ფილადელფია სიქსერსის მთავარი მწვრთნელები

ფილადელფია სევენთი სიქსერსი (სიქსერსი) (ინგლ. Philadelphia 76ers) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. სიქსერსი თამაშობს ატლანტიკის დივიზიონში და არის წევრი აღმოსავლეთ კონფერენციის. გუნდის ბაზა მდებარეობს ფილადელფიაში, პენსილვანიის შტატში. თავდაპირველად გუნდი ცნობილი იყო სირაკუს ნეიშენალსით, თუმცა შემდგომ გუნდი გადაბარგდა ფილადელფიაში და სახელიც შეიცვალა.

გუნდის ისტორიაში 23 მთავარი მწვრთნელი იყო. პირველი NBA ჩემპიონის ტიტული გუნდმა მოიგო როგორც სირაკუს ნეიშენალსი 1955 წლის NBA ფინალში ქერვის მწვრთნელობის დროს. მეორე ტიტულის მოპოვება კი გუნდმა როგორც ფილადელფია სიქსერსი, 1967 წელს მოიგო, როდესაც გუნდს სათავეში ალექს ჰენამი ედგა, რომელსაც ყველაზე მაღალი გამარჯვების პროცენტული მაჩვენებელი აქვს სიქსერსის ისტორიაში. ბილი კანინჰემი, რომელიც თამაშობდა გუნდში და ასევე წვრთნიდა სიქსერსს 17 წლის მანძილზე, ყველა დროის გუნდის როგორც რეგულარული სეზონის, ასევე პლეი-ოფის ლიდერია გამარჯვებებით. იგი წვრთნიდა გუნდს, როდესაც უკანასკნელად 1983 წელს მოიგეს ტიტული.

ჰენამი, ჯეკ რამსი და ლარი ბრაუნი არიან მხოლოდ ის სიქსერსის მწვრთნელები, რომლებიც კალათბურთის დიდების დარბაზში იქნენ შეყვანილი, როგორც მწვრთნელები. ქერვი, პოლ სეიმორი და კევინ ლაფერი იყვნენ ის პერსონები, რომლებიც მოთამაშე-მწვრთნელის რანგში ედგნენ გუნდს, მათ შორის ქერვიმ, როდესაც როგორც მოთამაშემ დაანება თავი, კიდევ 5 სეზონის განმავლობაში ედგა გუნდს მწვრთნელის რანგში.

მნიშვნელობები

რედაქტირება
GC რამდენი თამაში ედგა მწვრთნელის რანგში
W გამარჯვება
L წაგება
W% გამარჯვების %
# მერამდენე მწვრთნელი იყო[a]
* სამწვრთნელო კარიერა დაიწყო სიქსერსში
არჩეული იქნა კალათბურთის დიდების დარბაზში როგორც მწვრთნელი

მწვრთნელები

რედაქტირება
 
ედი ჯორდანი იყო გუნდის 2009-10 წლების სეზონში 82 თამაშშივე მწვრთნელი.

სტატისტიკა შესწორებულია 2010-2011 წლების სეზონის დამთავრების შემდეგ. ეს სია არ შეიცავს NBL სეზონებს.

# სახელი წლები[b] GC W L Win% GC W L Win% მონაგარი
რეგულარული სეზონი პლეი-ოფი
1 ალ ქერვი 1949-1952 (როგორც მოთამაშე-მწვრთნელი)
1953-1956
495 294 201 .594 60 34 26 .567 NBA ჩემპიონი (1955)
2 პოლ სეიმორი 1956-1959(როგორც მოთამაშე-მწვრთნელი) 279 155 124 .556 20 9 11 .450
3 ალექს ჰენამი † 1960-1962 239 127 112 .531 18 8 10 .444
4 დოლფ შეისი 1963-1964 (როგორც მოთამაშე-მწვრთნელი)
1964-1965
240 129 111 .538 21 9 12 .429 1965–66 წლის მწვრთნელი
ალექს ჰენამი † 1966-1967 163 130 33 .798 28 18 10 .643 NBA ჩემპიონი (1967)
5 ჯეკ რემსი † 1968-1971 328 174 154 .530 17 5 12 .294 ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის
6 როი რაბინი* 1972 51 4 47 .078
7 კევინ ლაფერი 1972-1973 (როგორც მოთამაშე-მწვრთნელი) 31 5 26 .161
8 გენი შუ 1973-1977 334 157 177 .470 22 11 11 .500
9 ბილი კანინჰემი* 1977-1984 650 454 196 .698 105 66 39 .629 NBA ჩემპიონი (1983)
10 მეთ გუკასი 1985-1987 207 119 88 .575 17 8 9 .471
11 ჯიმ ლინემი 1987-1991 367 194 173 .529 21 8 13 .381
12 დაგ მოუ 1992 56 19 37 .339
13 ფრედ კარტერი* 1992-1993 108 32 76 .296
14 ჯონ ლუკასი 1994-1995 164 42 122 .256
15 ჯონი დეივისი 1996-1997 82 22 60 .268
16 ლარი ბრაუნი 1997-2002 460 255 205 .554 58 28 30 .483 2000–01 წლის მწვრთნელი
17 რენდი ეიერსი 2003 52 21 31 .404
18 კრის ფორდი 2003 30 12 18 .400
19 ჯიმ ობრაიანი 2004-2005 82 43 39 .524 5 1 4 .200
20 მაურის ჩიკსი 2005-2008 246 113 133 .459 6 2 4 .333
21 ტონი დილეო 2008-2009 59 32 27 .542 6 2 4 .333
22 ედი ჯორდანი 2009-2010 82 27 55 .329
23 დაგ კოლინსი 2010-დღემდე 148 76 72 .514 18 8 10 .444

აღნიშვნა

რედაქტირება
  • a სიქსერსის მწვრთნელების ტოტალური რაოდენობა. ასევე ერთ ნომრად ითვლებიან ის მწვრთნელები, რომლებიც ორჯერ წვრთნიდნენ გუნდს.
  • b ყოველი წელი არის აღნიშნული როგორც NBA სეზონი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება