იდროს ტბა
იდროს ტბა (იტალ. Lago d'Idro; ლათ. Eridius lacus; გერმ. Idrosee) — მყინვარული წარმოშობის ტბა იტალიაში, ალპების მთისწინეთში. უდიდესი ნაწილი მიეკუთვნება ბრეშის პროვინციას, გარკვეული ნაწილი კი ტრენტოს ავტონომიურ პროვინციას.
იდროს ტბა | |
---|---|
Lago d'Idro | |
კოორდინატები: 45°46′48″ ჩ. გ. 10°30′36″ ა. გ. / 45.78000° ჩ. გ. 10.51000° ა. გ. | |
მდებარეობა | იტალია |
სიგრძე | 11 კმ |
სიგანე | 1,9 კმ |
ფართობი | 11,4 კმ² |
მაქსიმალური სიღრმე | 122 მ |
აუზის ფართობი | 617 კმ² |
ჩამდინარე მდინარეები | კეზე |
გამომდინარე მდინარე | კეზე |
მედიაფაილები ვიკისაწყობში |
მდებარეობს ზღვის დონიდან 368 მეტრზე, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ლომბარდიის ალპებისწინა ტბებს შორის. ძირითადად იკვებება მდინარე კეზეს წყლით. ეს მდინარე ამავე დროს ერთადერთია, რომელიც მისგან გამოედინება. ტბის ფართობი 11,4 კმ²-ია, მაქსიმალური სიღრმე — 122 მეტრი.
ტბას გარს აკრავს ტყიანი მთები. დაახლოებით 24 კმ-იანი სანაპირო ზოლი ოთხ კომუნას შორის იყოფა: იდრო, რომლისგანაც ის სახელს იღებს, ანფო, ბაგოლინო და ბონდონე.
იდროს ტბის წინაშე ბოლო დროს მწვავედ დგას აითროფიკაციის (ნიტრატები და ფოსფატების წყალში ჩადინება) საფრთხე, რაც გამოწვეულია საკანალიზაციო სისტემის არარსებობით, ასევე მისი მკვებავი წყლების საირიგაციოდ და ჰიდროენერგიის საწარმოებლად გამოყენებით. შედეგად, ის გახდა გარემოს, სასოფლო-სამეურნეო და ელექტროინდუსტრიებს შორის კონფლიქტის საგანი.