მედელინი
მედელინი, ოფიციალურად მედელინის მუნიციპალიტეტი (ესპ. Municipio de Medellín) — კოლუმბიის მეორე უდიდესი ქალაქი. მდებარეობს აბურის ხეობაში, ანდების მთების ერთ-ერთ ყველაზე უკიდურეს ჩრდილოეთ დაბოლოებაზე. 2012 წლის მონაცემებით, ქალაქის მოსახლეობა 2,7 მილიონ ადამიანს შეადგენს.[2] გარსშემორტყმულ არეალთან ერთად, მედელინის აგლომერაცია 3,5 მლნ მცხოვრებით ცხრა სხვა ქალაქს აერთიანებს და მეორე უდიდესი ურბანული აგლომერაციაა კოლუმბიაში მოსახლეობისა და ეკონომიკის თვალსაზრისით.
მუნიციპალიტეტი | |||||
---|---|---|---|---|---|
მედელინი Municipio de Medellín | |||||
| |||||
ქვეყანა | კოლუმბია | ||||
დეპარტამენტი | ანტიოკია | ||||
კოორდინატები | 6°14′33″ ჩ. გ. 75°34′49″ დ. გ. / 6.24250° ჩ. გ. 75.58028° დ. გ. | ||||
მერი | ანიბალ გავირია | ||||
დაარსდა | 22 ნოემბერი, 1675[1] | ||||
ფართობი | 380,64 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 1 495 მ | ||||
მოსახლეობა | 2 743 049 კაცი (2012) | ||||
სიმჭიდროვე | 6 925 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC-5 | ||||
სატელეფონო კოდი | +57 4 | ||||
საფოსტო ინდექსი | 050001 | ||||
ოფიციალური საიტი | medellin.gov.co | ||||
მედელინი 1616 წელს ესპანელმა ფრანსისკო ერერა კამპუსანომ დააარსა თანამედროვე ელ-პობლადოს კომუნის ადგილას და სახელად პობლადო-დე-სან-ლორენსო (წმინდა ლავრენტის ქალაქი) უწოდა. 1675 წელს დედოფალმა მარიანა ავსტრიელმა შექმნა ქალაქი ვილია-დე-ნუესტრა-სენიორა-დე-ლა-კანდელარია-დე-მედელინი.
1826 წელს ქალაქი დიდი კოლუმბიის (მოიცავდა თანამედროვე კოლუმბიას, ვენესუელას, ეკვადორსა და პანამას) ეროვნულმა კონგრესმა ანტიოკიის დეპარტამენტის დედაქალაქად გამოაცხადა. მას შემდეგ, რაც კოლუმბიამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, კოლუმბიის 1886 წლის კონსტიტუციის საფუძველზე, მედელინი 1888 წლამდე ანტიოკიის ფედერალური სახელმწიფოს დედაქალაქი იყო. XIX საუკუნეში მედელინი დინამიური კომერციული ცენტრი იყო, პირველ ადგილს იკავებდა ოქროს ექსპორტსა და ყავის წარმოებასა და ექსპორტში.
XXI საუკუნის დასაწყისში, ქალაქმა კვლავ დაიბრუნა სამრეწველო დინამიზმი, აშენდა მედელინის მეტრო, მოხდა განვითარების პოლიტიკის ლიბერალიზაცია, გაუმჯობესდა უსაფრთხოება და განათლება. ლონდონში არსებულმა ზღვისგადაღმა განვითარების ინსტიტუტის (ODI) მკვლევარებმა ქალაქი ვაშინგტონის კონსენსუსის შემდგომი „ადგილობრივი განვითარების“ ეკონომიკური განვითარების მოდელის პიონერად დაასახელეს.[3] მედელინი საერთაშორისოდაა აღიარებული ტურისტულ ღირსშესანიშნაობად. გლობალიზაციისა და მსოფლიო ქალაქების კვლევის ქსელის (GaWC) მიერ მედელინი აღიარებულია „საკმარისად“ იმისათვის, რომ გახდეს გლობალური ქალაქი.[4] ამჟამად მედელინი დასახელებულია 2018 წლის ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიადის მასპინძლობის ერთ-ერთ კანდიდატად.[5]
მედელინის აგლომერაცია ანტიოკიის დეპარტამენტის მშპ-ის 67%-სა და მთლიანად კოლუმბიის ეკონომიკის 11%-ს აწარმოებს.[6] მედელინი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია თავისი უნივერსიტეტებით, აკადემიებით, კომერციით, ინდუსტრიით, მეცნიერებით, ჯანდაცვის სერვისებით, მეყვავილეობით, ფესტივალებითა და ღამის ცხოვრებით.
2013 წლის თებერვალში, ბოლო დროის პოლიტიკური, საგანმანათლებლო და სოციალური განვითარებისა გამო მედელინი მსოფლიოს ყველაზე ინოვაციურ ქალაქად დაასახელეს.[7].
დაძმობილებული ქალაქები
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.medellin.gov.co/irj/portal/medellinIngles
- ↑ City Population America, Colombia, Major Cities and Metropolitan Areas, su sitio web 2012, en idioma inglés. Citypopulation.de (2011-06-30). ციტირების თარიღი: 2013-03-23.
- ↑ Milford Bateman, Juan Pablo Duran Ortíz and Kate Maclean 2010. A post-Washington consensus approach to local economic development in Latin America? An example from Medellín, Colombia დაარქივებული 2012-09-18 საიტზე Wayback Machine. . London: Overseas Development Institute
- ↑ GaWC. The World According to GaWC 2008. lboro.ac.uk. დაარქივებულია ორიგინალიდან — აგვისტო 11, 2016. ციტირების თარიღი: November 10, 2011.
- ↑ IOC shortlists three Candidate Cities for 2018 Summer Youth Olympic Games. Olympic.org (2013-02-13). ციტირების თარიღი: 2013-03-23.
- ↑ Report on Medellín's Economy by 2005. Proexport Colombia. ციტატა: „participation of the cities GDP by countries provided by the International Cooperation Agency of Medellín“ ციტირების თარიღი: May 8, 2008.[მკვდარი ბმული]
- ↑ Arturo Wallace BBC Mundo, Colombia. (1970-01-01) Medellín, capital latinoamericana de la innovación - BBC Mundo - Noticias. Bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 2013-03-12.
- ↑ Sister cities. Online directory: the Americas (the member directory for sister cities in the Americas. დაარქივებულია ორიგინალიდან — მარტი 3, 2008. ციტირების თარიღი: April 2, 2008.
- ↑ Hermandad entre ciudades. La Nación, (March 14, 2004). დაარქივებულია ორიგინალიდან — ივნისი 4, 2008. ციტირების თარიღი: მაისი 6, 2013.
- ↑ Gardel en Tacuarembó დაარქივებული 2008-07-23 საიტზე Wayback Machine. , Radio Gardel