ტრაზიმენო (იტალ. Lago Trasimeno) — ტბა იტალიაში, უმბრიის რეგიონში, უდიდესი ტბა აპენინის ნახევარკუნძულზე. მდებარეობს აპენინის ნახევარკუნძულის ცენტრალურ ნაწილში, 295 მ. სიმაღლეზე, საშუალო სიღრმე — 6,72 მ, ფართობი — 128 კმ², მაქსიმალური სიგანე — 15,5 კმ. ნაპირები უმეტესად დაბალია და დაჭაობებული. აქვს ნაკადი მდინარე ტიბრის აუზში. ტბის სიახლოვეს ფართოდ განვითარდა აგროტურიზმი. ტბის შუაში არსებულ კუნძულზე არის შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრის ნანგრევები და სასტუმრო.

ტრაზიმენო
იტალ. Lago Trasimeno
კოორდინატები: 43°08′ ჩ. გ. 12°06′ ა. გ. / 43.133° ჩ. გ. 12.100° ა. გ. / 43.133; 12.100
მდებარეობა იტალიის დროშა იტალია
სიმაღლე ზღვის დონიდან 259 
სიგანე 15,5 კმ
ფართობი 128 კმ²
საშუალო სიღრმე 6,72 
ტრაზიმენო — იტალია
ტრაზიმენო

ტრაზიმენოს ტბის ბრძოლა

რედაქტირება

მეორე პუნიკური ომის დროს, ძვ. წ. 217 წლის აპრილში ტბასთან გაიმართა ბრძოლა ჰანიბალის კართაგენის ჯარებსა (40 ათასი მეომარი) და რომის რესპუბლიკის არმიას (31 ათასი მეომარი) შორის. რომის ჯარებს მეთაურობდა გაიუს ფლამინიუსი. ჰანიბალმა ჩასაფრებიდან მოწყობილი უეცარი შეტევით გაანადგურა მოწინააღმდეგე, რომელმაც 15 ათასი კაცი დაკარგა, ხოლო კართაგენელების დანაკარგი მხოლოდ 1500 იყო.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება