეღოთ სწრაფი შესვენება და ყოველი შანსი გამოეყენებინათ ნაადრევი ლიდერობით. საბოლოოდ ბოსტონმა შეძლო 108-106 დამარცხება ლეიკერსის და მე-11 ტიტულის მოგება უკანასკნელ 13 წელში, რაც უკანასკნელი ტიტული იყო ბოსტონ სელტიქსის პირველი დინასტიის.

1970–79: სამართლიანობის პერიოდი

რედაქტირება

1970-იანების პერიოდში ტიტული 8 სხვადასხვა გუნდმა მოიგო, სელტიქსმა და ნიქსმა 2-ჯერ მოახერხეს ტიტულის მოპოვება.

1970 წლის კლასიკური ფინალი შედგა ნიუ-იორკ ნიქსის და ლოს-ანჯელეს ლეიკერსის შორის. მე-3 მატჩში, როდესაც სერიაში ფრე იყო, ჯერი ვესტმა მოახერხა 18 მეტრიდან ჩაგდება ბურთის და თამაშის გათანაბრება, სროლა რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნასროლი გახდა. მიუხედავად ამისა, ნიქსმა მოახერხა სერიის 4-3 მოგება. 2 სეზონის მოგვიანებით, გუნდმა ზედიზედ 33 მატჩი მოიგო, რაც ყველაზე გრძელი მოგებების სერიაა NBA ისტორიაში. სეზონის დასასრულს, მათ მოხსნეს რეკორდი ყველაზე მეტი რეგულარული სეზონში გამარჯვებული მატჩით - 69, რაც ერთით მეტი იყო ვიდრე 1966-67 წლების ფილადელფია სიქსერსის მიერ დამყარებული. ლეიკერსმა საბოლოოდ შეძლო ჩემპიონის თასის მოგება პირველად მას შემდეგ, რაც გუნდი მინეაპოლისიდან გადავიდა. ნიქსმა კვლავ შეძლო ჩემპიონობის მოგება 1973 წელს, რაც გუნდის ისტორიაში მე-2 და დღემდე უკანასკნელი ტიტულია.

1974 წლის ფინალში სელტიქსი კვლავ დაბრუნდა, რაც გუნდური ბრწყინვალე თამაშის დამსახურება იყო. მათ მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ 4-3 მოიგეს.

ასევე აღსანიშნავია 1970-იან მოგვიანებით შლებში დასავლეთის დომინირება. 1975 წლის ფინალში, მას შემდეგ რაც გოლდენ-სტეიტ უორიორსმა 48-34 დაასრულა რეგულარული სეზონი, შეძლო NBA ფინალში მოგება 4-0 ვაშინგტონ ბულეტსის წინააღმდეგ.

1976 წელი იყო ფინიქს სანსის აღზევების პერიოდი, რომელმაც დაარსებიდან მე-8 წელს თითქმის წაგებული სეზონის შემდეგ შეძლო არნახული შემოტრიალება სეზონის და საბოლოოდ 42-40 დასრულება. ღონისძიებამ კულმინაციას მიაღწია მას შემდეგ, რაც გუნდმა შეძლო პლეი-ოფში სიეტლ სუპერსონიქსის და გოლდენ-სტეიტ უორიორსის დამარცხება. ფინალში გასულები კი ბოსტონს შეხვდნენ, სადაც პირველი 4 თამაში გუნდებმა საშინაო მატჩებში გამარჯვებებით გაიყვეს. მე-5 მატჩში 3 დამატებითი დრო შედგა, სადაც ბოსტონმა საბოლოოდ 128-126 გაიმარჯვა. 2 დღის შემდეგ სელტიქსმა დაასრულა სერია 87-80 გამარჯვებიით მე-6 მატჩში, რაც მათთვის მე-13 ჩემპიონის ტიტული გახდა.

ასევე სხვა დასავლეთის გუნდი, რომელმაც მოიგო პირველი ტიტულები ისტორიაში გახდა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 1977 წელს და სიეტლ სუპერსონიქსი 1979 წელს. პორტლენდმა მოიგო ფილადელფია სიქსერსის წინააღმდეგ, რომელსაც იულიუს ირვინგი ლიდერობდა და უპირველეს ფავორიტებად მოიაზრებოდნენ. ასევე ვაშინგტონ ბულეტსი იყო ფავორიტი სიეტლ სუპერსონიქსის წინააღმდეგ 1978 წლის ფინალში, სადაც ბულეტსმა 4-3 მოიგო, მაგრამ მომდევნო სეზონში იგივე ფინალის გადათამაშება შედგა სადაც ამჯერად სუპერსონიქსმა 4-1 გაიმარჯვა.

1980–90: სელტიქსი-ლეიკერსის მეტოქეობა

რედაქტირება

1980 და 1989 წლებში, სელტიქსმა და/ან ლეიკერსმა მონაწილეობა მიიღეს ყოველ NBA-ის ფინალში.[1] ლეიკერსმა შეძლო 5 ტიტულის მოგება 1980-1990 წლების პერიოდში (1980, 1982, 1985, 1987 და 1988 წლებში), ხოლო სელტიქსმა კი 3 ტიტულის მოპოვება (1981, 1984 და 1986 წლებში). პისტონსმა ამ პერიოდში 2-ჯერ მოახერხა ჩემპიონობის მოგება (1989 და 1990 წლებში), ხოლო სიქსერსმა კი ერთხელ (1983 წელს).

1979 წლის NCAA საჩემპიონო მატჩი შედგა მიჩიგან სტეიტ უნივერსიტის, რომელსაც მეჯიკ ჯონსონი ლიდერობდა და ინდიანა სტეიტ უნივერსიტს შორის, რომელსაც ლარი ბირდი ლიდერობდა. მიჩიგანის შტატმა მოიგო. ამ შეხვედრის დროს, ფინალს ყველაზე დიდი რეიტინგი და ჰქონდა ისტორიაში TV-ის ყურების მხრივ, როდესაც ტელევიზიის 38% ამ საღამოს, ზუსტადაც რომ ფინალურ მატჩზე იყო გადართული.

ბირდი იმ წელსვე იქნა არჩეული, თუმცა გადაწყვიტა კიდევ ერთი წელი მოეცადა, თუმცა ორივე ვარსკვლავი 1979 წელს შეუერთდა ლიგას. ჯონსონის ლეიკერსმა გააღწია 1980 წლის NBA-ის ფინალში, სადაც 3-2 ლიდერობდა კიდეც, თუმცა კარიმ აბდულ-ჯაბარის ტრავმამ მე-6 თამაში მის გარეშე დატოვა. ჯონსონმა მისი ცენტრის პოზიცია ასევე სხვა პოზიციებით ჩაანაცვლა და თითქმის ყველგან იყო თამაშის მანძილზე, რამაც მის ანგარიშზე 42 ქულა მოიტანა საბოლოოდ და პირველი ჩემპიონის ტიტული.

ბოსტონმა მოიგო 1981 წლის NBA-ის ფინალი ჰიუსტონ როკეტსის წინააღმდეგ ბირდის დახმარებით, რის შემდეგაც გუნდი კვლავ დომინირებას აგრძელებდა მომდევნო წლებში და არაერთი ატლანტიკური დივიზიონის ტიტული მოიგო გუნდთან ერთად.

ფილადელფიას ამ დროს მოსის მელოუნი და იულიუს ირვინგი ლიდერობდნენ, რომლების დახმარებითაც გუნდმა 1983 წლის NBA-ის ფინალი მოიგეს, სადაც გუნდმა მხოლოდ პლეი-ოფში მხოლოდ ერთი მატჩი წააგო და ასევე შეძლო ლეიკერსის დამარცხება. (მელოუნმა მანამდე იწანასწარმეტყველა, რომ ყველა სერიას 4-0 მოიგებდნენ.) 1984 წლის NBA-ის ფინალში ლეიკერსი და სელტიქსი კვლავ შეხვდნენ პირველად 1969 წლის შემდეგ, სადაც ბირდის ბრწყინვალე თამაშით სელტიქსმა სერია 4-3 მოიგო. მე-7 მატჩში იყო ყველაზე დიდი TV აუდიენცია NBA-ის ყველა დროის განმავლობაში, ასევე ყველაზე დიდი საკალათბურთო მატჩის თვალსაზრისით მეორე ადგილზე. ფინალი კი ზუსტად იმ მოთამაშეებით შედგა, რომლებმაც 5 წლით ადრე კოლეჯშI ყველაზე მეტი მაყურებელი მოიზიდეს. ასევე ეს იყო უკანასკნელი NBA-ის ფინალი, რომელიც 2–2–1–1–1 ფორმატით ჩატარდა.

1985 წლის NBA-ის ფინალში, ლეიკერსმა შეძლო საბოლოოდ სელტიქსის დამარცხება NBA-ის ფინალში 6 მატჩის ჯამში, რაც უკანასკნელ 9 ასეთი შეხვედრიდან პირველი მაჩვენებელი იყო. მას შემდეგ რაც პირველ მატჩში 148-114 დამარცხდნენ, ლეიკერსმა შეძლო 5 მატჩიდან 4-ში გამარჯვება, მათ შორის მე-6 მატჩის, რომელიც ბოსტონ გარდენში ტარდებოდა. ფინალი იყო პირველი, რომელიც 2-3-2 ფორმატით ჩატარდა, როდესაც რედ ორბეხმა ურჩია დევიდ სტერნს აეცილებინა თავიდან ბოსტონიდან ლოს-ანჯელესში ხშირი მოგზაურობა.

1986 წლის NBA-ის ფინალში სელტიქსი დაბრუნდა, სადაც ამჯერად როკეტსს დაუპირისპირდა. ბოსტონელებმა 6 მატჩში შეძლეს გამარჯვება, რითაც მე-16 ტიტული მოიგეს, ხოლო NBA-ის MVP და NBA ფინალის MVP ჯილდო ლარი ბირდს გადაეცა, რომლისთვისაც ეს ტიტული მეორე იყო ისევე, როგორც ჩემპიონის ტიტული.

1987 წელს, ლეიკერსი და სელტიქსი კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს. ლეიკერსმა შეძლო პირველი ორ მატჩში გამარჯვება, ხოლო ბოსტონმა მე-3 მატჩის მოგება. მე-4 მატჩში მეჯიკ ჯონსონის თამაშის დასრულებამდე 2 წამით ადრე ჩაგდებულმა ბურთმა ლეიკერსს მოაგებინა მატჩი 107-106 და სერიას 3-1 დააწინაურა. ლეიკერსი დამარცხდა მე-5 მატჩში, თუმცა შეძლო მე-6 მატჩის მოგება და ჩემპიონის ტიტულის დაუფლება.

1988 და 1989 წლებში სელტიქსმა ვერ შეძლო ფინალში გასვლა, მაშინ როდესაც ლეიკერსი და პისტონსი გახდნენ კონფერენციაში საუკეთესოები. 1988 წლის ფინალში, ლოს-ანჯელესმა 4-3 მოიგო, თუმცა 1989 წლის ფინალში პისტონსმა 4-0 დაამარცხა ლეიკერსი. 1990 წელს, დეტროიტი კვლავ გავიდა ფინალში, სადაც ბლეიზერსი 5 მატჩი დაამარცხა, რის გამოც გუნდს „ცუდი ბიჭები“ შეერქვა მეტსახელად, მათი ფიზიკური და ძლიერი თამაშის გამო.

1991–98: ჩიკაგოს დომინირება

რედაქტირება

1990-იანი წლების პერიოდში, ბულზმა 2-ჯერ მოახერხა ზედიზედ 3 ტიტულის მოგება. ასევე ამ პერიოდში 2-ჯერ ზედიზედ მოახერხა ტიტულის მოპოვება, როდესაც იუტა ჯაზი ზედიზედ 2-ჯერ დამარცხდა ფინალში.

90-იანების აღმნიშვნელი გუნდი, რა თქმა უნდა ჩიკაგო ბულზის დინასტიაა, რომელიც 1998 წლებში დასრულდა. გუნდს ფილ ჯექსონი ედგა მწვრთნელის რანგში, რომელსაც გუნდში სუპერ-ვარსკვლავი მაიკლ ჯორდანი ჰყავდა, რომელმაც 1991-1998 წლების მანძილზე გუნდს 6 ტიტული მოაგებინა. მას გუნდში ეხმარებოდნენ სკოტი პიპენი და დენის როდმანი. ჯორდანმა მოახერხა ფინალის MVP ჯილდოს მოგება ყოველ ჯერზე. ყველაზე დასამახსოვრებელი 1993 წლის NBA-ის ფინალი იყო, როდესაც შედგა შეტევითი შოუ ჯორდანსა და რეგულარული სეზონის MVP ჯილდოს მფლობელ (და ახლო მეგობარ) ჩარლზ ბარკლის შორის.

ბულზმა მოიგო პირველი ორი მატჩი ფინიქსთან 100-92 და 111-108. სანსმა მოახერხა მე-3 მატჩის 129-121 გამარჯვება მე-3 დამატებით დროში, თუმცა მე-4 მატჩი კვლავ ჩიკაგომ მოიგო 111-105, როდესაც ჯორდანმა ანგარიშზე 55 ქულა მიითვალა. სანსმა მოახერხა მე-5 მატჩის მოგება 108-98 და სერია კვლავ ფინიქსში გადავიდა, სადაც ჩიკაგომ მე-6 მატჩში მოახერხა 99-98 გამარჯვება და სერიის დამთავრება.

ჰიუსტონ როკეტსი, რომელსაც ჰაკიმ ოლეიუონი ლიდერობდა, შეძლო 1994 და 1995 წლებში ტიტულის მოპოვება. ოლეიუონი, რომელიც დომინირებდა იმ ორი სეზონის განმავლობაში, გახდა ერთადერთი მოთამაშე ისტორიაში, რომელმაც ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდო, NBA-ის წლის მცველის ჯილდო და NBA ფინალის MVP ჯილდო ერთ სეზონში მოიგო (1993-94). ეს იყო ერთადერთი წელი, როდესაც NBA და NHL ფინალები მე-7 მატჩში გადავიდა, მაგრამ ასევე ორივე ფინალში ერთი ქალაქის წარმომადგენლები იყვნენ. როკეტსმა მე-7 მატჩში დაამარცხა ნიუ-იორკ ნიქსი, რითაც შეუშალა ხელი 1 წელს ნიუ-იორკში 2 ტიტული წასულიყო NBA და NHL სახით, რადგან ნიუ-იორკ რეინჯერსმა მოახერხა სტენლის თასის მოგება.

როკეტსმა 1995 წლის ფინალში ორლანდო მეჯიკი 4-0 დაამარცხა, ხოლო ოლეიუონი კვლავ NBA ფინალის MVP ჯილდოს გამარჯვებული გახდა. როკეტსი გახდა მხოლოდ მე-5 გუნდი, რომელმაც ზედიზედ 2 ტიტული მოიგო.

1994-95 სეზონების შემდეგ, (17 მარტს) ჯორდანმა კალათბურთში დაბრუნების შესახებ განაცხადა. მიუხედავად ამისა, ის არ ლიდერობდა ბულზს, ის დაბრუნდა მომდევნო წელს, როდესაც ბულზმა დენის როდმენი გადმოიყვანა, რითაც გულშემატკივრებელს ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი სეზონი აჩვენეს. ბულზმა რეგულარული სეზონი 72-10 შედეგით დაასრულა, რაც დღემდე საუკეთესო შედეგია NBA-ის ისტორიაში. გუნდი დომინირებდა პლეი-ოფში, სადაც 3-0, 4-1 და 4-0 მოიგეს, ფინალში გასულებმა კი 6 მატჩში დაამარცხეს სიეტლ სუპერსონიქსი.

1997 და 1998 წლის ფინალებში, ბულზი იუტა ჯაზის წინააღმდეგ აღმოჩნდა, რომელსაც ოლიმპის ოქროს მედალიორი ჯონ სტოქტონი და კარლ მელოუნი ლიდერობდნენ. ორივე ფინალში ჯაზი დამარცხდა 6 თამაშში, სადაც ორივე შემთხვევაში ბოლო წამზე მოიგეს ჩემპიონობა, პირველ 1997 წელს ეს სტივ კერიმ, ხოლო მეორე ჯორდანმა მოახერხა 1998 წელს. ჯორდანი, სკოტი პიპენი და ჯექსონი - სამი მოთამაშე, რომლებიც ჩიკაგო ბულზს 6-ივე ტიტულის გამარჯვების დროს ირიცხებოდნენ გუნდში. პირველი სამ წლიანი წარმატების დროს ბულზს ასევე ეხმარებოდნენ სხვა მონაწილეები როგორებიც არიან ჰორას გრანტი, ბილ კარტრაითი, ჯონ პექსონი, ბი ჯეი არმსტრონგი, რომლებიც ამატებდნენ გუნდს პატარ-პატარა წარმატების ნაწილებს. 1999 წლამდე, ჯექსონმა დანებება გადაწყვიტა, რამაც გუნდის სხვა წარმომადგენლებზეც იქონია გავლენა, რის გამოც ჯორდანმა და პიპენმა გუნდი დატოვეს.

1999–2010: ლეიკერსი/სპურსის დომინირება

რედაქტირება

ამ პერიოდის განმავლობაში, ლოს-ანჯელეს ლეიკერსის და სან-ანტონიო სპურსის ანგარიშზე 12-იდან 11 დასავლეთ კონფერენციის ტიტულია.

1999 წლის NBA-ის პლეი-ოფში, სპურსმა დაიწყო დომინირება და 15-2 დაასრულა, სადაც გუნდმა შეძლო ბლეიზერსის და ლეიკერსის 4-0 დამარცხება. გუნდში ირიცხებოდა ბრწყინვალე დაცვითი მოთამაშეები დევიდ რობინსონი და ტიმ დანკანი, რომლებიც მეტოქეს საშუალოდ თითოეულ მატჩში მეტოქეს 84.7 ქულის ჩაგდების საშუალებაც აძლევდნენ, რაც ყველაზე დაბალი პლეი-ოფის მაჩვენებელი იყო უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში. 1999 წლის NBA-ის ფინალში სპურსი ნიუ-იორკ ნიქსს შეხვდა, რომელიც ფინალამდე კონფერენციაში დაკავებული მე-8 ადგილით გავიდა, რაც პირველი და დღემდე ერთადერთი შემთხვევაა NBA-ის ისტორიაში, რომელიც სპურსის 4-1 გამარჯვებით დასრულდა.

2000-02 წლებში ლეიკერსმა, რომელსაც შაკილ ონილი და კობი ბრაიანტი ლიდერობდნენ, მოიგო NBA-ის ფინალები და უმეტესწილად დომინირებდნენ. ონილმა სამივეჯერ მოიგო ფინალის MVP ჯილდო. პირველი ფინალში ლეიკერსმა 6 თამაშში დაამარცხა ინდიანა პეისერსი. 2001 წლის პლეი-ოფში, ლეიკერსმა პირველი სამი მატჩი 4-0 მოიგო, ხოლო ფინალი კი 5 მატჩში დაამთავრა, და დაამყარა უპრეცედენტო შემთხვევა 15-1 შედეგი. ლეიკერსი ასევე დომინირებდა 2002 წლის NBA-ის ფინალში, სადაც ნიუ-ჯერსის ნეტსის წინააღმდეგ თამაშობდა. საბოლოოდ სერია 4-0 დამთავრდა, რაც პირველი შემთხვევა იყო ფინალის ასეთი დამთავრების 1995 წლის ფინალის შემდეგ, როდესაც ჰიუსტონმა მოუგო ორლანდოს.

2003 წლის NBA-ის ფინალი აღინიშნა როგორც პირველი საჩემპიონო ფინალი ყოფილი ABA-ს გუნდებს შორის: სპურსი და ნეტსი. სპურსმა სერია 6 თამაშში მოიგო. მე-6 თამაშში, დანკანს 2 ბლოკი დააკლდა იმისთვის რომ პირველად NBA ფინალის ისტორიაში დაედო ქუადრუპლ-დაბლი, რომელმაც მატჩი 22 ქულით, 20 მოხსნით, 10 ასისტენტით და 8 ბლოკით დაამთავრა.

2004 წლის უქმეებზე, ვეტერანმა ვარსკვლავებმა გარი პეიტონმა და კარლ მელოუნიმ ხელი მოაწერეს ლეიკერსთან კონტარქტს. ბრაიანტთან და ონილთან ერთად ახალი ვარსკვლავების გადმოსვლამ, ლეიკერსი ერთ-ერთ ფავორიტად გახადა და დიდი მოლოდინი იყო იმისა, რომ გუნდი ერთ-ერთი საუკეთესო იქნებოდა NBA-ის ისტორიაში. მიუხედავად ამისა, დეტროიტ პისტონსმა, რომელსაც მწვრთნელის რანგში ლარი ბრაუნი და გუნდში ლიდერების რანგში ბენ უალასი და ჩონსი ბილაფსი ჰყავდა, დაამწუხრა ლეიკერსი და 5 თამაშში დაამარცხა ფინალში, რითაც პისტონსი გახდა 1998 წლის ბულზის შემდეგ პირველი აღმოსავლეთ კონფერენციის გუნდი, რომელმაც NBA-ის ჩემპიონის ტიტული მოიგო.

სპურსმა შეძლო 2 ტიტულის მოპოვება 2005 და 2007 წლებში, როდესაც მოქმედი ჩემპიონი - პისტონსი დაამარცხეს 7 მატჩში. ტიმ დანკანმა მოიგო მესამე ფინალის MVP ჯილდო იმ წელს. სპურსი ასევე დომინირებდა 2007 წლის ფინალში, როდესაც 4-0 დაამარცხეს ლებრონ ჯეიმზის კლივლენდ კავალიერსი. ამჯერად ფინალის MVP დასახელებული იქნა ტონი პარკერი, რომელიც გახდა პირველი ევროპაში დაბადებული მოთამაშე, რომელმაც ამ ჯილდოს მოგება შეძლო.

ამ ორი სპურსის ტიტულს შორის, 2006 წლის NBA-ის ფინალი შედგა მაიამი ჰიტის და დალას მევერიქსის შორის. ეს იყო პირველი შემთხვევა 1971 წლის შემდეგ, როდესაც დასავლეთ და აღმოსავლეთ კონფერენციების ჩემპიონები ატარებდნენ პირველ ფინალურ მატჩს გუნდის ისტორიაში. ჰიტს ლიდერობდა ვარსკვლავი და მომავალში ფინალის ღირებულ მოთამაშედ დასახელებული დუეინ უეიდი, რომელსაც მწვრთნელის რანგში პეტ რაილი და გუნდში შაკილ ონილი უმაგრებდა გვერდს. გადამწყვეტი მომენტი სერიისა იყო მე-3 მატჩი, როდესაც ჰიტმა 13 ქულიანი დეფიციტი შეამცირა თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე და მატჩი 98-96 მოიგო. თამაშის შემოტრიალება დამსახურებული იყო უეიდის 12 ქულიანი შედეგით უკანასკნელ 6 წუთში და ასევე გარი პეიტონის ჩაგდებული ბოლო ქულა, რომელიც მესამე NBA-ის ფინალს ატარებდა. ჰიტმა პირველი ჩემპიონის ტიტული 6 მატჩში მოიპოვა.

2008 წლის აღმოსავლეთ კონფერენციის წარმომადგენელი იყო ბოსტონ სელტიქსი, ხოლო დასავლეთ კონფერენციის წარმომადგენელი ლოს-ანჯელეს ლეიკერსი. ამით გუნდებმა განაახლეს 1980-იანი წლებში აქტიური მეტოქეობა. ეს გახდა ამ ორი გუნდისთვის მე-11 შემთხვევა, როდესაც შეხვდნენ ფინალის სტადიაზე, უკანასკნელი მათგანი კი 1987 წელს თარიღდებოდა. სელტიქს „დიდი სამეული“ ლიდერობდა: დიდი ხნის სელტიქსის მოთამაშე და ფინალის MVP - პოლ პირსი, ასევე სელტიქსში პირველი წლის გამტარებელი კევინ გარნეტი და რეი ალენი, რომლებიც გუნდს 4-2 გამარჯვებაში დაეხმარნენ.

ლეიკერსმა 2008 წელს დამარცხება ადვილად გადააგორა და ფინალში 2009 და 2010 წელშიც დაბრუნდა. 2010 წლის ფინალი გადათამაშება იყო 2008 წლის ფინალისა სელტიქსის წინააღმდეგ. ლეიკერსი სერიას 2-3 აგებდა, თუმცა შეძლო უკანასკნელი 2 საშინაო მატჩის მოგება. ეს გახდა პირველი შემთხვევა სელტიქსის ისტორიაში, როდესაც გუნდი NBA-ის ფინალის მე-7 მატჩში დამარცხდა. კობი ბრაიანტი დასახელებული იქნა ორივეჯერ ფინალის ღირებულ მოთამაშედ, ასევე ამან მისცა საშუალება ფილ ჯექსონსს უპრეცედენტო მე-10 და მე-11 NBA-ის ჩემპიონის ტიტულები მოეგო, რომელმაც გადაასწრო ამ მაჩვენებლით რედ ორბეხის მაჩვენებელს და ასევე ნაციონალური ჰოკეის ლიგის მწვრთნელ სკოტი ბოუმენს, რომელმაც ყველაზე მეტი ტიტული მოიგო ნებისმიერ მთავარ ამერიკულ სპორტში.

2011–დღემდე: ჰიტის გამოჩენა

რედაქტირება

2011 წლის NBA-ის ფინალი იყო 2006 წლის ფინალის გადათამაშება, როდესაც მაიამი ჰიტი და დალას მევერიქსი შეხვდნენ კვლავ ერთმანეთს. ჰიტს ლიდერობდნენ კაპიტანი დუეინ უეიდი, ასევე კლივლენდ კავალიერსიდან გადმოსული ლებრონ ჯეიმზი და ტორონტო რაპტორსიდან გადმობირებული კრის ბოში. ორივე მათგანი იყო აყვანილი, როგორც თავისუფალი აგენტი. მევერიქს ლიდერობდა დირკ ნოვიცკი და ჯეისონ ტერი. მევერიქსმა ამჯერად ჰიტის დამარცხება 6 მატჩში შეძლო, და პირველად გუნდის არსებობის მანძილზე მოიგო ტიტული. დირკ ნოვიცკი დასახელებული იქნა ფინალის MVP, როცა ჯეიმზმა ძალიან დიდი კრიტიკა მიიღო მისი მეოთხე პერიოდში დაბალი შესრულებით.

ჰიტი დაუბრუნდა ფინალშ 2012 წელშივე, როდესაც ოკლაჰომა-სიტი თანდერს შეხვდა. სიერიებში NBA-ს ყველაზე ღირებული მოთამაშის ჯილდოს სამჯერ მფლობელი ლებრონ ჯეიმზი დაუპირისპირდა ლიგის ლიდერს ქულებში და ამავე წლის NBA All-Star მატჩის MVP-ს ჯილდოს მფლობელ კევინ დურანტს, რომლებიდანაც ჯერ არცერთს მოეგო ტიტული. საბოლოოდ ჰიტმა მოახერხა სერიის 4-1 მოგება და ჯეიმზი დასახელებული იქნა ფინალის MVP.

ფინალში მონაწილეობა

რედაქტირება

სტატისტიკაში არ არის ინდივიდუალური თამაშებიც მოგება წაგების სტატისტიკა.

# გუნდი W L % უკანასკნელ მონაწილეობა უკანასკნელი ტიტული აღნიშვნა
31 ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 16 15 .516 2010 2010 1 NBL ტიტული და 5 NBA ტიტული როგორც მინეაპოლის ლეიკერსმა. მათ შორის 2-ჯერ გუნდმა შეძლო ზედიზედ 3 ტიტულის მოგება: 1952-1954 წლებში როგორც მინეაპოლისმა და 2000-2002 წლებში როგორც ლოს-ანჯელესმა. ლეიკერსმა შეძლო 11 ჩემპიონის ტიტულის მოგება და 14 ფინალში კი დამარცხდა.
21 ბოსტონ სელტიქსი 17 4 .809 2010 2008 მოიგო ზედიზედ 8 ჩემპიონის ტიტული 1959-1966 წლებში. პირველი 13 ტიტული, გუნდმა მოიგო როგორც უოლტერ ბრაუნის თასი, ხოლო დანარჩენი მათგანი კი ლარი ობრაიანის ჩემპიონის თასი.
9 ფილადელფია სიქსერსი 3 6 .333 2001 1983 1–2 როგორც სირაკუს ნეიშენალსი.
8 ნიუ-იორკ ნიქსი 2 6 .250 1999 1973 1999 წლის ფინალში, ნიქსი გახდა პირველი გუნდი და დღემდე ერთადერთი, რომელმაც მე-8 ადგილით შეძლო ფინალამდე გასვლა, სადაც დამარცხდა.
7 დეტროიტ პისტონსი 3 4 .428 2005 2004 0–2 როგორც ფორტ-უეინი პისტონსი. ერთადერთი გუნდია, რომელმაც 1980-იან, 1990-იან და 2000-იან წლებში მოიგო ტიტული.
6 ჩიკაგო ბულზი 6 0 1.000 1998 1998 ყველა გამარჯვების დროს მწვრთნელის რანგში ფილ ჯექსონი ედგა, ხოლო მოთამაშეები კი მაიკლ ჯორდანი და სკოტი პიპენი იყვნენ. გუნდმა 2-ჯერ შეძლო ზედიზედ 3 ტიტულის მოგება: 1991-1993 წლებში და 1996-1998 წლებში.
6 გოლდენ-სტეიტ უორიორსი 3 3 .500 1975 1975 2–1 როგორც ფილადელფია უორიორსმა; 0–2 როგორც სან-ფრანცისკო უორიორსმა; 1–0 როგორც გოლდენ-სტეიტ უორიორსმა.[2]
4 სან-ანტონიო სპურსი 4 0 1.000 2007 2007 ყველა მათგანი მწვრთნელ გრეგ პოპოვიჩის და მძიმე ფორვარდ/ცენტრ ტიმ დანკანთან ერთად.
4 ჰიუსტონ როკეტსი 2 2 .500 1995 1995 2 ჩემპიონის ტიტული ცენტრ ჰაკიმ ოლეიუონთან ერთად (ორივეჯერ დასახელებული იქნა ფინალის MVP) და მწვრთნელ რუდი ტომიანოვიცთან ერთად.
4 ატლანტა ჰოუქსი 1 3 .250 1961 1958 ყველა მონაწილეობა როგორც სენ-ლუის ჰოუქსი.
4 ოკლაჰომა-სიტი თანდერი 1 3 .250 2012 1979 1-2 როგორც სიეტლ სუპერსონიქსი. სიეტლ სუპერსონიქსი გადავიდა ოკლაჰომა-სიტიში და გახდა ოკლაჰომა-სიტი თანდერი 2008-09 წლების სეზონიდან.
4 ვაშინგტონ უიზარდსი 1 3 .250 1979 1978 0–1 როგორც ბალტიმორ ბულეტსი, 1–2 როგორც ვაშინგტონ ბულეტსი.
3 მაიამი ჰიტი 2 1 .667 2012 2012 მოიგო 2006 წელს და დამარცხდა 2011 წელს, ორივე მათგანი დალას მევერიქსის წინააღმდეგ. 2012 წელს 4-1 დაამარცხა თანდერი მას შემდეგ რაც სერიას 0-1 აგებდა.
3 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 1 2 .333 1992 1977 დამარცხდა 1-ელ და მე-2 თამაშებში ფილადელფიაში, მაგრამ მოახერხა ზედიზედ 4 მომდევნო მატჩის მოგება პორტლენდში, რომელსაც UCLA ლეგენდა და NBA-ის დიდების დარბაზის წევრი ბილ უოლტონი ლიდერობდა.
2 დალას მევერიქსი 1 1 .500 2011 2011 დამარცხდა 2006 ფინალში და მოიგო 2011 წლის ფინალში, ორივე მათგანი მაიამი ჰიტის წინააღმდეგ.
2 მილუოკი ბაქსი 1 1 .500 1974 1971
2 ბრუკლინ ნეტსი 0 2 .000 2003 არასდროს მოიგო 2 ABA ტიტული 1974 და 1976 წლებში. ასევე დამარცხდნენ ABA ფინალში 1972 წელს როგორც ნიუ-იორკ ნეტსი. გუნდი ორჯერ გავიდა NBA ფინალში როგორც ნიუ-ჯერსი ნეტსი.
2 ორლანდო მეჯიკი 0 2 .000 2009 არასდროს 1995 წელს დამარცხდნენ როკეტსის და 2009 წელს კი ლეიკერსის მიერ 1-4.
2 ფინიქს სანსი 0 2 .000 1993 არასდროს
2 იუტა ჯაზი 0 2 .000 1998 არასდროს ორივე მათგანი მწვრთნელ ჯერი სლოანთან და მოთამაშე კარლ მელოუნთან და ჯონ სტოქტონთან ერთად ჩიკაგო ბულზის წინააღმდეგ.
1 საკრამენტო კინგსი 1 0 1.000 1951 1951 მოიგო ერთი NBL ტიტული 1946 წელს. მოიგო პირველი მცდელობა NBA ფინალი, როგორც როჩესტერ როიალზი.
1 კლივლენდ კავალიერსი 0 1 .000 2007 არასდროს დამარცხდნენ პირველ და ერთადერთ NBA ფინალში.
1 ინდიანა პეისერსი 0 1 .000 2000 არასდროს გუნდმა მოიგო 3 ABA ჩემპიონის ტიტული (1970, 1972, 1973) და ასევე იყო ორ ABA ფინალში (1969, 1975).

მოქმედი გუნდები, რომლებსაც მონაწილეობა არ მიუღიათ ფინალში

რედაქტირება
გუნდი #სეზონები დაარსდა აღნიშვნა
ბუფალო ბრეივზი/სან-დიეგო/ლოს-ანჯელეს კლიპერსი 41 1970 სამჯერ გავიდნენ კონფერენციის ფინალში ერთხელ როგორც ბრეივზი და ორჯერ როგორც კლიპერსი, პირველად 2005-06 წლების სეზონში 3-4 დამარცხდნენ ფინიქს სანსის წინააღმდეგ, ხოლო 2011-12 წლების სეზონში 0-4 სან-ანტონიო სპურსის წინააღმდეგ.
დენვერ ნაგეტსი 35 1976 შეუერთდა NBA-ის 9 სეზონის შემდეგ, რაც ჩაატარა ამერიკის საკალათბურთო ასოციაციაში (1967-76). დენვერმა 1976 წლის ABA ფინალში, მაგრამ დამარცხდა ნიუ-იორკ ნეტსთან. ითამაშა 1978 წლის კონფერენციის ფინალში, სადაც სიეტლ სუპერსონიქსის წინააღმდეგ დამარცხდა. ასევე 1985 და 2009 წლებში ითამაშა კონფერენციის ფინალში, სადაც ორივეჯერ ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ დამარცხდა.
შარლოტ/ნიუ-ორლეან ჰორნეტსი 23 1988 კონფერენციის ნახევარ-ფინალში გააღწია ორჯერ, აქედან პირველად შარლოტში ყოფნის დროს, ხოლო მეორედ ნიუ-ორლეანში ყოფნის დროს.
მინესოტა ტიმბერვულვზი 22 1989 ითამაშეს 2004 წლის კონფერენციის ფინალში, სადაც ლოს-ანჯელეს ლეიკერსის წინააღმდეგ დამარცხდნენ.
ვანკუვერ/მემფის გრიზლი 16 1995 გავიდა 2011 წლის კონფერენციის ნახევარ-ფინალში, სადაც ოკლაჰომა-სიტი თანდერის წინააღმდეგ 3-4 დამარცხდა.
ტორონტო რაპტორსი 16 1995 2000-01 წლების სეზონში მიაღწიეს კონფერენციის ნახევარ-ფინალში.
შარლოტ ბობკეტსი 7 2004 პირველად პლეი-ოფში 2009-10 წლების სეზონში გავიდა, სადაც პირველი რაუნდში ორლანდო მეჯიკის მიერ 0-4 დამარცხდა.

ყოფილი გუნდების მონაწილეობა

რედაქტირება

სტატისტიკაში არ არის ინდივიდუალური მატჩების მოგება წაგება ნაჩვენები.

მონაწილეობა გუნდი W L % წელი ტიტულის მოპოვების წელი აღნიშვნა
1 ბალტიმორ ბულეტსი 1 0 1.000 1948 1948 გუნდი გაუქმდა 19514 წელს და არანაირი კავშირი არ აქვს დღევანდელ ვაშინგტონ უიზარდსთან
1 ჩიკაგო სტეგსი 0 1 .000 1947 არასდროს გუნდი გაუქმდა 1950 წელს
1 ვაშინგტონ კეპიტოლზი 0 1 .000 1949 არასდროს გუნდი გაუქმდა 1951 წელს

ყველაზე მეტჯერ ჩატარებული ფინალები

რედაქტირება

ინდივიდუალური მატჩის ჩანაწერები

რედაქტირება
# გუნდი W L % აღნიშვნა
22 სან-ანტონიო სპურსი 16 6 .727 უკანასკნელი მონაწილეობის დროს, დამარცხდა კავალიერსის მიერ
35 ჩიკაგო ბულზი 24 11 .686 4–2 უკანასკნელ ფინალში მონაწილეობისას იუტა ჯაზის წინააღმდეგ
6 ბალტიმორ ბულეტსი 4 2 .667 გაუქმებული გუნდი
11 მილუოკი ბაქსი 7 4 .636 3–4 უკანასკნელ ფინალში მონაწილეობისას სელტიქსის წინააღმდეგ
122 ბოსტონ სელტიქსი 74 48 .607 აქვს 9-3 შედეგი ლეიკერსის წინააღმდეგ ფინალში
7 საკრამენტო კინგსი 4 3 .571 ყველა როგორც როჩესტერ როიალზი. ცინცინატი როიალზის და საკრამენტო კინგსის ანგარიშზე 0 მონაწილეობაა
40 დეტროიტ პისტონსი 22 18 .550 შედის 4–8 როგორც ფორტ-უეინში ყოფნის დროს
31 გოლდენ-სტეიტ უორიორსი 17 14 .548 შედის 10–6 ფილადელფიაში ყოფნისა და 3–8 სან-ფრანცისკოში ყოფნის დროს
23 ჰიუსტონ როკეტსი 12 11 .522 უკანასკნელ ფინალში მონაწილეობისას დამარცხდა მეჯიკის მიერ
167 ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 85 83 .503 შესულია 20-15 შედეგი როგორც მინეაპილისში ყოფნის დროს. 4-3 დასრულა უკანასკნელი ფინალში ყოფნა სელტიქსის წინააღმდეგ
23 ოკლაჰომა-სიტი თანდერი 10 13 .435 9-9 შედეგი ჰქონდა როგორც სიეტლ სუპერსონიქსი. დამარცხდა 2012 წლის ფინალში
12 დალას მევერიქსი 6 6 .500 ყველა მონაწილეობა იყო ჰიტის წინააღმდეგ
17 მაიამი ჰიტი 10 7 .588 მოიგო 2006 და 2012 წლების ფინალები
53 ფილადელფია სიქსერსი 24 29 .453 შედის 9-11 როგორც სირაკუს ნეიშენალსი
25 ატლანტა ჰოუქსი** 11 14 .440 ყველა როგორც სენტ-ლუისმა
48 ნიუ-იორკ ნიქსი 20 28 .417 1–4 უკანასკნელ ფინალში მონაწილეობისას სპურსის წინააღმდეგ
17 პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 7 10 .412 2–4 უკანასკნელ ფინალში მონაწილეობისას ბულზის წინააღმდეგ
12 ფინიქს სანსი 4 8 .333 2–4 უკანასკნელ ფინალში მონაწილეობისას ბულზის წინააღმდეგ
12 იუტა ჯაზი 4 8 .333 2–4 უკანასკნელ ფინალში მონაწილეობისას ბულზის წინააღმდეგ
6 ინდიანა პეისერსი 2 4 .333 2–4 უკანასკნელ ფინალში მონაწილეობისას ლეიკერსის წინააღმდეგ
6 ვაშინგტონ კეპიტოლზი 2 4 .333 გაუქმებული გუნდი
20 ვაშინგტონ უიზარდსი 5 15 .250 ყველა როგორც ბალტიმორ ბულეტსმა (0-4) და ვაშინგტონ ბულეტსმა (5-11)
10 ბრუკლინ ნეტსი 2 8 .200 ყველა როგორც ნიუ-ჯერსი ნეტსმა. უკანასკნელი მათგანი 2-4 სპურსის წინააღმდეგ
5 ჩიკაგო სტეგსი 1 4 .200 გაუქმებული გუნდი
9 ორლანდო მეჯიკი 1 8 .111 1–4 უკანასკნელ ფინალში მონაწილეობისას ლეიკერსის წინააღმდეგ
4 კლივლენდ კავალიერსი 0 4 .000 დამარცხდა სპურსის მიერ

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება