ვულკანო
ვულკანო (იტალ. Isola di Vulcano; სიცილ. Vurcanu) — პატარა ვულკანური კუნძული ტირენიის ზღვაში. ეკუთვნის იტალიას. სიცილიიდან ჩრდილოეთით მდებარეობს დაახლოებით 25 კმ-ში. ლიპარის კუნძულების ყველაზე სამხრეთი ნაწილი. ფართობი 21 კმ², სიმაღლე 499 მ. ამჟამად კუნძულზე ცხოვრობს დაახლოებით 715 ადამიანი.[1] კუნძული წარმოადგენს ვულკანურ მასივს, რომელიც შედგება რამდენიმე ვულკანური ცენტრისაგან, რომელთაგან ერთ-ერთი მოქმედია.
ვულკანელო (წინა პლანზე) და ვულკანო | |
გეოგრაფია | |
---|---|
მდებარეობა | ტირენიის ზღვა |
კოორდინატები | 38°24′15″N 14°57′57″E / 38.4042° ჩ. გ. 14.9658° ა. გ. |
ფართობი | 21 კმ² |
უმაღლესი წერტილი | 499 მ |
რელიეფი რთულია. სანაპირო ციცაბოა, თუმცა ადგილ-ადგილ განვითარებულია ქვიშის პლაჟი. ბევრია ფუმაროლები, რის ხარჯზე განვითარებულია აბაზანები. არის აგრეთვე გოგირდის ცხელი წყაროები, რომელთა ტემპერატურა მერყეობს 35 °C-დან 50 °C-მდე. კუნძულის სამხრეთი ნაწილი უფრო ამაღლებულია ვიდრე ჩრდილოეთი. აქვეა განლაგებული უძველესი ვულკანური კონუსები, მათ შორის მონტე-არია (499 მ), მონტე-სარაკენა (481 მ), მონტე-ლუჩია (188 მ). კუნძულის ცენტრალურ ნაწილი ამაღლებულია ფოსის ვულკანური კონუსის სახით, რომლის მწვერვალზე არის დიდი ზომის კრატერი. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილშია მთა ვულკანელო (123 მ), რომელიც კუნძულებთან შერთებულია ვიწრო ყელით. ძვ. წ. 123 წელს მოხდარი ამოფრქვევის შედეგად ვულკანელო განცალკევებული კუნძულის სახით წარმოიქმნა. 1553 წელს ვულკანოდან წამოსულმა ლავურმა ნაკადმა შექმნა ვიწრო ყელი, რომლის შედეგად ვულკანელო გარდაიქმნა ნახევარკუნძულად. კუნძულ ვულკანოზე უკანასკნელი ამოფრქვევა დაფიქსირდა 1888-1890 წწ. განვითარებულია ტურიზმი.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებარესურსები ინტერნეტში
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: ვულკანო
- ვულკანო ენციკლოპედია ბრიტანიკა
- ვულკანოს შესახებ დაარქივებული 2010-06-09 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ვულკანოს შესახებ (გერმანული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 2001 წლის აღწერის მონაცემები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-09-27. ციტირების თარიღი: 2011-11-29.