ფეხბურთი მეგობრობისთვის
ფეხბურთი მეგობრობისთვის (რუს. ФУТБОЛ ДЛЯ ДРУЖБЫ, ინგლ. Football for Friendship) — ყოველწლიური საერთაშორისო საბავშვო სოციალური პროგრამა, რომელსაც ახორციელებს სსს „გაზპრომი“. პროგრამის მიზანია ფეხბურთის საშუალებით ჩაუნერგოს სხვადასხვა ქვეყნების ბავშვებს პატივისცემა სხვადასხვა კულტურის და ეროვნების მიმართ, ჩაუნერგოს ახალგაზრდა თაობას აქტუალური ფასეულობები და ჯანმრთელი ცხოვრების წესის ინტერესი [1] პროგრამის ფარგლებში 12 წლის ასაკის ფეხბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან [2]
იღებენ მონაწილეობას ყოველწლიურ საერთაშორისო საბავშვო ფორუმში, მსოფლიო ჩემპიონატში „ფეხბურთი მეგობრობისთვის“, საერთაშორისო ფეხბურთისა და მეგობრობის დღის აღნიშვნაში.[3] პროგრამას მხარს უჭერს ფიფა, უეფა, გაერო, ოლიმპიური და პარალიმპიური კომიტეტები, სახელმწიფოს მეთაურები, მთავრობა და სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციები, საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდები, საზოგადოებრივი ორგანიზაციები, პლანეტის წამყვანი კლუბები[4]. პროგრამის გლობალური ოპერატორი არის საკომუნიკაციო ჯგუფი „აგტ“ (რუსეთი)[5]
ისტორია
რედაქტირებაფეხბურთი მეგობრობისთვის 2013
რედაქტირებაპირველი საერთაშორისო საბავშვო ფორუმი „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ ჩატარდა 2013 წლის 25 მაისს ლონდონში. მასში მონაწილეობა მიიღო 670 ბავშვმა 8 ქვეყნიდან: ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, საბერძნეთიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან და სლოვენიიდან. რუსეთი წარმოადგინა 11 საფეხბურთო გუდმა რუსეთის 11 ქალაქიდან, რომლებიც მიიღებენ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩებს ფეხბურთში. ფორუმში ასევე მონაწილეობა მიიღეს ახალგაზრდულმა გუნდებმა კლუბებიდან „ზენიტი“, „ჩელსი“, „შალკე 04“, „ცრვენა ზვეზდა“, საბავშვო სპარტაკიადის გამარჯვებულები სსს „გაზპრომი“, ფესტივალ „ფაკელის“ ლაურეატები.[6]
ფორუმის დროს ბავშვებს ურთიერთობა ჰქონდათ თანატოლებთან სხვა ქვეყნებიდან, ცნობილ ფეხბურთელებთან, ასევე დაესწრნენ უეფას 2012/2013 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს „უემბლის“ სტადიონზე.[7]
ფორუმის შედეგი გახდა ღია წერილი, სადაც ბავშვებმა ჩამოაყალიბეს პროგრამის რვა ფასეულობა: მეგობრობა, თანასწორობა, სამართლიანობა, ჯანმრთელობა, მშვიდობა, ერთგულება, გამარჯვება და ტრადიციები. მოგვიანებით წერილი გაეგზავნა უეფას, ფიფას და მოკის მთავარ პირებს. 2013 წლის სექტემბერში იოზეფ ბლატერმა ვლადიმირ პუტინსა და ვიტალი მუტკოსთან შეხვედრისას დაადასტურა წერილის მიღება და განაცხადა, რომ მზადაა მხარი დაუჭიროს „ფეხბურთს მეგობრობისთვის“.[8]
ფეხბურთი მეგობრობისთვის 2014
რედაქტირებაპროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მეორე სეზონი ჩატარდა 2014 წლის 23-25 მაისს ლისაბონში და თავი მოუყარა 450-ზე მეტ მოზარდს 16 ქვეყნიდან: ბელარუსიდან, ბულგარეთიდან, დიდი ბრიტანეთიდან, უნგრეთიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, ნიდერლანდებიდან, პოლონეთიდან, პორტუგალიიდან, რუსეთიდან, სერბეთიდან, სლოვენიიდან, თურქეთიდან, უკრაინიდან, საფრანგეთიდან და ხორვატიიდან. ახალგაზრდა ფეხბურთელებმა მონაწილეობა მიიღეს საერთაშორისო ფორუმში „ფეხბურთი მეგობრობისთვის“, ქუჩის ფეხბურთის ტურნირში და დაესწრნენ უეფას 2013/2014 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალს.[9]
2014 წლის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქუჩის ფეხბურთში გახდა ახალგაზრდული გუნდი „ბენფიკა“ (პორტუგალია).
პროგრამის მეორე სეზონის შედეგი გახდა მოძრაობის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ ლიდერის არჩევა. იგი გახდა ფილიპე სუარესი პორტუგალიიდან. 2014 წლის ივნისში, როგორც მოძრაობის ლიდერი, იგი ეწვია მეცხრე საერთაშორისო ახალგაზრდულ ტურნირს ფეხბურთში, რომელიც მიეძღვნა იური ანდრეის ძე მოროზოვის ხსოვნას.[10]
ფეხბურთი მეგობრობისთვის 2015
რედაქტირებასაერთაშორისო სოციალური პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მესამე სეზონი ჩატარდა 2015 წლის ივნისში ქალაქ ბერლინში. პირველად პროგრამის მონაწილეები გახდნენ აზიის კონტინენტის ახალგაზრდა წარმომადგენლები – საბავშვო საფეხბურთო გუნდები იაპონიიდან, ჩინეთიდან და ყაზახეთიდან. სულ მესამე სეზონში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდული გუნდების 24-მა საფეხბურთო კლუბმა 24 ქვეყნიდან.[11]
ახალგაზრდა ფეხბურთელებს ურთიერთობა ჰქონდათ თანატოლებთან სხვა ქვეყნებიდან და მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავებთან, მათ შორის გლობალური პროგრამის ელჩთან ფრანც ბეკენბაუერთან, ასევე მიიღეს მონაწილეობა ქუჩის ფეხბურთის საერთაშორისო ტურნირში ახალგაზრდულ გუნდებს შორის.[11]
2015 წლის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული ქუჩის ფეხბურთში გახდა ახალგაზრდული გუნდი „რაპიდი“ (ავსტრია).
პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მესამე სეზონის მოვლენებს აშუქებდა დაახლოებით მსოფლიოში წამყვანი გამომცემლობის დაახლოებით 200 ჟურნალისტი, ასევე 24 ახალგაზრდა რეპორტიორი ევროპიდან და აზიიდან, რომლებიც შედიოდნენ საერთაშორისო საბავშვო პრეს-ცენტრის შემადგენლობაში.[11]
2015 წლის კულმინაციური ღონისძიება გახდა „ცხრა ფასეულობის“ თასით დაჯილდოების ცერემონია, რომლის მფლობელიც გახდა ფეხბურთის კლუბი „ბარსელონა“ (ესპანეთი). გამარჯვებული გამოავლინეს ბავშვებმა, რომლებიც ფორუმის წინა დღეს მონაწილეობა მიიღეს გლობალურ ხმის მიცემაში, რომელიც ჩატარდა ყველა 24 მონაწილე ქვეყანაში.[11]
ფორუმის დასრულების შემდეგ ყველა მონაწილე ტრადიციულად დაესწრო უეფას 2014/2015 ჩემპიონთა ლიგის ფინალს ოლიმპიურ სტადიონზე ბერლინში.[12]
ფეხბურთი მეგობრობისთვის 2016
რედაქტირება2016 წლის საერთაშორისო საბავშვო სოციალური პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ სტარტი იყო მიცემული ონლაინ Hangouts პრეს-კონფერენციის ფარგლებში, რომელიც ჩატარდა მიუნხეში 24 მარტს პროგრამის გლობალური ამბასადორის ფრანც ბეკენბაუერის მონაწილეობით.[13]
პროგრამის მეოთხე სეზონში მას შეუერთდა 8 ახალი ახალგაზრდული გუნდი აზერბაიჯანიდან ,ალჟირიდან, სომხეთიდან, არგენტინიდან , ბრაზილიიდან, ვიეტნამიდან, ყირგიზეთიდან, ასევე სირიიდან, ამგვარად, პროგრამაში მონაწილე ქვეყნების საერთო რიცხვი 32-მდე გაიზარდა.[14]
2016 წლის 5 აპრილს დაიწყო ხმის მიცემა უნიკალური ჯილდოსთვის — „ცხრა ფასეულობის“ თასისთვის. გამარჯვებულის ასარჩევად მონაწილეობდნენ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილება ჩამოაყალიბეს პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მონაწილეებმა ხმის მიცემის გზით. თასის მფლობელი გახდა ფეხბურთის კლუბი „ბაიერნი“ (მიუნხენი). „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მონაწილეებმა აღნიშნეს კლუბის საქმიანობა სპეციალური მოთხოვნილებების მქონე ბავშვების მხარდაჭერაში, ასევე ინიციატივებში ბავშვების მკურნალობის სფეროში სხვადასხვა ქვეყნებში და გაჭირვებულების დახმარებაში.[15]
მეოთხე საერთაშორისო საბავშვო ფორუმი „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ და საერთაშორისო საბავშვო ტურნირის ფინალური თამაში ქუჩის ფეხბურთში ჩატარდა 2016 წლის 27-28 მაისს მილანში. ტურნირის გამარჯვებულად აღიარებული იყო გუნდი სლოვენიიდან „მარიბორი“. ფორუმის დასრულების შემდეგ მონაწილეები ტრადიციულად დაესწრნენ უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩს[16]. ფორუმის მოვლენებს აშუქებდნენ მსოფლიოში წამყვანი გამომცემლობების 200-ზე მეტი ჟურნალისტი, ასევე საბავშვო საერთაშორისო პრეს-ცენტრი, რომელშიც შედიოდნენ ახალგაზრდა ჟურნალისტები პროგრამის მონაწილე ქვეყნებიდან.[17]
„ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მეოთხე სეზონის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა სირიის კლუბის „ალ-ვახდას“ ახალგაზრდა ფეხბურთელებმა, რაც გახდა უპრეცედენტო მოვლენა. პროგრამის მონაწილეთა რიცხვში სირიის გუნდის ჩართულობა და სირიელი ბავშვების ყოფნა მილანში ღონისძიებებზე დიდი ნაბიჯი გახდა ქვეყნის ჰუმანიტარული იზოლაციის გადალახვის გზაზე. საერთაშორისო ტელეარხის „Russia Today “არაბულმა სპორტულმა რედაქციამ სირიის ფეხბურთის ფედერაციის ხელშეწყობით გადაიღო დოკუმენტური ფილმი მონაწილე ბავშვებზე სახელწოდებით „სამი დღე ომის გარეშე“. ფილმის პრემიერას 2016 წლის 14 სექტემბერს დამასკოში 7 ათასზე მეტი ადამიანი დაესწრო.[18]
ფეხბურთი მეგობრობისთვის 2017
რედაქტირებასაერთაშორისო საბავშვო სოციალური პროექტის "ფეხბურთი მეგობრობისთვის"[19] ჩატარების ადგილად 2017 წელს იქნა არჩეული სანქტ-პეტერბურგი (რუსეთი), ფინალური ღონისძიებები ჩატარდა აქ 26 ივნისიდან 3 ივლისამდე.[20]
2017 წელს მონაწილე ქვეყნების რაოდენობა გაიზარდა 32-დან 64-მდე. პირველად პროგრამაში "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მიიღეს მონაწილეობა ბავშვებმა მექსიკიდან და აშშ-დან. ამგვარად, პროექტმა ოთხი კონტინენტის — აფრიკის, ევრაზიის, ჩრდილოეთ ამერიკისა და სამხრეთ ამერიკის – ახალგაზრდა ფეხბურთელები გააერთიანა.[21]
მეხუთე სეზონში პროგრამა განხორციელდა ახალი კონცეფციის შესაბამისად: არჩეულ იქნა თითო-თითო ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელიც წარმოადგენდა საკუთარ ქვეყანას. ახალგაზრდები გაერთიანდნენ რვა ინტერნაციონალურ "მეგობრობის ნაკრებში", რომლებიც ფორმირებული იყო 12 წლის ბიჭებისა და გოგოებისგან, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებიდანაც.[22]
ღია კენჭისყრის პროცესში არჩეულ იქნა ნაკრებების ქვეყნების შემადგენლობა და თამაშის პოზიციები მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებისთვის. კენჭისყრა ჩატარდა ინტერნეტ-კონფერენციის რეჟიმში. რვა მეგობრობის გუნდის ხელმძღვანელები გახდნენ ახალგაზრდა მრწვთნელები: რენე ლამპერტი (სლოვენია), სტეფან მაქსიმოვიჩი (სერბეთი), ბრენდონ შაბანი (დიდი ბრიტანეთი), ჩარლი სუი (ჩინეთი), ანატოლი ჩენტულოევი (რუსეთი), ბოგდან კროლევეცკი (რუსეთი), ანტონ ივანოვი (რუსეთი), ემმე ხენშენი (ნიდერლანდები). კენჭისყრაში ასევე მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო პრეს-ცენტრის "ფეხბურთი მეგობრებისთვის" წარმომადგენელმა ლილია მაცუმოტომ (იაპონია).[23]
2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" გამარჯვებული გახდა "ფორთოხლისფერი" გუნდი, რომელშიც შედიოდნენ ახალგაზრდა მწრთვნელი და ახალგაზრდა ფეხბურთელები ცხრა ქვეყნიდან: რენე ლამპერტი (სლოვენია), ხონგ ჯუნ მარვინ ტუე (სინგაპური), პოლ პუიგ ი მონტანა (ესპანეთი), გაბრიელ მენდოსა (ბოლივია), რავან კაზიმოვი (აზერბაიჯანი), ხრისიმირ სტანიმიროვ სტანჩევი (ბულგარეთი), ივან აგუსტინ კასკო (არგენტინა), რომან ხორაკი (ჩეხეთი), ხამზახ იუსუფ ნური ალხავათი (ლიბია).[23]
საერთაშორისო საბავშვო ფორუმს "ფეხბურთი მეგობრობისთვის" 2017 დაესწრნენ ვიქტორ ზუბკოვი (სსს "გაზპრომის" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე)[24], ფატმა სამურა (ფიფას გენერალური მდივანი), ფილიპ დე ფლოკი (ფიფას გენერალური კომერციული დირექტორი), ჯულიო ბაპტისტა (ბრაზილიელი ფეხბურთელი), ივან ზამორანო (ჩილეს ფორვარდი), ალექსანდრე კერჟაკოვი (რუსი ფეხბურთელი) და სხვა სტუმრები, რომლებმაც მოუწოდეს საკვანძო ფასეულობების განვითარებისკენ ახალგაზრდა თაობაში.[25]
2017 წელს პროექტმა გააერთიანა 600 ათასზე მეტი ადამიანი, ფინალურ ღონისძიებებს სანქტ-პეტერბურგში დაესწრო 1000-ზე მეტი ბავშვი და უფროსი მსოფლიოს 64 ქვეყნიდან.[26]
ფეხბურთი მეგობრობისთვის 2018
რედაქტირება2018 წელს პროგრამის "ფეხბურთი მეგობრებისთვის" მეექვსე სეზონი ჩატარდა 15 თებერვალიდან 15 ივნისამდე. საფინალო ღონისძიება გაიმართა მოსკოვში მსოფლიო ჩემპიონატის FIFA 2018 კარიბჭესთან. პროგრამის მონაწილეები გახდნენ ახალგაზრდა ფეხბურთელები და ჟურნალისტები, რომლებიც წარმოადგენდნენ მსოფლიოს 211 ქვეყანას და რეგიონს [27]. 2018 წელს პროგრამას ოფიციალური სტარტი მისცა "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ღია კენჭისყრამ პირდარ ეთერში, რომლის შედეგადაც ჩამოყალიბდა 32 ფეხბურთის გუნდები – მეგობრობის საერთაშორისო ნაკრებები .[28]
2018 წელს ეკოლოგიური მისიის ფარგლებში მეგობრობის საერთაშორისო ნაკრებებს სახელები დაერქვა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველების პატივსაცემად:
აგრეთვე, ეკოლოგიური მისიის ფარგლებში 2018 წლის 30 მაისს ამოქმედდა საერთაშორისო აქცია Happy Buzz Day, რომელმაც მოუწოდა მსოფლიო საზოგადოებას მხარი დაუჭირონ იშვიათი სახის ცხოველების დამცველ ორგანიზაციას. აქციას შეუერთდა რუსეთის, აშშ–ს, ნეპალის და დიდი ბრიტანეთის ეროვნული პარკები და ნაკრძალები [29]: აგრეთვე, მოსკოვში "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის ფინალური ღონისძიებების ჩატარების დროს მონაწილეების გადაყვანა ხორციელდებოდა ბუნებრივ აირზე მომუშავე ეკოლოგიური ავტობუსებით [30]
ქვეყნები და რეგიონები, რომლებიც მონაწილეობას იღებენ 2018 წლის პროგრამაში "ფეხბურთი მეგობრობისთვის":
მსოფლიო ჩემპიონატში "ფეხბურთი მეგობრობისთვის" 2018 მონაწილეობა მიიღო 32 მეგობრობის საერთაშორისო ნაკრებმა. პირველად პროექტის ისტორიაში ფინალური შეხვედრის კომენტატორი გახდა ნორჩი კომენტატორი სირიადან იაზნ ტახა[31], ხოლო მატჩის მსაჯად დაინიშნა ნორჩი რეფერი რუსეთიდან ბოგდან ბატალინი[32].
მსოფლიო ჩემპიონატში "ფეხბურთი მეგობრობისთვის" 2018 გაიმარჯვა გუნდმა „შიმპანზე“, რომლის შემადგენლობაში შევიდნენ ნორჩი ფეხბურთელები დომინიკიდან, სენტ–კიტსი და ნევისიდან, მალავიდან, კოლუმბიიდან, ბენინიდან და კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან. ნაკრების მწვრთნელი იყო ნორჩი მონაწილე სარანსკიდან ვლადისლავ პოლიაკოვი[33].
პროგრამის მეექვსე სეზონის ფინალური ღონისძიება გახდა საერთაშორისო საბავშვო ფორუმი "ფეხბურთი მეგობრობისთვის", რომელიც გაიმართა 13 ივნისს
ოკეანოგრაფიის და ზღვის ბიოლოგიის ცენტრი "მოსკვარიუმში". მას დაესწრენ ვიქტორ ზუბკოვი (სსს „გაზპრომ“–ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე), ოლგა გოლოდეც (რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე), იკერ კასილიას (ესპანელი ფეხბურთელი, ეროვნული ნაკრების ექს–კაპიტანი), ალექსანდრ კერჟაკოვი (რუსეთის ფეხბურთელი, რუსეთის ახალგაზრდული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელი), და, აგრეთვე, მსოფლიოს 54 საელჩოს წარმომადგენელი და სხვა სტუმრები[34].
ფორუმზე დააჯილდოეს მეექვსე სეზონის საუკეთესო ნორჩი ფეხბურთელები: დეო კალენგა მვენზე კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან (უკეთესი თავდამსხმელი), იამირრა ოურუ ბენინიდან (უკეთესი ნახევარმცველი), ივან ვოლინკინი უელსიდან (უკეთესი მეკარე), და გუსტავო სინტრა როჩა ბრაზილიიდან (MVP)[35].
2018 წლის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის უკეთესი ნორჩი ჟურნალისტი გახდა შეიკალი ასენსონ არუბადან. გოგონას აქვს ბლოგი, სადაც მოუწოდებს ოკეანიის ახალგაზრდობას ეკოლოგიურ შეგნებისკენ[36].
ფორუმზე ჩატარდა წინა სეზონის მონაწილეს ინდოეთიდან ანანია კამბოდჟის წიგნის პრეზენტაცია და ავტოგრაფ – სესია[37]. 2017 წლის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მეხუთე სეზონის დასრულების შემდეგ ანანიამ დაწერა წიგნი “My journey from Mohali to St. Petersburg” საკუთარი, როგორც ნორჩი ჟურნალისტის, გამოცდილების შესახებ. იქ მან უამბო პროგრამის ცხრა ფასეულობის შესახებ, რომლებსაც შეუძლიათ მსოფლიოს გაუმჯობესება.
14 ივნისს, საერთაშორისო საბავშვო ფორუმის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" დასრულების შემდეგ, ნორჩმა ფეხბურთელებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს მონაწილეობა რუსეთში 2018 წლის FIFA მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის ცერემონიაში. სტადიონზე „ლუჟნიკი“ ბავშვებმა საზეიმო ვითარებაში ასწიეს დროშები ყველა 211 ქვეყნის და რეგიონისა, რომლებმაც ამ წელს მონაწილეობა მიიღეს პროგრამაში[38]. ამის შემდეგ "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ნორჩმა მონაწილეებმა დაესწრენ გახსნის მატჩს რუსეთის და საუდის არაბეთის შორის.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოიწვია "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ნორჩი ელჩი რუსეთიდან ალბერტი ზინნატოვი თავის ლოჟაში გახსნის მატჩის მასთან ერთად საყურებლად. იქ ყმაწვილმა ესაუბრა ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონს ბრაზილიიდან რობერტო კარლოსს, და, აგრეთვე, ესპანელ ფეხბურთელს იკერ კასილიასს[39].
მოსკოვში ფინალური ღონისძიებების მონაწილე გახდა 1500–ზე მეტი ბავშვი და მოზარდი 211 ქვეყნიდან და რეგიონიდან. სულ მეექვსე სეზონის ფარგლებში მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში ჩატარდა 180–ზე მეტი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 240 ათასზე მეტმა ბავშვმა[40].
2018 წელს პროექტს მხარი დაუჭირეს ხელისუფლებს წარმომადგენლებმა. რფ მთავრობის თავმჯდომარის მოადგილემ ოლგა გოლოდეცმა წაიკითხა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მისასალმებელი მიმართვა საერთაშორისო საბავშვო ფორუმის მონაწილეებს და სტუმრებს[41].
რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარემ დმიტრი მედვედევმა გაგუგზავნა მისასალმებელი ტელეგრამა მეექვსე საერთაშორისო საბავშვო ფორუმის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მონაწილეებს და სტუმრებს[42].
რუსეთის სსს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 23 მაისს ბრიფინგის დროს აღნიშნა, რომ დღეს პროგრამა "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მსოფლიო საზოგადოებას მიაჩნია როგორც რუსეთის საერთაშორისო სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვანი ჰუმანიტარული კომპონენტი[43].
ტრადიციულად მხარი დაუჭირეს პროგრამას "ფეხბურთი მეგობრობისთვის" FIFA–ში. ორგანიზაციაში აღნიშნენ, რომ მოსკოვში საფინალო ღონისძიებების მონაწილეთა და სტუმართა საერთო რაოდენობამ მიაღწია 5000 ადამიანს[44].
ფეხბურთი მეგობრობისთვის 2019
რედაქტირებასაერთაშორისო საბავშვო სოციალური პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მეშვიდე სეზონის დაწყება გაიმართა 2019 წლის 18 მარტს. პროგრამის საფინალო ღონისძიებები შედგა მადრიდში, 28 მაისიდან 2 ივნისის ჩათვლით.[45]
ფეხბურთის და მეგობრობის საერთაშორისო დღე აღნიშნეს 25 აპრილს ევროპის, აზიის, აფრიკის, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის 50-ზე მეტ ქვეყანაში. ზეიმს შეუერთდა ასევე რუსეთის საფეხბურთო კავშირი (რსკ).[46]
30 მაისს მადრიდში ჩატარდა საჯარო სააქციო საზოგადოება „გაზპრომის“ საბავშვო სოციალური პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ 2019 წლის საერთაშორისო ფორუმი. ფორუმმა თავი მოუყარა ექსპერტებს მთელი მსოფლიოდან - საფეხბურთო მწვრთნელებს, საბავშვო გუნდების ექიმებს, ვარსკვლავებს, წამყვანი საერთაშორისო მედია-საშუალებების ჟურნალისტებს, საერთაშორისო საფეხბურთო აკადემიების და ფედერაციების წარმომადგენლებს.[47]
31 მაისს მადრიდში გაიმართა მსოფლიოში ყველაზე მრავალეროვნული საფეხბურთო ვარჯიში. მისი შედეგების მიხედვით, „ფეხბურთმა მეგობრობისთვის“ მიიღო GUINNESS WORLD RECORDS®-ის ოფიციალური სერტიფიკატი.[48]
მეშვიდე სეზონის ფარგლებში 32 ახალგაზრდა ჟურნალისტმა ევროპიდან, აფრიკიდან, აზიიდან, ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკიდან დააკომპლექტა პროგრამა „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ საერთაშორისო საბავშვო პრეს-ცენტრის შემადგენლობა, რომელიც აშუქებდა პროგრამის საფინალო ღონისძიებებს და მონაწილეობდა მასალების მომზადებაში, მასმედიის საერთაშორისო და ეროვნულ საშუალებებთან ერთად.[49]
მეშვიდე სეზონის მონაწილეებმა გადასცეს „ცხრა ფასეულობის“ თასი (საერთაშორისო საბავშვო სოციალური პროგრამის „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ ჯილდო) საფეხბურთო კლუბ ლივერპულს, როგორც ყველაზე სოციალურად პასუხისმგებელ გუნდს.[50]
1 ივნისს მადრიდის საფეხბურთო მოედანზე UEFA Pitch გაიმართა მეშვიდე სეზონის კულმინაცია - „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მსოფლიო ჩემპიონატის საფინალო მატჩი. მის შედეგად ნაკრებმა გუნდმა „ანტიგუას მცურავმა“ ფრედ ითამაშა „ტასმანურ ეშმაკთან“ ანგარიშით 1:1 ძირითად დროში, ხოლო შემდეგ დაამარცხა მეტოქე პენალტების სერიაში და მოიპოვა მთავარი ჯილდო.[51]
ფეხბურთი მეგობრობისთვის 2020
რედაქტირება2020 წელს „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მერვე სეზონის საფინალო ღონისძიებები ჩატარდა ონლაინ ფორმატში ციფრულ პლატფორმაზე, 2020 წლის 27 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით. მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათი ათასზე მეტი მონაწილე შეუერთდა ძირითად ღონისძიებებს.[52]
პროგრამის მერვე სეზონისთვის შემუშავდა მრავალმომხმარებლიანი საფეხბურთო ონლაინ სიმულატორი Football for Friendship World, რომლის ბაზაზეც ჩატარდა „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ 2020 წლის მსოფლიო ონლაინ ჩემპიონატი. თამაში ხელმისაწვდომია ჩამოტვირთვისთვის მთელ მსოფლიოში 2020 წლის 10 დეკემბრიდან, რომელიც არის ფეხბურთის მსოფლიო დღე. მომხმარებლებს ჰქონდათ შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღოთ მატჩებში „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ წესების მიხედვით, საერთაშორისო ნაკრებებში გაერთიანებით. მრავალმომხმარებლიანი თამაში დაფუძნებულია პროგრამის უმნიშვნელოვანეს ფასეულობებზე, როგორიც არის მეგობრობა, მშვიდობა და თანასწორობა.[53]
27 ნოემბერს გაიმართა „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ 2020 წლის მსოფლიო ონლაინ ჩემპიონატის ღია წილისყრა.[54]
28 ნოემბრიდან 6 დეკემბრის ჩათვლით შედგა მეგობრობის საერთაშორისო ონლაინ-ბანაკი ჰუმანიტარული და სპორტული საგანმანათლებლო პროგრამებით ბავშვებისთვის.[55]
30 ნოემბრიდან 4 დეკემბრის ჩათვლით გაიმართა „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ საერთაშორისო ონლაინ ფორუმის სხდომები, რომლებზეც წარმოდგენილი იყო პროექტები საბავშვო სპორტის განვითარების სფეროში. საექსპერტო ჟიურიმ შეაფასა პროექტების პრეზენტაციები, რომლებიც არიან „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ საერთაშორისო პრემიის მიღების პრეტენდენტები.[56]
7-8 დეკემბერს ჩატარდა „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მსოფლიო ონლაინ ჩემპიონატი. წელს ჩემპიონატი გაიმართა ონლაინ ფორმატში ციფრულ პლატფორმაზე, რისთვისაც სპეციალურად შემუშავდა მრავალმომხმარებლიანი საფეხბურთო სიმულატორი Football for Friendship.[57]
9 დეკემბერს გაიმართა „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ დიდი ფინალი.[58]
ვებინარების სერია ბავშვებისთვის სხვადასხვა ქვეყნიდან გაეროს 75 წლის იუბილეს მხარდასაჭერად ჩატარდა პროგრამის მერვე სეზონის განმავლობაში.
პროგრამის მერვე სეზონის დროს, საფეხბურთო ფრისტაილერებთან ერთად მსოფლიოს ყველა კუთხიდან, გაეშვა ყოველკვირეული შოუ „სტადიონი იქ არის, სადაც მე ვარ“. ყოველ გამოშვებაში ფრისტაილერები ასწავლიდნენ პროგრამის ახალგაზრდა ელჩებს ტრიუკების შესრულებას, ხოლო ყოველი ეპიზოდის ბოლოს ცხადდებოდა კონკურსი ტრიუკის საერთაშორისო შესრულებაზე. შოუ დასრულდა გლობალური ონლაინ მასტერ-კლასით, რომლითაც პროგრამა „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ მეორეჯერ გახდა გინესის მსოფლიო რეკორდსმენი მონაწილეების რაოდენობით (2020 წლის 6 დეკემბერი).
კარგი ამბების რედაქცია არის ყოველკვირეული შოუ, რომელიც გამოუშვა „ფეხბურთი მეგობრობისთვის“ ახალგაზრდა ჟურნალისტებმა. მასში ბავშვები უზიარებდნენ მაყურებლებს დადებით ახალ ამბებს მთელი მსოფლიოდან.
მსოფლიო ჩემპიონატი "ფეხბურთი მეგობრობისთვის"
რედაქტირებასაერთაშორისო საბავშვო საფეხბურთო ტურნირი გაიმართება "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის ფარგლებში"[59]. ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნები "მეგობრობის ნაკრებები" – ყალიბდებიან ღია კენჭისყრის პროცესში. ეროვნული ნაკრებები ყალიბდებიან[60] "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პრინციპით: ერთ გუნდში თამაშობენ სხვადასხვა ნაციონალობის, სქესისა და ფიზიკური შესაძლებლობების სპორტსმენები[61].
საერთაშორისო საბავშვო ფორუმი "ფეხბურთი მეგობრობისთვის"
რედაქტირებაყოველწლიურ საერთაშორისო ბავშვთა ფორუმზე "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროექტის ახალგაზრდა მონაწილეები უფროსებთან ერთად განიხილავენ მთელს მსოფლიოში პროგრამის ფასეულობების განვითარებისა და წინსვლის საკითხებს. ფორუმის დროს ბავშვები ხვდებიან და ურთიერთობენ თანატოლებთან სხვადასხვა ქვეყნებიდან, ცნობილ ფეხბურთელებთან, ჟურნალისტებთან, საზოგადო მოღვაწეებთან, ასევე ხდებიან ახალგაზრდა ელჩები, რომლებიც შემდგომ დამოუკიდებლად უწევენ პროპაგანდას საზოგადოებრივ ფასეულობებს თავიანთ თანატოლებს შორის[62].
საერთაშორისო საბავშვო პრეს-ცენტრი
რედაქტირება"ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის თავისებურება გახდა საკუთარი საერთაშორისო საბავშვო პრეს-ცენტრი[63]. პირველად იგი ორგანიზებული იყო "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის ჩარჩოებში 2014 წელს[63]. პრეს-ცენტრის ახალგაზრდა ჟურნალისტები აშუქებენ პროგრამის მოვლენებს საკუთარ ქვეყნებში[64]: ამზადებენ ახალ ამბებს ნაციონალურსა და საერთაშორისო სპორტული მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისთვის, მონაწილეობენ "ფეხბურთი მეგობრობისთვის" TV-არხისთვის, საბავშვო გაზეთისთვის Football for Friendship და პროგრამის ოფიციალური რადიოსადგურისთვის მასალის მომზადებაში. საერთაშორისო საბავშვო პრეს-ცენტრი აერთიანებს ნაციონალური კონკურსების "საუკეთესო ახალგაზრდა ჟურნალისტის" გამარჯვებულებს, ახალგაზრდა ბლოგერებს, ფოტოგრაფებსა და მწერლებს. პრეს-ცენტრის ახალგაზრდა ჟურნალისტები წარმოადგენენ თავიანთ ხედვას პროგრამის შიგნიდან, "ბავშვები ბავშვებზე" ფორმატის რეალიზაციით.[65]
ფეხბურთისა და მეგობრობის საერთაშორისო დღე
რედაქტირება"ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის ფარგლებში 25 აპრილს აღინიშნება ფეხბურთისა და მეგობრობის საერთაშორისო დღე. პირველად დღესასწაული აღინიშნა 2014 წელს 16 ქვეყანაში. ამ დღეს ჩატარდა ამხანაგური მატჩები, ფლეშმობები, რადიომარაფონები, მასტერ-კლასები, ტელეშოუები, ღია ვარჯიშები და ა.შ. დღესასწაულში მონაწილეობა მიიღო 50 000-ზე მეტმა ადამიანმა.[66]
2015 წელს მეგობრობისა და ფეხბურთის დღე აღინიშნა 24 ქვეყანაში[67]. დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა ამხანაგური საფეხბურთო მატჩები და სხვა ღონისძიებები. გერმანიაში "შალკე 04" კლუბის ფეხბურთელებმა ჩაატარეს ღია ვარჯიში[68], სერბეთში ჩატარდა ტელეშოუ, უკრაინაში – მატჩი სკ "ვოლინის" ახალგაზრდულ გუნდსა და იმ ბავშვებს შორის, რომლებიც აღრიცხვაზე არიან ქალაქი ლუცკის სოციალური მომსახურების ცენტრში ოჯახის, ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის.
რუსეთში ფეხბურთისა და მეგობრობის დღე აღინიშნა 25 აპრილს 11 ქალაქში. ვლადივოსტოკში, ნოვოსიბირსკში, ეკატირენბურგში, კრასნოიარსკში, ბარნაულში, სანქტ-პეტერბურგში და სარანსკში ჩატარდა ამხანაგური საფეხბურთო მატჩები, მათი მიზანი იყო პროგრამის საკვანძო ფასეულობების შეხსენება. კრასნოიარსკში, სოჭაში და დონის როსტოვში ჩატარდა "მეგობრობის ესტაფეტა" ოლიმპიური ცეცხლის 2014 ჩირაღდნის ესტაფეტის მატარებლების მონაწილეობით. მოსკოვში უსინათლოთა სპორტის ფედერაციის მხარდაჭერით იყო ორგანიზებული "თანაბარი შესაძლებლობების ტურნირი". 5 მაისს ფეხბურთისა და მეგობრობის დღე აღინიშნებოდა ნიჟნი ნოვგოროდსა და ყაზანში.[9]
2016 წელს ფეხბურთისა და მეგობრობის დღე აღნიშნეს 32 ქვეყანაში. რუსეთში იგი აღნიშნეს ცხრა ქალაქში: მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, ნოვოსიბირსკში, ბარნაულში, ბირობიჯანში, ირკუტსკში, კრასნოდარში, ნიჟნი ნოვგოროდში და დონის როსტოვში. ნიჟნი ნოვგოროდში ჩატარდა „ვოლგის“ ახალგაზრდა ფეხბურთელების ამხანაგური მატჩი, კლუბის უფროსმა ფეხბურთელებმა კი ჩაატარეს მოთელვა და ვარჯიშები ბავშვებისთვის. ნოვოსიბირსკში ამხანაგურ მატჩში მონაწილეობა მიიღეს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებმა – ნოვოსიბირსკის ოლქის „ერმაკ-ციმბირის“ ნაკრებმა.[15]
2017 წელს ფეხბურთისა და მეგობრობის დღე აღინიშნა 64 ქვეყანაში. მთელი მსოფლიოს მასშტაბით ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს ცნობილმა ფეხბურთელებმა, მათ შორის სერბიელმა მცველმა ბრანისლავ ივანოვიჩმა, ჰოლანდიელმა თავდამსხმელმა დირკ კიუიტმა. საბერძნეთში ღონისძიებას დაესწრო ქვეყნის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში ევროპის 2004 წლის ჩემპიონატის გამარჯვებული ფეხბურთში — თეოდორას ზაგორაკისი. რუსეთში სკ „ზენიტის“ ბაზაზე ჩატარდა 2017 წლის პროგრამის "ფეხბურთი მეგობრებისთვის" ახალგაზრდა ელჩის, ზახარ ბადიუკის სპეციალური ვარჯიში, ვარჯიშზე სკ "ზენიტის" მეკარემ, იური ლოდიგინმა მისცა მაღალი შეფასება ზახარის შესაძლებლობებს და გაუზიარა მას მეკარის ხელოვნების საიდუმლოებები.[22]
"ცხრა ფასეულობის" თასი
რედაქტირება"ცხრა ფასეულობის" თასი — არის საერთაშორისო საბავშვო სოციალური პროგრამის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ჯილდო. ყოველწლიურად თასი გადაეცემა პროექტის ფასეულობებისადმი ყველაზე დიდი ერთგულებისთვის. ეს ფასეულობები შემდეგია: მეგობრობა, თანასწორობა, სამართლიანობა, ჯანმრთელობა, მშიდობან, ერთგულებასთან, გამარჯვება, ტრადიციები და ღირსება. გამარჯვებულის ასარჩევად მონაწილეობენ გულშემატკივრები მთელი მსოფლიოდან, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას აყალიბებენ პროექტის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" მონაწილეები ხმის მიცემის გზით. საფეხბურთო კლუბები – "ცხრა ფასეულობის" თასის მფლობელები: "ბარსელონა" (2015), "მიუნხენის ბავარია" (2016), "ალ-ვახდა" (სპეციალური ჯილდო), "რეალ მადრიდი" (2017).[69]
მეგობრობის სამაჯური
რედაქტირებაპროგრამის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ყველა ღონისძიება იწყება მეგობრობის სამაჯურების გაცვლით, რაც წარმოადგენს თანასწორობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სიმბოლოს. სამაჯური შედგება ორი, ლურჯი და მწვანე ძაფებისგან, მისი ტარება შეუძლია ნებისმიერს, ვინც კი იზიარებს პროგრამის ფასეულობებს.
ფრანც ბეკენბაუერის თქმით
"მოძრაობის სიმბოლო — ორფერიანი სამაჯური, ისევე მარტივი და გასაგებია, როგორც პროგრამაში "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ჩადებული ღირებულებები."
პროგრამის ახალგაზრდა მონაწილეებმა გაუკეთეს მეგობრობის სამაჯურები ცნობილ სპორტსმენებსა და საზოგადო მოღვაწეებს[70], რომელთა შორის არიან: დიკ ადვოკატი[71], ანატოლი ტიმოშიუკი[72] და ლუიშ ნეტუ, ფრანც ბეკენბაუერი[73], ლუის ფერნანდევი, დიდიე დროგბა, მაკს მაიერი, ფატმა სამურა, ლეონ გორეცკა, დომენიკო კრიშიტო, მიჩელ სალგადო, ალექსანდრე კერჟაკოვი, დიმას პიროსი, მოიდრაგ ბოჟოვიჩი, ადელინა სოტნიკოვა, იური კამენეცი.
მონაწილეების აქტიურობა სეზონებს შორის
რედაქტირებაპროგრამის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" ახალგაზრდა ფეხბურთელები იღებენ მონაწილეობას სხვადასხვა ღონისძიებებში ოფიციალური სეზონის გარეთაც. 2013 წლის მაისში ფეხბურთის კლუბის "მარიბორის" (სლოვენია) ახალგაზრდულმა შემადგენლობამ ჩაატარა საქველმოქმედო ამხანაგური მატჩი კამბოჯის ბავშვებთან[74]. 2014 წლის 14 სექტემბერს სოჭაში პროგრამის რუსი მონაწილეები შეხვდნენ ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტისა და ფიფას პრეზიდენტის, იოზეფ ბლატერის შეხვედრის ფარგლებში[75]. 2014 წლის ივნისში საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანცუა ოლანდმა მოიწვია "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის მონაწილე გუნდი "ტავერნი", ელისეის სასახლეში, რათა ერთობლივად ენახათ 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მატჩი "საფრანგეთი — ნიგერია".[76] 2016 წლის აპრილში იური ვაშუკი, 2015 წლის "ფეხბურთი მეგობრობისთვის" პროგრამის ელჩი, შეხვდა ბელარუსის ყველაზე ძლიერ ადამიანს, კირილ შიმკოს და სკ ბატეს ახალგაზრდა ფეხბურთელებს, რათა გაეზიარებინა პროექტში მონაწილეობის საკუთარი გამოცდილება. იური ვაშუკმა კირილ შიმკოს აჩუქა სიმბოლური მეგობრობის სამაჯური, რაც ნიშნავდა იმას, რომ პროექტის იდეების განხორციელების ესტაფეტა მას გადასცა: მეგობრობის, სამართლიანობის, ჯანსაღი ცხოვრების წესის.
ჯილდოები და პრემიები
რედაქტირებაპროგრამა "ფეხბურთი მეგობრობისთვის" გახდა სხვადასხვა კონკურსების გამარჯვებული და რიგი რუსული და საერთაშორისო პრემიების მფლობელი. მათ შორის: "რუსეთის საუკეთესო სოციალური პროექტები" ნომინაციაში "საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება", ბიზნეს-კომუნიკატორების საერთაშორისო ასოციაცია (IABC) Gold Quill Awards ნომინაციაში "კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობა" (2016), Sabre Awards ნომინაციაში "პლანეტის საუკეთესო სოციალური პროექტი" (2016), The Drum Social Buzz Awards ნომინაციაში "საუკეთესო საერთაშორისო სტრატეგია" (2017)[77], The Internationalist Awards for Innovative Digital Marketing Solutions ნომინაციაში "საუკეთესო მედიასტრატეგია" (2017)[78], "ვერცხლის მშვილდოსანი" ნომინაციაში "რუსეთის საუკეთესო სოციალური პროექტი" (2018), გრან-პრი "ვერცხლის მშვილდოსანი" (2018).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ inserbia.info/today/2014/04/gazproms-football-for-friendship-2014
- ↑ www.newswire.ca/en/story/1505319/europe-and-asia-to-meet-within-football-for-friendship-international-children-s-social-project-of-gazprom
- ↑ www.prnewswire.com/news-releases/young-football-players-from-24-countries-of-europe-and-asia-meet-at-third-international-childrens-football-for-friendship-forum-506472841.html
- ↑ https://www.sport-express.ru/football/gazprom/reviews/futbol-dlya-druzhby-2018-obyavleny-imena-uchastnikov-programmy-ot-rossii-1401229/
- ↑ https://ru.wikipedia.org/w/index.php?title=%D0%A4%D1%83%D1%82%D0%B1%D0%BE%D0%BB_%D0%B4%D0%BB%D1%8F_%D0%B4%D1%80%D1%83%D0%B6%D0%B1%D1%8B&stable=0&redirect=no#cite_note-5
- ↑ https://archive.today/20150515191023/http:/fcbusiness.co.uk/news/article/newsitem=2379/title=franz+beckenbauer+kicks+off+gazprom%92s+%91football+for+friendship%92+campaign
- ↑ www.ntv.ru/sport/627113
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-05-22. ციტირების თარიღი: 2015-05-22.
- ↑ 9.0 9.1 www.euronews.com/2014/05/27/football-for-friendship-teaching-values-through-football
- ↑ www.lazionews.eu/settore-giovanile/oltre-450-ragazzi-riuniti-da-gazprom-in-occasione-del-secondo-forum-internazionale-football-for-friendship/
- ↑ 11.0 11.1 11.2 11.3 www.noodls.com/viewNoodl/28582380/oao-gazprom/young-football-players-from-24-countries-of-europe-and-asia-
- ↑ www.prnewswire.com/news-releases/young-football-players-from-24-countries-of-europe-and-asia-meet-at-third-international-childrens-football-for-friendship-forum-506472841.html
- ↑ www.mirror.co.uk/sport/football/news/franz-beckenbauer-reveals-hes-barcelona-7695610
- ↑ beyondsport.org/articles/fourth-season-of-gazproms-football-for-friendship-international-childrens-project-announced/
- ↑ 15.0 15.1 rbth.com/sport/2016/06/01/gazprom-brings-soccer-crazy-kids-to-milan-for-uefa-champions-league-final_599353
- ↑ www.beyondsport.org/articles/fourth-international-football-for-friendship-forum-brings-together-young-footballers-from-three-continents/
- ↑ www.prnewswire.co.uk/news-releases/fourth-international-football-for-friendship-forum-brings-together-young-footballers-from-three-continents-581479171.html
- ↑ www.euronews.com/2016/05/31/football-for-friendship-syrian-youth-team-make-tournament-debut-in-milan
- ↑ www.newswire.ca/news-releases/fifth-season-of-gazproms-football-for-friendship-international-childrens-project-launched-616385764.html
- ↑ www.windsorstar.com/business/cnw/release.html?rkey=20170316C8720&filter=5613
- ↑ finance.dailyherald.com/dailyherald/news/read/33918303/Fifth_Season_of_Gazprom's_Football_for_Friendship_International_Children's_Project_Launched
- ↑ 22.0 22.1 https://www.merrilledge.com/research/story?stryKey=600-201703161740PR_NEWS_USPRX____enUK201703165338-1
- ↑ 23.0 23.1 www.newswit.com/.gen/2017-03-17/bafb838790ea60129b53d1add5e4ee99/
- ↑ https://www.24sata.hr/sport/nogomet-za-prijateljstvo-novi-ciljevi-uz-djecu-iz-64-drzave-531487
- ↑ www.euronews.com/2017/07/06/football-brings-kids-together
- ↑ stomp.straitstimes.com/singapore-seen/12-year-old-sporean-messi-wins-global-football-contest-in-russia
- ↑ www.euronews.com/2018/02/16/football-for-friendship-sets-stage-for-2018-world-cup
- ↑ www.thedailystar.net/sports/football/time-defender-bangladesh-1543027
- ↑ www.chronicle.co.zw/russia-opportunity-for-zim-youngsters/
- ↑ www.africanews.com/2018/02/17/football-for-friendship-draw-held-ahead-of-the-2018-world-cup//
- ↑ https://www.sovsport.ru/others/lifestyle/articles/1059219-shikarnyj-futbol-krepkaja-druzhba
- ↑ https://www.sovsport.ru/others/lifestyle/articles/1058343-ih-podruzhil-futbol
- ↑ https://www.sport-express.ru/football/gazprom/news/yunyy-trener-iz-rossii-stal-chempionom-mira-po-futbolu-dlya-druzhby-1420530/
- ↑ https://www.sport-express.ru/football/gazprom/reviews/more-schastya-druzhby-i-futbola-1428124/
- ↑ https://www.sovsport.ru/others/lifestyle/articles/1059219-shikarnyj-futbol-krepkaja-druzhba
- ↑ https://www.sovsport.ru/others/lifestyle/articles/1059219-shikarnyj-futbol-krepkaja-druzhba
- ↑ https://www.sport-express.ru/football/gazprom/reviews/more-schastya-druzhby-i-futbola-1428124/
- ↑ https://rsport.ria.ru/russia2018_news/20180615/1138055010.html
- ↑ https://www.sport-express.ru/football/gazprom/news/yunyy-posol-futbola-dlya-druzhby-vstretilsya-s-prezidentom-rossii-na-chm-v-moskve-1424143/
- ↑ https://www.sport-express.ru/football/gazprom/news/uchastniki-futbola-dlya-druzhby-iz-211-stran-i-regionov-pribyli-v-moskvu-1419265/
- ↑ https://regnum.ru/news/2430800.html
- ↑ http://government.ru/gov/persons/183/telegrams/32841/
- ↑ http://www.mid.ru/ru/press_service/spokesman/briefings/-/asset_publisher/D2wHaWMCU6Od/content/id/3231268##23
- ↑ https://www.fifa.com/worldcup/news/211-countries-and-regions-took-part-in-the-sixth-international-football-for-frie
- ↑ http://business.dailytimesleader.com/dailytimesleader/news/read/37931695/Football_for_Friendship_Launches_Its_Seventh_Season
- ↑ https://www.prnewswire.com/news-releases/international-day-of-football-and-friendship-celebrated-in-schools-around-the-world-300837486.html#:~:text=Gazprom%20Football%20for%20Friendship&text=MOSCOW%2C%20April%2025%2C%202019%20%2F,Africa%2C%20North%20and%20South%20America.
- ↑ https://sputniknews.com/agency_news/201905301075473427-forum-children-experts/
- ↑ https://www.guinnessworldrecords.com/world-records/547224-most-nationalities-in-a-football-soccer-training-session
- ↑ https://tass.com/press-releases/1061492
- ↑ https://sputniknews.com/society/201906041075611076-football-friendship-madrid/
- ↑ https://www.euronews.com/2019/06/06/football-for-friendship-international-programme-for-kids-breaks-records-and-teaches-sports
- ↑ https://footballforfriendship.com/
- ↑ https://sputniknews.com/sport/202011051081023614-new-football-simulator-football-for-friendship-to-be-released-on-world-football-day/
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-10-18. ციტირების თარიღი: 2020-12-19.
- ↑ https://footballforfriendship.com/friendship-camp/
- ↑ https://footballforfriendship.com/experts-forum/live-broadcast/
- ↑ https://footballforfriendship.com/world-championship/
- ↑ https://footballforfriendship.com/live-broadcast-grand-final/
- ↑ www.chelseafc.com/news/latest-news/2014/05/chelsea-foundation-youngsters-head-to-lisbon.html
- ↑ www.vanluyken.nl/nieuws/149-ipersbericht-i-double-dutchies-na-trainingskamp
- ↑ rbth.com/sport/2014/05/30/big_soccer_for_little_europeans_37075.html
- ↑ www.fifa.com/confederationscup/news/y=2017/m=8/news=confed-cup-hosts-friendship-forum-2902692.html
- ↑ 63.0 63.1 www.crawleyobserver.co.uk/news/local/crawley-girl-13-who-dreams-to-play-football-for-england-meets-world-cup-legend-1-6112060
- ↑ www.itsroundanditswhite.co.uk/2014/04/15/football-for-friendship-are-on-the-hunt-for-talented-young-journalists/
- ↑ www.financialexpress.com/india-news/mission-xi-million-picks-chandigarh-girl-ananya-kamboj/689736/
- ↑ https://www.theguardian.com/football/2015/apr/26/said-and-done-blatter-putin-david-cameron
- ↑ rbth.com/multimedia/2015/05/12/the-international-day-of-football-and-friendship_95713?crid=325359
- ↑ instagify.com/media/979016253229007447_641360799
- ↑ www.euronews.com/2017/07/17/f4f-nine-values-cup-2017-goes-to-real-madrid
- ↑ www.dailymail.co.uk/sport/worldcup2014/article-2642473/Vitor-Baia-tips-Portugal-special-World-Cup-Cristiano-Ronaldo-shines-backs-old-boss-Jose-Mourinho-Chelsea.html
- ↑ www.deweekkrant.nl/artikel/2014/mei/27/double_dutchie_dirk_proper_uit_elst_een_voetbal
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-12-23. ციტირების თარიღი: 2014-12-23.
- ↑ www.theboltonnews.co.uk/news/11270319.Interview_sends_Megan_Mackey_to_Champions_League_final/
- ↑ sport.rbc.ru/article/172216/
- ↑ en.kremlin.ru/events/president/news/19222
- ↑ www.leparisien.fr/politique/mondial-2014-hollande-invite-deux-clubs-amateurs-a-l-elysee-pour-france-nigeria-28-06-2014-3960541.php
- ↑ www.socialbuzzawards.com/social-buzz-awards-2017/best-international-strategy/how-to-make-kids-voices-to-be-heard-globally
- ↑ www.internationalist-awards.com/new-digital-awards/