შარლოტ ჰორნეტსი (ინგლ. Charlotte Hornets) — პროფესიონალური საკალათბურთო კლუბი, რომელიც აშშ-ის ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში (NBA) გამოდის. გუნდი შეიქმნა 1988 წელს როგორც შარლოტ ჰორნეტსი. 2004 წელს კლუბმა სახელი შეიცვალა და დაირქვა შარლოტ ბობკეტსი და ათი წლის განმავლობაში, 2014 წლამდე ამ სახელს ატარებდა. 2014 წელს ბობკეტსის სახელი ისევ შეიცვალა და ძველი სახელი შარლოტ ჰორნეტსი დაირქვა.[2][3] გუნდის სათამაშო ბაზაა Time Warner Cable Arena, რომელიც მდებარეობს შარლოტში, ჩრდილოეთ კაროლინის შტატში. ჰორნეტსი თამაშობს სამხრეთ-აღმოსავლეთ დივიზიონში და აღმოსავლეთ კონფერენციაში. 2010 წლიდან გუნდის მფლობელი არის NBA და კალათბურთის ლეგენდა და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფიგურა - მაიკლ ჯორდანი.[4] გუნდმა მხოლოდ ერთხელ შეძლო პლეიოფში ასპარეზობა 2009-2010 წლის სეზონში, როდესაც რეგულარული სეზონი 44-38 დაამთავრეს.

შარლოტ ჰორნეტსი
Charlotte Hornets
შარლოტ ჰორნეტსის სეზონი 2019–20
კონფერენცია აღმოსავლეთი
დივიზიონი სამხრეთ-აღმოსავლეთი
დაარსდა 1988
ისტორია შარლოტ ბობკეტსი
2004–2014
შარლოტ ჰორნეტსი
1988-2004
2014–დღემდე[1]
არენა Spectrum Center
ქალაქი შარლოტი, ჩრდილოეთ კაროლინა
გუნდის ფერები ლურჯი, ნარინჯისფერი, ვერცხლისფერი, თეთრი
                   
მფლობელ(ებ)ი მაიკლ ჯორდანი
გენერალური მენეჯერი რიჩ ქო
მთავარი მწვრთნელი მაიკ დანლაფი
D-ლიგის კლუბი Greensboro Swarm
ჩემპიონები 0
დივიზიონის ტიტულები None
ოფიციალური საიტი

გუნდის ისტორია

რედაქტირება
 
შარლოტ ბობკეტსის ლოგო, რომელსაც კლუბი 2004-დან 2014 წლამდე იყენებდა

1988: შარლოტ ჰორნეტსის შექმნა

რედაქტირება

1988 წელს შარლოტ ჰორნეტსი, მაიამი ჰიტთან ერთად გახდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის (NBA) წევრი. კლუბმა იმავე წელს NBA-ის დრაფტზე სამი ახალწვეული აიყვანა. ჰორნეტსმა პირველი NBA თამაში 1988 წლის 4 ნოემბერს ჩაატარა და კლივლენდ კავალიერსთან 133-93 დამარცხდა, თუმცა ოთხი დღის შემდეგ ჰორნეტსმა ლოს-ანჯელეს კლიპერსი დაამარცხა 117-105, ხოლო 1988 წლის 23 დეკემბერს კლუბმა დაამარცხა მაიკლ ჯორდანის ჩიკაგო ბულზი 103-101. კლუბმა პირველი სეზონი დაამთავრა 20-62.

2002-2004: შარლოტ ბობკეტსი

რედაქტირება

როდესაც შარლოტ ჰორნეტსი გადავიდა ნიუ-ორლეანში 2002 წელს, NBA მესვეურებმა ქალაქს შეპირდნენ, რომ უახლოეს მომავალში დამატებითი გუნდი ზუსტადაც რომ შარლოტში იქნებოდა. რამდენიმე მფლობელთა გუნდი, მათ შორის ყოფილი ბოსტონ სელტიქსის ვარსკვლავი ლარი ბირდი აკეთებდა ფსონს ახალ გუნდზე. 2002 წლის 18 დეკემბერს, რომელსაც Black Entertainment Television-ს დამფუძნებელი რობერტ ჯონსონი ლიდერობდა, დაჯილდოებული იქნა ახალი გუნდის დაფუძნებით, რომლის მიხედვითაც გახდა პირველი აფრიკელ-ამერიკელი, რომელსაც აშშ მთავარი სპორტის კლუბის მფლობელი იქნებოდა.

2003 წელს, ახალი გუნდის სახელი ცნობილი გახდა - ბობკეტსი. ბობკეტსი, ფლაითი და დრაგონსი იყო ის სამი რჩეული სახელი, რომელსაც გულშემატკივრები მხარს უჭერდნენ. ვინაიდან და რადგან ჩრდილოეთ კაროლინის გუნდი, რომელიც ნაციონალურ საფეხბურთი ლიგაში პანტერების სახელით მონაწილეობს, ფაქტობრივად ბობკეტსი ამ სახელის გადაკეთებული ვარიანტი გამოვიდა. ასევე სპორტულ დებატებში ყოველთვის მიდიოდა საუბრები, რომ „ბობ“, რომელიც ბობქეტსში ურევია, მოდის გუნდის პირველი მფლობელ - რობერტ „ბობ“ ჯონსონიდან გამომდინარე.

ბობკეტსმა პირველ მთავარ მწვრთნელად და გენერალურ მენჯერად ბერნი ბიკერსტაფი აიყვანა.

2004-2007: NBA-ს დაბრუნება შარლოტში

რედაქტირება
 
ბობკეტსი თამაშობს დალას მევერიქსის წინააღმდეგ, 2005 წლის 11 ნოემბერი.

ბობკეტსმა მათი დამატებითი დრაფტი 2004 წლის 22 ივნისს მოიპოვა, სადაც გუნდმა აირჩია ჯერალდ უოლასი, პრიმოზ ბრეზეჩი და ჯეისონ კაპონო. გუნდმა მოახერხა დრაფტზე ასევე ევროპელი ტალანტების აყვანა, როგორებიც არიან პრედრეგ დრობნიაკი, საშა პავლოვიჩი და ზაზა ფაჩულია, მაგრამ საბოლოოდ გაშვებული იქნა ეს მოთამაშეები და არც ერთი მატჩი არ ჩაუტარებიათ ბობკეტსის ფორმაში. 2004-05 წლების სეზონში, გუნდმა პირველი მატჩი ჩაატარა შარლოტ კოლიზეუმში, სადაც 96-103 დამარცხდა ვაშინგტონ უიზარდსის წინააღმდეგ. 2 დღის შემდეგ, გუნდმა პირველი მატჩი მოიგო არსებობის მანძილზე ორლანდო მეჯიკის წინააღმდეგ 111-100. 14 დეკემბერს, ბობკეტსმა 94-93 დაამარცხა დამატებით დროში ნიუ-ორლეან ჰორნეტსი, რომელიც პირველი თამაში იყო ჰორნეტისთვის, მას შემდეგ რაც გუნდმა შარლოტი დატოვა და გადავიდა ნიუ-ორლეანში. ამ ყველაფრის მიუხედავად, გუნდმა ინაუგურაციის სეზონი არეულობით დაიწყო და შესაბამისად 18-64 დაასრულა სეზონი, სადაც არ ჰქონდათ მოგებული ზედიზედ 2 შეხვედრაზე მეტი. ემეკა ოკაფორმა სეზონი შესანიშნავად ჩაატარა და მოიგო NBA წლის ახალბედის ტიტული.

2005 წლის დრაფტზე, ბობკეტსმა დრაფტზე რეიმონდ ფელტონი და შონ მეი აირჩია. ეს კი ის მოთამაშეები იყვნენ, ვისზეც გუნდის მფლობელები იმედებს ამყარებდნენ, რომ ახალ და წარმატებულ გუნდს შექმნიდნენ ოკაფორთან და უოლასთან ერთად. ახალი სეზონი, ბობკეტსმა ახალ - შარლოტ ბობკეტსის არენაში ითამაშა და დამატებით დროში შეძლო ბოსტონ სელტიქსის დამარცხება. საბოლოოდ რეგულარული სეზონი გუნდმა 26-56 დაამთავრა, რაც 8 გამარჯვებით მეტი იყო წინა სეზონთან შედარებით. სეზონის დამთავრების შემდეგ, ბობკეტსმა განაცხადა, რომ NBA ლეგენდა მაიკლ ჯორდანი გახდებოდა გუნდის მნიშვნელოვანი აქციების მფლობელი, ასევე მთავარი ოპრეაციების შემსრულებელი.

ბობკეტსმა 2006-07 წლების სეზონში გააუმჯობესა თამაში, რითაც იმედს იტოვებდა ჯერ კიდევ თებერვალში, რომ გუნდი პლეი-ოფში გავიდოდა, მაშინ როდესაც გუნდს თებერვლის ბოლოსკენ 22-23 ჰქონდა შედეგი. თუმცა გუნდმა ზედიზედ 8 თამაში წააგო და 22-41 გაუხდა შედეგი მარტში. მაიკლ ჯორდანმა ამის შემდეგ განაცხადა, რომ მთავარი მწვრთნელი ბერნი ბიკერსტაფი აღარ იქნებოდა მწვრთნელი შემდეგ სეზონში, ამ სეზონის ჩამთავრების საშუალებას კი გუნდი მისცემდა. ბობკეტსმა დარჩენილი 19 თამაშიდან 11 მათგანის მოგება შეძლო და მესამე სეზონი 33-49 შედეგით დაასრულა ბიკერსტაფის დაქვემდებარებაში. სამი სეზონის მანძილზე, რაც გუნდს ბიკერსტაფი ედგა, გუნდმა საბოლოოდ 77-169 შედეგი მოიპოვა რეგულარულ სეზონში.

2007-2010: ვინსენტის არეულობა, ბრაუნის წარმატება

რედაქტირება

ბობკეტსის ოფიცი და სამწვრთნელო შტაბი იყო გასაღები გუნდის 2007 წლის უქმეებზე ფოკუსირებისა. როდ ჰიგინსი აიყვანა გუნდმა გენერალურ მენეჯერად, ხოლო სემ ვინსენტი მწვრთნელის რანგში, რომელიც გუნდის ისტორიაში მეორე მწვრთნელი გახდა. ფილ ფორდი დაემატა სამწვრთნელო შტაბს ზაფხულში, ასევე ბაზ პეტერსონი გახდა მოთამაშეების პერსონალის დირექტორი. 2007 წლის დრაფტზე, გუნდმა ბრენდან რაიტი აიყვანა მე-8 არჩევნად, რასაც მალევე მოჰყვა მისი გაშვება გოლდენ სტეიტ უორიორსში, ხოლო ჯეისონ რიჩარდსონი კი ბობქეტსში გადმოვიდა. მიუხედავად პერსონალის ცვლილებებისა, გუნდმა 2007-08 სეზონი 32-50 შედეგით დაასრულა. ასეთი ცუდი შედეგით დამთავრების გარდა, გუნდში არეულობა იყო, სადაც მოთამაშეებსა და მწვრთნელებს შორის არაერთხელ მოხდა დაპირისპირება. საბოლოოდ, 2008 წლის 26 აპრილს, სემ ვინსენტი პოსტიდან გათავისუფლდა.

 
მაიკლ ჯორდანი გუნდის მფლობელი 2010 წლიდან.

2008 წლის 29 აპრილს, ბობკეტსმა მიაღწია შეთანხმებას და გუნდის მთავარ მწვრთნელის პოსტზე კალათბურთის დიდების დარბაზის წევრი - ლარი ბრაუნი მოიყვანა, რომელიც გუნდის ისტორიაში მესამე მწვრთნელი გახდა. NBA დრაფტზე, გუნდმა მე-9 არჩევნად დი ჯეი ოგუსტინი აიყვანა. 2008 წლის 10 დეკემბერს, გუნდმა ქულის ლიდერი - ჯეისონ რიჩარდსონი გაუშვა ჯარედ დადლისთან ერთად ფინიქსში, ბორის დიავის და რაჯა ბელის ნაცვლად. გაცვლა საბოლოოდ წარმატებული გამოდგა და გუნდმა ისტორიაში პირველად იყო ახლოს პლეი-ოფთან, სადაც საბოლოოდ 4 მოგება დააკლდა მე-8 ადგილამდე და სეზონი 35-47 დაასრულა. სეზონის დასრულების შემდეგ, გუნდის მფლობელმა რობერტ ჯონსონმა განაცხადა, რომ გუნდის გაყიდვა სურდა.

სეზონის დასრულების შემდეგ, ჯერალდ ჰენდერსონი იქნა არჩეული დრაფტზე მე-12 არჩევნას 2009 წლის დრაფტზე. ასევე ბობკეტსმა გაუშვა ემეკა ოკაფორი ჰორნეტსში ცენტრ ტაისონ ჩენდლერის სანაცვლოდ. 2010 წლის 27 თებერვალს, რობერტ ჯონსონმა განაცხადა, რომ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდა გუნდის გაყიდვა მაიკლ ჯორდანზე, რის მიხედვითაც, ჯორდანი გახდა პირველი NBA ყოფილი კალათბურთელი, რომელიც მთავარ ლიგაში მოასპარეზე გუნდის მფლობელი გახდა. 2010 წლის 9 არპილს, გუნდმა შეძლო პლეი-ოფში პირველად გასვლა, მაშინ როდესაც 104-103 მოუგო გასვლით შეხვედრაში ნიუ-ორლეან ჰორნეტსს, ხოლო 2009-10 წლის სეზონი კი 44-38 დაასრულა. ჯერალდ უოლასი იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი გუნდის პლეი-ოფში გასვლისა, ასევე გახდა გუნდის ისტორიაში პირველი მოთამაშე, რომელმაც მონაწილეობა მიიღო NBA All Star. მიუხედავად წარმატებისა, გუნდი პირველ რაუნდში ორლანდო მეჯიკს შეხვდა და სერია 4-0 წააგო.

2010-დღემდე: ჯორდანის არეულობა და უცუდესი სეზონი NBA ისტორიაში

რედაქტირება

2010-11 წლის სეზონს გუნდი დიდი იმედებით ხვდებოდა წინა წლის სეზონიდან გამომდინარე. გუნდი ახალ სეზონს იმედით ხვდებოდა, რომ კვლავ შეძლებდა პლეი-ოფში გასვლას, მაგრამ გუნდი 2010 წლის 22 დეკემბრისთვის 9-19 შედეგით იყო. მაიკლ ჯორდანმა განაცხადა, რომ ლარი ბრაუნი აღარ იქნებოდა გუნდის მწვრთნელი. იმავე დღეს ვეტერანი მწვრთნელი პოლ სილასი იქნა აყვანილი გუნდის მთავარ მწვრთნელად. 2011 წლის 4 თებერვალს, გაცვლების ბოლო დღეს, ბობკეტსმა გუნდის წმენდა დაიწყო და ჯერალდ უოლასი გაუშვა პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსში, პირველი რაუნდის დრაფტზის არჩევნის, ჯოლ პრზიბილას და შონ მარკსის სანაცვლოდ, ასევე დანტე კანინჰემი გადმოვიდა გუნდში. გუნდმა ასევე ვეტერანი ნაზრ მოჰამედი გაუშვა ოკლაჰომა-სიტი თანდერში დი ჯეი უაითის და მო პეტერსონის სანაცვლოდ. გუნდმა სეზონი საბოლოოდ 34-48 დაასრულა, ხოლო სილასის დაქვემდებარებაში კი გუნდის შედეგი 25-29 იყო.

2011 წლის NBA დრაფტზე, ბობკეტსმა კიდევ ერთხელ გადაახალისა გუნდი, გაუშვა სტეფან ჯექსონი, შონ ლივინგსტონი მილუოკ ბაქსში, სანაცვლოდ კი გუნდმა კორი მაგიტი მიიღო და მე-7 არჩევნის უფლება. არჩევანი კი გუნდმა ბისმაკ ბაიომბოს არჩევნისთვის გამოიყენა. ბობკეტსმა ასევე შეძლო თავისუფალ აგენტად რეჯი უილიამსის აყვანა. 2011-12 წლის სეზონი, გუნდმა 101-86 გამარჯვებით დაიწყო სტეფან ჯექსოსნი და მის გუნდ მილუოკი ბაქსის წინააღმდეგ, მაგრამ ამ მოგების შემდეგ გუნდს მძიმე პერიოდი დაუდგა. ლოკაუტის გამო შემცირებულ სეზონში, გუნდმა მხოლოდ 7 თამაშის მოგება შეძლო და 59 თამაშში დამარცხდა, ხოლო უკანასკნელი 23 თამაშიდან ვერცერთხელ ვერ შეძლეს მოგება. სეზონი ბობკეტსის ყველაზე ცუდი გამოდგა გუნდის ისტორიაში, ასევე ყველაზე ცუდი შედეგი ვიდრე სხვა ნებისმიერი გუნდისა NBA ისტორიაში. გუნდის ზედიზედ 23 მარცხი ასევე ანტი-რეკორდი გამოდგა გუნდისთვის და გააუმჯობესა წინა წლის ზედიზედ 16 წაგებიანი მატჩი. 2012 წლის 30 აპრილს ბობკეტსმა განაცხადა, რომ სილასი აღარ დაბრუნდებოდა მწვრთნელის რანგში 2012-13 წლის სეზონისთვის.

ლოგო და არენა

რედაქტირება
  • შარლოტის კოლიზეუმი (2004-2005)
  • Time Warner Cable Arena (2005–დღემდე), ცნობილია როგორც შარლოტ ბობკეტსის არენა (2005-2008)

გუნდის არსებობის პირველი სეზონის მანძილზე, ბობკეტსი შარლოტის კოლიზეუმში თამაშობდა, მაშინ როდესაც, მათი ახალი (შარლოტ ბობკეტსის არენა) შენდებოდა. მას შემდეგ რაც ახალი სტადიონის მშენებლობა დასრულდა, ქალაქმა დახურა კოლიზეუმი 2005 წლის სეზონის დასრულებისას, და ახალი არენა კი როლინგ სტოუნზის კონცერტით გახსნა.

2008 წლის აპრილში, შარლოტმა მიაღწია შეთანხმებას უფლებაზე, რომ არენასთვის Time Warner Cable დაერქმიათ, რომელიც შარლოტის არეას ყველაზე დიდი საკაბელო პროვაიდერია. წაგებული ამ შეთანხმებით არც ბობკეტსი დარჩენილა და საკაბელოსთან გააფორმა კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც 4 წლის მანძილზე უნდა ენახებინა გუნდის ყველა თამაში მოსახლეობისთვის.

სეზონის შედეგები

რედაქტირება

მოთამაშეები

რედაქტირება

ახლანდელი შემადგენლობა

რედაქტირება
2012–13 შარლოტ ბობკეტსი შემადგენლობა
მოთამაშეები მწვრთნელები
პოზ. # სახელი სიმაღლე წონა დ.თ. (წ–თ–დ) საიდან
F/C 0 ბაიომბო, ბისმეკ 6 ft 9 in (2.06 მ) 245 lb (111 კგ) 1992–08–28 კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა
C 2 დიოპი, დეშეგანა 7 ft 0 in (2.13 მ) 280 lb (127 კგ) 1982–01–30 Oak Hill Academy (VA)
G 8 გორდონი, ბენ 6 ft 3 in (1.91 მ) 200 lb (91 კგ) 1983–04–04 კონექტიკუტი
C 33 ჰეივუდი, ბრენდენ 7 ft 0 in (2.13 მ) 263 lb (119 კგ) 1979–11–27 North Carolina
G/F 9 ჰენდერსონი, ჯერალდ (C) 6 ft 5 in (1.96 მ) 215 lb (98 კგ) 1987–12–09 დუკი
F 14 კიდ-გილკრისტი, მაიკლ 6 ft 7 in (2.01 მ) 232 lb (105 კგ) 1993–09–26 კენტუკი
F/C 22 მალენსი, ბაირონ 7 ft 0 in (2.13 მ) 275 lb (125 კგ) 1989–02–14 Ohio State
G 7 სესიონსი, რემონ 6 ft 3 in (1.91 მ) 190 lb (86 კგ) 1986–04–11 ნევადა
G/F 44 ტეილორი, ჯეფრი 6 ft 7 in (2.01 მ) 225 lb (102 კგ) 1989–05–23 Vanderbilt
F 12 თომასი, ტაირუს 6 ft 10 in (2.08 მ) 225 lb (102 კგ) 1986–08–17 LSU
G 15 უალკერი, კემბა 6 ft 1 in (1.85 მ) 184 lb (83 კგ) 1990–05–08 კონექტიკუტი
G/F 55 უილიამსი, რეჯი 6 ft 6 in (1.98 მ) 205 lb (93 კგ) 1986–09–14 Virginia Military
მთავარი მწვრთნელი
  • მაიკ დანლეფი
მწვრთნელის ასისტენ(ებ)ი
  • სტეფან სილასი
  • რალფ ლუისი
  • რობ უერდენი
ათლეტების ტრენერი
  • სტივ სტრიკერი
  • დენის უილიამსი
სიძლიერის და კონდიციების მწვრთნელ(ებ)ი
  • მაიკლ ირი

მნიშვნელობები
  • (C) გუნდის კაპიტანი
  • (და) დრაფტზე არ იქნა არჩეული
  • (თა) თავისუფალი აგენტი
  • (დ) დასჯილი
  • (DL) D-ლიგა
  •   ტრავმირებული

შემადგენლობაოპერაციები
უკანასკნელი ოპერაცია: 2012–03–21

მთავარი მწვრთნელები

რედაქტირება

გუნდის ჯილდოები და მიღწევები

რედაქტირება

პირადი ჯილდოები

რედაქტირება

NBA წლის ახალბედა

  • ემეკა ოკაფორი - 2005;

NBA ახალბედა პირველი გუნდი

  • ემეკა ოკაფორი - 2005;

NBA წლის ახალბედის მეორე გუნდი

  • რეიმონდ ფელტონი - 2006;
  • უოლტერ ჰერმენი - 2007;
  • ადამ მორისონი - 2007;
  • დი ჯეი აგუსტინი - 2009;

NBA ყველა-დაცვითი პირველი გუნდი

  • ჯერალდ უოლასი - 2010;

NBA All-Star კვირა

  • ჯერალდ უოლასი - 2010;

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება