ბრაჩანოს ტბა
ბრაჩანო (იტალ. Lago di Bracciano) — ვულკანური წარმოშობის ტბა იტალიაში, ლაციოს რეგიონში, რომიდან 32 კმ-ით სამხრეთ-დასავლეთით. წარმოადგენს რეგიონის სიდიდით მეორე (ბოლსენის ტბის შემდეგ) და იტალიის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ტბას. მისი პერიმეტრი წრიულია და დაახლოებით 32 კმ-ია.
ბრაჩანო | |
---|---|
Lago di Bracciano | |
კოორდინატები: 42°07′16″ ჩ. გ. 12°13′55″ ა. გ. / 42.12111° ჩ. გ. 12.23194° ა. გ. | |
მდებარეობა | იტალია |
სიგრძე | 9,3 კმ |
სიგანე | 8,7 კმ |
ფართობი | 213 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 165 მ |
აუზის ფართობი | 56,76 კმ² |
გამომდინარე მდინარე | არონი |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
ტბის წარმოშობა დაახლოებით 600 000 — 40 000 წლის წინ მიმდინარე ვულკანურ აქტივობას უკავშირდება, რის შედეგადაც ასევე წარმოიშვა ბევრი პატარა ვულკანი. მაგმის მთავარი წყარო დღევანდელი ბრასიანოს ტბის ქვეშ მდებარეობდა. მისი კოლაფსის შედეგად წარმოიქმნა კალდერა, რომელიც დღეს კრატერის ტბას (ბრაჩანოს ტბა) უკავია. ზოგიერთი პატარა კრატერი დღესაც შეიმჩნევა ტბის მიდამოებსა და უშუალოდ მის სიახლოვეს.
ტბის ირგვლივ მდებარე ქალაქებია: ბრაჩანო, ანგუილარა-საბაცია და ტრევიანო-რომანო.
რომთან სიახლოვის გამო, ბარჩანოს ტბა მნიშვნელოვანი ტურისტული ატრაქციაა. 1986 წლიდან მკაცრი კონტროლია დაწესებული მისი წყლის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ვინაიდან იგი რომს ემსახურება როგორც სასმელი წყლის რეზერვუარი. სასტიკად აკრძალულია მოტორიანი ნავების გამოყენება (გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა პროფესიონალ მოთევზავეთა და ტბის მმართველობისათვის). დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, ყველა მეზობელ ქალაქში აშენდა საკანალიზაციო სისტემა. შედეგად, ბრაჩანო იტალიის ერთ-ერთ ყველაზე სუფთა ტბად იქცა.
ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, მსჯელობენ სამომავლო პროექტზე, რომლის მიხედვითაც ტბასა და მის შემოგარენში შეიქმნება რეგიონული პარკი (Parco Regionale del complesso lacuale di Bracciano Martignano).