იტალია

(გადამისამართდა გვერდიდან იტალიის რესპუბლიკა)

იტალია (იტალ. Italia), ოფიციალურად იტალიის რესპუბლიკა (იტალ. Repubblica italiana[6]) — უნიტარული, საპარლამენტო რესპუბლიკა სამხრეთ ევროპაში. ჩრდილოეთით, ალპების გასწვრივ ესაზღვრება საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია და სლოვენია. სამხრეთით მთლიანად მოიცავს აპენინის ნახევარკუნძულს, ხმელთაშუა ზღვის ორ უდიდეს კუნძულს — სიცილიასა და სარდინიას, ასევე სხვა მრავალ პატარა კუნძულს. იტალიის საზღვრებში მდებარეობს ორი ანკლავი, დამოუკიდებელი სახელმწიფოები სან-მარინო და ვატიკანი. ამავე დროს, იტალია შვეიცარიის ტერიტორიაზე ფლობს ექსკლავ კამპიონე-დ'იტალიას. იტალიის ტერიტორია მოიცავს 301 338 კმ²-ს და ახასიათებს ზომიერი სარტყლის კლიმატი. 60,6 მლნ მცხოვრებით იტალია ევროპაში მე-5 სახელმწიფოა მოსახლეობის რაოდენობის მხრივ და მსოფლიოში 23-ე.

იტალიის რესპუბლიკა
Repubblica italiana
იტალია
იტალიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Il Canto degli Italiani
იტალიელთა სიმღერა
იტალიის მდებარეობა ევროპაში
იტალიის მდებარეობა
იტალიის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
რომი
41°54′ ჩ. გ. 12°29′ ა. გ. / 41.900° ჩ. გ. 12.483° ა. გ. / 41.900; 12.483
ოფიციალური ენა იტალიური [ა]
რელიგია რომაული კათოლიციზმი
ეთნოქორონიმი იტალიელი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სერჯო მატარელა
 -  პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა რესპუბლიკის სენატი
 -  ქვედა პალატა დეპუტატთა პალატა
ფორმირება
 -  გაერთიანება 17 მარტი, 1861 
 -  რესპუბლიკა 2 ივნისი, 1946 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა

(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1958 
ფართობი
 -  სულ 301 338 კმ2 (72-ე)
 -  წყალი (%) 2.4
მოსახლეობა
 -  2020 შეფასება 60,317,116[1] (23-ე)
 -  2011 აღწერა 59 433 744[2] (23-ე)
 -  სიმჭიდროვე 201.3 კაცი/კმ2 (63-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $1.847 ტრილიონი[3] (მე-11)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $30 803[3] (32-ე)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $2.171 ტრილიონი[3] (მე-8)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $36 216[3] (27-ე)
ჯინი (2011)31.9[4]
საშუალო
აგი (2013) 0.872[5]
ძალიან მაღალი · 26-ე
ვალუტა ევრო () [ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი UTC+01:00 (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) UTC+02:00 (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +39 [გ]
ინტერნეტ-დომენი .it [დ]
ა. ^  ფრანგული ოფიციალურთან გათანაბრებული ენაა ვალე-დ’აოსტაში; სლოვენური ოფიციალურთან გათანაბრებული ენაა ტრიესტის პროვინციასა და გორიციის პროვინციაში; გერმანული და ლადინური ოფიციალურთან გათანაბრებული ენაა სამხრეთ ტიროლში.
ბ. ^  2002 წლამდე ლირა.
გ. ^  კამპიონე-დ’იტალიაში დასარეკად, საჭიროა შვეიცარიის კოდის აკრეფა +41.
დ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნეთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, როგორც რომის იმპერიის დედაქალაქი და წმინდა ეპარქიის ადგილსამყოფელი. რომის იმპერიის დაცემის შემდეგ იტალიამ გაუძლო უცხოელ ხალხთა მრავალ ინვანსიას, ძირითადად ისეთი ხალხებისგან როგორებიც იყვნენ გერმანიკული ტომებილანგობარდები და ოსტგუთები, შემდეგ ბიზანტიელები, უფრო მოგვიანებით კი ნორმანები და ა. შ. საუკუნეების შემდეგ, იტალია საზღვაო რესპუბლიკებისა და რენესანსის სამშობლო გახდა.[7] პოსტ-რომის იმპერიული საკმაოდ ხანგრძლივი ისტორიის მანძილზე იტალია დაყოფილი იყო მრავალ სამეფოდ და ქალაქ-სახელმწიფოდ (მაგალითად, როგორებიც იყო სარდინიის სამეფო, ორი სიცილიის სამეფო, მილანის საგრაფო), მაგრამ 1861 წელს გაერთიანდა.[8] გაერთიანების მღელვარე პერიოდი ისტორიაში ცნობილია როგორც „Il Risorgimento“. გვიანდელ XIX საუკუნიდან და მეორე მსოფლიო ომის ბოლომდე იტალია ფლობდა კოლონიურ იმპერიას, რომელზეც მისი მმართველობა ვრცელდებოდა და ოგო მოიცავდა ლიბიას, ერიტრეას, სომალის, ეთიოპიას, ალბანეთს, დოდეკანესის კუნძულებსა და ტიანძინის კონსესიას ჩინეთში.[9]

თანამედროვე იტალია დემოკრატიული რესპუბლიკაა. რანგირებულია როგორც მსოფლიოს 24-ე ყველაზე განვითარებული ქვეყანა[10] და ცხოვრების ხარისხის ინდექსით შედის მსოფლიო ქვეყანათა ათეულში.[11] იტალია გამოირჩევა ცხოვრების ძალიან მაღალი სტანდარტით და ერთ სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის მაღალი მაჩვენებლით.[12][13] წარმოადგენს ევროკავშირის ჩანასახის დამფუძნებელ წევრს და ევროზონის ნაწილს. იტალია ასევე არის დიდი რვიანის, დიდი ოციანისა და ნატოს წევრი. გააჩნია მსოფლიოში მესამე უდიდესი ოქროს მარაგი, მშპ-ის მერვე უდიდესი მაჩვენებელი მსოფლიოში, მეათე უდიდესი მშპ,[14] და მეექვსე უდიდესი სახელმწიფო ბიუჯეტი.[15] ის ასევე არის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ევროპის საბჭოს, დასავლეთ ევროპის კავშირისა და გაეროს წევრი. იტალია ფლობს მსოფლიოში მეცხრე უდიდეს თავდაცვით ბიუჯეტს და მის ტერიტორიაზე განთავსებულია ნატოს ბირთვული იარაღი.

იტალია დიდ როლს თამაშობს გლობალურ სამხედრო, კულტურულ და დიპლომატიურ საქმიანობებში. ქვეყნის ევროპული პოლიტიკის, სოციალური და ეკონომიკური გავლენა მას მთავარ რეგიონულ ძალად აქცევს.[16][17] იტალიას გააჩნია საზოგადოების განათლების მაღალი დონე და წარმოადგენს მაღალგლობალიზებულ ერს.[18]

სახელწოდება

რედაქტირება
  • ოფიციალური: ქართულად — იტალიის რესპუბლიკა; იტალიურად — Italia, Repubblica Italiana.
  • ეტიმოლოგია — სახელი უკავშირდება ძველ იტალიკურ ტომებს, რომელთა ერთმა ნაწილმა, კერძოდ ლათინებმა დაიმორჩილეს დანარჩენები და შექმნეს რომის რესპუბლიკა. სხვა ვერსიით, იგი მომდინარეობს „ხბოთა ღვთაების“ სახელისაგან (ლათინურად vituli ხბოებს ნიშნავს).
  • ქვეყნის კოდი — IT.

1861 წელს თანამედროვე იტალიის ტერიტორიაზე არსებული პატარა სამეფო-სამთავროები გაერთიანდნენ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ. სულ ბოლოს მათ შეუერთდა რომი, სადაც მანამდე პოლიტიკური ძალაუფლება ეკუთვნოდა პაპს. 1922 წელს ქვეყნის სათავეში მოვიდა ფაშისტური ხელისუფლება ბენიტო მუსოლინის მეთაურობით, რომელიც ჩათრეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1947 წელს იტალია გახდა დემოკრატიული რესპუბლიკა.

გეოგრაფია

რედაქტირება
 
იტალიის რესპუბლიკა

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, აპენინის ნახევარკუნძულსა და მიმდებარე კუნძულებზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, შვეიცარია, ავსტრია, სლოვენია. იტალიის ტერიტორიაზე მდებარეობს ორი სუვერენული სახელმწიფო-ანკლავი: ვატიკანი და სან-მარინო. იტალია მდებარეობს ზომიერი სარტყლის ტყის ზონისა (ჩრდილოეთით) და სუბტროპიკული სარტყლის (სამხრეთით) ფარგლებში. მის ბუნებაზე დიდ გავლენას ახდენს ხმელთაშუა ზღვა. ნაპირი სუსტადაა დანაწევრებული, ცოტაა მოხერხებული უბე. შედარებით მეტადაა დანაწევრებული აპენინის ნახევარკუნძულის სამხრეთი სანაპირო. სანაპირო ხაზის სიგრძეა დაახლოებით 7500 კმ. ტერიტორიის დაახლოებით 4/5 უჭირავს მთებსა და მაღლობებს. ჩრდილოეთით გადაჭიმულია ალპები (მთა მონბლანი, 4807 მ — იტალიის უმაღლესი წერტილი), მის სამხრეთით, აპენინის ნახევარკუნძულის გასწვრივ, თითქმის 1200 კმ-ზე გადაჭიმულია აპენინის მთები (მთა კორნო-გრანდე, 2914 მ), ეტნა (3340 მ), სტრომბოლი, ვულკანო. შუა და სამხრეთ იტალიაში ხშირია მიწისძვრა (მესინის1908, სიცილიის1968).

სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, ლიგნიტი, ნავთობი, ბუნებრივი აირი, ტყვიის, თუთიისა, და რკინის მადანი, ბოქსიტი, პირიტი, ვერცხლისწყლის მადანი, გოგირდი, მარმარილო.

ჰავა იტალიის დიდ ნაწილში სუბტროპიკულია, ხმელთაშუაზღვიური, პადანის ვაკეზესუბტროპიკულიდან ზომიერში გარდამავალი. ზაფხული ცხელი და მშრალია. მდინარეთა ქსელი ყველაზე ხშირია ჩრდილოეთ ნაწილში, სადაც გადის იტალიის უდიდესი მდინარე პო (სიგრძე 652 კმ.) პადანის ვაკეზე მიედინება მდინარეები: ადიჯე, ბრენტა, პიავე, ტალიამენტო, რენო და სხვ. აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი მდინარეებია: არნო, და ტიბრი. დიდი ტბების უმეტესობა (გარდა, კომო, ლაგო-მაჯორე და სხვ.) ლომბარდიის ალპების მთისწინეთშია, აპენინის ნახევარკუნძულის უდიდესი უდიდესი ტბებია: ბოლსენა, ბრაჩანო და სხვ.

ალპებში 800 მეტრამდე სიმაღლეზე მთის ფართოფოთლოვანი ტყეა, 800-დან 1800 მ-მდე — წიფლნარი და წიწვნარია მთა-ტყის ყომრალ და ნეშომპალა ნიადაგებზე; მაღლა — ბუჩქნარი, სუბალპური და ალპური მდელოები მთა-მდელოს ნიადაგზე, თხემურ, ნაწილში გაშიშვლებული კლდეები და შვავებია. აპენინებში სიცილიასა და სარდინიაში 500-600 მ-მდე მარადმწვანე ქვამუხის, კორპის მუხის, მინიისა და ალეპოს ფიჭვის კორომები და ბუჩქნარია უმთავრესად ყავისფერ ნიადაგზე, მაღლა, 1000-1500 მ-მდე ჭარბობს მთის ფართოფოთლოვანი ტყეები ყავისფერ და მთის მურანიადაგებზე. ცხოველები შემორჩენილია მხოლოდ მთაში. ალპებსა და აპენინებში ბინადრობს არჩვი, ველური კატა, კვერნა, ქრცვინი, ცენტრალურ აპენინებში — მურა დათვი. გავრცელებულია: კურდღელი, ციყვი, ფრინველთა 400-მდე სახეობა. ბევრია ქვეწარმავალი და თევზი.

ხმელთაშუა ზღვაში მდებარე იტალიის ნახევარკუნძული შემოსაზღვრულია 3 ზღვით: აღმოსავლეთით - ადრიატიკის ზღვა,[19] სამხრეთით - იონიის ზღვა,[20] და დასავლეთით - ტირენიის და ლიგურიის ზღვები.[21]

იტალიის მდინარეების უმეტესობა ჩაედინება ან ადრიატიკის ზღვაში: პო, პიავე, ადიჯე, ბრენტა, ტალიამენტო და რენო; ან ტირენიის ზღვაში: არნო, ტიბრი და ვოლტურნო. ზოგიერთი სასაზღვრო მუნიციპალიტეტიდან მომავალი მდინარე (ლივინგო ლომბარდიაში, ინიჩენი და სექსტონი ტრენტინო-ალტო-ადიჯეში) დრავასა და დუნაის აუზების გავლით შავ ზღვაში ჩაედინება; აგრეთვე, აგო-დი-ლეიდან მომავალი მდინარე რაინის აუზის გავლით ჩრდილოეთის ზღვაში ჩაედინება.[22]

ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ვხვდებით მრავალ სუბალპურ ტბებს, რომელთაგან უდიდესია გარდა (370 კმ2). სხვა ცნობილი სუბალპური ტბებია: ლაგო-მაჯორეს ტბა (212.5 კმ2), რომლის უკიდურესი ჩრდილოეთ ტერიტორია შვეიცარიას ეკუთვნის; კომოს ტბა (146 კმ2), ერთ-ერთი ყველაზე ღრმა ტბა ევროპაში, ორტა, ლუგანოს ტბა, იზეოს ტბა და იდროს ტბა.[23] სხვა აღსანიშანი ტბებია: ტრაზიმენო, ბოლსენის ტბა, ბრაჩანოს ტბა, ვიკოს ტბა, ლაგო-დი-ვარანო, ლესინას ტბა (გარგანოში) და ომოდეოს ტბა სარდინიაში.[24]

ვულკანოლოგია

რედაქტირება

იტალიაში მდებარეობს 14 ვულკანი, რომელთაგანაც 4 აქტიურია: ეტნა, სტრომბოლი, ვულკანო და ვეზუვი. ვეზუვი ევროპის ძირითად ტერიტორიაზე ერთადერთი მოქმედი ვულკანია; იგი ცნობილია 79 წელს ამოფრქვევით, რომელმაც ჰერკულანუმი და პომპეი გაანადგურა. ვულკანური აქტივობებით რამდენიმე გორაკი და კუნძულია წარმოქმნილი.

ბიომრავალფეროვნება

რედაქტირება

იტალიის ფაუნა ევროპაში ყველაზე მრავალფეროვანია 57,000-ზე მეტი დაფიქსირებული სახეობით, რაც მთელი ევროპის ფაუნის მესამედზე მეტია.[25]

გეოგრაფილი მდებარეობის გამო კლიმატი იტალიის სხვადასხვა ტერიტორიაში ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. ქვეყნის ჩრდილოეთით და ცენტრალურ ნაწილში მდებარე ტერიტორიებზე კლიმატი ზომიერი სუბტროპიკულიდან ზომიერ კონტინენტურამდე და ოკეანურამდე იცვლება. უფრო კონკრეტულად, პოს ხეობაში კლიმატი უმეტესად კონტინენტურია, მკაცრი ზამთრით და ცხელი ზაფხულით.[26][27]

კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის მიხედვით, ლიგურიას, ტოსკანასა და ქვეყნის სამხრეთ ნაწილის უმეტესი ტერიტორიები მოქცეულნი არიან ხმელთაშუა ზღვის კლიმატის გავლენის ქვეშ. სანაპირო ზოლის კლიმატი მკვეთრად განსხვავდება ქვეყნის შიდა ნაწილის, გორაკებისა და ხეობების კლიმატისაგან; განსხვავება განსაკუთრებით შეიმჩნევა ზამთარში: ზღვის დონიდან სიმაღლის მატებასთან ერთად ამინდი უფრო ცივი, სველი და ხშირად თოვლიანი ხდება. სანაპირო ტერიტორიები ძირითადად ხასიათდება ზომიერი, თბილი ზამთრით და მშრალი ზაფხულით; აგრეთვე, დაბლობზე მდებარე ტერიტორიები ზაფხულის განმავლობაში უფრო ცხელია. ქვეყნის ტერიტორიაზე ზამთრის საშუალო ტემპერატურა 0 გრადუსიდან (ალპებში) 12 გრადუსამდე (სიცილიაში), ხოლო ზაფხულის საშუალო ტემპერატურა 20-25 გრადუსებს შორის მერყეობს.

სახელმწიფო

რედაქტირება
 
პრეზიდენტის რეზიდენცია

ადმინისტრაციული დაყოფა

რედაქტირება

იტალიის პირველი დონის ქვედანაყოფი რეგიონია. იტალიის შემადგენლობაში შედის 20 რეგიონი (Regione): აპულია, აბრუცი, ბაზილიკატა, ემილია-რომანია, ვენეტო, კალაბრია, კამპანია, ლაციო, ლიგურია, ლომბარდია, მარკე, მოლიზე, პიემონტი, ტოსკანა, უმბრია, ვალე-დ-აოსტა, სარდინია, სიცილია, ტრენტინო-ალტო-ადიჯე, ფრიული-ვენეცია-ჯულია. უკანასკნელ ხუთ რეგიონს ავტონომიური რეგიონის სტატუსი აქვს. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად იყოფა. 2010 წლის მონაცემებით ქვეყანაში სულ 110 პროვინციაა. პროვინციებზე დაბალი დონის ქვედანაყოფია კომუნა, იგივე მუნიციპალიტეტი. იტალიაში 8 047 კომუნაა.

დემოგრაფია

რედაქტირება
 
იტალიის მოსახლეობის პირამიდა (2017)

2020 წლის დასაწყისში იტალიის მოსახლეობა 60,317,116 კაცს შეადგენდა.[1] იტალიის მოსახლეობის საშუალო სიმჭიდროვე (202 კაცი/კვ2) დასავლეთ ევრoპის ნებისმიერ ქვეყანასთან შედარებით მაღალია. ამასთან, მოსახლეობის განაწილება ძალიან არათანაბარია. ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებს მიეკუთვნება პოს ხეობა და რომისა და ნეაპოლის მეტროპოლიტები, ხოლო ყველაზე ნაკლებად დასახლებული ტერიტორიებია ალპების და აპენინის მთები, ბაზილიკატის პლატო და კუნძული სარდინია. XX საუკუნის განმავლობაში ქვეყანაში მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა, მაგრამ ზრდა უკიდურესად არათანაბარი იყო და ამის მიზეზს წარმოადგენდა ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთ ნაწილში ფართომასშტაბიანი ინდუსტრიული დანიშნულების მიგრაცია, რაც 1950-60-იან წლებში იტალიის ეკონომიკურმა სასწაულმა გამოიწვია. შობადობის მაჩვენებლის მკვეთრი ზრდა 1970-იან წლებამდე შენარჩუნდა, ხოლო შემდეგ კლება დაიწყო. მოსახლეობა მაღალი ტემპით განაგრძობს დაბერებას; 2010 წლის მონაცემებით, ყოველი მეხუთე იტალიელი 65 წელზე მეტი ასაკის იყო; საშუალოდ 45.8 წლით, ქვეყანას მეხუთე ყველაზე ხნიერი საზოგადოება ჰყავს მსოფლიოში.[28][29] თუმცა, ბოლო წლების განმავლობაში ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი საგრძნობლად გაიზარდა.[30] შობადობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 1.3 ბავშვი/ქალზე, 1995-2008 წლებში ფიქსირდებოდა, ხოლო ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 5.06 ბავშვი/ქალზე, - 1883 წელს.[31] ვარაუდობენ, რომ 2030 წლისთვის ქვეყანაში შობადობის მაჩვენებელი 1.6-1.8-ს მიაღწევს.[32]

XIX საუკუნის ბოლოდან 1960-იან წლებამდე იტალია იყო მასიური ემიგრაციის ქვეყანა. 1898-1914 წლებში, იტალიის დიასპორის პიკის პერიოდში, წლიურად დაახლოებით 750,000 იტალიელი ტოვებდა ქვეყანას.[33] ემიგრაცია დაახლოებით 25 მილიონ იტალიელს შეეხო და იგი ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ უდიდეს მასობრივ მიგრაციად.[34] შედეგად, დღესდღეობით 4.1 მილიონზე მეტი იტალიელი ცხოვრობს ქვეყნის საზღვრებს გარეთ, ხოლო თუ ნაწილობრივ იტალიელებსაც ჩავთვლით, აღნიშნული რიცხვი 60 მილიონს აჭარბებს;[35] იტალიელი ემიგრანტების ძირითადი საცხოვრებელი ქვეყნებიია: არგენტინა,[36] ბრაზილია,[37] ურუგვაი,[38] ვენესუელა,[39] აშშ,[40] კანადა,[41] ავსტრალია[42] და საფრანგეთი.[43]

იტალია ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული ქვეყანაა. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს 200 კაცას 1 კმ² - ზე. დაახლოებით 60 % ქალაქში ცხოვრობს, რომელთა შორისაც უდიდესებია რომი, მილანი, ნეაპოლი, ტურინი.

იმიგრაცია

რედაქტირება

2016 წელს იტალიის მოსახლეობაში დაახლოებით 5.05 მილიონი უცხოელი მცხოვრები ირიცხებოდა, რაც მთლიანი მოსახლეობის 8.3% იყო.[44] აღნიშნულ რიცხვში შედის ნახევარ მილიონზე მეტი ბავშვი, რომლის მშობლებიც უცხოელები იყვნენ, თუმცა არ შედის ის ხალხი, რომლმებმაც აღწერის შემდეგ მიიღეს იტალიის მოქალაქეობა. 2016 წელს ქვეყნის მოქალაქეობა 201,000 ადამიანმა მიიღო,[45] ხოლო 2014 წელს - 130,000-მა.[46] ოფიციალურ სტატისტიკაში არ ირიცხება ის ხალხიც (დაახლოებით 670,000), რომლებიც 2008 წელს არალეგალურად შევიდნენ ქვეყანაში.[47]

ბერლინის კედლის დაცემის და ევროკავშირის 2004 და 2007 წლის გაფართოების შემდეგ, მიგრაციის დიდი ტალღები წარმოიშვა აღმოსავლეთ ევროპის ყოფილი სოციალისტური ქვეყნებიდან (განსაკუთრებით რუმინეთიდან, ალბანეთიდან, უკრაინადან და პოლონეთიდან). ემიგრაციის მნიშვნელოვანი ტალღები წამოვიდა ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნებიდანაც (კერძოდ, მაროკოდან, ეგვიპტიდან და ტუნისისად); მიგრანტთა რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა არაბული გაზაფხულის შემდეგ. გარდა ამისა, ბოლო წლებში იტალიაში აზია-წყანრი ოკეანეთიდან (განსაკუთრებით ჩინეთიდან[48] და ფილიპინებიდან) და ლათინური ამერიკიდან მიგრანტთა მნიშვნელოვანი ტალღები წამოვიდა.

ამჟამად, იტალიის ტერიტორიაზე დაახლოებით ერთი მილიონი ოფიციალურად დარეგისტრირებული რუმინელი ცხოვრობს (მათგან დაახლოებით 10% ეთნიკურად არის ბოშა[49]); აღნიშნულ ეთნიკურ ჯგუფს რაოდენობით მოსდევენ ალბანელები და მაროკოელები (თითოეული 500,000 წევრით). არარეგისტრირებული რუმინელების რეალური რიცხვის დასახელება რთულია, თუმცა ბალკანეთის საგამოძიებო რეპორტირების ქსელიის 2007 წლის შეფასებით, მათი რაოდენობა დაახლოებით 1.5 მილიონია.[50]

2010 წლის მდგომარეობით, იტალიაში უცხოეთში დაბადებული მოსახლეობა წარმოშობის მიხედვით შემდეგნაირად ნაწილდება: ევროპა (54%), აფრიკა (22%), აზია (16%), ამერიკა (8%) და ოკეანეთი(0.06%). იტალიაში ემიგრანტები უმეტესად არათანაბრად არიან განაწილებულები: მათი 87% ცხოვრობს ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილებში (ეკონომიკურად განვითარებული ტერიტორიები), ხოლო სამხრეთში - 13%.

 
იტალიის მიერ ოფიციალურად აღიარებული ეთნო-ენობრივი უმცირესობები[51]

ქვეყნის ოფიციალური ენა იტალიურია. მსოფლიოს მასშტაბით ვხვდებით 64 მილიონ ადამიანს, რომლისთვისაც იტალიური მშობლიური ენაა,[52][53][54] ხოლო დაახლოებით 21 მილიონისთვის - მეორე ენა.[55]

ბოლოდროინდელი ემიგრაციის გამო, იტალიაში უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომელთათვის იტალიური ენა არც მშობლიურია და არც რეგიონული. იტალიის სტატისტიკის ეროვნული ინსტიტუტის თანახმად, იტალიის უცხოელ მაცხოვრებლებში რუმინული ყველაზე გავრცელებული მშობლიური ენაა: დაახლოებით 800,000 ადამიანისთვის რუმინული მშობლიური ენაა (ქვეყნის, 6 წელზე უფროსი, უცხოელი მოსახლეობის დაახლოებით 21.9%). სხვა გავრცელებული მშობლიური ენებია: არაბული (საუბრობს 475,000-ზე მეტი ადამიანი, უცხოელი მოსახლეობის 13.1%), ალბანური (საუბრობს 380,000 მცხოვრები) და ესპანური (საუბრობს 250,000 მცხოვრები).[56]

განათლება

რედაქტირება

იტალიაში განათლება არის უფასო და 6-16 წლის ასაკში სავალდებულო;[57] შედგება ხუთი ნაწილისგან: საბავშვო ბაღი (scuola dell'infanzia), დაწყებითი სკოლა (scuola primaria), ქვედა საშუალო სკოლა (scuola secondaria di primo grado), ზედა საშუალო სკოლა (scuola secondaria di secondo grado) და უნივერსიტეტი (università).[58]

დაწყებითი განათლება გრძელდება 8 წელი. სტუდენტები იღებენ საბაზისო განათლებას იტალიურ და ინგლისურ ენებში, მათემატიკაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, ისტორიაში, გეოგრაფიაში, სოციალურ კვლევებში, ფიზიკურ განათლებაში და ვიზუალურ და მუსიკალურ ხელოვნებებში. საშუალო განათლება გრძელდება ხუთი წლის განმავლობაში და მოიცავს სამ ტრადიციულ ტიპს, რომლებიც ორიენტირებულია სხვადასხვა აკადემიურ დონეზე: liceo ამზადებს სტუდენტებს საუნივერსიტეტო სწავლისთვის კლასიკური ან სამეცნიერო სასწავლო გეგმით, ხოლო istituto tecnico და Istituto profesionalale მოსწავლეებს ამზადებს პროფესიული განათლებისთვის.

ეკონომიკა

რედაქტირება

იტალია მაღალგანვითარებული ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (1.160 მლრდ $) მსოფლიოში მე-6 ადგილი უკავია.

იტალიის ეკონომიკის ყველაზე მომგებიანი „დარგი“ მაფია აღმოჩდა, რომლის წლიური ბრუნვა 130 მლრდ ევროა, სუფთა მოგება კი 70 მლრდ. ამ მონაცემებს შეიცავს დანაშაულებების შესახებ მოხსენება, რომელიც საცალო ვაჭრობის ეროვნულმა კონფედერაციამ მოამზადა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ორგანიზებული დანაშაულის კომერციული შემადგენელი ნაწილი, რომელიც უშუალოდ სამეწარმეო საქმიანობაზე მოქმედებს, 92 მლრდ ევროს აჭარბებს. ეს მთლიანი ეროვნული პროდუქტის 6 %-ს შეადგენს, აღნიშნავს.

 
Azzurri, იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები, 2012 წლის შემადგენლობით

იტალიაში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა ფეხბურთია.[59][60] იტალიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრები არის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გუნდი, რომელსაც მოგებული აქვს ოთხი მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი (1934, 1938, 1982 და 2006).[61] იტალიურ კლუბებს მოგებული აქვთ 48 ძირითადი ევროპული თასი, რაც იტალიას ევროპული ფეხბურთის მეორე ყველაზე წარმატებულ ქვეყნად აქცევს. ქვეყნის მთავარი საფეხბურთო ლიგა არის სერია A, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით მილიონობით მაყურებელი ჰყავს.

სხვა პოპულარულ სპორტის სახეობებში შედის ფრენბურთი, კალათბურთი და რაგბი. იტალიის კაცთა და ქალთა ფრენბურთის ეროვნული ნაკრებები ხშირად მოისაზრება მსოფლიოში საუკეთესო ნაკრებებს შორის. იტალიის ეროვნულმა საკალათბურთო ნაკრებმა საუკეთესო შედეგი აჩვენა 1983 და 1999 წლის ევრობასკეტებზე, როცა მათ ჩემპიონატები ოქროს მედლებით დაასრულეს; აგრეთვე, მათ 2004 წლის ოლიმპიურ თამაშებში ვერცხლის მედალი მოიგეს. ლიგა ბასკეტ სერია A-ს, იტალიის ძირითადი საკალათბურთო ლიგას, ხშირად თვლიან ევროპის ერთ-ერთ ყველაზე კონკურენტუნარიან ჩემპიონატად. აგრეთვე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს რაგბსაც, რომელიც განსაკუთრებით პოპულარობით ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში სარგებლობს. იტალიის ეროვნული ნაკრები ასპარეზობს ექვსი ერის ჩემპიონატში; აგრეთვე არის რაგბის მსოფლიო ჩემპიონატის რეგულარული მონაწილე. კაცთა ფრენბურთის ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატი მიყოლებით, რამდენჯერმე მოიგო (1990, 1994 და 1998 წლებში), ხოლო ოლიმპიური ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა 1996, 2004 და 2016 წლებში.

მემკვიდრეობა

რედაქტირება
 
კოლოსეუმი
 
პიზის კოშკი

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება
  • Hacken, Richard. History of Italy: Primary Documents. EuroDocs: Harold B. Lee Library: Brigham Young University. ციტირების თარიღი: 6 March 2010.
  • FastiOnline: A database of archaeological excavations since the year 2000. International Association of Classical Archaeology (AIAC) (2004–2007). ციტირების თარიღი: 6 March 2010.
  • Hibberd, Matthew. The media in Italy (McGraw-Hill International, 2007)
  • Sarti, Roland, ed. Italy: A reference guide from the Renaissance to the present (2004)
  • Sassoon, Donald. Contemporary Italy: politics, economy and society since 1945 (Routledge, 2014)
  • Italy History – Italian History Index Italian, English. European University Institute, The World Wide Web Virtual Library (1995–2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 აგვისტო 2021. ციტირების თარიღი: 6 March 2010.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

სამთავრობო

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 Indicatori demografici it (20 February 2020). ციტირების თარიღი: 11 April 2020.
  2. Census 2011 - final results. ISTAT. ციტირების თარიღი: 19 December 2012.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Italy. International Monetary Fund. ციტირების თარიღი: 17 June 2014.
  4. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. ციტირების თარიღი: 13 August 2013.
  5. 2014 Human Development Report Summary გვ. 21-25. United Nations Development Programme (2014). ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  6. Ethnologue report. Ethnologue.com. ციტირების თარიღი: 30 October 2010.
  7. „European Rennaisance and Reformation“ (PDF). Township of Washington, NJ: Immaculate Heart Academy. [n.d.] დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 27 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 20 December 2009. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება); შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |publication-date=-ში (დახმარება); დაიგნორებულია |contribution= (დახმარება). თარგი:Verify credibility
  8. Unification of Italy. Library.thinkquest.org (4 April 2003). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 მარტი 2009. ციტირების თარიღი: 19 November 2009.
  9. The Italian Colonial Empire. All Empires. დაარქივებულია ორიგინალიდან — 24 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 30 October 2010.
  10. Human Development Report 2010. The United Nations. Retrieved 5 October 2009.
  11. The Economist Intelligence Unit’s quality-of-life index, Economist, 2005
  12. Report for Selected Countries and Subjects. Imf.org (14 September 2006). ციტირების თარიღი: 2 August 2010.
  13. DDP Quick Query. Ddp-ext.worldbank.org (20 July 2004). ციტირების თარიღი: 2 August 2010.
  14. Report for Selected Countries and Subjects. Imf.org (14 September 2006). ციტირების თარიღი: 2 August 2010.
  15. CIA World Factbook, Budget. Cia.gov. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ივლისი 2018. ციტირების თარიღი: 26 January 2011.
  16. M. De Leonardis, Il Mediterraneo nella politica estera italiana del secondo dopoguerra, Bologna, Il Mulino, 2003, გვ. 17
  17. (1998-11-24) The Middle East and Europe. Google Books. ციტირების თარიღი: 2011-05-30. 
  18. KOF – Pressemitteilung (PDF). დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2011. ციტირების თარიღი: 27 October 2009.
  19. Cushman-Roisin, Gačić & Poulain 2001, pp. 1–2.
  20. (1953) Limits of Oceans and Seas, 3rd, Organisation hydrographique internationale. ციტირების თარიღი: 9 აგვისტო 2020.  დაარქივებული 8 October 2011[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  21. Chisholm, Hugh (ed.). „Tyrrhenian Sea“. Encyclopedia Britannica. Cambridge University Press. ციტირების თარიღი: 18 July 2017.
  22. List of Italian rivers. comuni-italiani.it. ციტირების თარიღი: 30 July 2018.
  23. Catherine Richards (2011). Lake Como, Lake Lugano, Lake Maggiore, Lake Garda – The Italian Lakes. Hunter Publishing, Inc, გვ. 91. ISBN 978-1-58843-770-9. 
  24. Laghi italiani. Istituto Italiano di Idrobiologia. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 თებერვალი 2010. ციტირების თარიღი: 17 November 2006.
  25. Livy (1797). The history of Rome, George Baker (trans.), Printed for A. Strahan. 
  26. Adriana Rigutti, Meteorologia, Giunti, p. 95, 2009.
  27. Thomas A. Blair, Climatology: General and Regional, Prentice Hall pp. 131–132
  28. "The World FactBook – Italy", The World Factbook, 12 July 2018, https://www.cia.gov/library/publications/the-world-factbook/geos/it.html. წაკითხვის თარიღი: 16 ნოემბერი 2011 დაარქივებული 9 July 2017[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  29. EUROSTAT. Ageing characterises the demographic perspectives of the European societies – Issue number 72/2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 January 2009. ციტირების თარიღი: 28 April 2009.
  30. ISTAT. Crude birth rates, mortality rates and marriage rates 2005–2008 it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 August 2011. ციტირების თარიღი: 10 May 2009.
  31. Max Roser (2014), "Total Fertility Rate around the world over the last centuries", Our World In Data, Gapminder Foundation, https://ourworldindata.org/grapher/children-born-per-woman?year=1800&country=ITA. წაკითხვის თარიღი: 7 May 2019
  32. Previsioni della popolazione, 2011–2065, dati al 1° gennaio. Demo.istat.it. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 March 2013. ციტირების თარიღი: 12 March 2013.
  33. Causes of the Italian mass emigration. ThinkQuest Library (15 August 1999). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 July 2009. ციტირების თარიღი: 11 August 2014.
  34. Favero, Luigi e Tassello, Graziano. Cent'anni di emigrazione italiana (1861–1961) Introduction
  35. Statistiche del Ministero dell'Interno. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 February 2010.
  36. Lee, Adam. (3 April 2006) Unos 20 millones de personas que viven en la Argentina tienen algún grado de descendencia italiana Spanish. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 June 2008. ციტირების თარიღი: 27 June 2008.
  37. Consulta Nazionale Emigrazione. Progetto ITENETs – "Gli italiani in Brasile"; pp. 11, 19 დაარქივებული 12 February 2012 საიტზე Wayback Machine. . Retrieved 10 September 2008.
  38. Ethnic origins, 2006 counts, for Uruguay, provinces and territories – 20% sample data. დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 May 2011.
  39. Santander Laya-Garrido, Alfonso. Los Italianos forjadores de la nacionalidad y del desarrollo economico en Venezuela. Editorial Vadell. Valencia, 1978
  40. American FactFinder, United States Census Bureau. U.S Census Bureau – Selected Population Profile in the United States. American FactFinder, United States Census Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 February 2020. ციტირების თარიღი: 30 May 2011.
  41. Ethnic origins, 2006 counts, for Canada, provinces and territories – 20% sample data (2 April 2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 November 2009.
  42. 20680-Ancestry by Country of Birth of Parents – Time Series Statistics (2001, 2006 Census Years) – Australia. Australian Bureau of Statistics (27 June 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 1 October 2007. ციტირების თარიღი: 30 December 2008.
  43. "The Cambridge survey of world migration დაარქივებული 13 April 2016 საიტზე Wayback Machine. ". Robin Cohen (1995). Cambridge University Press. p. 143. ISBN 0-521-44405-5
  44. Resident Foreigners on 31st December 2016. Istat. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 June 2017. ციტირების თარიღი: 15 June 2017.
  45. National demographic balance 2016. Istat. ციტირების თარიღი: 15 June 2017.
  46. National demographic balance 2014. Istat (14 June 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 May 2017. ციტირების თარიღი: 15 June 2017.
  47. Elisabeth Rosenthal, "Italy cracks down on illegal immigration დაარქივებული 21 August 2013 საიტზე Wayback Machine. ". The Boston Globe. 16 May 2008.
  48. "Milan police in Chinatown clash დაარქივებული 10 October 2017 საიტზე Wayback Machine. ". BBC News. 13 April 2007.
  49. "EUROPE: Home to Roma, And No Place for Them". IPS ipsnews.net. დაარქივებული 5 March 2012 საიტზე Wayback Machine.
  50. Balkan Investigative Reporting Network. Birn.eu.com (8 November 2007). ციტირების თარიღი: 4 November 2008.
  51. Lingue di Minoranza e Scuola: Carta Generale. დაარქივებულია ორიგინალიდან — 10 October 2017. ციტირების თარიღი: 16 July 2016
  52. Italian language დაარქივებული 30 July 2015 საიტზე Wayback Machine. Ethnologue.com
  53. Eurobarometer – Europeans and their languages (485 KB) (February 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 April 2011.
  54. Nationalencyklopedin "Världens 100 största språk 2007" The World's 100 Largest Languages in 2007
  55. Italian language დაარქივებული 2 May 2014 საიტზე Wayback Machine. University of Leicester
  56. Linguistic diversity among foreign citizens in Italy. Italian National Institute of Statistics (24 July 2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 July 2014. ციტირების თარიღი: 27 July 2014.
  57. Law 27 December 2007, n.296. Italian Parliament. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 December 2012. ციტირების თარიღი: 30 September 2012.
  58. | Human Development Reports. Hdr.undp.org. დაარქივებულია ორიგინალიდან — 29 April 2011. ციტირების თარიღი: 18 January 2014.
  59. Wilson, Bill. (10 March 2014) BBC News – Italian football counts cost of stagnation. Bbc.co.uk. ციტირების თარიღი: 12 June 2015.
  60. Hamil, Sean; Chadwick, Simon (2010) Managing football : an international perspective, 1st ed., dodr., Amsterdam: Elsevier/Butterworth-Heinemann, გვ. 285. ISBN 978-1-85617-544-9. 
  61. Previous FIFA World Cups. FIFA.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 January 2011. ციტირების თარიღი: 8 January 2011.