Орёл & решка
Орёл & решка, აგრეთვე Орёл и решка (ქართ. არიოლი და რეშკა, სიტყვასიტყვით - მონეტაზე გამოსახული არწივი და წარწერა) — უკრაინული შემეცნებითი გადაცემა მოგზაურობაზე. საპრემიერო ჩვენება და პირველი ტრანსლაციები უკრაინულ ტელეარხ „Интер“-ზე შედგა. გადაცემის ჩვენება აგრეთვე შემდეგ არხებზე მიმდინარეობს: „К1“ (უკრაინა), „Пятница!“ (რუსეთი), „Седьмой канал“ (ყაზახეთი)[2], „ТТV“ (პოლონეთი) და „Беларусь 2“ (ბელარუსი).
Орёл & решка | |
---|---|
ჟანრი | სამოგზაურო შოუ |
ავტორი | ელენა სინელნიკოვა |
შეიმუშავა | TeenSpirit Studio |
სცენარი |
სერგეი სიმანჩუკი დარია კობიაკოვა |
რეჟისორი |
ევგენი სინელნიკოვი ანტონ შჩერბაკოვი ვასილი ხომკო იაროსლავ ანდრუშჩენკო |
წამყვანი |
ალან ბადოევი ჟანა ბადოევა ანდრეი ბედნიაკოვი ლესია ნიკიტიუკი ანასტასია კოროტკაია კოლია სერგა რეგინა ტოდორენკო ევგენი სინელნიკოვი პეტრე რომანოვი |
გახმოვანება |
ევგენი სინჩუკოვი ალან ბადოევი ჟანა ბადოევა ანდრეი ბედნიაკოვი ლესია ნიკიტიუკი ანასტასია კოროტკაია კოლია სერგა რეგინა ტოდორენკო ევგენი სინელნიკოვი პეტრე რომანოვი |
ქვეყანა | უკრაინა |
ენა | რუსული |
სეზონი | 13 |
ეპიზოდი | 246 |
წარმოება | |
პროდიუსერ(ებ)ი |
ნათელა კრაპივინა[1] ელენა სინელნიკოვა |
ადგილ(ებ)ი | მთელი მსოფლიო |
ოპერატორი |
კონსტანტინ ლობოდა ოლეგ ავილოვი |
რედაქტორ(ებ)ი | ნიკიტა ჩიჟოვი |
ხანგრძლივობა | 37-48 წუთი |
ეთერი | |
ორიგინალური არხი |
Интер Пятница! |
ჩვენების ფორმატი | 16:9 |
აუდიო ფორმატი | სტერეო |
ეთერში | 13 თებერვალი 2011 — მიმდინარეობს |
ქრონოლოგია | |
შემდეგი | Орёл & решка. Шопинг |
დაკავშირებული შოუები |
Мир наизнанку Верю — не верю |
რესურსები ინტერნეტში | |
საიტი |
აღწერა
რედაქტირებაყოველ შაბათ-კვირას ორი წამყვანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მიემგზავრება. გადაცემის წესების მიხედვით, ერთ-ერთმა მათგანმა ორი დღე 100$-ით უნდა იცხოვროს (ევროპის ქვეყნების შემთხვევაში - 70€ ან მეტი, მიმდინარე გაცვლითი კურსის მიხედვით), ხოლო მეორეს შეუზღუდავი რაოდენობის თანხის დახარჯვა შეუძლია, რომელიც „ოქროს“ საბანკო ბარათზე ინახება. იმის გასარკვევად თუ ვინ გახდება „ოქროს ბარათის“ მფლობელი, წამყვანები ყოველი მოგზაურობის დასაწყისში მონეტას აგდებენ და ყველაფერს „არიოლი“ და „რეშკა“ წყვეტს[3]. „არიოლის“ დაჯდომის შემთხვევაში, ოქროს ბარათი იმ წამყვანს გადაეცემა რომელმაც მონეტა ააგდო, მის პარტნიორს კი - 100$[4], ხოლო „რეშკის“ შემთხვევაში პირიქით. ერთადერთი შემთხვევა როდესაც გამარჯვებულმა წამყვანმა თავის მეწყვილეს ოქროს ბარათი დაუთმო, გადაცემის მე-15, თბილისში გადაღებული ეპიზოდი იყო, მაშინ ალანმა ბარათი ჟანას მისცა.
გადაცემის მიმდინარეობისას, წამყვანები მაყურებლებს ამ ქალაქის ძირითად ღირსშესანიშნაობებს აცნობენ. ეუბნებიან სასტუმროების სახელებს და ამა თუ იმ მომსახურების ფასებს.
გადაცემის მეორე სეზონში სპონსორის სახით ერთ-ერთი უკრაინული ღვინის მწარმოებელი კომპანიის გაჩენამ, ახალ ტრადიციას ჩაუყარა საფუძველი. რომლის თანახმადაც ოქროს ბარათის მფლობელი წამყვანი ქალაქში დაბეჭდილ ბოთლს მალავს, რომელშიც 100$ და წერილია ჩადებული. ბოთლის მპოვნელებს, გადაცემაში ამ პროცესის ამსახველი ფოტოს ან ვიდეოს გაგზავნას თხოვენ[5].
წამყვანები
რედაქტირებაგადაცემის 1-ლი სეზონის წამყვანები უკრაინელი რეჟისორი ალან ბადოევი და იმ დროს მისი ცოლი, მსახიობი ჟანა ბადოევა იყვნენ. მე-2 სეზონში ბადოევმა პროექტი დატოვა და მხოლოდ სარეჟისორო საქმიანობაზე გადართვა გადაწყვიტა. იგი მსახიობმა და პაროდისტმა ანდრეი ბედნიაკოვმა შეცვალა, რომელმაც მე-2 და მე-3 სეზონებში ჟანასთან ტანდემში იმუშავა. მე-4 და მე-5 სეზონებში ჟანას ადგილი შოუ „Розсміши коміка“-ს გამარჯვებულმა ლესია ნიკიტიუკმა დაიკავა. გადაცემის მე-6 და მე-7 სეზონს ანდრეი ბედნიაკოვი ნასტია კოროტკაიასთან, იმ დროს საცოლესთან ერთად უძღვებოდა[6].
მე-8 სეზონში გადაცემის ახალი წამყვანები უკრაინელი მომღერლები კოლია სერგა და რეგინა ტოდორენკო გახდნენ. მე-9 სეზონში მუსიკალური კარიერის გამო პროექტიდან წასული კოლია, გადაცემის რეჟისორმა და თანაავტორმა ევგენი სინელნიკოვმა შეცვალა.
„საიუბილეო“ მე-10 და მე-11 სეზონებს (2010 წელს გადაცემის პირველი სეზონის დაწყებიდან 5 წლის იუბილის აღსანიშნავად) ყველა ის წამყვანი უძღვებოდა რომლებიც პროექტს მისი დაარსების დღიდან, პერიოდულად ჰყავდა.
2015 წლის დეკემბერში სტარტი აიღო მე-12 სეზონმა სახელწოდებით „Кругосветка“ (მსოფლიოს გარშემო), რომლის გადაღებებიც 9 თვე გრძელდებოდა. წამყვანების ლესია ნიკიტიუკისა და რეგინა ტოდორენკოს გარდა, მასში მონაწილეობდნენ პროექტის გენერალური დირექტორი ელენა სინელნიკოვა, რეჟისორები ევგენი სინელნიკოვი და იაროსლავ ანდრუშჩენკო, ოპერატორები დიმიტრი ოხრიმენკო, ოლეგ შევჩიშინი და ოლეგ ავილოვი. 24-ე გადაცემის შემდეგ ლესიამ გადაცემა თავისი ახალი შოუს გამო დატოვა[7]. იგი რუსმა კინომსახიობმა პეტრე რომანოვმა ჩაანაცვლა.
2016 წლის ბოლოს მე-13 სეზონის გადაღებები დაიწყო, რომელიც მსოფლიოს ნამდვილ სამოთხესა და ყველაზე ჯოჯოხეთურ ადგილებს ეხება[8]. ამ სეზონის წამყვანები კვლავ ლესია და რეგინა გახდნენ.
2017 წლის მარტში მე-13 სეზონის პარალელურად დაიწყო მე-14 სეზონის „Перезагрузка“ (გადატვირთვა) გადაღებები, რომელიც მიზნად ისახავს გადაცემის ადრეულ გამოშვებებში ნაჩვენები ადგილების გამეორებას. უფრო კონკრეტულად, რა შეიცვალა ამ ქვეყანაში თუ ქალაქში, რა გაჩნდა ახალი და რისი გადაღება ვერ მოახერხეს პირველ გადაცემებში. ამ სეზონის წამყვანები უკრაინელი დიჯეი ანტონ პტუშკინი და რუსი ტელეწამყვანი და ვიდეობლოგერი ანასტასია ივლეევა გახდნენ.
სეზონი | წამყვანი (მამაკაცი) | წამყვანი (ქალი) |
---|---|---|
1 სეზონი | ალან ბადოევი | ჟანა ბადოევა |
2 სეზონი | ანდრეი ბედნიაკოვი | |
3 სეზონი | ||
4 სეზონი | ლესია ნიკიტიუკი | |
5 სეზონი | ||
6 სეზონი - „საკურორტო“ | ნასტია კოროტკაია | |
7 სეზონი - „უკან სსრკ-ში“ | ||
8 სეზონი - „სამყაროს დასალიერში“ | კოლია სერგა | რეგინა ტოდორენკო |
9 სეზონი - „შეუსწავლელი ევროპა“ | ევგენი სინელნიკოვი | |
10 სეზონი - საიუბილეო (ნაწილი 1) | ალან ბადოევი[9], ანდრეი ბედნიაკოვი, კოლია სერგა, ევგენი სინელნიკოვი. |
ჟანა ბადოევა, ლესია ნიკიტიუკი, ნასტია კოროტკაია, რეგინა ტოდორენკო. |
11 სეზონი - საიუბილეო (ნაწილი 2) | ალან ბადოევი, ანდრეი ბედნიაკოვი, კოლია სერგა, ევგენი სინელნიკოვი. |
ლესია ნიკიტიუკი, ნასტია კოროტკაია, რეგინა ტოდორენკო. |
12 სეზონი - „მსოფლიოს გარშემო“ | პეტრე რომანოვი (25 - 40 გამოშვებები) | ლესია ნიკიტიუკი (1 - 24 გამოშვებები), რეგინა ტოდორენკო |
13 სეზონი - „სამოთხე და ჯოჯოხეთი“ | ლესია ნიკიტიუკი, რეგინა ტოდორენკო | |
14 სეზონი - „გადატვირთვა“ | ანტონ პტუშკინი | ანასტასია ივლეევა |
ეპიზოდების სია
რედაქტირებაპირველი სეზონი | ||||
---|---|---|---|---|
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (1) | ნიუ-იორკი | დოლარი | ალანი | 13 თებერვალი, 2011 |
2 (2) | ლას-ვეგასი | დოლარი | ალანი | 20 თებერვალი, 2011 |
3 (3) | სან-ფრანცისკო | დოლარი | ჟანა | 27 თებერვალი, 2011 |
4 (4) | ლოს-ანჯელესი | დოლარი | ალანი | 6 მარტი, 2011 |
5 (5) | ბარსელონა | ევრო | ალანი | 13 მარტი, 2011 |
6 (6) | იორდანია | დოლარი | ალანი | 20 მარტი, 2011 |
7 (7) | ისრაელი | დოლარი | ჟანა | 27 მარტი, 2011 |
8 (8) | რომი | ევრო | ჟანა | 10 აპრილი, 2011 |
9 (9) | მადრიდი | ევრო | ალანი | 17 აპრილი, 2011 |
10 (10) | მილანი | ევრო | ჟანა | 24 აპრილი, 2011 |
11 (11) | პნომპენი | დოლარი | ალანი | 1 მაისი, 2011 |
12 (12) | ბანგკოკი | დოლარი | ალანი | 8 მაისი, 2011 |
13 (13) | ხოშიმინი | დოლარი | ჟანა | 15 მაისი, 2011 |
14 (14) | ბაქო | დოლარი | ალანი | 22 მაისი, 2011 |
15 (15) | თბილისი | დოლარი | ჟანა | 29 მაისი, 2011 |
მეორე სეზონი | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (16) | მეხიკო | დოლარი | ჟანა | 3 სექტემბერი, 2011 |
2 (17) | ჰავანა | დოლარი | ჟანა | 10 სექტემბერი, 2011 |
3 (18) | ამსტერდამი | ევრო | ანდრეი | 17 სექტემბერი, 2011 |
4 (19) | კანკუნი | დოლარი | ანდრეი | 24 სექტემბერი, 2011 |
5 (20) | ბათუმი | დოლარი | ჟანა | 1 ოქტომბერი, 2011 |
6 (21) | პარიზი | ევრო | ანდრეი | 8 ოქტომბერი, 2011 |
7 (22) | სტამბოლი | დოლარი | ჟანა | 15 ოქტომბერი, 2011 |
8 (23) | ბერლინი | ევრო | ჟანა | 22 ოქტომბერი, 2011 |
9 (24) | ათენი | ევრო | ანდრეი | 29 ოქტომბერი, 2011 |
10 (25) | დუბაი | დოლარი | ანდრეი | 5 ნოემბერი, 2011 |
11 (26) | კატმანდუ | დოლარი | ჟანა | 12 ნოემბერი, 2011 |
12 (27) | მუმბაი | დოლარი | ჟანა | 19 ნოემბერი, 2011 |
13 (28) | ჩიკაგო | დოლარი | ანდრეი | 3 დეკემბერი, 2011 |
14 (29) | ახალი ორლეანი | დოლარი | ჟანა | 10 დეკემბერი, 2011 |
15 (30) | დალასი | დოლარი | ანდრეი | 17 დეკემბერი, 2011 |
16 (31) | სტოკჰოლმი | დოლარი | ჟანა | 24 დეკემბერი, 2011 |
17 (32) | ლაპლანდია | ევრო | ანდრეი | 31 დეკემბერი, 2011 |
მესამე სეზონი | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (33) | პეკინი | დოლარი | ჟანა | 11 თებერვალი, 2012 |
2 (34) | ჰონგ-კონგი | დოლარი | ანდრეი | 18 თებერვალი, 2012 |
3 (35) | იამაიკა | დოლარი | ანდრეი | 25 თებერვალი, 2012 |
4 (36) | მაიამი | დოლარი | ანდრეი | 3 მარტი, 2012 |
5 (37) | მანაგუა | დოლარი | ჟანა | 10 მარტი, 2012 |
6 (38) | ბეირუთი | დოლარი | ჟანა | 17 მარტი, 2012 |
7 (39) | რიო-დე-ჟანეირო | დოლარი | ჟანა | 24 მარტი, 2012 |
8 (40) | სანტიაგო | დოლარი | ჟანა | 31 მარტი, 2012 |
9 (41) | სან-პაულუ | დოლარი | ანდრეი | 7 აპრილი, 2012 |
10 (42) | მაჩუ-პიქჩუ | დოლარი | ჟანა | 14 აპრილი, 2012 |
11 (43) | ბუენოს-აირესი | დოლარი | ანდრეი | 21 აპრილი, 2012 |
12 (44) | სინგაპური | დოლარი | ჟანა | 28 აპრილი, 2012 |
13 (45) | შრი-ლანკა | დოლარი | ჟანა | 5 მაისი, 2012 |
14 (46) | კუალა-ლუმპური | დოლარი | ანდრეი | 12 მაისი, 2012 |
15-16 (47-48) | კიევი | გრივნა | ანდრეი | 19 და 26 მაისი, 2012 |
მეოთხე სეზონი | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (49) | სანქტ-პეტერბურგი | დოლარი | ანდრეი | 8 სექტემბერი, 2012 |
2 (50) | ედინბურგი | დოლარი | ანდრეი | 15 სექტემბერი, 2012 |
3 (51) | ნაირობი | დოლარი | ანდრეი | 22 სექტემბერი, 2012 |
4 (52) | რიგა | დოლარი | ლესია | 29 სექტემბერი, 2012 |
5 (53) | ლონდონი | დოლარი | ანდრეი | 6 ოქტომბერი, 2012 |
6 (54) | კოპენჰაგენი | დოლარი | ანდრეი | 13 ოქტომბერი, 2012 |
7 (55) | კეიპტაუნი | დოლარი | ლესია | 20 ოქტომბერი, 2012 |
8 (56) | ოლესუნი | დოლარი | ლესია | 27 ოქტომბერი, 2012 |
9 (57) | პალერმო | დოლარი | ანდრეი | 3 ნოემბერი, 2012 |
10 (58) | მადაგასკარი | დოლარი | ლესია | 10 ნოემბერი, 2012 |
11 (59) | ლაჟვარდოვანი ნაპირი | ევრო | ლესია | 17 ნოემბერი, 2012 |
12 (60) | მარაკეში | დოლარი | ლესია | 24 ნოემბერი, 2012 |
13 (61) | კანარის კუნძულები | ევრო | ანდრეი | 1 დეკემბერი, 2012 |
14 (62) | ლისაბონი | ევრო | ანდრეი | 8 დეკემბერი, 2012 |
15 (63) | შანხაი | დოლარი | ლესია | 15 დეკემბერი, 2012 |
16 (64) | ბალი | დოლარი | ანდრეი | 22 დეკემბერი, 2012 |
17 (65) | სეული | დოლარი | ლესია | 29 დეკემბერი, 2012 |
მეხუთე სეზონი | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (66) | ლუცერნი | დოლარი | ლესია | 9 თებერვალი, 2013 |
2 (67) | ვენა | ევრო | ანდრეი | 16 თებერვალი, 2013 |
3 (68) | პრაღა | დოლარი | ლესია | 23 თებერვალი, 2013 |
4 (69) | ბრიუსელი | ევრო | ანდრეი | 2 მარტი, 2013 |
5 (70) | ვენეცია | ევრო | ანდრეი | 9 მარტი, 2013 |
6 (71) | ლა-პასი | დოლარი | ლესია | 14 აპრილი, 2013 |
7 (72) | კიტო | დოლარი | ანდრეი | 21 აპრილი, 2013 |
8 (73) | კოსტა-რიკა | დოლარი | ლესია | 28 აპრილი, 2013 |
მეექვსე სეზონი („Курортный“ - „საკურორტო“) | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (74) | აბუ-დაბი | დოლარი | ნასტია | 12 მაისი, 2013 |
2 (75) | ანტალია | დოლარი | ანდრეი | 19 მაისი, 2013 |
3 (76) | კორსიკა | ევრო | ნასტია | 26 მაისი, 2013 |
4 (77) | დუბროვნიკი | დოლარი | ნასტია | 2 ივნისი, 2013 |
5 (78) | მალტა | ევრო | ანდრეი | 9 ივნისი, 2013 |
6 (79) | ვალენსია | ევრო | ანდრეი | 16 ივნისი, 2013 |
7 (80) | კრეტა | ევრო | ნასტია | 23 ივნისი, 2013 |
8 (81) | ივისა | ევრო | ანდრეი | 30 ივნისი, 2013 |
მეშვიდე სეზონი („Назад в СССР“ - უკან სსრკ-ში“) | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (82) | მინსკი | დოლარი | ნასტია | 25 აგვისტო, 2013 |
2 (83) | ვილნიუსი | დოლარი | ანდრეი | 1 სექტემბერი, 2013 |
3 (84) | ყაზანი | რუბლი | ანდრეი | 8 სექტემბერი, 2013 |
4 (85) | ყირიმი | გრივნა | ანდრეი | 15 სექტემბერი, 2013 |
5 (86) | კიშინიოვი | დოლარი | ნასტია | 22 სექტემბერი, 2013 |
6 (87) | ოდესა | გრივნა | ნასტია | 29 სექტემბერი, 2013 |
7 (88) | ტალინი | ევრო | ნასტია | 6 ოქტომბერი, 2013 |
8 (89) | ბაიკალი | რუბლი | ანდრეი | 13 ოქტომბერი, 2013 |
9 (90) | ვლადივოსტოკი | რუბლი | ნასტია | 20 ოქტომბერი, 2013 |
10 (91) | კამჩატკა | რუბლი | ნასტია | 27 ოქტომბერი, 2013 |
11 (92) | გროზნო | რუბლი | ნასტია | 3 ნოემბერი, 2013 |
12 (93) | ერევანი | დოლარი | ანდრეი | 10 ნოემბერი, 2013 |
13 (94) | საქართველო | დოლარი | ანდრეი | 17 ნოემბერი, 2013 |
14 (95) | დუშანბე | დოლარი | ნასტია | 24 ნოემბერი, 2013 |
15 (96) | ბიშკეკი | დოლარი | ნასტია | 1 დეკემბერი, 2013 |
16 (97) | ალმათი | დოლარი | ანდრეი | 8 დეკემბერი, 2013 |
17 (98) | ბაქო 2 | დოლარი | ანდრეი | 15 დეკემბერი, 2013 |
18 (99) | კალინინგრადი | რუბლი | ანდრეი | 22 დეკემბერი, 2013 |
19 (100) | ლვოვი | გრივნა | ნასტია | 29 დეკემბერი, 2013 |
20 (101) | მოსკოვი | რუბლი | ანდრეი | 31 დეკემბერი, 2013 |
მერვე სეზონი („На краю света“ - „სამყაროს დასალიერში“) | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (102) | მალდივის კუნძულები | დოლარი | რეგინა | 2 თებერვალი, 2014 |
2 (103) | ადის-აბება | დოლარი | კოლია | 9 თებერვალი, 2014 |
3 (104) | ტანზანია | დოლარი | კოლია | 16 თებერვალი, 2014 |
4 (105) | სეიშელის კუნძულები | დოლარი | რეგინა | 23 თებერვალი, 2014 |
5 (106) | მანილა | დოლარი | კოლია | 2 მარტი, 2014 |
6 (107) | ბორნეო | დოლარი | კოლია | 9 მარტი, 2014 |
7 (108) | ჰანოი | დოლარი | რეგინა | 16 მარტი, 2014 |
8 (109) | პალაუ | დოლარი | კოლია | 23 მარტი, 2014 |
9 (110) | მელბურნი | დოლარი | კოლია | 30 მარტი, 2014 |
10 (111) | ოკლენდი | დოლარი | კოლია | 6 აპრილი, 2014 |
11 (112) | ვანუატუ | დოლარი | რეგინა | 13 აპრილი, 2014 |
12 (113) | სიდნეი | დოლარი | რეგინა | 20 აპრილი, 2014 |
13 (114) | ტოკიო | დოლარი | რეგინა | 27 აპრილი, 2014 |
14 (115) | კიოტო | დოლარი | კოლია | 4 მაისი, 2014 |
15 (116) | ტაიბეი | დოლარი | კოლია | 11 მაისი, 2014 |
16 (117) | ულან-ბატორი | დოლარი | კოლია | 19 მაისი, 2014 |
17 (118) | ჰონოლულუ | დოლარი | კოლია | 26 მაისი, 2014 |
18 (119) | ალასკა | დოლარი | კოლია | 2 ივნისი, 2014 |
19 (120) | ტორონტო | დოლარი | რეგინა | 9 ივნისი, 2014 |
20 (121) | მონრეალი | დოლარი | კოლია | 16 ივნისი, 2014 |
21 (122) | ისლანდია | დოლარი | კოლია | 23 ივნისი, 2014 |
22 (123) | გრენლანდია | დოლარი | რეგინა | 30 ივნისი, 2014 |
23 (124) | ირლანდია | ევრო | კოლია | 7 ივლისი, 2014 |
24 (125) | მავრიკი | დოლარი | რეგინა | 14 ივლისი, 2014 |
25 (126) | პანამა | დოლარი | კოლია | 21 ივლისი, 2014 |
26 (127) | ბოგოტა | დოლარი | რეგინა | 28 ივლისი, 2014 |
27 (128) | უშუაია | დოლარი | რეგინა | 4 აგვისტო, 2014 |
28 (129) | აღდგომის კუნძული | დოლარი | რეგინა | 11 აგვისტო, 2014 |
მეცხრე სეზონი („Неизведанная Европа“ - „შეუსწავლელი ევროპა“) | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (130) | ბორდო | ევრო | ჟენია | 8 სექტემბერი, 2014 |
2 (131) | ფრანკფურტი | ევრო | ჟენია | 15 სექტემბერი, 2014 |
3 (132) | ნორმანდია | ევრო | რეგინა | 22 სექტემბერი, 2014 |
4 (133) | როტერდამი | ევრო | რეგინა | 29 სექტემბერი, 2014 |
5 (134) | სარაევო | ევრო | ჟენია | 6 ოქტომბერი, 2014 |
6 (135) | ბასკეთი | ევრო | ჟენია | 13 ოქტომბერი, 2014 |
7 (136) | სარაგოსა | ევრო | რეგინა | 20 ოქტომბერი, 2014 |
8 (137) | ბელგრადი | დოლარი | რეგინა | 27 ოქტომბერი, 2014 |
9 (138) | ფარერის კუნძულები | ევრო | ჟენია | 3 ნოემბერი, 2014 |
10 (139) | ბოლონია | ევრო | ჟენია | 10 ნოემბერი, 2014 |
11 (140) | კრაკოვი | დოლარი | რეგინა | 17 ნოემბერი, 2014 |
12 (141) | კარპატები | დოლარი | რეგინა | 24 ნოემბერი, 2014 |
13 (142) | აზორის კუნძულები | ევრო | ჟენია | 1 დეკემბერი, 2014 |
14 (143) | ნოტინგემი | დოლარი | რეგინა | 8 დეკემბერი, 2014 |
15 (144) | ლივერპული | დოლარი | რეგინა | 15 დეკემბერი, 2014 |
16 (145) | გლაზგო | დოლარი | ჟენია | 22 დეკემბერი, 2014 |
17 (146) | ტიროლი | ევრო | ჟენია | 29 დეკემბერი, 2014 |
მეათე სეზონი („Юбилейный“ - „საიუბილეო“ ნაწილი 1) | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | წამყვანები[10] | ეპიზოდის პრემიერა |
1 (147) | დელი | დოლარი | რეგინა და ჟენია | 9 თებერვალი, 2015 |
2 (148) | გუანჯოუ | დოლარი | კოლია და რეგინა | 16 თებერვალი, 2015 |
3 (149) | ვარანასი | დოლარი | ლესია და ჟენია | 23 თებერვალი, 2015 |
4 (150) | მანდალაი | დოლარი | ლესია და კოლია | 2 მარტი, 2015 |
5 (151) | გვატემალა | დოლარი | ანდრეი და კოლია | 9 მარტი, 2015 |
6 (152) | ლუანგპრაბანგი | დოლარი | ლესია და ნასტია | 16 მარტი, 2015 |
7 (153) | კაირო | დოლარი | ნასტია და რეგინა | 23 მარტი, 2015 |
8 (154) | პუერტო-რიკო | დოლარი | კოლია და რეგინა | 30 მარტი, 2015 |
9 (155) | დომინიკელთა რესპუბლიკა | დოლარი | ნასტია და ჟენია | 6 აპრილი, 2015 |
10 (156) | სანტიაგო-დე-კუბა | დოლარი | ლესია და ჟენია | 13 აპრილი, 2015 |
11 (157) | ნეაპოლი | ევრო | ჟანა და ანდრეი | 20 აპრილი, 2015[11] |
12 (158) | ვაშინგტონი | დოლარი | რეგინა და ჟენია | 27 აპრილი, 2015 |
13 (159) | ბუდაპეშტი | დოლარი | ჟანა და კოლია | 4 მაისი, 2015 |
14 (160) | სიეტლი | დოლარი | ანდრეი და რეგინა | 11 მაისი, 2015 |
15 (161) | არიზონა | დოლარი | ანდრეი და ჟენია | 18 მაისი, 2015 |
16 (162) | სან-დიეგო | დოლარი | ლესია და რეგინა | 25 მაისი, 2015 |
17 (163) | კაბო-ვერდე | დოლარი | ლესია და ჟენია | 1 ივნისი, 2015 |
18 (164) | დაკარი | დოლარი | რეგინა და ჟენია | 8 ივნისი, 2015 |
19 (165) | მადეირა | ევრო | ლესია და რეგინა | 15 ივნისი, 2015 |
20 (166) | სევილია | ევრო | ალანი და ჟანა | 22 ივნისი, 2015 |
მეთერთმეტე სეზონი („Юбилейный“ - „საიუბილეო“ ნაწილი 2) | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | წამყვანები[10] | ეპიზოდის პრემიერა |
1 (167) | ორლანდო | დოლარი | ანდრეი და ნასტია | 17 აგვისტო, 2015 |
2 (168) | ბოსტონი | დოლარი | ალანი და რეგინა | 24 აგვისტო, 2015 |
3 (169) | სავანა | დოლარი | ალანი და ნასტია | 31 აგვისტო, 2015 |
4 (170) | იელოუსტოუნი | დოლარი | ანდრეი და ლესია | 7 სექტემბერი, 2015 |
5 (171) | სალონიკი | ევრო | ნასტია და კოლია | 14 სექტემბერი, 2015 |
6 (172) | ოსლო | დოლარი | ლესია და რეგინა | 21 სექტემბერი, 2015 |
7 (173) | ალბანეთი | დოლარი | ლესია და ჟენია | 28 სექტემბერი, 2015 |
8 (174) | შპიცბერგენი | დოლარი | რეგინა და ჟენია | 5 ოქტომბერი, 2015 |
9 (175) | ვარშავა | დოლარი | კოლია და რეგინა | 12 ოქტომბერი, 2015 |
10 (176) | დეტროიტი | დოლარი | ლესია და ჟენია | 19 ოქტომბერი, 2015 |
11 (177) | ტრანსილვანია | დოლარი | კოლია და ჟენია | 26 ოქტომბერი, 2015 |
12 (178) | კვებეკი | დოლარი | ლესია და რეგინა | 2 ნოემბერი, 2015 |
13 (179) | რინო | დოლარი | რეგინა და ჟენია | 9 ნოემბერი, 2015 |
14 (180) | მიუნხენი | ევრო | ლესია და რეგინა | 16 ნოემბერი, 2015 |
15 (181) | ლიხტენშტაინი | დოლარი | ალანი და ლესია | 23 ნოემბერი, 2015 |
16 (182) | ჰელსინკი | ევრო | ლესია და კოლია | 30 ნოემბერი, 2015 |
17 (183) | მანაუსი | დოლარი | კოლია და რეგინა | 7 დეკემბერი, 2015 |
18 (184) | ლიმა | დოლარი | ლესია და ჟენია | 14 დეკემბერი, 2015 |
19 (185) | პატაგონია | დოლარი | კოლია და ჟენია | 21 დეკემბერი, 2015 |
20 (186) | ნიუ-იორკი 2 | დოლარი | ალანი და ლესია | 28 დეკემბერი, 2015 |
მეთორმეტე სეზონი („Кругосветка“ - „მსოფლიოს გარშემო“) | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (187) | ანტვერპენი | ევრო | რეგინა | 15 თებერვალი, 2016 |
2 (188) | დიუსელდორფი | ევრო | რეგინა | 22 თებერვალი, 2016 |
3 (189) | ფლორენცია | ევრო | რეგინა | 29 თებერვალი, 2016 |
4 (190) | ნამიბია | დოლარი | ლესია | 7 მარტი, 2016 |
5 (191) | იოჰანესბურგი | დოლარი | ლესია | 14 მარტი, 2016 |
6 (192) | ჰარარე | დოლარი | რეგინა | 21 მარტი, 2016 |
7 (193) | მაპუტუ | დოლარი | ლესია | 28 მარტი, 2016 |
8 (194) | უგანდა | დოლარი | რეგინა | 4 აპრილი, 2016 |
9 (195) | მასკატი | დოლარი | ლესია | 11 აპრილი, 2016 |
10 (196) | გოა | დოლარი | ლესია | 18 აპრილი, 2016 |
11 (197) | ბანგალორი | დოლარი | რეგინა | 25 აპრილი, 2016 |
12 (198) | პოკჰარა | დოლარი | რეგინა | 2 მაისი, 2016 |
13 (199) | დაკა | დოლარი | ლესია | 9 მაისი, 2016 |
14 (200) | ფხუკეტი | დოლარი | ლესია | 16 მაისი, 2016 |
15 (201) | ჩიანგმაი | დოლარი | რეგინა | 23 მაისი, 2016 |
16 (202) | ჯაკარტა | დოლარი | ლესია | 30 მაისი, 2016 |
17 (203) | ხაინანი | დოლარი | რეგინა | 6 ივნისი, 2016 |
18 (204) | მაკაო | დოლარი | ლესია | 13 ივნისი, 2016 |
19 (205) | სებუ | დოლარი | ლესია | 20 ივნისი, 2016 |
20 (206) | ჰიროსიმა | დოლარი | ლესია | 27 ივნისი, 2016 |
21 (207) | ოსაკა | დოლარი | რეგინა | 4 ივლისი, 2016 |
22 (208) | საიპანი | დოლარი | რეგინა | 11 ივლისი, 2016 |
23 (209) | ფიჯი | დოლარი | ლესია | 18 ივლისი, 2016 |
24 (210) | ტაიტი | დოლარი | ლესია | 25 ივლისი, 2016 |
25 (211) | ვანკუვერი | დოლარი | პეტია | 1 აგვისტო, 2016 |
26 (212) | საკრამენტო | დოლარი | რეგინა | 8 აგვისტო, 2016 |
27 (213) | სოლტ-ლეიკ-სიტი | დოლარი | პეტია | 15 აგვისტო, 2016 |
28 (214) | გვადალახარა | დოლარი | პეტია | 22 აგვისტო, 2016 |
29 (215) | აკაპულკო | დოლარი | პეტია | 29 აგვისტო, 2016 |
30 (216) | ჰონდურასი | დოლარი | რეგინა | 5 სექტემბერი, 2016 |
31 (217) | გუაიაკილი | დოლარი | პეტია | 12 სექტემბერი, 2016 |
32 (218) | იკიტოსი | დოლარი | პეტია | 19 სექტემბერი, 2016 |
33 (219) | ატაკამა | დოლარი | პეტია | 26 სექტემბერი, 2016 |
34 (220) | გაიანა | დოლარი | რეგინა | 3 ოქტომბერი, 2016 |
35 (221) | ასუნსიონი | დოლარი | პეტია | 10 ოქტომბერი, 2016 |
36 (222) | მონტევიდეო | დოლარი | რეგინა | 17 ოქტომბერი, 2016 |
37 (223) | პორტუ | ევრო | რეგინა | 24 ოქტომბერი, 2016 |
38 (224) | ფესი | დოლარი | პეტია | 31 ოქტომბერი, 2016 |
39 (225) | კორდოვა | ევრო | პეტია | 7 ნოემბერი, 2016 |
40 (226) | ნანტი | ევრო | პეტია | 14 ნოემბერი, 2016 |
მეცამეტე სეზონი („Рай и ад“ - „სამოთხე და ჯოჯოხეთი“) | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (227) | ტაილანდი | დოლარი | რეგინა | 13 თებერვალი, 2017 |
2 (228) | ინდონეზია | დოლარი | ლესია | 20 თებერვალი, 2017 |
3 (229) | მომბასა | დოლარი | რეგინა | 27 თებერვალი, 2017 |
4 (230) | ვიეტნამი | დოლარი | ლესია | 6 მარტი, 2017 |
5 (231) | კოლკატა | დოლარი | რეგინა | 13 მარტი, 2017 |
6 (232) | კამბოჯა | დოლარი | რეგინა | 20 მარტი, 2017 |
7 (233) | იამაიკა 2 | დოლარი | რეგინა | 27 მარტი, 2017 |
8 (234) | სან-პედრო-სულა | დოლარი | რეგინა | 3 აპრილი, 2017 |
9 (235) | კიურასაო | დოლარი | ლესია | 10 აპრილი, 2017 |
10 (236) | ბაჰამის კუნძულები | დოლარი | რეგინა | 17 აპრილი, 2017 |
11 (237) | კარაკასი | დოლარი | ლესია | 24 აპრილი, 2017 |
12 (238) | კუინსტაუნი | დოლარი | ლესია | 1 მაისი, 2017 |
13 (239) | ახალი კალედონია | დოლარი | რეგინა | 8 მაისი, 2017 |
14 (240) | სოლომონის კუნძულები | დოლარი | ლესია | 15 მაისი, 2017 |
15 (241) | კუინზლენდი | დოლარი | ლესია | 22 მაისი, 2017 |
16 (242) | ჟენევა | დოლარი | ლესია | 29 მაისი, 2017 |
17 (243) | ნიგერია | დოლარი | ლესია | 5 ივნისი, 2017 |
18 (244) | განა | დოლარი | რეგინა | 12 ივნისი, 2017 |
19 (245) | ტუნისი | დოლარი | რეგინა | 19 ივნისი, 2017 |
20 (246) | კორფუ | ევრო | ლესია | 26 ივნისი, 2017 |
მეთოთხმეტე სეზონი („Перезагрузка“ - „გადატვირთვა“) | ||||
ნომერი | ადგილი | ვალუტა | ოქროს ბარათის მფლობელი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (247) | ჰონგ-კონგი 2 | დოლარი | ანტონი | 14 მარტი, 2017 |
2 (248) | შრი-ლანკა 2 | დოლარი | ანტონი | 21 მარტი, 2017 |
3 (249) | ბანგკოკი 2 | დოლარი | ნასტია | 28 მარტი, 2017 |
4 (250) | კატმანდუ 2 | დოლარი | ანტონი | 4 აპრილი, 2017 |
5 (251) | სინგაპური 2 | დოლარი | ნასტია | 11 აპრილი, 2017 |
6 (252) | რიო-დე-ჟანეირო 2 | დოლარი | ანტონი | 18 აპრილი, 2017 |
7 (253) | კიტო 2 | დოლარი | ნასტია | 25 აპრილი, 2017 |
8 (254) | მეხიკო 2 | დოლარი | ნასტია | 2 მაისი, 2017 |
9 (255) | კანკუნი 2 | დოლარი | ანტონი | 9 მაისი, 2017 |
10 (256) | ჰავანა 2 | დოლარი | ანტონი | 16 მაისი, 2017 |
11 (257) | მაიამი 2 | დოლარი | ანტონი | 23 მაისი, 2017 |
12 (258) | ლას-ვეგასი 2 | დოლარი | ანტონი | 30 მაისი, 2017 |
13 (259) | ლოს-ანჯელესი 2 | დოლარი | ნასტია | 6 ივნისი, 2017 |
14 (260) | სან-ფრანცისკო 2 | დოლარი | ანტონი | 13 ივნისი, 2017 |
15 (261) | ჩიკაგო 2 | დოლარი | ნასტია | 20 ივნისი, 2017 |
16 (262) | ამსტერდამი 2 | ევრო | ანტონი | 27 ივნისი, 2017 |
17 (263) | ბერლინი 2 | ევრო | ნასტია | 4 ივლისი, 2017 |
18 (264) | პარიზი 2 | ევრო | ნასტია | 11 ივლისი, 2017 |
19 (265) | პრაღა 2 | დოლარი | ანტონი | 18 ივლისი, 2017 |
გამოუცემელი
რედაქტირებაგამოუცემელი | ||
---|---|---|
ნაწილი | ეპიზოდი | ეპიზოდის პრემიერა |
1 (1) | ვენეცია, ტანზანია, ალმათი, ნაირობი, რიო-დე-ჟანეირო, ბაიკალი | 18 აგვისტო, 2014 |
2 (2) | კიტო, ტოკიო, ჰონგ-კონგი, აბუ-დაბი, ლისაბონი, ჩიკაგო, მაჩუ-პიქჩუ | 25 აგვისტო, 2014 |
3 (3) | ისლანდია, სეული, მავრიკი, ჰონგ-კონგი, სანქტ-პეტერბურგი | 1 სექტემბერი, 2014 |
საიუბილეო სეზონი. გამოუცემელი | ||
1 (4) | ნეაპოლი, ელ-სუვაირა, ნიუ-დელი, კაირო, აზორის კუნძულები | 3 აგვისტო, 2015 |
2 (5) | ლუანგპრაბანგი, ლა-პასი, ნიუ-დელი, გვატემალა, სევილია, ისლანდია | 10 აგვისტო, 2015 |
მსოფლიოს გარშემო. გამოუცემელი | ||
1 (6) | ანტვერპენი, იკიტოსი, პოკჰარა, ჰარარე | 21 ნოემბერი, 2016 |
2 (7) | მაპუტუ, ასუნსიონი, ტაიტი, ჰონდურასი | 28 ნოემბერი, 2016 |
3 (8) | ვანკუვერი | 5 დეკემბერი, 2016 |
4 (9) | უგანდა, მასკატი | 12 დეკემბერი, 2016 |
სპეციალური გამოშვებები
რედაქტირებანომერი | ადგილი | ვალუტა | წამყვანები[10] | ეპიზოდის პრემიერა |
---|---|---|---|---|
1 (1) | სოჭი | დოლარი | ჟანა ბადოევა და ანტონ ლავრენტიევი | 19 აგვისტო, 2016 |
არგადაღებული ეპიზოდები
რედაქტირებამეშვიდე სეზონი („უკან სსრკ-ში“) | ||
---|---|---|
ადგილი | წამყვანები | ეპიზოდის გაუქმების მიზეზი |
ტაშკენტი | ანდრეი და ნასტია | გადამღებმა ჯგუფმა უზბეკეთის ხელისუფლებისგან გადაღების ოფიციალური ნებართვა ვერ მიიღო. |
სამარყანდი | ||
აშხაბადი | გადამღებმა ჯგუფმა ვერ მიიღო თურქმენეთის ვიზა. | |
მეათე სეზონი („საიუბილეო“) | ||
ელ-სუვაირა | ლესია და კოლია | გადამღებმა ჯგუფმა მაროკოში ჩასვლის შემდეგ გადაღების ოფიციალური ნებართვა ვერ მიიღო. |
მეთორმეტე სეზონი („მსოფლიოს გარშემო“) | ||
თეირანი | ლესია და რეგინა | გადამღებმა ჯგუფმა ვერ მიიღო ირანის ვიზა. |
დოჰა | გადამღებმა ჯგუფს კატარმა ვიზა არ გაუხსნა. | |
კუინსტაუნი | გადამღებმა ჯგუფმა ვერ მიიღო ახალი ზელანდიის ვიზა. |
რეგიონალური ვერსიები
რედაქტირებაგადაცემის მე-7 სეზონი „უკან სსრკ-ში“ ტელეკომპანია „Интер“-ისა (უკრაინა) და „Пятница!“-სთვის (რუსეთი) სხვადასხვა რედაქციით მომზადდა. ვერსიები ერთმანეთისგან სპონსორებითა და ვალუტით განსხვავდებოდა: უკრაინისთვის ყველა ხარჯი გრივნებში იყო მითითებული, ხოლო რუსეთისთვის - რუბლებში. აღსანიშნავია, რომ შესავალში და აეროპორტში 1 საბჭოთა მანეთის აგდება ხდება, ხოლო ტელეარხ „Интер“-ის ეთერში გასულ ვერსიაში ის 1 გრივნის მონეტით იყო შეცვლილი.
Орёл & решка. Новый год
რედაქტირება„Орёл & решка. Новый год“ — საახალწლო სერიალი, რომელშიც მე-12 სეზონის („მსოფლიოს გარშემო“) ყველა მონაწილე ფიგურირებს - რეგინა ტოდორენკო, პეტრე რომანოვი, ევგენი სინელნიკოვი, ელენა სინელნიკოვა, ოლეგ ავილოვი, ოლეგ შევჩიშინი და იაროსლავ ანდრუშჩენკო.
სცენარით, პირველი ნაწილის მოქმედება სოფელ რეშკინოში, ხის სახლში ვითარდება. თითქოს გადამღები ჯგუფი ახლახან დაბრუნდა მოგზაურობიდან და ახალი წლის ჩვეულებრივი ხალხივით აღნიშვნა გადაწყვიტეს. მაგრამ სადღესასწაულო მზადება ასეთი მშვიდი არ შეიძლება იყოს, ამიტომ თანდათანობით სახლში სტუმრები ლესია ნიკიტიუკი, მარია ივაკოვა და ჟანა ბადოევა მიდიან. საქმესთან ერთად გმირები იხსენებენ „მსოფლიოს გარშემო“ გადამხდარ თავგადასავლებს: რას ჭამდნენ, როგორ კამათობდნენ, როგორ ძლებდნენ სიყვარულის გარეშე, რა დანაკარგები ჰქონდათ მათ მოგზაურობისას და ა.შ. მეორე ნაწილში, 1 იანვრის დილას, ყველანი აჩნევენ არაჩვეულებრივ მოვლენებს: რეგინა აზრებს კითხულობს, იაროსლავს ეუბნებიან ყველაფერს რასაც მასზე ფიქრობენ, ოლეგ ავილოვს თმები ამოუვიდა, ხოლო ჟენიას ყველაფერი უკვირს! მაგრამ გადაცემის „ხმის“ (ევგენი სინჩუკოვი) დახმარებით, პერსონაჟები იგებენ, რომ მათ მიერ 12 საათზე ჩაფიქრებული ყველა სურვილი ახდა. პეტრე რომანოვი სურვილისამებრ სანაპიროზე „ოქროს ბარათით“ აღმოჩნდა. ყველა მის საძებნელად მიეშურება. სერიის ბოლოში მოგზაურები თავიანთ მეგობარს ურეკავენ ტაიტიზე, სადაც ახალი წელი ჯერ არ დამდგარა და მას სთხოვენ გმირების მიერ ჩაფიქრებული სურვილების გაუქმება ისურვოს. ყველაფერი თავის ადგილას ბრუნდება და მოგზაურები გადაცემის გაგრძელების გადასაღებად მიდიან.
გადაღება 2016 წლის დეკემბერში, კიევის ოლქში მიმდინარეობდა. ჩვენება ტელეკომპანია „Пятница!“-ს ეთერში 31 დეკემბერსა და 1 იანვარს გაიმართა. გაურკვეველი მიზეზების გამო სერიალის ჩვენება „Интер“-ის ეთერში არ შედგა. სულ 2 საათნახევრიანი სერია გამოვიდა.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ДУСЯ (8 апреля 2013). „ПРОДЮСЕР СВЕТЛАНЫ ЛОБОДЫ НАТЕЛЛА КРАПИВИНА: «МЫ РЕШИЛИ В НАШЕЙ СТРАНЕ БОЛЬШЕ НЕ УЧАСТВОВАТЬ В ТЕЛЕПРОЕКТАХ»“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-23. ციტირების თარიღი: 2013-11-16. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ ВсёТВ - "Интер" продолжит показ популярного travel show "Орел и решка". ციტირების თარიღი: 2013-03-09.
- ↑ Даша АЛИШЕВСКАЯ (14.10.2013). „Шоу «Орел и решка» собирается в Сомали?“ (რუსული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-17. ციტირების თარიღი: 2013-10-21. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ Как правило, программу ведут мужчина и женщина, при этом монету бросает мужчина-ведущий. Соответственно, если монета выпадает «орлом», золотая карта достаётся мужчине, а женщина-ведущая уходит с $100. Однако, в связи с тем, что в 10-м и 11-м сезонах некоторые выпуски ведут двое мужчин или две женщины, золотая карта достаётся тому (или той), кто подбросил монету, если она выпала «орлом».
- ↑ Евгений Ленов (25.10.2011). „"Орёл и решка": первый клад найден в Стамбуле“ (რუსული). ციტირების თარიღი: 2013-10-17. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი
|date=
-ში (დახმარება) - ↑ «Орел и решка»: как нельзя брендировать туристический Кыргызстан
- ↑ Леся Никитюк ушла из шоу «Орел и решка» ради идеального мужчины. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-06-30. ციტირების თარიღი: 2017-01-22.
- ↑ В «Орле и решке» покажут адские и райские уголки мира
- ↑ მხოლოდ საფინალო გამოშვება.
- ↑ 10.0 10.1 10.2 ოქროს ბარათის მფლობელი გამოყოფილია მუქი შრიფტით.
- ↑ უცნობი მიზეზის გამო, უკრაინაში (ტელეკომპანია „Интер“) 157-ე ეპიზოდი 156-ზე უფრო ადრე გავიდა ეტერში.