NBA-ს წლის მწვრთნელის ჯილდო

(გადამისამართდა გვერდიდან NBA წლის მწვრთნელი)

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის წლის მწვრთნელის ჯილდო - სეზონის საუკეთესო მწვრთნელს გადაეცემა 1962-63 წლიდან მოყოლებული. გამარჯვებულს გადაეცემა რედ ორბეხის თასი - რედ ორბეხის პატივსაცემად დარქმეული, რომელიც დაეხმარა ბოსტონ სელტიქსს 9 NBA-ის ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაში 1956-1966 წლებში. გამარჯვებული გამოვლინდება რეგულარული სეზონის დასრულების შემდეგ სპორტული ჟურნალების ავტორების მიერ აშშ და კანადა-ში.

A man, wearing a brown coat, white shirt and black tie, standing in front of a collage.
დიდების დარბაზის წევრი - რედ ორბეხმა მოიგო ეს ტიტული 1964-65 წლებში. მოგვიანებით ჯილდოს მისი სახელი ეწოდა.
Pat Riley at a game
დიდების დარბაზის წევრი - პეტ რაილი ერთადერთი მწვრთნელია რომელმაც 3 სხვადასხვა გუნდში მოიგო ეს ტიტული.
Phil Jackson at a game
დიდების დარბაზის წევრმა - ფილ ჯექსონმა მოიგო ჯილდო 1995-96 წლების სეძონში NBA სარეკორდო 72 მოგებით რეგულარულ სეზონში.
Tom Thibodeau at a game
ჩიკაგო ბულზის მთავარი მწვრთნელი- ტომ თიბოდმა მოიგო ეს ტიტული 2010-11 წლების სეზონში.

ამ იდეის წამოწყებიდან, ეს ჯილდო 40 სხვადასხვა მწვრთნელს გადაეცა. უკანასკნელი გამარჯვებული ამ ტიტულის სან-ანტონიო სპურსის მთავარ მწვრთნელო - გრეგ პოპოვიჩია. დონ ნილსონს და პეტ რაილის ეს ჯილდო 3-3 აქვთ მოგებული, მაშინ როდესაც ჰაბი ბრაუნს, ბილი ფიტჩს, კოტონ ფიტზიმონს, გრეგ პოპოვიჩს და გენი შუს კი 2-2 აქვთ მოპოვებული. არცერთ მწვრთნელს არ მოუგია ჯერჯერობით ზედიზედ 2 წლის მანძილზე. რაილი არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელიც დასახელებული იქნა 3-ჯერ სხვადასხვა გუნდებთან ერთად ყოველ ჯერზე. ლარი ბირდი არის ერთ-ერთი მათგანი, რომელსაც ასევე MVP ტიტული აქვს მოგებული როგორც მოთამაშეს. ბილ შერმენი და ლენი უილკინსი არიან მხოლოდ ის მწვრთნელები, რომლებიც ნეისმიტის კალათბურთის დიდების დარბაზში იქნენ შეყვანილი როგორც მოთამაშეები, ასევე მწვრთნელები. ჯონი კერი არის ერთადერთი მწვრთნელი, რომელმაც ეს ჯილდო წაგებული მაჩვენებლის (33-48 ჩიკაგო ბულზის მწვრთნელი 1966-67 წლებში) მიუხედავად შეძლო მოგება. კერი დასახელებული იქნა, რადგან მან შეძლო ჩიკაგო ბულზის გაყვანა გუნდის არსებობის პირველივე წელს პლეი-ოფში.

გამარჯვებულები

რედაქტირება
^ აღნიშნულია ის მწვრთნელები, რომლებიც კვლავ აქტიურები არიან ამჟამად NBA-ში
* შეყვანილი იქნა ნეისმიტის დიდების დარბაზში როგორც მწვრთნელი
*^ აქტიური NBA მწვრთნელი, რომელიც შეყვანილი იქნა ნეისმიტის დიდების დარბაზში
W–L მოგება-წაგების შედეგი იმ სეზონში
Win% მოგების პროცენტული მაჩვენებელი იმ სეზონში
სეზონი მწვრთნელი ეროვნება გუნდი W–L Win%
1962-63 ჰარი გელეთინი   აშშ სენტ-ლუის ჰოუქსი 48–32 .600
1963-64 ალექს ჰენამი*   აშშ სან-ფრანცისკო უორიორსი 48–32 .600
1964-65 რედ ორბეხი*[a]   აშშ ბოსტონ სელტიქსი 62–18 .775
1965-66 დოლფ შეისი   აშშ ფილადელფია სიქსერსი 55–25 .688
1966-67 ჯონი კერი   აშშ ჩიკაგო ბულზი 33–48 .407
1967-68 რიჩი გარინი   აშშ სენტ-ლუის ჰოუქსი 56–26 .683
1968-69 გენი შუ   აშშ ვაშინგტონ ბულეტსი 57–25 .695
1969-70 რედ ჰოლცმენი*[a]   აშშ ნიუ-იორკ ნიქსი 60–22 .732
1970-71 დიკ მოტა   აშშ ჩიკაგო ბულზი 51–31 .622
1971-72 ბილ შერმენი*   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 69–13 .841
1972-73 ტომ ჰეინსონი   აშშ ბოსტონ სელტიქსი 68–14 .829
1973-74 რეი სკოტი   აშშ დეტროიტ პისტონსი 52–30 .634
1974-75 ფილ ჯონსონი   აშშ კანზას სიტი-ომაჰა კინგსი 44–38 .537
1975-76 ბილ ფიტჩი[a]   აშშ კლივლენდ კავალიერსი 49–33 .598
1976-77 ტომ ნისეილკი   აშშ ჰიუსტონ როკეტსი 49–33 .598
1977-78 ჰაბი ბრაუნი   აშშ ატლანტა ჰოუქსი 41–41 .500
1978-79 კოტონ ფიტზიმონსი   აშშ კანზას-სიტი კინგსი 48–34 .585
1979-80 ბილ ფიტჩი[a] (2)   აშშ ბოსტონ სელტიქსი 61–21 .744
1980-81 ჯეკ მაკინი   აშშ ინდიანა პეისერსი 44–38 .537
1981-82 გენი შუ (2)   აშშ ვაშინგტონ ბულეტსი 43–39 .524
1982-83 დონ ნელსონი*[a]   აშშ მილუოკი ბაქსი 51–31 .622
1983-84 ფრენკ ლეიდენი   აშშ იუტა ჯაზი 45–37 .549
1984-85 დონ ნელსონი*[a] (2)   აშშ მილუოკი ბაქსი 59–23 .720
1985-86 მაიკ ფრეტელო   აშშ ატლანტა ჰოუქსი 50–32 .610
1986-87 მაიკ შულერი   აშშ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 49–33 .598
1987-88 დაგ მოუ   აშშ დენვერ ნაგეტსი 54–28 .659
1988-89 კოტონ ფიტზიმონსი (2)   აშშ ფინიქს სანსი 55–27 .671
1989-90 პეტ რაილი*[a]   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 63–19 .768
1990-91 დონ ჩეინი   აშშ ჰიუსტონ როკეტსი 52–30 .634
1991-92 დონ ნელსონი*[a] (3)   აშშ გოლდენ სტეიტ უორიორსი 55–27 .671
1992-93 პეტ რაილი*[a] (2)   აშშ ნიუ-იორკ ნიქსი 60–22 .732
1993-94 ლენი უილკინსი *[a]   აშშ ატლანტა ჰოუქსი 57–25 .695
1994-95 დელ ჰარისი   აშშ ლოს-ანჯელეს ლეიკერსი 48–34 .585
1995-96 ფილ ჯექსონი *[a]   აშშ ჩიკაგო ბულზი 72–10 .878
1996-97 პეტ რაილი *[a] (3)   აშშ მაიამი ჰიტი 61–21 .744
1997-98 ლარი ბირდი   აშშ ინდიანა პეისერსი 58–24 .707
1998-99 მაიკ დანლევი   აშშ პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი 35–15 .700
1999-00 დოკ რივერსი^   აშშ ორლანდო მეჯიკი 41–41 .500
2000-01 ლარი ბრაუნი*^   აშშ ფილადელფია სიქსერსი 56–26 .683
2001-02 რიკ კარლაისლი^   აშშ დეტროიტ პისტონსი 50–32 .610
2002-03 გრეგ პოპოვიჩი^   აშშ სან-ანტონიო სპურსი 60–22 .732
2003-04 ჰაბი ბრაუნი (2)   აშშ მემფის გრიზლი 50–32 .610
2004-05 მაიკ დენტონი^   აშშ[b] ფინიქს სანსი 62–20 .756
2005-06 ევერი ჯონსონი^   აშშ დალას მევერიქსი 60–22 .732
2006-07 სემ მიტჩელი   აშშ ტორონტო რეპტორსი 47–35 .573
2007-08 სკოტ ბაირონი^   აშშ ნიუ-ორლეან ჰორნეტსი 56–26 .683
2008-09 მაიკ ბრაუნი^   აშშ კლივლენდ კავალიერსი 66–16 .805
2009-10 სკოტ ბრუკსი ^   აშშ ოკლაჰომა-სიტი თანდერი 50–32 .610
2010-11 ტომ თიბო ^   აშშ ჩიკაგო ბულზი 62–20 .756
2011-12 გრეგ პოპოვიჩი ^ (2)   აშშ სან-ანტონიო სპურსი 50–16 .758

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

აღნიშვნა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება