იტალიის ჰიმნი
იტალიის სახელმწიფო ჰიმნი გერბთან და დროშასთან ერთად სახელმწიფოს ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლოა. ჰიმნის სახელია იტალიელთა სიმღერა (იტალ. Il Canto degli Italiani). ტექსტი ეკუთვნის გოფრედო მამელის, ხოლო მელოდია — მიკელე ნოვაროს.
ქართ. იტალიელთა სიმღერა ჰიმნის ნოტები | |
ქვეყანა | იტალია |
---|---|
ტექსტის ავტორი | გოფრედო მამელი |
მუსიკის ავტორი | მიქელე ნოვარო |
შემოღებულ იქნა | 1947 წელს, როგორც დროებითი ჰიმნი. 2005 წელს ოფიციალურად |
იტალიის ჰიმნი XIX საუკუნის შუა წლებში რომანტიკულ-ნაციონალისტურ გარემოში შეიქმნა. პიესა, რომელიც მას დაედო საფუძვლად, გენუელი იტალიელი პატრიოტი სტუდენტის, გოფრედო მამელის მიერ დაიწერა, ცოტა მოგვიანებით კი ტურინელი ნოვაროს მიერ ტექსტისათვის მუსიკაც შეიქმნა; მომავალი ჰიმნი თავდაპირველად იტალიის გაერთიანების მოძრაობის (რისორჯიმენტო) საბრძოლო სიმღერას წარმოადგენდა.
1947 წელს იტალიელთა სიმღერა ახლადგამოცხადებული იტალიის რესპუბლიკის დროებით ჰიმნად გამოცხადდა[1], რითაც მან შეცვალა წინამორბედი ჰიმნი Canzone del Piave[2]. იტალიელთა სიმღერა მხოლოდ 2005 წელს დამტკიცდა ოფიციალურად იტალიის სახელმწიფო ჰიმნად მაშინდელი პრეზიდენტის კარლო აძელიო ჩამპი, თუმცა ამ დამტკიცებას პრაქტიკულად რაიმე ცვლილება არ გამოუწვევია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „იტალიის ჰიმნი“ ვიკისაწყობში.
- ინფორმაცია იტალიის ჰიმნის შესახებ (გერმანული)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ http://www.nationalanthems.info/it.htm
- ↑ დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-09-19. ციტირების თარიღი: 2011-11-11.