სოკ-ის ქვეყნების კოდების სია
სოკ-ის ქვეყნების კოდები — საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ განსაზღვრული სამასოიანი აბრევიატურები ყველა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისათვის და სპორტსმენთა სხვა ჯგუფებისათვის, რომლებიც მონაწილეობენ თანამედროვე ოლიმპიურ თამაშებში. მიუხედავად იმისა, რომ მათ საფუძველს წარმოადგენს ISO 3166-1-ის სტანდარტული კოდები, ისინი ყოველთვის ერთმანეთს არ ემთხვევა.
მიმდინარე კოდები
რედაქტირებაგამოუყენებელი კოდები
რედაქტირებააღარარსებული ქვეყნების ეროვნული ოლიმპიური კომიტეტების კოდები
რედაქტირებაკოდი | ქვეყანა | გამოყენების პერიოდი | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|
AHO | ნიდერლანდების ანტილები | 1952 | 2008 | 2010 წელს კუნძულების ტერიტორია ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში დაიყო უფრო მცირე ადმინისტრაციულ ერთეულებად. |
BOH | ბოჰემია | 1900 | 1912 | იმ მომენტში ქვეყანა იყო ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ნაწილი. დღეისათვის ძირითადად შედის ჩეხეთის შემადგენლობაში. |
BOR | ჩრდილოეთი ბორნეო | 1952 | დღეისათვის შედის მალაიზიის შემადგენლობაში. | |
BWI | ვესტ-ინდოეთის ფედერაცია | 1960 | დღეისათვის დაყოფილია რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. | |
FRG | გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (1990-მდე) | 1968 | 1988 | გამოიყენებოდა დასავლეთ გერმანიის აღსანიშნავად. მიუხედავად იმისა, რომ გერმანიის გაერთიანების შემდეგ დასახელება იგივე დარჩა, კოდი მაინც შეიცვალა. |
GDR | გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა | 1968 | 1988 | დღეისათვის შედის გერმანიის შემადგენლობაში. |
MAL | მალაიის ფედერაცია | 1956 | 1960 | დღეისათვის შედის მალაიზიის შემადგენლობაში. |
SAA | ზაარი (პროტექტორატი) | 1952 | დღეისათვის შედის გერმანიის შემადგენლობაში. | |
SCG | სერბეთი და ჩერნოგორია | 2004 | 2006 | დღეისათვის გაყოფილია სერბიად და მონტენეგროდ. |
TCH | ჩეხოსლოვაკია | 1920 | 1992 | დღეისათვის გაყოფილია სლოვაკეთად და ჩეხეთად. |
UAR | არაბთა გაერთიანებული რესპუბლიკა | 1960 | 1968 | დღეისათვის გაყოფილია ეგვიპტედ და სირიად. |
URS | საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი | 1952 | 1988 | დღეისათვის დაყოფილია რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. |
YAR | იემენის არაბთა რესპუბლიკა | 1984 | 1988 | დღეისათვის შედის იემენის შემადგენლობაში. |
YMD | იემენის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკა | 1988 | დღეისათვის შედის იემენის შემადგენლობაში. | |
YUG | იუგოსლავია | 1920 | 1992 | დღეისათვის დაყოფილია რამდენიმე დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. |
სახელგადარქმეული ქვეყნების კოდები
რედაქტირებაკოდი | ქვეყანა | გამოყენების პერიოდი | შენიშვნა | |
---|---|---|---|---|
BIR | ბირმა | 1948 | 1988 | დღეისათვის მიანმარი (MYA) |
CEY | ცეილონის დომინიონი | 1948 | 1972 | დღეისათვის შრი-ლანკა (SRI) |
DAH | დაგომეა | 1972 | დღეისათვის ბენინი (BEN) | |
HBR | ბრიტანეთის ჰონდურასი | 1968 | 1972 | დღეისათვის ბელიზი (BIZ) |
NRH | ჩრდილოეთი როდეზია | 1964 | დღეისათვის ზამბია (ZAM) | |
RHO | როდეზია | 1928 | 1964 | დღეისათვის ზიმბაბვე (ZIM) |
ROC | ჩინეთის რესპუბლიკა | 1932 | 1976 (ზამთ. ოლიმპ. თამაშ.) | დღეისათვის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (CHN) და ტაივანი (TPE) |
VOL | ზემო ვოლტის რესპუბლიკა | 1972 | დღეისათვის ბურკინა-ფასო (BUR) | |
YUG | იუგოსლავია | 1996 | 2002 | დღეისათვის სერბეთი და ჩერნოგორია (SCG) |
ZAI | ზაირი | 1984 | 1996 | დღეისათვის კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა (COD) |
სპეციალური კოდები
რედაქტირებაეს კოდები გამოიყენება იმ ოლიმპიური გუნდების აღსანიშნად, რომლებიც რაიმე მიზეზების გამო ვერ მონაწილეობენ ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი ქვეყნის დროშით.
კოდი | ქვეყანა | გამოყენების პერიოდი | შენიშვნა |
---|---|---|---|
ANZ | ავსტრალაზია | 1908, 1912 | ეს გუნდი ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდა ავსტრალიას და ახალ ზელანდიას. |
EUA | გერმანიის გაერთიანებული გუნდი | 1956 — 1964 | ეს გუნდი ოლიმპიურ თამაშებზე წარმოადგენდა გერმანიის დემოკრატიულ რესპუბლიკას, დასავლეთ ბერლინს და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას. |
EUN | გაერთიანებული გუნდი | 1992 (ზამთ. ოლიმპ. თამაშ.), 1992 | სსრკ-ის დაშლის შემდეგ 12 ყოფილი რესპუბლიკა გაერთიანდა ოლიმპიურ თამაშებზე მონაწილეობის მისაღებად. |
EUR | ევროპის კავშირი | ||
IOA | ოლიმპიადის ინდივიდუალური სპორტსმენები | 2000 | ეს კოდი გამოიყენებოდა აღმოსავლეთი ტიმორის სპორტსმენების აღსანიშნავად, რადგანაც ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ამ ქვეყანაში ჯერ კიდევ არ არსებობდა ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. |
IOA | ოლიმპიური თამაშების დამოუკიდებელი მონაწილეები | 2012, 2016 | ეს კოდი გამოიყენებოდა კიურასაოს და სამხრეთ სუდანის სპორტსმენების აღსანიშნავად 2012 წელს, რადგანაც ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე ამ ქვეყნებში ჯერ კიდევ არ არსებობდნენ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტები, ასევე 2016 წელს გამოიყენებოდა ქუვეითის სპორტსმენების აღსანიშნავად, რადგანაც ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მოღვაწეობა დროებით იყო შეჩერებული. |
IOP | ოლიმპიადის დამოუკიდებელი მონაწილეები | 1992, 2014 (ზამთ. ოლიმპ. თამაშ.) | 1992 წელს ეს კოდი გამოიყენებოდა იუგოსლავიის სპორტსმენებისათვის, რომლებსაც გაეროს სანქციების გამო აუკრძალეს საკუთარი ქვეყნის წარდგენა. 2014 წელს ეს კოდი გამოიყენებოდა ინდოეთის სპორტსმენების მიერ საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ინდოეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წევრობის შეჩერების გამო. |
ROT | დევნილების ოლიმპიური ნაკრები | 2016 | ეს კოდი 2016 წელს გამოიყენებოდა დევნილი სპორტსმენების აღსანიშნავად სამხრეთ სუდანიდან, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკიდან, სირიიდან და ეთიოპიიდან. |
ZZX | შერეული გუნდი | 1896 — 1904 | ეს კოდი გამოიყენებოდა სპორტის გუნდურ სახეობებში, როდესაც ერთ ჯგუფში მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენი. |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ბილ მალონის სტატია სოკ-ის კოდების შესახებ დაარქივებული 2010-08-08 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- სოკ-ის საიტის მონაცემთა ბაზა (ინგლისური)