დუბაი მარინა (არაბ. مرسى دبي‎) — რაიონი დუბაიში, არაბთა გაერთიენებლ საამიროებში. იგი ხელოვნური არხის ქალაქია, რომელიც გადაჭიმულია სპარსეთის ყურის სანაპირო ზოლის 3 კილომეტრიან (2 მილი) მონაკვეთზე.[2] რაიონი მდებარეობს ჯებელ-ალის პორტის, Dubai Internet City–ს, Dubai Media City–სა და დუბაის ამერიკული უნივერსიტეტის გზაგასაყარზე. დუბაი მარინას მშენებლობის იდეა შთაგონებულ იქნა ვანკუვერის (კანადა) ერთ–ერთი რაიონის — ფოლს-კრიკის გასწვრივ მდებარე კორკოდის მშვიდი ადგილის (Concord Pacific Place) პროექტიდან.[3] დუბაი მარინას განვითარების პირველი ფაზა უკვე დამთავრებულია. როდესაც მშენებლობის პროცესი ბოლომდე დასრულდება, მაღალსართულიან საცხოვრებელ ბინებსა და ვილებში იცხოვრებს 120.000-ზე მეტი ადამიანი.[4]

რაიონი
დუბაი მარინა
مرسى دبي
ქვეყანა არაბთა გაერთიანებული საამიროების დროშა არაბთა გაერთიანებული საამიროები
დაქვემდებარება რაიონი
ქალაქი დუბაი
კოორდინატები 25°04′52″ ჩ. გ. 55°08′38″ ა. გ. / 25.0813500° ჩ. გ. 55.1440750° ა. გ. / 25.0813500; 55.1440750
დაარსდა 2003
ფართობი 4 [1] კმ²
ოფიციალური ენა არაბული ენა
სასაათო სარტყელი UTC+4
ოფიციალური საიტი https://www.bayut.com/area-guides/dubai-marina/
დუბაი მარინა — არაბთა გაერთიანებული საამიროები
დუბაი მარინა
  1. Dubai Marina. Dubai Marina (2006-05-31). ციტირების თარიღი: 2010-10-15.
  2. Dubai Marina. Dubaiii. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-12-02. ციტირების თარიღი: 2013-05-22.
  3. BCBusiness: False Creek, Dubai. bcbusinessonline.ca. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-06-29. ციტირების თარიღი: 2009-02-21.
  4. The Dubai Marina in Dubai Designed by Architects HOK Canada Inc. Design Build Network. ციტირების თარიღი: 2010-10-15.