სორენტინის ნახევარკუნძული
სორენტინის ან სორენტის ნახევარკუნძული — ნახევარკუნძული სამხრეთ იტალიაში, შეჭრილია ტირენიის ზღვაში და ერთმანეთისგან გამოყოფს ნეაპოლისა (ჩრდილოეთით) და სალერნოს (სამხრეთით) ყურეებს.
სახელი ეწოდა ქალაქ სორენტოსგან, რომელიც მის ჩრდილოეთ ნაპირზე მდებარეობს. მის სამხრეთით გაწოლილია ამალფის სანაპირო. ნახევარკუნძულის სამხრეთი წვერის გასწვრივ, ტირენიის ზღვაში მდებარეობს კუნძული კაპრი. მთლიანი რეგიონი პოპულარულ ტურისტულ დესტინაციას წარმოადგენს.