კორდობა (ესპანეთი)

ქალაქი ანდალუსიაში, ესპანეთში
(გადამისამართდა გვერდიდან კორდოვა (ესპანეთი))

კორდობა (ესპ. Córdoba) — ქალაქი სამხრეთ ესპანეთში, ანდალუსიაში, მდინარე გვადალკვივირის ნაპირზე. კორდობის პროვინციის ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
კორდობა
ესპ. Córdoba
დროშა გერბი

ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
რეგიონი ანდალუსია
კოორდინატები 37°53′24″ ჩ. გ. 4°46′48″ დ. გ. / 37.89000° ჩ. გ. 4.78000° დ. გ. / 37.89000; -4.78000
მმართველი José María Bellido
ადრეული სახელები კორდუბა
ფართობი 1253 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 120±1 მეტრი
მოსახლეობა 323 763 (2023)[1]
სასაათო სარტყელი UTC+1 და UTC+2
საფოსტო ინდექსი 14000–14999
საავტომობილო კოდი CO
ოფიციალური საიტი https://www.cordoba.es/
კორდობა (ესპანეთი) — ესპანეთი
კორდობა (ესპანეთი)

კორდობა ცნობილია ფინიკიელთა კოლონიზაციის დროიდან. სტრაბონისა და პტოლემეს ცნობით, იგი იყო ტურდეტანების ტომის ცენტრი. II პუნიკური ომის (ძვ. წ. 218–201) დროს დაიპყრეს რომაელებმა. ავგუსტუსის დროს ბეტიკის პროვინციის მთავარი ქალაქი იყო. სხვადასხვა დროს დაიპყრეს ვანდალებმა, ბიზანტიამ, ვესტგუთებმა, ხოლო 711 წელს – არაბებმა. 756 წლიდან იყო კორდოვის საამიროს, ხოლო 929 წლიდან კორდოვის სახალიფოს დედაქალაქი. X საუკუნეში კორდოვა იქცა განათლებისა და მეცნიერების ერთ-ერთ მთავარ ცენტრად. კორდოვის სახალიფოს დაშლის (1031 წელი) შემდეგ კორდოვა მხოლოდ 1070 წლამდე (დაიმორჩილა სევილიის ამირამ) ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას. რეკონკისტის დროს კასტილიის მეფეთა ხელში გადავიდა (1236 წ.).

არქიტექტურა

რედაქტირება

ქალაქის ცენტრს შენარჩუნებული აქვს ძველი არქიტექტურული დაგეგმარება. განაშენიანებულია მავრიტანული ეპოქის დროინდელი დაბალი ერთსართულიანი სახლებით, რომელთაც ყრუ ფასადები და გამწვანებული შიდა ეზოები (პატიო) აქვთ.

ღირსშესანიშნაობანი

რედაქტირება

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია:

  • რომაული ხანის ხიდი.
  • არაბული კოშკი კალაორა.
  • ტაძარი (758 წ. 1236 წლამდე მეჩეთი).
  • სან-ნიკოლასის ეკლესია (XIII-XVI სს.).
  • სინაგოგა (1315 წ.).
  • რატუშა (1594–1631 წწ.).
  • XVIII საუკუნის რენესანსული სასახლეები, მოედნები.

კორდოვაში არის ნატიფი ხელოვნების მუზეუმი და არქეოლოგიური მუზეუმი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 788
ინგლ.რუს.ფრ.
  1. National Statistics Institute Municipal Register of Spain of 2023 — 2023.