მარაქეში

(გადამისამართდა გვერდიდან მარაკეში)

მარაქეში (ბერბერ. Murakush; არაბ. مراكش‎), აგრეთვე ცნობილი როგორც „წითელი ქალაქი" — ყველაზე მნიშვნელოვანი, ყოფილი საიმპერატორო ქალაქი მაროკოს ისტორიაში. ამჟამად მარაქეში მაროკოს ცენტრალური სამხრეთ-დასავლეთ ეკონომიკური რეგიონის მარაქეშ-ტენსიფტ-ალ-ჰაუზის დედაქალაქია. მდებარეობს თოვლით დაფარული ატლასის მთების მთისწინეთში და მაროკოს მეოთხე უმსხვილეს ქალაქს წარმოადგენს კასაბლანკას, ფესისა და ტანჟერის შემდეგ.[1] მარაქეში ტანჟერიდან სამხრეთ-დასავლეთით 580კმ-ით, რაბატიდან სამხრეთ-დასავლეთით 327კმ-ით, კასაბლანკადან სამხრეთით 239კმ-ით და აგადირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 246კმ-ითაა დაშორებული.

ქალაქი
მარაქეში
مراكش‎
გერბი

ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
კოორდინატები 31°38′00″ ჩ. გ. 08°00′00″ დ. გ. / 31.63333° ჩ. გ. 8.00000° დ. გ. / 31.63333; -8.00000
მაიორი ფატიმა ზაჰრა მანსური
დაარსდა 1065
ფართობი 230 კმ²
ცენტრის სიმაღლე 465 მეტრი
მოსახლეობა 1 070 000 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი Western European Time და UTC±00:00
საფოსტო ინდექსი 40000
ოფიციალური საიტი http://www.ville-marrakech.ma
მარაქეში — მაროკო
მარაქეში

მარაქეში ერთ-ერთია მაროკოს ოთხი საიმპერატორო ქალაქიდან (გარდა მარაქეშისა- ფესი, მექნესი, რაბატი).[2] ბევრი სხვა ჩრდილოაფრიკული ქალაქის მსგავსად, მარაქეშიც შედგება ძველი, გამაგრებული ქალაქისა (მედინა) და მისი დანამატი თანამედროვე ქალაქისაგან. ამჟამად მისი მთლიანი მოსახლეობა 1 070 000 ადამიანს შეადგენს.[3] ქალაქს ემსახურება მენარას საერთაშორისო აეროპორტი, ამავე დროს, რკინიგზით დაკავშირებულია კასაბლანკასთან.

მარაქეშს გააჩნია უდიდესი ტრადიციული ბაზარი (სუკი) მაროკოში, ასევე ერთ-ერთი ყველაზე დაკავებული მოედანი მთელს აფრიკასა და მთელ მსოფლიოში — ჯემაა-ელ-ფნა. მოედანი გადაჭედილია აკრობატებით, მკითხავებით, წყლის გამყიდველებით, მოცეკვავეებითა და მუსიკოსებით. ღამით აქ იხსნება კვების ობიექტები და მოედანი ღია ცის ქვეშ მდებარე უდიდეს რესტორნად იქცევა.

ქალაქის სახელწოდების ზუსტი წარმოშობა სადავოა.[4] ქალაქის სახელწოდება სავარაუდოდ ბერბერული amur (n) akush-დან მოდის და „ღმერთის მიწას“ ნიშნავს.[5] მაგრამ სიტყვა mur[6] ფიგურირებს მავრიტანიის, ჩრდილოაფრიკული სამეფოს სახელწოდებაში. ასევე შასაძლოა სახელი დაკავშირებული იყოს ძველბერძნულ სიტყვა მავროს-თან (μαύρος), რაც შავს აღნიშნავს.[4] ინგლისურად მარაქეში გამოითქმის, როგორც Marrakesh,[7][8] თუმცა გავრცელებულია ქალაქის ფრანგული დასახელებაც - Marrakech.[5]

სულ რაღაც რამდენიმე ათეული წლის წინ, მაროკო არაბებისთვის, სპარსელებისა და ევროპელებისთვის ცნობილი იყო როგორც „მარაქეშის სამეფო".[9][10] ევროპული სახელი მაროკო პირდაპირ წამოვიდა ბერბერული სიტყვა Murakush-დან. თუმცა, ბევრ სამხრეთ აზიურ ენაზე ამ ქვეყანას დღემდე „მარაქეში" ჰქვია.

XI საუკუნეში ალმორავიდების მოსვლამდე, არეალი ქალაქ აღმათიდან იმართებოდა. ალმორავიდების ლიდერმა, აბუ-ბაქრ იბნ-უმარმა მიიჩნია, რომ აღმათი ხალხით მეტისმეტად იყო გავსებული და ახალი დედაქალაქის აგება გადაწყვიტა. მშენებლობა მან მდინარე ტენსიფტის სიახლოვეს წამოიწყო. სამუშაოები 1070 წლის მაისში დაიწყო, მაგრამ აბუ-ბაქრს 1071 წლის იანვარში საჰარაში მოუწია წასვლა აჯანყების ჩასახშობად, შესაბამისად ქალაქის მშენებლობა მისმა მოადგილემ და შესაძლო მემკვიდრემ, იუსუფ იბნ-ტაშფინმა დაასრულა. ქალაქმა თავის დიად ხანას მესამე ალმორავიდი სულთნის, იაქუბ ალ-მანსურის მმართველობისას მიაღწია. ამ დროს ქალაქში მრავალი პოეტი და მეცნიერი მოვიდა და მან კუტუბიას მეჩეთისა და ახალი კასბას (გამაგრებული ნაწილი) მშენებლობა დაიწყო.

მულაი-ისმაილის მმართველობამდე, მარაქეში მაროკოს დედაქალაქი იყო. ისმაილის შემდეგ, მისმა ვაჟმა დედაქალაქი მექნესში გადაიტანა.

მარაქეშის მედინა შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.

დაძმობილებული ქალაქები

რედაქტირება

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Note de présentation des premiers résultats du Recensement Général de la Population et de l'Habitat 2014 fr. High Commission for Planning (20 March 2015). ციტირების თარიღი: 9 October 2017.
  2. „The Complete Guide to the Imperial Cities of Morocco“. The Independent (ინგლისური). 2002-01-05. ციტირების თარიღი: 2016-12-03.
  3. Recensement Général De La Population Et De L'Habitat De 2010. hcp.ma. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-06-01. ციტირების თარიღი: 2010-01-06.
  4. 4.0 4.1 Shillington 2005, p. 948.
  5. 5.0 5.1 Nanjira 2010, p. 208.
  6. Egginton & Pitz 2010, p. 11.
  7. Bosworth 1989, p. 588.
  8. Cornell 1998, p. 15.
  9. Bosworth 1989, p. 593.
  10. Gottreich 2007, p. 10.
  11. Interactive City Directory: Scottsdale, Arizona. Sister Cities International, Inc.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: March 28, 2013.
  12. National Commission for Decentralised cooperation French. Délégation pour l’Action Extérieure des Collectivités Territoriales (Ministère des Affaires étrangères). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-10-04. ციტირების თარიღი: 2013-12-26.
  მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 331
ინგლ.რუს.ფრ.