ავსტრალია

(გადამისამართდა გვერდიდან ავსტრალია (ქვეყანა))
ვიკიპედიის რედაქტორების გადაწყვეტილებით, სტატიას „ავსტრალია“ მინიჭებული აქვს რჩეული სტატიის სტატუსი. ავსტრალია ვიკიპედიის საუკეთესო სტატიების სიაშია.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ავსტრალია (კონტინენტი).

ავსტრალია (ინგლ. Australia; ოფიც. ავსტრალიის კავშირი ინგლ. Commonwealth of Australia) — სახელმწიფო ავსტრალიის კონტინენტზე. ქვეყანა მოიცავს როგორც საკუთრივ მატერიკს, ასევე კუნძულ ტასმანიასა და სხვა მცირე კუნძულებს. ეს არის ფედერალური სახელმწიფო, რომელიც შედის დიდი ბრიტანეთის თანამეგობრობაში. უშუალო სახმელეთო მეზობელი არა ჰყავს, ზღვით კი ესაზღვრება: ინდონეზია, აღმოსავლეთი ტიმორი და პაპუა-ახალი გვინეა ჩრდილოეთით, სოლომონის კუნძულები, ვანუატუ და ახალი კალედონია ჩრდილო-აღმოსავლეთით და ახალი ზელანდია სამხრეთ-აღმოსავლეთით.

ავსტრალიის კავშირი
Commonwealth of Australia
ავსტრალია
ავსტრალიის
დროშა
ჰიმნი: „ავსტრალიის ჰიმნი“
„წინ, მშვენიერო ავსტრალიავ“

სამეფო ჰიმნი„ღმერთო დაიფარე დედოფალი“[N 1]
დედაქალაქიკანბერა
35°18′ ს. გ. 149°07′ ა. გ. / 35.300° ს. გ. 149.117° ა. გ. / -35.300; 149.117
უდიდესი სიდნეი
ოფიციალური ენა ინგლისური ენა[N 2]
რელიგია
ეთნოქორონიმი
მთავრობა ფედერალური საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ჩარლზ III
 -  გენერალ-გუბერნატორი სერ პიტერ კოსგროუვი
 -  პრემიერ-მინისტრი ენტონი ალბანისი
 -  მთავარი მოსამართლე სიუზენ კიფელი
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა სენატი
 -  ქვედა პალატა წარმომადგენელთა პალატა
გაერთიანებული სამეფოსგან
 -  ფედერალური კონსტიტუცია 1 იანვარი, 1901 
 -  ვესტმინსტერის სტატუსის მიღების აქტი 9 ოქტომბერი, 1942 (ეფექტი 3 სექტემბერი, 1939-დან) 
 -  ავსტრალიის აქტი 3 მარტი, 1986 
ფართობი
 -  სულ 7 692 024 კმ2 (მე-6)
 -  წყალი (%) 0.76
მოსახლეობა
 -  2019 შეფასება 25 206 900[5] (51-ე)
 -  2016 აღწერა 23 401 892[6]
 -  სიმჭიდროვე 3.3 კაცი/კმ2 (236-ე)
მშპ (მუპ) 2018 შეფასება
 -  სულ $1.313 ტრილიონი[7] (მე-19)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $52 191[7] (მე-17)
მშპ (ნომინალი) 2018 შეფასება
 -  სულ $1.500 ტრილიონი[7] (მე-13)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $59 655[7] (მე-10)
ჯინი (2012)44.9[8]
საშუალო · 26-ე
აგი (2017) 0.939[9]
ძალიან მაღალი · მე-3
ვალუტა ავსტრალიური დოლარი (AUD)
სასაათო სარტყელი სხვადასხვა[N 3] (UTC+8-დან +10.5-მდე)
 -  ზაფხული (DST) სხვადასხვა[N 3] (UTC+8-დან +11-მდე)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +61
ინტერნეტ-დომენი .au

40 000 წლის განმავლობაში, XVIII საუკუნის ბოლომდე, სანამ ევროპელებმა დაიწყეს კონტინენტის ათვისება, ავსტრალიასა და ტასმანიაზე საშუალოდ 250 სხვადასხვა ტომის ავსტრალიელი აბორიგენი სახლობდა. უშუალოდ ჩრდილოეთიდან წამოსული მეთევზეების არარეგულარული სტუმრობისა და 1606 წელს ევროპული აღმოჩენის შემდეგ[10], ავსტრალიის აღმოსავლეთი ნაწილი 1770 წელს დიდმა ბრიტანეთმა მიისაკუთრა და საწყის ეტაპზე პატიმრებით დაასახლა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიები, 1788 წლის 26 იანვარს აღმოჩენიდან. მომდევნო წლებში მოსახლეობა ინტენსიურად იზრდებოდა. XIX საუკუნეში კიდევ ხუთი უფრო დიდი თვითმმართველური ბრიტანეთის ზღვის გადაღმა კოლონია დაარსდა.

1901 წლის 1 იანვარს, ექვსი კოლონია ფედერაციად გაერთიანდა და ავსტრალიის კავშირი შეიქმნა. ამჟამად ავსტრალიას სტაბილური ლიბერალური დემოკრატიული პოლიტიკური სისტემა აქვს. მისი მოსახლეობა 2011 წლის აღწერის თანახმად შეადგენს 21 507 719[11] ადამიანს, რომლის დაახლ. 60 % ცხოვრობს შტატების დედაქალაქებში: სიდნეი, მელბურნი, ბრიზბენი, პერთი და ადელაიდა. ქვეყნის დედაქალაქია კანბერა, რომელიც ფედერალურ ტერიტორიაზე მდებარეობს.

ავსტრალია განვითარებული ქვეყანაა, აყვავებული კოსმოპოლიტური საზოგადოებითა და გამორჩეულად მაღალი განვითარების იდექსით, ცხოვრების ხარისხით, სრულფასოვანი ჯანდაცვის სისტემით, ცხოვრების მაღალი ხანგრძლივობით, საყოველთაო საზოგადო განათლებით, ეკონომიკური და პოლიტიკური და სიტყვის თავისუფლებით[12].

ავსტრალიის ქალაქები მსოფლიოს უდიდესი ქალაქების რიგს მიეკუთვნება კულტურული მრავალფეროვნებითა და ცხოვრების ხარისხით. ქვეყანა შემდეგი საერთაშორისო ორგანიზაციების წევრია: გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, დიდი ოცეული, ერთა თანამეგობრობა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია, ANZUS, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური გაერთიანება, წყნარის ოკეანის კუნძულების ფორუმი და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია.

ეტიმოლოგია

სახელი ავსტრალია წარმოსდგება ლათინური australis-იდან, რაც „სამხრეთულს“ ნიშნავს. XX საუკუნის დასაწყისიდან ქვეყანა არალიტერატურულ მეტყველებაში მოიხსენიებოდა როგორც ოზი (Oz).[N 4] ოსსი (Aussie) ფართო არალიტერატურული ტერმინია ავსტრალიელის სინონიმად. ავსტრალიის მეზობელ ახალი ზელანდიაში და უფრო იშვიათად თვითონ ავსტრალიაშიც „ოსსი“ ასევე ერის ასაღნიშნავადაც გამოიყენება.[16][17][18] სპორტული ჰიმნი C'mon Aussie C'mon მაგალითია ადგილობრივ მოსახლეობაში „ოსსი“-ს როგორც ავსტრალიის სინონიმად გამოყენებისა.[17][19]

Terra Australis Incognita-ს ანუ „უცნობი სამხრეთი მიწის“ ლეგენდები სათავეს რომის ეპოქიდან იღებენ და შუასაუკუნის გეოგრაფიის უბრალო მოვლენა იყო, მით უმეტეს ის არ ეყრდნობოდა კონტინენტის შესახებ არცერთ დოკუმენტურ ცოდნას. ევროპული აღმოჩენის შემდეგ, ავსტრალიის მიწის სახელები ხშირად უკავშირდებოდა ცნობილ Terra Australis-ს.

მეთიუ ფლინდერსი (1774-1814) იყო პირველი ევროპელი მკვლევარი, რომელმაც გარს შემოუარა კონტინენტს, აღწერა მისი სანაპირო ზოლი და თავის პუბლიკაციებში პირველად გამოიყენა ტერმინი „ავსტრალია“.

გეოგრაფია და ბუნება

 
ავსტრალიის რუკა

ავსტრალიის ფართობი 7 686 850 კვ.კმ-ია, საზღვაო საზღვარი — 34 218 კმ. მას გარს აკრავს ინდოეთისა და წყნარი ოკეანეები. აზიისგან გამოყოფილია არაფურისა და ტიმორის ზღვებით. ავსტრალია მსოფლიოში ყველაზე პატარა კონტინენტია და სიდიდით რიგით მეექვსე ქვეყანა. იგი ასევე ყველაზე დიდ კუნძულად არის მიჩნეული[20].

ავსტრალია სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობს: მატერიკზე, კუნძულ ტასმანიასა და მრავალრიცხოვან პატარა კუნძულებზე. ავსტრალიის მფლობელობაშია რამდენიმე მცირე კუნძული, ე. წ. გარე ტერიტორიები, აგრეთვე სექტორი ანტარქკიდაზე. იგი მსოფლიოში ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც მთელ კონტინენტს იკავებს. ფართობით ოდნავ ჩამორჩება აშშ-ს (ალასკას გარეშე) და დაახლოებით 32-ჯერ აღემატება მის ყოფილ მეტროპოლიასგაერთიანებულ სამეფოს. ქვეყანა ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ გადაჭიმულია 3680 კმ-ზე, ხოლო აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ 2000 კმ-ზე. ავსტრალია, გეოლოგიური თვალსაზრისით, ხმელეთის ერთ-ერთი უძველესი მასივია, რომელიც ჩამოყალიბდა თითქმის 3 მლნ წლის წინ. რელიეფში ჭარბობს პლატოები, მთიან რაიონებს ძირითადად ქვეყნის აღმოსავლეთი და სამხრეთ-აღმოსავლეთი უკავია. კონტინენტი მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით. აქ ვრცელდება სუბტროპიკული, ტროპიკული, სუბეკვატორული და ზომიერი კლიმატური სარტყლები. კონტინენტებს შორის იგი ყველაზე მშრალია.

ქვეყნის აღმოსავლეთით წყნაროკეანულ სანაპიროს გაუყვება დიდი წყალგამყოფი ქედი, რომლის სამხრეთში, ავსტრალიის ალპებში, მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი მწვერვალი კოსციუშკო. დასავლეთი ნაწილი უდაბნოებსა და ნახევარუდაბნოებს უკავია. მათ შორის უდიდესია ვიქტორიის დიდი უდაბნო.

დიდი ბარიერული რიფი წარმოადგენს მარჯნის რიფებისა და კუნძულების უზარმაზარ ჯაჭვს წყნარი ოკეანის დასავლეთ ნაწილში, ავსტრალიის კონტინენტის, იორკის ნახევარკუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ რაიონის გაყოლებაზე. იგი გადაჭიმულია 2000 კმ-ზე და მნიშვნელოვნად აფერხებს ნაოსნობას ავსტრალიის ამ რეგიონში.

ტერიტორიის 40 % ტროპიკებს წარმოადგენს, ერთი მესამედი უდაბნოა (დიდი ქვიშიანი უდაბნო, ვიქტორიის დიდი უდაბნო, გიბსონის ქვიანი უდაბნო). ავსტრალიის უდაბნოების ზონაშია აღმართული მსოფლიოს უდიდესი მონოლითი — წითელი მთა ულურუ. იგი დღის განმავლობაში რამდენიმეჯერ იცვლის ფერს.

ჰავა

 
ავსტრალიის კლიმატური ზონები

ქვეყნის კლიმატი დამოკიდებულია მის სამხრეთ ნახევარსფეროში მდებარეობაზე. აქ წლის სეზონები ცვლილება ჩრდილოეთ ნახევარსფეროს სეზონების საპირისპიროა. სიცხეები დგება ნოემბერ-იანვარში, ხოლო სიცივე ივნის-აგვისტოში. ტროპიკებში მდებარეობის წყალობით, კონტინენტი მზის სითბოს დიდ რაოდენობას იღებს. წლის სეზონების ცვალებადობა ყველაზე მეტად ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებში ვლინდება. საერთო ნალექების რაოდენობა წელიწადში მატერიკის ჩრდილოეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთში შეადგენს 1000 მმ-ს, ხოლო ცენტრალურ რაიონებში 250 მმ-ს. ჩრდილოეთით წვიმები მოდის ზაფხულში, სამხრეთით შემოდგომით და ზამთარში. საშუალო ტემპერეატურა არის: ზაფხულში (დეკემბერი-თებერვალი) სიდნეიში +22-25 °C, კერნზში +26-30 °C, ხოლო ზამთარში (ივნისი-აგვისტო) სიდნეიში +10-15 °C და კერნზში +16-20 °C.

ფლორა და ფაუნა

 
წითელი კენგურუ

ავსტრალიის ფაუნა გამოირჩევა უნიკალური ცხოველების მრავალფეროვნებით, კონტინენტზე არსებული ძუძუმწოვრების 83%, ქვეწარმავლების 89%, თევზებისა და მწერების 90 % და ამფიბიების 93 %, წარმოადგენენ ავსტრალიის ენდემურ სახეობებს[21]. ენდემიზმის მაღალი დონე შეიძლება მიეწეროს კონტინენტის გრძელ გეოგრაფიულ იზოლაციას, სტრუქტურულ სტაბილურობასა და კლიმატის იშვიათი ცვლილების ეფექტებს. ძუძუმწოვრებიდან განსაკუთრებულ ინტერესს იწვევენ ჩანთოსნები. დათვლილია, რომ ავსტრალიაში 200 000 ცხოველის ჯიში არსებობს, რომელთაგანაც 96 % უხერხემლოები არიან. ეს სამყარო იმდენად უნიკალურია, რომ ავსტრალიელებმა საკუთარ სახელმწიფო გერბზე ორი მათგანი გამოსახეს: კენგურუ და სირაქლემა ემუ. ზანტი ჩანთოსანი დათვი - კოალა ანუ ავსტრალიური ზარმაცა - ხეზე ცხოვრობს. აბორიგენების ენაზე მისი სახელი ნიშნავს ”ვინც წყალს არ სვამს”. მართლაც, კოალა სიცოცხლისთვის საჭირო ტენს მხოლოდ თავისი საკვების, ევკალიპტის, თორმეტიოდე სახეობის ფოთლებიდან იღებს. ავსტრალიის წყლებში 4000-ზე მეტი თევზის სახეობა ცხოვრობს, რომლის 90 % ენდემურია. ავსტრალიასა და მის ტერიტორიაში ცხოვრობს 800-ზე მეტი სახეობის ფრინველი, რომელთაგანაც 350 ავსტრალიის, ახალი ზელანდიისა და ახალი გვინეის ენდემები არიან.

ავსტალიის ფლორა მოიცავს მცენარეების მრავალ სახეობას: სისხლძარღვოვნების 20 000, ხოლო არასისხძარღვოვნების - 14 000 სახეობას. სოკოების 250 000 ჯიშია გავრცელებული, ხოლო ლიქენების - 3000. გვხვდება ევკალიპტის 600 სახეობა. ქვეყნის აღმოსავლეთში ისინი 100 . სიმაღლეზე იზრდება. ტყეებს უკავია მთელი ტერიტორიის 8 %.

ისტორია

 
ლეიტენანტი კუკის გემის რეპროდუქტია კუკტაუნში

ადამიანის პირველი დასახლებები ავსტრალიის კონტინენტზე დაახლოებით 42 000-48 000 წლის წინ დაიწყო[22]. სავარაუდოდ კონტინენტზე დასახლებული ადამიანები იყვნენ ავსტრალიის თანამედროვე აბორიგენების წინაპრები. პირველი Homo Sapiens ავსტრალიაში სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიიდან ჩამოვიდა. გადმოსულთა უმეტესობა მონადირეები და მიწათმოქმედები იყვნენ. ტორესის სრუტის კუნძულებზე მცხოვრებნი ძირითადად მებაღეობასა და მონადირეობა-მოსავლის აღებას ეწეოდნენ.

ავსტრალიის ტერიტორიის პირველი ევროპული დაზვერვა განახორციელა ნიდერლანდელმა ნავიგატორმა, უილემ ჯენსზუნიმ, რომელმაც 1606 წელს იორკის ნახევარკუნძულის სანაპირო აღმოაჩინა. XVII საუკუნის განმავლობაში ნიდერლანდელებმა მოიარეს ავსტრალიის დასავლეთისა და ჩრდილოეთი საზღვაო საზღვრები და ამ ტერიტორიას უწოდეს ახალი ჰოლანდია, მაგრამ დასახლება არ უცდიათ. 1770 წელს ინგლისელმა ჯეიმზ კუკმა გაცურა ავსტრალიის გასწვრივ და შეადგინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპიროს რუკა, რომელსაც ახალი სამხრეთი უელსი დაარქვა და დიდი ბრიტანეთის საკუთრებად გამოაცხადა[23]. კუკის აღმოჩენის მეშვეობით ბრიტანეთის იმპერიამ დამსჯელი კოლონია დააარსა. 1788 წლის 26 იანვარს კაპიტან არტურ ფილიპის ხელმძღვანელობით ახალი სამხრეთი უელსის ბრიტანეთის ზღვისიქითა ტერიტორიების მოსახლეობამ დასახლება პორტ-ჯექსონში დაიწყო. მომავალში ეს დღე გამოცხადდა ავსტრალიის ეროვნულ დღედ. ამჟამად ტასმანიის სახელით ცნობილი ვან-დიმენის მიწა დასახლდა 1803 წელს, ხოლო ცალკე კოლონია იგი 1825 წელს გახდა. 1829 წელს დიდმა ბრიტანეთმა ოფიციალურად მოითხოვა ავსტრალიის დასავლეთი ნაწილი.

 
პორტ-არტური იყო ავსტრალიის უდიდესი ციხე გადმოყვანილი მსჯავრდადებულთათვის

ბრიტანეთის ადმინისტრაციამ სამხრეთი უელსი რამდენიმე კოლონიად დაყო — 1836 წელს შეიქმნა სამხრეთი ავსტრალია, 1851 წელს — ვიქტორია, ხოლო 1859 წელს — კუინზლენდი. ჩრდილოეთი ტერიტორია გაჩნდა 1911 წელს სამხრეთი ავსტრალიისგან გამოყოფის შემდეგ. სამხრეთი ავსტრალია დააარსეს როგორც "თავისუფალი პროვინცია" — რაც იმას ნიშნავს, რომ იგი არასდროს იყო დამსჯელი კოლონია. ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია ასევე დააარსეს "თავისუფლად", თუმცა შემდეგ მაინც მიიღეს გადმოყვანილი მსჯავრდადებულები[24]. მსჯავრდადებულების გადმოყვანა ახალი სამხრეთი უელსის კოლონიაში 1848 წელს შეწყდა ახალმოსახლეების პროტესტის შემდეგ[25].

გატაცებული თაობები

ევროპული დასახლებების გაჩენამდე ავსტრალიელი აბორიგენების მოსახლეობა დაახლოებით 350 000 ადამიანი იყო[26]. აბორიგენული მოსახლეობის რაოდენობა შემდგომი 150 წლის განმავლობაში მკვეთრად შემცირდა, რისი ძირითადი მიზეზი ინფექციური დაავადებები იყო.[27].

გატაცებული თაობები (ასე უწოდებდნენ ოჯახებიდან აბორიგენული წარმოშობის ბავშვების წაყვანას, რასაც ჰენრი რეინოლდსი და მისი მოკავშირეები სხვადასხვა მიზეზების/ნიშნების გამო გენოციდად თვლიან) - [28], შესაძლოა ასევე იქცა ადგილობრივი მოსახლეების კლების მიზეზად[29].

აბორიგენთა ისტორიის ამგვარი თვალსაზრისის წინააღმდეგნი არიან კონსერვატიული კომენტატორები, როგორიც არის პრემიერ-მინისტრი ჯონ ჰოვარდი. მათი მოსაზრებით ეს მოვლენები გაზვიადებულია ან გამოგონილია პოლიტიკური ან იდეოლოგიური მიზნების გამო. ეს დებატები ავსტრალიაში ცნობილია ისტორიის ომების სახელით. 1968 წლის რეფერენდუმის თანახმად, ფედერალურმა მთავრობამ მიიღო ძალაუფლება რათა განეხორციელებინა პოლიტიკა და შეექმნა კანონები აბორიგენების უფლებების დასაცავად.

 
უკანასკნელი თანამდებობა იდგმება ანზაკის დღის ცერემონიაზე, პორტ-მელბურნი

ავსტრალიაში ოქროს ცხელება დაიწყო 1850-იანი წლების დასაწყისში. ეურეკა სტოკეიდი აჯანყდა სამთო საქმის ლიცენზიის გადასახადების წინააღმდეგ 1854 წელს. 1855-1890 წლებს შორის, ექვსმა კოლონიამ ინდივიდუალურად მიიღო პასუხისმგებელი მთავრობა, რომელიც ხელმძღვანელობდა მათი საკუთარი საქმის უმეტეს ნაწილს ბრიტანეთის იმპერიის დარჩენილ ნაწილზე. კოლონიურმა მმართველობამ ლონდონში დაიტოვა კონტროლი ზოგიერთ საქმეზე, რომელთაგან აღსანიშნავია საგარეო საქმეები, თავდაცვა და საერთაშორისო ტვირთგადაზიდვა. 1901 წლის 1 იანვარს, კოლონიების ფედერაცია საბოლოოდ გაერთიანდა ათეულ გეგმის, კონსულტაციებისა და ხმის მიცემის შემდეგ. ავსტრალიის რესპუბლიკა შეიქმნა და გახდა ბრიტანეთის იმპერიის დომინიონი 1907 წელს. ფედერალური დედაქალაქის ტერიტორია (შემდეგ გადაერქვა სახელი — ავსტრალიის ფედერალური ტერიტორია) შეიქმნა ახალი სამხრეთი უელსის ნაწილიდან 1911 წელს, იმისთვის, რომ დაედგინათ ახალი ფედერალური დედაქალაქ კანბერას ადგილმდებარეობა (სანამ კანბერა აშენდებოდა მელბურნი იყო დროებითი მთავრობის ადგილსამყოფელი 1901-1927 წწ.). 1911 წელს, ჩრდილოეთი ტერიტორია გადასცეს სამხრეთი ავსტრალიის მთავრობის კონტროლიდან სახელმწიფოს[30]. 1914 წელს ავსტრალია შეუერთდა ბრიტანეთს პირველ მსოფლიო ომში, როგორც ლიბერალური პარტიის, ასევე ლეიბორისტული პარტიის მხარდაჭერით.[31] ავსტრალიელებმა მიიღეს მონაწილეობა ბევრ მთავარ ბრძოლაში.[32]. ბევრი ავსტრალიელი პატივს სცემს ავსტრალიისა და ახალ იზელანდიის არმიის კორპუსების დამარცხებას გალიპოლის ოპერაციაში, როგორც ერის დაბადებას — ეს იყო პირველი მთავარი საომარი მოქმედება.[33].

 
ავსტრალიელი ჯარისკაცები იაპონური დროშები. სურათი გადაღებულია ახალი გვინეაში 1943 წელს.

ბრიტანეთის 1931 წლის ვესტმინსტერის სტატუტმა ოფიციალურად დაასრულა ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის კონსტიტუციური კავშირები. ავსტრალიამ ეს აქტი 1942 წელს მიიღო, მაგრამ თარიღი უკანა რიცხვით მეორე მსოფლიო ომის დასაწყისისთვის ჩაწერა იმისთვის, რომ დაედასტურებინა კანონმდებლობის კანონიერება, რომელიც ავსტრალიის პარლამენტმა ომის დროს გაატარა. დიდი ბრიტანეთის პოზიციების შესუსტებამ აზიაში 1942 წელსა და იაპონიის შეჭრის მუქარამ, ავსტრალია იძულებული გახადა აშშ-სკენ შეტრიალებულიყო, როგორც ახალი მოკავშირე და დამცველი. 1951 წლიდან, ავსტრალია ოფიციალურად იყო აშშ-ის სამხედრო მოკავშირე, ANZUS-ის ხელშეკრულების თანახმად. მეორე მსოფლიოს ომის შემდეგ, ავსტრალიამ ხელი შეუწყო ევროპიდან იმიგრაციას. 1970-იანი წლების შემდეგ, თეთრი ავსტრალიის პოლიტიკის მოსპობასა და აზიიდან იმიგრაციასაც შეუწყვეს ხელი. რის შედეგადაც, ავსტრალიის დემოგრაფია და კულტურა გარდაიქმნა. უკანასკნელი კონსტიტუციური კავშირი ავსტრალიასა და დიდ ბრიტანეთს შორის იყო 1986 წლის ავსტრალიის აქტი, რომლითაც დასრულდა ბრიტანეთის როლი ავსტრალიის შტატების მთავრობაში,[34]. 1999 წლის რეფერენდუმზე, ავსტრალიელების 54 %-მა ხმა მისცა და უარყო წინადადება, რომლის თანახმადაც ავსტრალია გახდებოდა რესპუბლიკა საპრეზიდენტო მმართველობით. ვიტლემის მთავრობის არჩევნების შემდეგ, გაიზარდა აქცენტი წყნარი ოკეანის რგოლის ერების მიმართ, რომლებიც ავსტრალიის ტრადიციულ მოკავშირეობასა და ვაჭრობის პარტნიორობას უჭერენ მხარს.

სახელმწიფო წყობა

 
ავსტრალიის პარლამენტის შენობა

პირველი ევროპელები, რომლებმაც ფეხი დაადგეს ავსტრალიის მიწაზე, იყვნენ ნიდერლანდელები. 1770 წლიდან დაიწყო ინგლისელთა განსაკუთრებული დაინტერესება კონტინენტის მიმართ. 1788 წელს მოხდა კოლონიების გაერთიანება ერთიან სახელმწიფოდ - ავსტრალიის კავშირად. 1931 წელს, ვესტმისტერის სტატუსის საფუძველზე, ავსტრალიამ სრული დამოუკიდებლობა მიიღო, თუმცა კი შეინარჩუნა განსაკუთრებული ურთიერთობა ბრიტანეთის მონარქიასთან. მოქმედებს 1801 წელს მიღებული კონსტიტუცია, რომლის საფუძველზეც ავსტრალია კონსტიტუციური მონარქიაა.

ავსტრალიის სახელმწიფო მეთაური ბრიტანეთის მონარქია, რომელიც ქვეყანაში გენერალ-გუბერნატორის სახითაა წარმოდგენილი. 1999 წელს საყოველთაო რეფერენდუმის დროს ავსტრალიის მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა მხარი კვლავ მონარქიის ინსტიტუტის არსებობას დაუჭირა.

ავსტრალიის პარლამენტი შედგება ორი პალატისაგან, წარმომადგენელთა პალატისა და სენატისაგან. პირველში სამი წლის ვადით 150 დეპუტატს ირჩევენ, სწორედ ამ პალატაში უმრავლესობის მქონე ლიდერი ხდება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, რომელიც სათავეში უდგას ავსტრალიის მთავრობას. სენატში ყოველი შტატი 12 სენატორით არის წარმოდგენილი, ტერიტორიები კი — ორ-ორი წევრით. სენატორთა არჩევის ვადა ექვსი წელია.

  • სახელმწიფო სისტემა: კონსტიტუციური მონარქია — ფედერალური საპარლამენტო სახელმწიფო.
  • სახელმწიფოს მეთაური: დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III (2022 წლიდან), რომელსაც ქვეყანაში წარმოადგენს გენერალ-გუბერნატორი.
  • მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (150+76 წევრი).
  • ეროვნული დღესასწაული: 26 იანვარი — ავსტრალიის დღე.

ადმინისტრაციული დაყოფა

 


ავსტრალიაში არის ექვსი შტატი: ახალი სამხრეთი უელსი, კუინზლენდი, სამხრეთი ავსტრალია, ტასმანია, ვიქტორია და დასავლეთი ავსტრალია, და 2 მთავარი ტერიტორია: ჩრდილოეთი ტერიტორია და ფედერალური ტეროტირია. ამ ორი ტერიტორიის ფუნქცია შტატის მსგავსია, მაგრამ სახელმწიფოს პარლამენტს შეუძლია მათი პარლამენტის რაიმე კანონმდებლობის უკუგდება.

თითოეულ შტატსა და ტერიტორიას აქვს თავისი საკანონმდებლო ხელისუფლება. ერთპალატიანია ჩრდილოეთ ტერიტორიაში, ფედერალურ ტერიტორიასა და კუინზლენდში, ხოლო ორპალატიანი - ახალი სამხრეთ უელსში, სამხრეთ ავსტრალიაში, ტასმანიაში, ვიქტორიასა და დასავლეთ ავსტრალიაში. შტატები არიან სუვერენული. ქვედა პალატა ცნობილია, როგორც საკანონმდებლო ასამბლეა (ასამბლეის პალატა სამხრეთ ავსტრალიასა და ტასმანიაში), ხოლო ზედა პალატა ცნობილია, როგორც საკანონმდებლო საბჭო. მთავრობის მეთაური თითოეულ შტატში არის პრემიერ-მინისტრი და თითოეულ ტერიტორიაზე მთავარი მინისტრი.

ფედერალური მთავრობა პირდაპირ მართავს შემდეგ ტერიტორიებს:

კ. ნორფოლკი არის ასევე გარეთა ტერიტორია. თუმცა 1979 წლის ნორფოლკის კუნძულის აქტის მიხედვით, იგი უფრო არის ავტონომიური და მას მართავს ადგილობრივი საკანონმდებლო ასამბლეა. დედოფალი წარმოდგენილია ადმინისტრატორის მიერ (ამჟამად ოუენ უალში)[35].

ეკონომიკა

 
Super Pit - ყველაზე დიდი ოქროს საბადო ავსტრალიაში

ავსტრალია პოსტინდუსტრიული სახელმწიფოა. მშპ საერთო მოცულობით და მისი ერთ სულ მოსახლეზე გაანგარიშებით იგი შედის მსოფლიოს ქვეყნების პირველ ოცეულში. ბოლო წლებში ქვეყნის ეკონომიკამ მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები განიცადა. მშპ-ს ფორმირებაში წამყვანი პოზიციები უკავია მომსახურების სფეროს. ძლიერდება ასევე გადამამუშავებელი მრეწველობის მთელი რიგი დარგები. ძლიერია ასევე მომპოვებელი მრეწველობა და სოფლის მეურნეობა. ქვეყნის ეკონომიკაში მნიშვნელოვანია უცხოური კაპიტალის პოზიციები. საკვანძო როლი ენიჭება სამთო-მოპოვებით მრეწველობას. აქვს ენერგეტიკული და მინერალური ნედლეულის დიდი მარაგი.

ბოლო 25-30 წლის მანძილზე, განსაკუთრებულ ბუმს განიცდის მომპოვებელი მრეწველობა. ქვეყანა მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა ტყვიის, თუთიის, ტიტანის, ოქროს, ბოქსიტების, სპილენძისა და რკინის მადნის მოპოვებით. მოპოვებითი მრეწველობის უდიდესი რაიონია დასავლეთი ავსტრალია. ენერგორესურსებში აღსანიშნავია ნახშირი და ურანი.

სოფლის მეურნეობის წამყვანი დარგია მემცენარეობა, კერძოდ მარცვლეული კულტურების წარმოება. მნიშვნელოვანია ხორბალი, მოჰყავთ ასევე ბამბა, ხილი, ბანანი. ვიქტორია და ახალი სამხრეთ უელსი ცნობილია მევენახეობით. მეცხოველეობაში წამყვანია მეცხვარეობა, ცხვრის სულადობით ქვეყანა მეორე ადგილზეა მსოფლიოში.

  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - $799.054 მლრდ (მე-17 ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - $36 918 ; სტრუქტურა (%): სოფლის მეურნეობა 8, მრეწველობა 22, მომსახურება 69.
  • ვალუტა: ავსტრალიური დოლარი (AUD);

ტურიზმი

ავსტრალიის პოპულარობის ზრდას საშუალო ტურისტებში განსაზღვრავს ეგზოტიკური ბუნება, ასევე დასვენებისათვის ხელსაყრელი პირობები მთასა და ზღვაზე. მნიშვნელოვანია კარგად განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა და მომსახურების მაღალი დონე. ავსტრალიის ტურისტულ ცენტრებს შორის განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს სიდნეი (დაარსდა 1788 წელს), ერთ-ერთი ულამაზესი ქალაქი მსოფლიოში, გარდა ამისა ის ქვეყნისა და წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილის უმსხვილესი სამეურნეო და კულტურული ცხოვრების ცენტრია. აქ თავს იყრის მრავალი საერთაშორისო ავიახაზი და სხვადასხვა ქვეყნიდან გამოსული გემი. მთელ ქალაქზე გადაჭიმულია პორტ-ჯექსონის ყურე, რომელიც განუმეორებელ კოლორიტს ანიჭებს მას. ქალაქის არქიტექტურაში მთელი ქვეყნის ისტორიის კვალი შეინიშნება, კოლონიზაციის ძველი დროიდან თანამედროვეობამდე. საინტერესოა ისიც, რომ სიდნეის გარეგნული იერი, გარკვეული თვალსაზრისით, ნიუ-იორკს მოგვაგონებს. სიდნეიში მრავალი ატრაქციაა თავმოყრილი: ერთადერთი მეტრო ავსტრალიაში, ქვეყანის საუკეთესო ზოოპარკი, უძველესი ბოტანიკური ბაღი, ავსტრალიის ყველაზე მაღალი ცათამბჯენი, უძველესი უნივერსიტეტი და სხვ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ატრაქციაა 1932 წელს აგებული ჰარბორის ხიდი, რომელიც პორტ-ჯექსონის ყურეზეა გადებული. ხიდი ერთმანეთთან აკავშირებს ქალაქის სამხრეთ და ჩრდილოეთ ნაწილებსა და სიდნეის ერთგვარ სიმბოლოს წარმოადგენს. ხიდი უნიკალური საინჟინრიო ნაგებობაა. აქ მოწყობილია სამზერი მოედანი, საიდანაც სიდნეის გასაოცარი პანორამა იშლება.ტურისტების განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს საოპერო თეატრის შენობა. ეს უნიკალური ნაგებობა მდებარეობს ძალიან პატარა კონცხზე. მას 3 მხრიდან გარს აკრავს წყალი და ისე გამოიყურება, თითქოს წყლიდაანაა ამოსული. ოპერის თეატრი ითვლება თანამედროვეობის ერთ-ერთ ღირსშესანიშნავ არქიტექტურულ ნაგებობად. გვერდიდან ის აფრების ერთობლიობას მოგვაგონებს, ყურის მხრიდან კი ერთმანეთში ჩასმულ ათეულობით თეთრ ნიჟარას. დარლინგ ჰარბორი ცენტრალური სიდნეის შიდა ყურეა და იგი ერთ-ერთი მთავარი ტურისტული ცენტრია. აქ მდებარეობს ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმი, სიდნეის ცნობილი აკვარიუმი, ჩინური ბაღი, პირმონტის უძველესი ხიდი. განსაკუთრებულ ყუადღებას იმსახურებს სიდნეის აკვარიუმი. ეს არის ცნობილი წყალქვეშა პარკი, სადაც შესაძლებელია გაეცნო საოცარი ტროპიკული თევზებისა და ზღვის სხვა ბინადრების ცხოვრებას. აკვარიუმში ზვიგენების მდიდარი კოლექციაა და მათზე დაკვირვება მინის წყალქვეშა გვირაბებიდანაა შესაძლებელი. სიდნეის ზოოპარკი ტარონგა ქვეყანაში ყველაზე დიდ ზოოპარკად ითვლება და მსოფლიოში ავსტრალიის ფაუნის საუკეთესო კოლექციას ფლობს. აქაური ბინადრები ღია ცის ქვეშ იმყოფებიან, გალიაში მხოლოდ რამდენიმეა, მაგალითად, მაიმუნი. ტროპიკული ფრინველებისთვის აგებულია სამსართულიანი სახლის სიმაღლის ვოლიერი. ქალაქის ცენტრში დგას სიდნეის სატელევიზიო ანძა. ეს არის ყველაზე მაღალი ნაგებობა სამხრეთ ნახევარსფეროში. ანძის სიმაღლე 350 მეტრია. 325 მეტრის სიმაღლეზე მოწყობილია გადმოსახედი მოედანი და ორი დიდი, მბრუნავი რესტორანი. სტუმრების ყურადღებას იპყრობენ ქალაქის მუზეუმები. ახალი სამხრეთ უელსის ხელოვნების გალერეის კოლექციაში შეგიძლიათ იხილოთ თანამედროვე მხატვრების ნამუშევრები და ასევე გაეცნოთ აბორიგენების შემოქმედებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია სიდნეის პლაჟები, რომელთა რაოდენობა 30-მდეა და სადაც დროს ძირითადად ადგილობრივი მაცხოვრებლები ატარებენ. პლაჟის ქვიშა ბუნებრივი, თეთრი და მოელვარეა. ყველა პლაჟზე არის აუზი, სადაც ოკეანის ახალი წყალი შედის და სადაც ნებისმიერ ამინდსა და დღე-ღამის ნებისმიერ დროს შეიძლება ბანაობა. ყველა პლაჟს აქვს გასახდელები, საშხაპეები და ტუალეტები. პლაჟიდან არც ისე მოშორებით განლაგებულია სხვადასხვაგვარი ტრენაჟორები, სკეიტბორდისა და გოლფის მოედნები, ბოულინგი. სიდნეიში ყველაზე პოპულარული პლაჟია ბონდი ბიჩი. მის სამხრეთ ნაწილში თავს იყრიან მოცურავეები და საწყლოსნო სპორტის სხვა სახეობების მოყვარულები. ერთდღიანი ექსკურსიებიდან, რომლებიც სიდნეიში იგეგმება, ყველაზე დიდ ინტერესს იწვევს ადგილობრივი ღვინის დეგუსტაცია Hunter Valley-ში, მოგზაურობა ისტორიულ პარკში “ძველი ქალაქი”. სიდნეიდან 104 კილომეტრში მდებარეობს ცისფერი მთები, რომელიც დღეში ნახევარ მილიონზე მეტ სტუმარს მასპინძლობს. ეს ერთ-ერთი ადგილია ავსტრალიაში იმ მცირე მხარეებიდან, სადაც თოვლი მოდის. ტურიზმის თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია ავსტრალიის დედაქალაქი კანბერა. ის სხვა ქალაქებისგან თავისი მდებარეობით გამოირჩება. იგი სანაპიროდან საკმაოდ მოშორებით, მთების გარემოცვაში, სხვა დიდ ქალაქებზე უფრო მაღლა მდებარეობს. კანბერის გეომეტრული ცენტრი არის დაბალი ბორცვი, რომელსაც გარს ორი წრიული საავტომობილო გზეა აკრავს.Aაქედან ქუჩები რადიალურად იშლება სხვადასხვა მიმართულებით. ქალაქის შუაში შექმნილია ხელოვნური ტბა, რომელიც ძალიან ჰგავს ფართო მდინარეს. დედაქალაქის პანორამა კარგად ჩანს ეინსლის მთიდან, რომელიც ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთითაა აღმართული. მთის პირდაპირ მდებარეობს ომის მემორიალური მუზეუმის შენობა მრგვალი გუმბათით, რომელიც ბიზანტიურ ტაძარს ანდა აღმოსავლურ მავზოლეუმს მოგვაგონებს. ტბის აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე პატარა კუნძულზე აღმართულია 46 მეტრი სიმაღლის თეთრი მონუმენტი. ეს არის ბრიტანეთის მთავრობის საჩუქარი კანბერის დაარსების 50 წლისთავთან დაკავშირებით. ტბის დასავლეთით არის 100 მეტრი სიმაღლის კაპიტან კუკის შადრევანი. კანბერის ერთ-ერთ არქიტექტურულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს ავსტრალიის მეცნიერებათა აკადემიის შენობა. კანბერაში მდებარეობს ავსტრალიის ეროვნული უნივერსიტეტი. მისგან ცოტა მოშორებით კი ბოტანიკური ბაღი.

გარდა ამისა ტურისტების ყურადღებას იპყრობს კარილიონი სამრეკლო კოშკი, რომელიც ყოველ 15 წუთში ლონდონის ბიგ ბენის მელოდიას იმეორებს. ასევე 195 მეტრი სიმაღლის სატელევიზიო ანძა, გადმოსახედი მოედნებით. უამრავი ტურისტი სტუმრობს ვიქტორიის შტატის დედაქალაქს – მელბურნს. ეს არის ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქი, საქმიანი ცხოვრების ცენტრი. აქ თავმოყრილია უმსხვილესი კორპორაციებისა და ფირმების, უდიდესი ბანკების შტაბ-ბინები და ოფისები. მელბურნი თავისი რბილი დაკომფორტული ჰავით, გამწვანებული პარკებითა და ბაღებით ყველაზე ევროპულ ქალაქად ითვლება ავსტრალიაში. აქ გვრდიგვერდ უამრავი ცათამბჯენი და ქვის სახლია განთავსებული. ქალაქში ექსკურსიის დროს შეიძლება დავათვალიეროთ ვიქტორიის შტატის ეროვნული მუზეუმი, სახელმწიფო ბიბლიოთეკა, წმ. პავლეს ტაძარი. ტურისტების დიდ ინტერესს იწვევს კაპიტან კუკის სახლი. მელბურნი არის განათლების ერთ-ერთი ცნობილი ცენტრი ქვეყანაში. აქ მდებარეობს სამი უნივერსიტეტი. მელბურნი ცნობილია თავისი სურათების გალერეით, რომელიც სამხრეთ ნახევარსფეროში საუკეთესოდ ითვლება, ასევე – ფეშენებელური სასტუმროებით და რესტორნებით, უდიდესი სტადიონით, რომელიც 120 ათას მაყურებელს იტევს. აქ მრავალი სპორტული ღონისძიება ტარდება დოღი მელბურნის თასის მოსაპოვებლად, ფორმულა-1 საერთაშორისო რბოლები, ავსტრალიის ღია ჩემპიონატი ჩოგბურთში და ა. შ. ფართოდაა ცნობილი მელბურნის ბოტანიკური ბაღი, რომელიც XIX საუკუნის შუა წლებში დაარსდა და ქვეყანაში საუკეთესოდ ითვლება. მელბურნიდან 50 კმ-ში მაღალ მთებს შორის, ევკალიპტების ჩრდილში, მდებარეობს ზოოლოგიური ნაკრძალი ჰილსვილი, სადაც შეგიძლიათ ნახოთ ავსტრალიური სირაქლემა ემუ, კენგურუ, ექიდნა, გიგანტური ხვლიკი გოანა და სხვა ენდემური ცხოველები. მელბურნიდან 120 კმ-ში მდებარეობს კუნძული ფილიპი – ველური ავსტრალიური ცხოველების სამყარო, სადაც ტურისტებს საშუალება აქვს გაიცნონ ისეთი ცხოველები, როგორებიცაა კენგურუ, კოალა, ვომბატი. საღამოობით კი თვალი ადევნონ “პინგვინების აღლუმს” საოცარ სანახაობას, როდესაც დილაუთენია ოკეანეში წასული ასობით პატარა პინგვინი ერთდროულად ბრუნდება ხმელეთზე.

დამსვენებელთა მნიშვნელოვან რაოდენობას იზიდავს კვინსლენდის შტატის დედაქალაქი ბრისბენი. ქალაქი განლაგებულია ზღვიდან 30-40 კმ-ის დაშორებით. აქ მდებარეობს შესანიშნავი ბოტანიკური ბაღი, სადაც წარმოდგენილია შტატის მდიდარი ფლორა. ბრისბენიდან შეგიძლიათ მოხვდეთ ლოუნ პაინში, სადაც შეიძლება ჩანთოსანი დათვის კოალასა და რუხი კენგურუს ნახვა. სამხრეთით, დაახლოებით 100 კმ-ში მდებარეობს პოპულარული საზღვაო კურორტი – ოქროს ნაპირი, ფართო პლაჟებითა და ყოველთვის კარგი ამინდით. სადაც წელიწადში 300-ზე მეტი მზიანი დღეა. იგი შედგება 35 პლიაჟისაგან. აქ განვითარებულია სპორტის სხვადასხვა სახეობა, ვინდ-სერფინგი, ყვინთვა, იახტინგი, წყალქვეშა ცურვა. აქვეა ჩოგბურთისა და გოლფის შესანიშნავი მოედნები. სამხრეთ ნახევარსფეროს ყველაზე დიდ გასართობ პარკში “ზღვის სამყარო” შესაძლებელია დელფინებისა და ზღვის კატების, ვეშაპებისა და ზღვის ლომების ნახვა. აქვე გახსნილია აკვაპარკი. მნახველთა დიდ ნაწილს იზიდავს პარკი “კინოს სამყარო”, სადაც ჰოლივუდის ატმოსფერო სუფევს. აქ ტურისტებს შეუძლიათ იხილონ პოპულარული კინოგმირები და, რაც მთავარია, თვითონ გახდნენ ფილმის მონაწილეები: გაისეირნონ ბეტმენის მანქანით, ან მონაწილეობა მიიღონ ბანკის გაძარცვაში. “ოცნებების სამყარო” არის სხვადასხვა ატრაქციონების პარკი, სადაც ძველი ავსტრალიის ატმოსფერო იგრძნობა. აქ შესაძლებელია ევკალიტის ტყეში გასეირნება, კოალას ხელში აყვანა და კენგურუების გამოკვება. დიდი პოპულარობით სარგებლობს პარკი, რომელიც მრავალგვარ წყლის ატრაქციონს სთავაზობს დამსვებებლებს. ბრისბენში არის ქვეყანის უდიდესი სამორინე, აქვეა რესტორნები, ბარები, კაფეები და საკონცერტო დარბაზი. ტურისტების მნიშვნელოვან რაოდენობას იზიდავს დიდი ბარიერული რიფი, რომელიც ჩრდილო-აღმოსავლეთის სანაპიროს გასწვრივ 2500 კილომეტრზეა გადაჭიმული. ეს მსოფლიოში ყველაზე გრძელი მარჯნის წარმონაქმნია. ყველა ფორმისა და ფერის მარჯნის გარდა, ამ წყლებში 1,5 ათასზე მეტი სახეობის თევზი და კიბოსებრი ცხოვრობს. აქ არის უნიკალური ტროპიკული ბუნება ეგზოტიკური ფლორითა და ფაუნით, შესანიშნავი პლაჟებითა და სუფთა წყლით. ეს ნამდვილი სამოთხეა წყალწვეშა ცურვის მოყვარულთათვის. ალის სპრინგსი არის ქალაქი, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთის ტერიტორიაზე, ავსტრალიის ცენტრში. დღეს ის მნიშვნელოვან ტურისტულ ცენტრს წარმოადგენს. სტუმრების უდიდეს ინტერესს იწვევს ახლოს ეროვნულ პარკში მდებარე კლდოვანი წარმონაქმნი, სახელად ულურუ (ევროპული სახელწოდება აიერს-როკი), რომელიც ისეთი ქანებითაა აგებული, რომ მზის ჩასვლის დროს ნაკვერჩხალს წააგავს. ადგილი 1987 წელს იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანა. ყოველწლიურად ულურუში ნახევარ მილიონამდე ტურისტი ჩადის. დარვინი ავსტრალიის ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე პორტია და წარმოადგენს ჩრდილოეთის ტერიტორიის ადმინისტრაციულ ცენტრს. მეორე მსოფლიო ომის დროს ის ძალიან დაზარალდა, ხოლო 1974 წელს ციკლონმა ტრეისიმ თითქმის მთლიანად დაანგრია. დღეს დარვინი თანამედროვე არქიტექტურული ქალაქია. ტურისტულ ცენტრად ის აქცია მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივმა პარკმა კაკადუ. დასავლეთ ავსტრალიის დედაქალაქი პერტი არის თანამედროვე ქალაქი მაღალი შენობებითა და შემორჩენილი ძველი ნაგებობებით. დასავლეთ ავსტრალია საინტერესოა მრავალფეროვანი ბუნებრივი რესურსებით, ასევე აქ არის მოვარდისფრო ალმასების მოპოვების მსოფლიოში ერთადერთი საბადო, ოქროს დიდი მარაგები, მარგალიტის გამოზრდის ფერმები. ასევე საინტერესოა სამხრეთ ავსტრალიის დედაქალაქი ადელაიდა. ქალაქი კარგადაა დაგეგმილი ფართო ქუჩებით და უამრავი პარკით. ადელაიდაში ბევრი ტაძარი და ეკლესიაა. ტურისტებს აქ იზიდავთ კუნძული კენგურუ. ადელაიდადან ცოტა მოშორებით მდებარეობს ბაროსას ხეობა, რომელიც განთქმულია თავისი ღვინით. ასევე სიახლოვესაა აბორიგენების მიერ მოხატული კლდეები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მომსახურების სფერო. ავსტრალიაში სასტუმროები უმაღლესი სტანდარტებით არის მოწყობილი და კლიენტებს ხელსაყრელ ფასებს სთავაზობს. ავსტრალიაში ჩამოსული ტურისტების ყველაზე დიდი რაოდენობა არის ამერიკის შეერთებული შტატებიდან და ახალი ზელანდიიდან. დიდი ნაკადი მოდის ასევე ევროპიდან (განსაკუთრებით დიდი ბრიტანეთიდან) და აზიიდან (მალაიზიიდან, სინგაპურიდან, იაპონიიდან და ჩინეთიდან, კერძოდ, ჰონგ-კონგიდან). ავსტრალიელებსაც უყვართ მოგზაურობა. განსაკუთრებული ნაკადი ავსტრალიიდან მიემართება ახალ ზელანდიაში, მალაიზიაში, სინგაპურში, იაპონიაში, ჰონგ-კონგში. ევროპის ქვეყნებიდან პოპულარულია დიდი ბრიტანეთი, რაც აიხსნება მათი ეკონომიკური, პოლიტიკური, ეთნიკური და კულტურული კავშირით. გარდა ამისა ავსტრალიელები მოგზაურობენ იტალიაში, ესპანეთში, საფრანგეთში.

დემოგრაფია

ისტორიული მოსახლეობა[36]
წელი ადგილობრივი მოსახლეობა
1788-მდე დაახლ. 350 000
წელი არაადგილობრივი მოსახლეობა ზრდა
1788 900  —
1800 5200 477.8 %
1850 405 400 7696.2 %
წელი სრული მოსახლეობა ზრდა
1900 3 765 300  —
1910 4 525 100 20.2 %
1920 5 411 000 19.6 %
1930 6 501 000 20.1 %
1940 7 078 000 8.9 %
1950 8 307 000 17.4 %
1960 10 392 000 25.1 %
1970 12 663 000 21.9 %
1980 14 726 000 16.3 %
1990 17 169 000 16.6 %
2000 19 169 100 11.6 %
2009 21 828 704 13.6 %

ავსტრალიის მოსახლეობის დინამიკაში მნიშვნელოვანია მიგრაციის როლი. მეორე მსოფლიო ომამდე ეროვნული შემადგენლობა მრავალფეროვნებით არ გამოირჩეოდა. მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ბრიტანეთის კუნძულებიდან ჩამოსულები ან მათი შთამომავლები წარმოადგენდნენ. დღეს სიტუაცია მნიშვნელოვნად შეცვლილია. სიმჭიდროვე ერთ-ერთი დაბალია მსოფლიოში. ურბანიზაცია კი ერთ-ერთი ყველაზე მაღალი. საშუალო სიმჭიდროვე შეადგენს ორ კაცს კვადრატულ კილომეტრზე. მჭიდროდ დასახლებული რაიონებიდან კი გამოირჩევა ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი, როცა ცენტრალური რაიონები თითქმის დაუსახლებელია.

22 მილიონი მოსახლეობიდან, ძირითადად ავსტრალიელები არიან კოლონიური თაობის მოსახლეებისა და ევროპიდან ფედერაციული იმიგრაციის შემდეგი პერიოდის შთამომავლები. მოსახლეობის 90 % არის ევროპული წარმოშობის. 2006 წლის აღწერის მიხედვით, უმრავლესობამ საკუთარ წინაპრად დაასახელა ავსტრალიელები (37,13%)[37], შემდეგ მოდიან ინგლისელები (31.65 %), ირლანდიელები (9.08 %), შოტლანდიელები (7.56 %), იტალიელები (4.29 %), გერმანელები (4.09 %), ჩინელები (3.37 %) და ბერძნები (1.84 %).[38]

ავსტრალიის მოსახლეობა გაოთხმაგდა პირველი მსოფლიო ომის დასასრულის შემდეგ[39], რაც განაპირობა პატივმოყვარე იმიგრაციის პროგრამამ. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ 2000 წლამდე, თითქმის 5.9 მილიონი ახალი იმიგრანტი დასახლდა ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ დაახლ. ყოველი შვიდი ადამიანიდან ორი დაბადებულია ზღვის გადაღმა[40].

2001 წელს, ავსტრალიელების 23.1 %-ს შეადგენდა ხუთი უდიდესი ჯგუფი, რომლებიც დაიბადნენ ზღვის გადაღმა, იყვნენ მოსულნი დიდი ბრიტანეთიდან, ახალი ზელანდიიდან, იტალიიდან, ვიეტნამიდან და ჩინეთიდან[41].

1973 წელს თეთრი ავსტრალიის პოლიტიკის გაუქმების შემდეგ, მრავალეროვანმა მთავრობამ ინიციატივები წამოაყენა, რომ ხელი შეწყობოდა რასულ ჰარმონიას, რომელიც დაფუძნებული იყო მულტიკულტურიზმის პოლიტიკაზე[42]. 2005-2006 წწ. 131 000-ზე მეტი ადამიანი გადასახლდა ავსტრალიაში, ძირითადად აზიიდან და ოკეანეთიდან[43]. მიგრაციის ნიშანი 2006-07 წლებისთვის იყო 144 000[44]. 2008-2009 წწ. საერთო იმიგრაცია იყო 300 000 - უმაღლესი მაჩვენებელი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ[45][46].

 
დაახლ. ავსტრალიელების სამი მეოთხედი ცხოვრობს მეტროპოლიტურ ქალაქებსა და სანაპირო ზოლებში[47]

ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობა — აბორიგენები და ტორესის სრუტის კუნძულებზე მცხოვრებნი 2001 წლის მონაცემებით შეადგენს 410 003 ადამიანს (მთელი მოსახლეობის 2.2 %). იგი 1976 წლის აღწერიდან მნიშვნელოვნადაა გაზრდილი. ამ წელს ადგილობრივი მოსახლეობა 115 953 კაცს შეადგენდა.[48]. ადგილობრივი მკვიდი მოსახლეობის დიდი ნაწილი არ იყვნენ იდენტიფიცირებული აღწერაში. შემდეგ ABS-მ დაითვა 2001 წელს მათი რაოდენობა და შეადგენდა დაახლ. 460 140 კაცს (მთელი მოსახლეობის 2.4%).[49]

ადგილობრივი მკვიდრი ავსტრალიელების პატიმრობისა და უმუშევრობის გამოცდილების შეფასება საშუალოზე მაღალია, დაბალია განათლება და ცხოვრების ხანგრძლივობა კაცებსა და ქალებს შორის 11-17 წლით მცირეა არაადგილობრივ ავსტრალიელებთან შედარებით[50][51].

ბევრი სხვა განვითარებული ქვეყნის მსგავსად, ავსტრალია იტანს დემოგრაფიულ ცვლილებას მოხუცი მოსახლეობის მიმართ, 2004 წელს, მოქალაქეების საშუალო ასაკი იყო 38,8 წელი[52]. ავსტრალიელების დიდი რიცხვი (759 849 2002-03 წლებში)[53] ცხოვრობდნენ თავიანთი სახლების გარეთ.

გასული საუკუნის დასაწყისში, ავსტრალიის მოსახლეობა შეადგენდა დაახლ. 3 765 300 კაცს. ეს რიცხვი გაიზარდა 579 %-ით და დღესდღეობით ავსტრალიის მოსახლეობა შეადგენს 21 828 704 კაცს.

ენა

ინგლისური არის ქვეყნის ეროვნული ენა[2]. ავსტრალიური ინგლისური არის ენის ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი, თავისი საკუთარი დამახასიათებელი აქცენტითა და ლექსიკონით, მაგრამ ნაკლებადაა მასში დიალექტების ვარიანტები (გარდა პატარა რეგიონალური გამოთქმებისა და ლექსიკური ცვლილებებისა), ვიდრე ბრიტანულში და ამერიკულ ინგლისურში. გრამატიკა და მართლწერა ძირითადად დაფუძნებულია ბრიტანულ ინგლისურზე. 2001 წლის აღწერის მიხედვით, მოსახლეობის 80 %-ს შეუძლია ლაპარაკი მხოლოდ ინგლისურ ენაზე. შემდეგ მოდის: ჩინური (2,1 %), იტალიური (1,9 %) და ბერძნული (1,4 %) ენები.

მნიშვნელოვანი პროპორცია პირველსა და მეორე თაობის გადმოსახლებულებს შორის ორენოვნებაა. ჯერათ, რომ დაახლ. 200-300 ავსტრალიური აბორიგენული ენა არსებობდა ევროპელებთან პირველი კონტაქტის პერიოდში. ამათგან დაახლ. 70 ენა გადარჩა და ბევრი ენაზე მხოლოდ მოხუცი ხალხი თუ ლაპარაკობს. მარტო 18 აბორიგენულ ენაზე ლაპარაკობს ყველა ასაკის ხალხი[54]. აბორიგენული ენა მხოლოდ 50 000 კაცისთვის (მთელი მოსახლეობის 0,25 %) დარჩა მთავარ ენად. ავსტრალიას აქვს ნიშნების ენა, ცნობილი როგორც აუსლანი, რომელიც მთავარი ენაა დაახლ. 6500 მუნჯი ადამიანისათვის.

რელიგია

ავსტრალიას არ აქვს ოფიციალური რელიგია. 2006 წლის აღწერით, ავსტრალიელების 64 % იყო ქრისტიანთა სიაში, მათ შორის 26 % კათოლიკეები, ხოლო 19 % ანლიკანეები. "ათეისტები" (რომელიც მოიცავს საუკუნო ჰუმანიზმს, ათეიზმს, აგნოსტიციზმსა და რაციონალიზმს) ავსტრალიელების 19 %-ს შეადგენენ და არის ყველაზე ზრდადი ჯგუფი (2006 წლისა და 2001 წლის აღწერებს შორის სხვაობის თანახმად), ხოლო დანარჩენმა 12 %-მა უარი განაცხადა პასუხზე ან მისცა არაადეკვატური განმარტება. ავსტრალიაში მეორე ყველაზე დიდი რელიგიაა ბუდიზმი (2,1 %), შემდეგ მოდის ისლამი (1,7) და ინდუიზმი (0,8). საერთო ჯამში, ავსტრალიელების დაახლ. 6 % არაქრისტიანია[55]. 2004 წელს, ყოველკვირეული დასწრება ეკლესიურ სერვისებში იყო დაახლ. 1,5 მილიონი: მოსახლეობის დაახლ. 7,5 %[56]. რელიგია არ თამაშობს მთავარ როლს მოსახლეობის ცხოვრებაში[57].

განათლება

სკოლაში დასწრება სავალდებულოა მთელ ავსტრალიაში. ავსტრალიის უმეტეს შტატში, 5-6 წლის ყველა ბავშვი იწყებს სწავლას და იღებს 11 წლიან სავალდებულო განათლებას, შემდეგ შეუძლიათ ისწავლონ დამატებითი ორი სასწავლო წელი (11-ე და 12-ე კლასები). ავსტრალიის განათლება შეფასებულია მსოფლიოს მასშტაბით მერვე ადგილზე[58]. 25-იდან 64 წლამდე ავსტრალიელების დაახლ. 58 %-ის აქვს პროფესიონალური ან მესამეული კვალიფიკაციები და მესამეული კურსდამთავრებულების შეფასება 49 %-ით არის ერთ-ერთი მაღალი მსოფლიოში.

კულტურა

 
სამეფო საგამოფენო დარბაზი მელბურნში

იყო პირველი შენობა ავსტრალიაში, რომელიც იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი გახდა 2004 წელს 1788 წლიდან, ავსტრალიური კულტურის თავდაპირველი საფუძველი იყო ანგლო-კელტური დასავლეთის კულტურა. ავსტრალიის თავისებური კულტურული მახასიათებლები წარმოიშვა ქვეყნის ბუნებრივი გარემოსა და აბორიგენების კულტურისაგან. XX საუკუნის შუა წლებში, ავსტრალიის კულტურაზე ძლიერი ზემოქმედება მოახდინა ამერიკულმა პოპულარულმა კულტურამ, ძირითადად ტელევიზიამ და კინომ. სხვა კულტურული ზემოქმედება განიცადა მოსაზღვრე აზიური ქვეყნებისა და არაინგლისურად მოლაპარაკე ქვეყნებიდან გადმოსახლებული ხალხის მიერ.

 
არტურ სტრიტონის პეიზაჟი - Sunlight Sweet

ავსტრალიური სახვითი ხელოვნება მიჩნეულია, რომ დაიწყო კლდისა და ხის ქერქზე მხატვრობასთან ერთად[59]. ევროპული დასახლებების დროიდან, ავსტრალიური მხატვრობის თემა იყო ავსტრალიური პეიზაჟი, მაგალითისთვის ალბერტ ნამატჟირას, არტურ სტრიტონისა და სხვა ჰიდელბერგის სკოლის მიმდევრების ნამუშევრები. ქვეყნის პეიზაჟები იმეორებს შთაგონების წყაროს ავსტრალიური თანამედროვე მხატვრებისათვის; იგი იქნა დახატული სახელოვან ნამუშევრებში, რომელიც შეასრულეს ისეთმა არტისტებმა, როგორებიც არიან: სიდნეი ნოლანი, გრეის კოსინგტონ სმიტი, ფრედ უილიამსი, სიდნეი ლონგი და კლიფტონ ფუგი. ავსტრალიელ არტისტებზე გავლენა მოახდინა თანამედროვე ამერიკულმა და ევროპულმა მხატვრობამ. მათ შორის ხელოვანებმა: კუბისტი გრეის კროული, სურეალისტი ჯეიმზ გლისონი, აბსტრაქტული ექსპრესიონისტი ბრეტ ვიტელი და პოპ-არტისტი მარტინ შარპი. ავსტრალიის ეროვნული გალერეა და სხვა მთავარი გალერეები ინახავენ ავსტრალიურ და ზღვის გადაღმა კოლექციებს, მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღევანდელ დღემდე.

ყოველი შტატის დედაქალაქში არის სიმფონიური ორკესტრი და ეროვნული ოპერია, ოპერა ავსტრალია, რომელიც გახდა გამოჩენილი ჯოან საზერლენდის მეშვეობით. ნელი მელბა იყო მისი ცნობილი წინამორბედი. ბალეტი და ცეკვა არის წარმოდგენილი ავსტრალიური ბალეტისა და სხვადასხვა შტატის მოცაკვევეების კომპანიების მიერ. თითოეულ შტატს აქვს საკუთარი საზოგადო თეატრის საფონდო კომპანიები.

 
აბორიგენული სიმღერისა და ცეკვის შესრულება ავსტრალიის ეროვნული საზღვაო მუზეუმში, სიდნეი

ავსტრალიის კინოს ინდუსტრია დაიწყო 1906 წელს კელის ბანდის ისტორიის გამოცემით, რომელიც მიჩნეულია მსოფლიოს უპირველესი სრულმეტრაჟიან ფილმად[60].ავსტრალიის კინოს ახალმა ტალღამ 1970-იან წლებში მოიტანა გამომწვევი და წარმატებული ფილმები, ზოგიერთი მათგანი იკვლევდა ერის კოლონიურ წარსულს, როგორიცაა პიკნიკი ჰენგინგ-როკზე და ბრეიკერ მორანტი. შემდეგი ჰიტებია გიჟი მაქსი და გალიპოლი. შედარებით ახალი წარმატებული ფილმებია: კაშკაში, Rabbit-Proof Fence, და ბედნიერი ფეხები.

ავსტრალიის განსხვავებული პეიზაჟები და ადგილები გამოყენებულია ისეთ ფილმებში, როგორიცაა მატრიცა, პიტერ პენი, სუპერმენის დაბრუნება და ნემოს ძიებაში. უკანასკნელი ცნობილი ავსტრალიელები არიან: ჯუდით ანდერსონი, ეროლ ფლინი, ნიკოლ კიდმანი, ჰიუ ჯეკმენი, ჰით ლეჯერი, ჯეფრი რაში, ტონი კოლეტი, ნაომი უოტსი და ამჟამინდელი სიდნეის თეატრის კომპანიის რეჟისორი კეიტ ბლანშეტი.

ავსტრალიის ლიტერატურა ასევე მოქცეულია პეიზაჟის გავლენის ქვეშ. ნამუშევრები, რომლებიც დაწერილია ისეთი მწერლებისაგან, როგორებიც არიან ბანჟო პატერსონი, ჰენრი ლოუსონი და დორეთი მაკელარი, აღწერენ და გადმოცემენ ავსტრალიურ ტყიან ადგილებს. კოლონიური ავსტრალიის პერსონაჟები, წარმოდგენილი ადრეულ ლიტერატურაში, დღესაც პოპულარულია თანამედროვე ავსტრალიელებში. 1973 წელს, პატრიკ უაიტი დაჯილდოებული იქნა ნობელის პრემიით ლიტერატურის დარგში. იგი ერთადერთია ავსტრალიელია, რომელმაც მიიღო ეს ჯილდო. ასევე ცნობილი ავსტრალიელი მწერლები არიან: კოლინ მაკალოუ, ტომას კინილი, დევიდ უილიამსონი და დევიდ მალუფი.

15 წელს გადაცილებული ავსტრალიელების დაახლ. 24 % იღებს რეგულარულად მონაწილეობას სპორტულ მოღვაწეობაში. ავსტრალიას ჰყავს ძლიერი საერთაშორისო გუნდები კრიკეტში, ფეხბურთში, ბალახის ჰოკეიში, ნეტბლოსა და რაგბიში. ასევე წარმატებულად გამოდიან ცურვაში, ნიჩბოსნობასა და ველოსპორტში. ავსტრალიელი ყველაზე ცნობილი და წარმატებული სპორტსმენები არიან მოცურავეები დონ ფრეიზერი, მარეი როუზი და იან ტორპი, სპრინტერი ბეტი კუთბერტი, ტენისის მოთამაშე როდ ლაიბერი და მარგარეტ კორტი, კრიკეტის მოთამაშე დონალდ ბრადმენი. ავსტრალიაში ასევე გავრცელებულია ავსტრალიური ფეხბურთი, ცხენოსნობა, სერფინგი და საავტომობილირო რბოლები. ავსტრალიამ უმასპინძლა 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიადას მელბურნში, ხოლო 2000 წლის ზაფხულის ოლიმპიადას სიდნეიში[61]. ავსტრალიამ ასევე უმასპინძლა 1938 წლის ბრიტანეთის იმპერიის თამაშებს, 1962 წლის ბრიტანეთის იმპერიისა და თანამეგობრობის თამაშებს, 1982 და 2006 წლები თანამეგობრობის თამაშებს.

მემკვიდრეობა

საერთაშორისო შეფასებები

ცნობილი ავსტრალიელები (XX ს.)

ლიტერატურა

  • გ. ჭანტურია, ნ. მამალაძე, მ. ბლიაძე - მსოფლიო გეოგრაფია, XI კლასის სახელმძღვანელო; "საქართველოს მაცნე"; 2007 წ; გვ: 266-271

რესურსები ინტერნეტში

 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:

შენიშვნები

  1. ავტრალიის სამეფო ჰიმნი „ღმერთო დაიფარე დედოფალი“, სრულდება ავსტრალიაში სამეფო ოჯახის წევრის ყოფნისას. სხვა ყველა შემთხვევაში სრულდება, ავსტრალიის ეროვნული ჰიმნი, „წინ, მშვენიერო ავსტრალიავ“.[1]
  2. ინგლისურს არ გააჩნია დე იურე სტატუსი.[2]
  3. 3.0 3.1 ავსტრალიაში რამდენიმე სასაათო სარტყელია.
  4. ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონი ოსს-ის (Oss) სახით ტერმინის პირველ ხმარებას 1908 წლით ათარიღებს. ოზ-ს (Oz) ხშირად ირიბად აკავშირებენ ფრენკ ბაუმის რომან ოზის საოცარ ჯადოქარზე (1900) დაფუძნებულ ფილმ ოზი ჯადოქარში (1939) გამოგონილ „ოზის მიწასთან“.[13] ავსტრალიელების „ავსტრალიის წარმოსახვა როგორც 'ოზის მიწა' არ არის ახალი, და მისადმი მიძღვნა ღრმა წარსულში მიდის“.[14] ოზ–ის მართლწერა, შესაძლებელია 1939 წლის ფილმის გავლენით გაჩნდა, მაშინ როცა გამოთქმა ალბათ ყოველთვის /z/-თი იყო.[15]

სქოლიო

  1. Australian National Anthem. დაარქივებულია ორიგინალიდან — 9 ნოემბერი 2007. ციტირების თარიღი: 2 იანვარი 2019.
    16. Other matters – 16.3 Australian National Anthem.
    [2002] (2005) „National Symbols“, Parliamentary Handbook of the Commonwealth of Australia, 29th. ციტირების თარიღი: 7 June 2007.  დაარქივებული 11 June 2007[Date mismatch] საიტზე Wayback Machine.Category:Webarchive-ის თარგის შეტყობინებები
  2. 2.0 2.1 Pluralist Nations: Pluralist Language Policies?. 1995 Global Cultural Diversity Conference Proceedings, Sydney. Department of Immigration and Citizenship. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-26. ციტირების თარიღი: 2009-01-11. "English has no de jure status but it is so entrenched as the common language that it is de facto the official language as well as the national language."
  3. 2016 Census data reveals "no religion" is rising fast. Australian Bureau of Statistics (2017-06-27). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 May 2013.
  4. (2009) Collins English Dictionary. Bishopbriggs, Glasgow: HarperCollins, გვ. 18. ISBN 978-0-00-786171-2. 
  5. Population clock. Australian Bureau of Statistics website. Commonwealth of Australia. ციტირების თარიღი: 24 December 2018. The population estimate shown is automatically calculated daily at 00:00 UTC and is based on data obtained from the population clock on the date shown in the citation.
  6. თარგი:Census 2016 AUS
  7. 7.0 7.1 7.2 7.3 Australia. International Monetary Fund (April 2018). ციტირების თარიღი: 22 April 2018.
  8. "26 Australia 0.449 0.328"OECD Economic Surveys: Norway 2012. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-08-12. ციტირების თარიღი: 2019-01-02.
  9. UN Human Development Indices and Indicators Statistical Update. United Nations Development Programme (2018).
  10. MacKnight, CC (1976). The Voyage to Marege: Macassan Trepangers in Northern Australia. Melbourne University Press.
  11. მოსახლეობის აღწერა (2011)
  12. Australia: World Audit Democracy Profile. WorldAudit.org. ციტირების თარიღი: 2008-01-05.
  13. Jacobson, H. (1988) In the Land of Oz, Penguin, ISBN 0-14-010966-8.
  14. The Americana Annual: 1988, Americana Corporation, vol. 13, 1989, p. 66, ISBN 0-7172-0220-8.
  15. Partridge, Eric, et al., The New Partridge Dictionary of Slang and Unconventional English, Taylor & Francis, 2006, ISBN 0-415-25938-X, entries "Oz" and "Ozzie", p. 1431.
  16. (2010) Macquarie Dictionary 5th Edition. Macmillan Publishers Australia. ISBN 9781876429669. 
  17. 17.0 17.1 Kennett, Jeff (11 November 2011). „C'mon Aussie, let's grow up“. Herald Sun. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აგვისტო 2014. ციტირების თარიღი: 22 February 2014.
  18. Claire Harvey, Aussie farewell to life in "Kiwi". Retrieved 29 December 2011.
  19. Lee, Julian (27 November 2009). „C'mon Aussie: cricket anthem reprised to get bums on seats“. The Sydney Morning Herald. ციტირების თარიღი: 22 February 2014.
  20. Australia in Brief: The island continent. Department of Foreign Affairs and Trade. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2003-08-20. ციტირების თარიღი: 2009-05-29.
  21. Williams, J. et al. 2001. Biodiversity, Australia State of the Environment Report 2001 (Theme Report), CSIRO Publishing on behalf of the Department of the Environment and Heritage, Canberra. ISBN 0-643-06749-3 .pdf
  22. Gillespie, R. (2002). Dating the first Australians. Radiocarbon 44:455–72; Dating the First Australians. Ingenta. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-01-03. ციტირების თარიღი: 2008-03-18.
  23. RJW. (2004-03-29) The Birth of the Commonwealth of Nations. Know-britain.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-28. ციტირების თარიღი: 2009-10-07.
  24. Convict Records დაარქივებული 2005-12-25 საიტზე Wayback Machine. Public Record office of Victoria; State Records Office of Western Australia დაარქივებული 2007-03-15 საიტზე Wayback Machine. .
  25. Australian Bureau of Statistics 1998 Special Article—The State of New South Wales.
  26. Smith, L. (1980), The Aboriginal Population of Australia, Australian National University Press, Canberra.
  27. Smallpox Through History. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-10-31. ციტირების თარიღი: 2009-12-19.
  28. Tatz, Colin. (1999)Genocide in Australia. AIATSIS Research Discussion Papers No 8. Australian Institute of Aboriginal and Torres Strait Islander Studies. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2005-08-08. ციტირების თარიღი: 2007-09-13.
  29. Bain Attwood, Telling the Truth about Aboriginal History. (2005) online edition დაარქივებული 2011-06-23 საიტზე Wayback Machine.
  30. (1957) Official year book of the Commonwealth of Australia – Google Books. Books.google.com. ციტირების თარიღი: 2009-10-07. 
  31. Stuart Macintyre, The Oxford History of Australia: vol 4 (1986), p. 142; C. Bean Ed. (1941). Volume I - The Story of Anzac: the first phase დაარქივებული 2008-08-28 საიტზე Wayback Machine. , First World War Official Histories, Eleventh Edition.
  32. First World War 1914 – 1918. Australian War Memorial. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-16. ციტირების თარიღი: 2006-12-05.
  33. Macintyre, 151–3; Liz Reed, Bigger than Gallipoli: war, history, and memory in Australia‎ (2004) p. 5 online.
  34. Australia Act text
  35. www.ag.gov.au Administrator of Norfolk Island. Australian Government Attorney-General's Department. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-02-21. ციტირების თარიღი: 2009-07-21.
  36. AUSTRALIA: population growth of the whole country. populstat.info. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-21. ციტირების თარიღი: 2008-07-22. 19th century figures do not include the indigenous population.
  37. The Australian Bureau of Statistics have stated that most who list "Australian" as their ancestry are part of the Anglo-Celtic group. [1]
  38. 20680-Ancestry by Country of Birth of Parents - Time Series Statistics (2001, 2006 Census Years) - Australia. Australian Bureau of Statistics (27 June 2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-10-01. ციტირების თარიღი: 2008-12-30.
  39. 3105.0.65.001—Australian Historical Population Statistics, 2006 (XLS). Australian Bureau of Statistics (23 May 2006). ციტატა: „Australian population: (1919) 5 080 912; (2006) 20 209 993“ ციტირების თარიღი: 2007-09-18.
  40. Background note: Australia. US Department of State. ციტირების თარიღი: 2007-05-19.
  41. Australian Population: Ethnic Origins დაარქივებული 2011-07-19 საიტზე Wayback Machine. .
  42. The Evolution of Australia's Multicultural Policy. Department of Immigration and Multicultural and Indigenous Affairs (2005). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2006-02-19. ციტირების თარიღი: 2007-09-18.
  43. Settler numbers on the rise დაარქივებული 2007-12-01 საიტზე Wayback Machine. .
  44. Inflow of foreign-born population by country of birth, by year; Australian Immigration Fact Sheet 20. Migration Programme Planning Levels დაარქივებული 2012-07-11 საიტზე Wayback Machine. .
  45. Immigration intake to rise to 300 000, 11/06/2008.
  46. 300 000 skilled workers needed - Evans.
  47. The Beach დაარქივებული 2011-04-08 საიტზე Wayback Machine. , www.cultureandrecreation.gov.au. Retrieved on 31 January 2009.
  48. 1301.0 - Year Book Australia, 2004. Australian Bureau of Statistics (27 February 2004). ციტირების თარიღი: 24 April 2009.
  49. 4705.0 - Population Distribution, Indigenous Australians, 2001. Australian Bureau of Statistics (26 June 2002). ციტირების თარიღი: 24 April 2009.
  50. Stephen Lunn (26 November 2008). „Life gap figures not black and white“. The Australian. დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ივლისი 2009. ციტირების თარიღი: 24 April 2009.
  51. Joel Gibson (10 April 2009). „Indigenous health gap closes by five years“. The Sydney Morning Herald. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 სექტემბერი 2009. ციტირების თარიღი: 24 April 2009.
  52. Parliament of Australia, Parliamentary Library (2005). Australia’s aging workforce.
  53. Parliament of Australia, Senate (2005). Inquiry into Australian Expatriates დაარქივებული 2008-07-08 საიტზე Wayback Machine. .
  54. National Indigenous Languages Survey Report 2005. Department of Communications, Information Technology and the Arts. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-07-09. ციტირების თარიღი: 2009-09-05.
  55. Cultural Diversity. 1301.0 - Year Book Australia, 2008. Australian Bureau of Statistics (7 February 2008). ციტირების თარიღი: 2009-01-23. (See subsection titled "Religion").
  56. NCLS releases latest estimates of church attendance, National Church Life Survey, Media release, 28 February 2004.
  57. Morris, Lindy. God's OK, it's just the religion bit we don't like (2008), Sydney Morning Herald. Retrieved on 5 January 2008.
  58. OECD 42/8/39700724.
  59. Welch, David. "Aboriginal Fine Arts Gallery", aaia.com.au. Retrieved on 2 November 2008.
  60. Jo Chichester. (2007)Return of the Kelly Gang. The UNESCO Courier. UNESCO. ციტირების თარიღი: 2009-02-01.
  61. ABS medal tally: Australia finishes third, Australian Bureau of Statistics. Retrieved on 25 January 2008.