ნეაპოლის ყურე (იტალ. Golfo di Napoli) — ყურე ტირენიის ზღვაში, იტალიის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროსთან (კამპანიის რეგიონი). მისი სიგანე 15 კმ-ია. დასავლეთით იხსნება ხმელთაშუა ზღვაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება ქალაქი ნეაპოლი და პოცუოლი, აღმოსავლეთით — მთა ვეზუვი, სამხრეთით კი სორენტინის ნახევარკუნძული და მისი მთავარი ქალაქი სორენტო. ნახევარკუნძული მას სალერნოს ყურისგან გამოყოფს.

ნეაპოლის ყურე
ნეაპოლის ყურისა და ვეზუვის ტოპოგრაფიული რუკა

ყურეში მდებარეობს კუნძულები — კაპრი, ისკია და პროსიდა.[1] არეალი მნიშვნელოვანი ტურისტული დესტინაციაა რომაული ნანგრევებითა და ახლოსმდებარე პომპეითა და ჰერკულანუმით.

ყურემ უმასპინძლა აფროსნობის შეჯიბრს 1960 წლის რომის ზაფხულის ოლიმპიადისას.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-07-13. ციტირების თარიღი: 2011-11-02.