ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მთავარი მწვრთნელები
ლოს-ანჯელეს ლეიკერსი (ინგლ. Los Angeles Lakers) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამოდის. ლეიკერსი არის წევრი წყნარი ოკეანის დივიზიონის, რომელიც დასავლეთ კონფერენციას ეკუთვნის. გუნდის სათამაშო ბაზა - სტეიფლზ ცენტრი მდებარეობს ლოს-ანჯელესში, რომელსაც ადგილობრივ მეტოქე - ლოს-ანჯელეს კლიპერსთან ერთად იყოფს, ასევე მოედანში ასპარეზობს NHL წარმომადგენელი - ლოს-ანჯელეს კინგსი. ლეიკერსი არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი NBA-ს ისტორიაში, რომლებსაც მოგებული აქვთ 16 ჩემპიონის ტიტული, უკანასკნელი მათგანი კი 2010 წელს მოახერხეს. 2012 წლის მონაცემებით კი, ლეიკერსი არის ყველაზე ღირებული NBA გუნდი ფორბსის მონაცემებით, რომელშიც 900 მილიონ $ არის შეფასებული.
მას შემდეგ რაც ლეიკერსი შუერთდა NBA-ს, გუნდში 22 მწვრთნელი იმყოფებოდა. გუნდის პირველი მწვრთნელი იყო ჯონ ქანდლე, რომელიც გუნდს 11 სეზონის განმავლობაში ედგა სათავეში. ამ პერიოდში 5 ჩემპიონის ტიტულის მოპოვება შეძლო. ფილ ჯექსონი კი ლეიკერსის ყველა დროის ლიდერია რეგულარული სეზონის ჩატარებული მატჩით (820) და ფლეი-ოფში ჩატარებული მატჩით (181), ასევე ყველაზე მეტი ფლეი-ოფში გამარჯვებული შეხვედრით (118). ლეიკერსს ააქვს მოგებული 16 ჩემპიონის ტიტული, აქედან 5-5 ქანდლესთან და ჯექსონთან ერთად, 4 პეტ რაილთან ერთად, ხოლო 1-1 კი ბილ შერმანთან და პოლ ვესტჰედთან ერთად. ლეიკერსთან ერთად, შერმანმა, რაილიმ და დელ ჰარისმა მოახერხეს NBA წლის საუკეთესო მწვრთნელის ტიტულის მოპოვება 1972, 1990 და 1995 წლებში. ჯორჯ მიკანი, ჯიმ პოლარდი, ჯერი ვესტი, პეტ რაილი, მეჯიქ ჯონსონი და ქურთ რემბისი იყვნენ ლეიკერსის როგორც მთავარი მწვრთნელის რანგში, ასევე მოთამაშის რანგშიც. მაიკ ბრაუნი კი დაინიშნა 2011-2012 წლის სეზონის დასაწყისში მთავარი მწვრთნელის პოსტზე და ამჟამად ის ხელმძღვანელობს გუნდს.
მნიშვნელობები
რედაქტირებაGC | რამდენი თამაში ედგა მწვრთნელის რანგში |
W | გამარჯვება |
L | წაგება |
W% | გამარჯვების % |
# | მერამდენე მწვრთნელი იყო[a] |
* | სამწვრთნელო კარიერა დაიწყო ლეიკერსში |
† | არჩეული იქნა კალათბურთის დიდების დარბაზში როგორც მწვრთნელი |
მწვრთნელები
რედაქტირებასტატისტიკა შესწორებულია 2010-11 წლების სეზონის დასრულების შემდეგ
# | სახელი | წლები[b] | GC | W | L | W% | GC | W | L | W% | მონაგარი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რეგულარული სეზონი | პლეი-ოფი | ||||||||||
1 | ჯონ ქანდლე*† | 1948-1958 | 653 | 390 | 263 | .597 | 82 | 54 | 28 | .659 | 5 NBA ჩემპიონი (1949, 1950, 1952, 1953, 1954) ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. |
2 | ჯორჯ მიკანი* | 1958 | 39 | 9 | 30 | .231 | — | — | — | — | |
— | ჯონ ქანდლე*† | 1958-1959 | 72 | 33 | 39 | .458 | 13 | 6 | 7 | .462 | ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. |
3 | ჯონ კასტელანი* | 1959-1960 | 36 | 11 | 25 | .306 | — | — | — | — | |
4 | ჯიმ პოლარდი | 1960 | 39 | 14 | 25 | .359 | 9 | 5 | 4 | .556 | |
5 | ფრედ შაუსი* | 1960-1967 | 560 | 315 | 245 | .563 | 71 | 33 | 38 | .465 | |
6 | ბაჩ ვან ბრედა კოლფი | 1967-1969 | 164 | 107 | 57 | .652 | 33 | 21 | 12 | .636 | |
7 | ჯოუ მიულენი | 1969-1971 | 164 | 94 | 70 | .573 | 30 | 16 | 14 | .533 | |
8 | ბილ შერმენი† | 1971-1976 | 410 | 246 | 164 | .600 | 37 | 22 | 15 | .595 | 1971-72 წლის მწვრთნელი NBA ჩემპიონი (1972) |
9 | ჯერი ვესტი* | 1976-1979 | 246 | 145 | 101 | .589 | 22 | 8 | 14 | .364 | |
10 | ჯეკ მაკკინი | 1979 | 14 | 10 | 4 | .714 | — | — | — | — | |
11 | პოლ ვესტჰედი | 1979-1981 | 161 | 111 | 50 | .689 | 19 | 13 | 6 | .684 | NBA ჩემპიონი (1980) |
12 | პეტ რაილი† | 1981-1990 | 727 | 533 | 194 | .733 | 149 | 102 | 47 | .685 | 1989-90 წლის მწვრთნელი 4 NBA ჩემპიონი (1982, 1985, 1987, 1988) ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. |
13 | მაიკ დანლევი | 1990-1992 | 164 | 101 | 63 | .616 | 23 | 13 | 10 | .565 | |
14 | რენდი ფანდი* | 1992-1994 | 146 | 66 | 80 | .452 | 5 | 2 | 3 | .400 | |
15 | ბილი ბერტკა* | 1994 | 2 | 1 | 1 | .500 | — | — | — | — | |
16 | მეჯიქ ჯონსონი* | 1994 | 16 | 5 | 11 | .313 | — | — | — | — | |
17 | დელ ჰარისი | 1994-1999 | 340 | 224 | 116 | .659 | 36 | 17 | 19 | .472 | 1994-95 წლის მწვრთნელი |
— | ბილი ბერტკა* | 1999 | 1 | 1 | 0 | 1.000 | — | — | — | — | |
18 | ქურტ რემბისი | 1999 | 37 | 24 | 13 | .649 | 8 | 3 | 5 | .375 | |
19 | ფილ ჯექსონი† | 1999-2004 | 410 | 287 | 123 | .700 | 92 | 64 | 28 | .696 | 3 NBA ჩემპიონი (2000, 2001, 2002) ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. |
20 | რუდი ტომიანოვიჩი | 2004-2005 | 43 | 24 | 19 | .558 | — | — | — | — | |
21 | ფრენკ ჰემბლინი | 2005 | 39 | 10 | 29 | .256 | — | — | — | — | |
— | ფილ ჯექსონი † | 2005-2010 | 492 | 323 | 169 | .657 | 89 | 54 | 35 | .607 | 2 NBA ჩემპიონი (2009, 2010) ერთ-ერთი NBA ისტორიაში 10 საუკეთესო მწვრთნელს შორის. |
22 | მაიკ ბრაუნი | –დღემდე | 62 | 39 | 23 | .629 | — | — | — | — |