კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაცია (ფრანგ. Federation Internationale de Basketball — FIBA) დაარსდა 1932 წლის ივნისს ქალაქ ჟენევაში. დამფუნებელი ქვეყნები იყვნენ: არგენტინა, იტალია, ლატვია, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვეიცარია და ჩეხოსლოვაკია. ამჟამად იგი აერთიანებს 212 ქვეყანას და 5 ზონალურ (ევროპა, ამერიკა -სამი ქვეკომიტეტით, ოკეანია, აფრიკა, აზია) კომიტეტს.

ფედერაცია აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ და არის საერთაშორისო სპორტული ფედერაციების გენერალური ასოციაციის წევრი.
ფედერაციის ორგანოებია: კონგრესი, ცენტრალური ბიურო თავისი აღმასრულებელი კომიტეტით, გენერალური სამდივნო და კომისიები(ტექნიკური, ქალთა, საფინანსო, საორგანიზაციო, ჭაბუკთა, გოგონათა, იურიდიული , ტექნიკური დახმარების და მინი-კალათბურთის.
კონგრესი იმართება ოთხ წელიწადში ერთხელ. რიგგარეშე კონგრესი შეიძება ჩატარდეს წევრთა 1/3-ის მოთხოვნით. ცენტრალური ბიურო ირჩევა 4 წლის ვადით და მის შემადგენლობაში შედიან: პრეზიდენტი, 7 ვიცე-პრეზიდენტი (ზონალური კომიტეტების პრეზიდენტები), გენერალური მდივანი, ფინანსისტი, მინი-კალათბურთის კომიტეტის თავმჯდომარე და 9 სხვა წევრი. ბიურო იკრიბება გენერალური სამდივნოს წინადადებით არა ნაკლებ ორისა წელიწადში. წლის პირველ სხდომაზე ბიურო ირჩევს თავის აღმასრულებელ კომიტეტს (პრეზიდენტი, გენერალური მდივანი, ფინანსისტი და 4 წევრი).
გენერალური სამდივნო შედგება გენერალური მდივნისაგან და მისი დამხმარეებისაგან. იგი ეწევა ყოველდღიურ საქმიანობას და მჭიდროდ თანამშრომლობს საფინანსო კომისიასთან. კომისიები შედგებიან პრეზიდენტისაგან და არაუმეტეს 12 წევრისაგან. თითოეული ზონალური კომისია ასახელებს ერთ წევრს, დანარჩენ ხუთს რეკომენდაციას უწევს გენერალური სამდივნო.
ფიბას პრეზიდენტები
სახელი გვარი | ქვეყანა | წლები |
---|---|---|
ჯეიმზ ნეისსმიტი | ![]() |
1932-1939 საპატიო |
ლეონ ბუფარდი | ![]() |
1932-1948 |
ვილარდ გრეიმი | ![]() |
1948-1960 |
ანტონიო დოს რეიეს კანეირო | ![]() |
1960-1968 |
აბდელ მონაიმ ვაჰბი | ![]() |
1968-1976 |
გონსალო პიუატ II | ![]() |
1976-1984 |
რობერტო ბუსნელი | ![]() |
1984-1990 |
ჯორჯ კილიანი | ![]() |
1990-1998 |
აბდულაი სეი მორიეუ | ![]() |
1998-2006 |
ამჟამად ფედერაციის პრეზიდენტია ბობ ელფინსტონი (ავსტრალია)
ფედერაციის შტაბ-ბინა მდებარეობს ჟენევაში
ფედერაციის ოფიციალური ენებია: ინგლისური, გერმანული, ფრანგული, ესპანური და რუსული.
ფედერაციის უმთავრესი ტურნირებია მსოფლიოს ჩემპიონატი ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. ფედერაცია ატარებს მსოფლიოს ჩემპიონატებს 20 წლამდე კალათბურთელ ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის.
თავის მხრივ ყველა ზონალური (კონტინენტალური) კომისია ატარებს თავისი კონტინენტების ჩემპიონატებს ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის. ტარდება კონტინენტალური ჩემპიონტები ახალგაზრდა კალათბურთელთა შორის და საკლუბო ტურნირები ვაჟთა და ქალთა გუნდებს შორის.
კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციის წევრები არიან:
ზონალური (კონტინენტალური) კომიტეტები და მისი წევრი ქვეყნები
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- სპორტის ენციკლოპედია. თბილისი. 2006
- Баскетбол. Справочник. Москва. изд. „ФиС“ 1982
- МОК и международные спортивные обьединения. Москва. изд. „ФиС“ 1979
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- FIBA official site დაარქივებული 1996-11-04 საიტზე Wayback Machine.