ყურბან-ბაირამი (ასევე იდ ალ ადჰა - არაბ. عيد الأضحى [ʿīd al-ʾaḍḥā] — „მსხვერპლშეწირვის დღესასწაული“) — ისლამის მეორე ყოველწლიური რელიგიური დღესასწაული, რომელიც რამადანის (გლოვის) თვის დამთავრებიდან 70-ე დღეს იწყება და სამ დღეს გრძელდება.

თბილისის მეჩეთის ხედი.

ყურბან-ბაირამი დაკავშირებული ბიბლიურ ამბავთან — აბრაამის მიერ ღმერთისთვის წმინდა ცხოველის შეწირვასთან. იგი მთელ ისლამურ სამყაროშია გავრცელებული.

თბილისში ყურბან-ბაირამს სამ დღეს ზეიმობდნენ (აქედან უნდა იყოს გავრცელებული გამოთქმა „ბაირამობა“, ანუ დროსტარება), კლავდნენ ცხვარს ან ძროხას, ხარშავდნენ ფლავს და უმასპინძლდებოდნენ ახლობლებსა და ღარიბ-ღატაკებს.

ლიტერატურა

რედაქტირება