ტასმანიის შტატი
| |||
დევიზი: „Ubertas et Fidelitas“ | |||
მეტსახელი: „ვაშლის კუნძული“ | |||
დედაქალაქი | ჰობარტი | ||
ფართობი * საერთო * ხმელეთი * წყალი |
90 758 კმ² (მე-7 ადგილი) 68 401 კმ² 22 357 კმ² (24,63%) | ||
მოსახლეობა (2011) * რაოდენობა * სიმჭიდროვე |
495 354 (მე-6 ადგილი) 7,24/კმ² (მე-4 ადგილი) | ||
დროის სარტყელი | UTC+10:00 (UTC+11:00 ზაფხულში) | ||
პარლამენტი * წარმომადგენელთა რაოდენობა * სენატორების რაოდენობა |
5 12 | ||
აბრევიატურა * საფოსტო * ISO 3166-2 |
TAS AU-TAS | ||
ვებ-გვერდი |
{{{ვებ-გვერდი}}} |
ტასმანია (ინგლ. Tasmania) — ავსტრალიის შტატი. განლაგებულია კუნძულ ტასმანიაზე მატერიკიდან სამხრეთით 240 კმ-ში, რომლისაგანაც გამოყოფილია ბასის სრუტით. 1642 წელს იგი აღმოაჩინა აბელ ტასმანმა და ვან დიმენის მიწა უწოდა. 1856 წელს ეწოდა ტასმანია. 1876 წელს გარდაიცვალა უკანასკნელი ტასმანიელი ტრიგანინი. 1901 წლიდან შტატია. ადმინისტრაციულად შტატში შედიან ასევე ახლომდებარე კუნძულები (კინგი, ფლინდერსი და სხვა) და დაშორებული კუნძული მაკუორი.
გეოგრაფია
რედაქტირებაკუნძული მდებარეობს 40° და 50° განედებს შორის მუდმივი შტორმული დასავლეთის ქარების მიმართულების ზონაში. გარს ეკვრის ინდოეთის და წყნარი ოკეანეები და დაშორებულია ავსტრალიიდან ბასის სრუტით.
კუნძული სტრუქტურული გაგრძელებაა ავსტრალიის დიდი წყალგამყოფი ქედისა. ნაპირები შედგება მრავალრიცხოვანი ყურეებისგან.
როგორც თვლიან, კუნძული ტასმანია ვიურმული ეპოქის დასრულებამდე (დაახლოებით 10 000 წლის წინ) იყო ავსტრალიის მატერიკული ნაწილი. კუნძულის დიდი ნაწილი შედგება იურული პერიოდის დროს დიაბაზის (მაგმის ამონაფქრვევი) სხვა სამთო ჯიშებთან ნაერთისაგან, რომლებიც ზოგჯერ ფორმირდებიან მასიურ ბოძისებურ სტრუქტურებად. ტასმანია მსოფლიოში უდიდესი დიაბაზის გავრცელების რეგიონია, რამაც აქ ჩამოაყალიბა მრავალფეროვანი მთები და კლდეები. ძირითადად მისგან შედგება ცენტრალური პლატო და კუნძულის სამხრეთ-აღმოსავლეთი ნაწილი.
იმის გამო, რომ კუნძულზე ბოლო გეოლოგიურ პერიოდში არ არსებობს ვულკანური აქტივობა, რელიეფში ჭარბობს მკვეთრი დაფერდების მქონე პლატოები და მაღლობები სიმაღლით 600—1000 მ, რამაც ტასმანია გახადა ავსტრალიაში ყველაზე მთიან შტატად. დაბლობი მიდლენდსი, რომელიც მდებარეობს მდინარე მაკუორის (უერთდება მდინარე საუთ-ესკს, ხოლო შემდეგ მდინარე ტამარს) დინების გასწვრივ, შედარებით თანაბარი რელიეფისაა და ძირითადად გამოიყენება სასოფლო-სამეურნეო მოხმარებისათვის. იგი აღმოსავლეთ მთიანეთს (ყველაზე მაღალი წერტილი — მთა ლეგს-ტოპი, 1572 მ) გამოყოფს ცენტრალური პლატოსაგან (ყველაზე მაღალი წერტილი — მთა ოსა, 1617 მ — ტასმანიის უმაღლესი წერტილი).
მოიპოვება სასარგებლო წიაღისეული: პოლიმეტალური და რკინის მადანი, კალა, სპილენძი, ოქრო და სხვა.
კლიმატი ჩრდილოეთში — სუბტროპიკულია, სამხრეთში — ზომიერი, ტენიანი. ჰობარტში ივლისის საშუალო ტემპერატურაა — 8 °C, თებერვლის — 17 °C. ზამთრის თვეებში პლატოზე და მთებში ტემპერატურა 0 °C-ზე დაბალია. კუნძულის დასავლეთ ნაწილში ატმოსფერული ნალექების რაოდენობა 1000 მმ-ზე მეტია წელიწადში (მაკუორის ყურეში — 2800 მმ), აღმოსავლეთ ნაწილში — საშუალოდ 600 მმ წელიწადში. ნათლად ჩანს ნალექების რაოდენობის სეზონურობა, მაქსიმუმი მოდის ზამთრის თვეებში. იანვარში და თებერვალში, როგორც წესი მოდის ნალექების 30-40 % ივლისის და აგვისტოს თვეებთან შედარებით, მაგრამ ყველაზე გვალვიან თვეებშიც წვიმა მოდის დღეგამოშვებით. წელიწადში წვიმიანი დღეები ტასმანიაში გაცილებით მეტია, ვიდრე მატერიკული ავსტრალიის ნებისმიერ ნაწილში.
2007 წელს ტასმანიის ცენტრში ზოგიერთი ზონა და კუნძული ფლინდერსი შტატის ხელისუფლების მიერ გამოცხადებული იყო გვალვიან რაიონებათ[2].
ტასმანიაში ტემპერატურის აბსოლუტური მაქსიმუმი — 42,2 °C დაფიქსირებულია 2009 წლის 30 იანვარს დასახლებულ პუნქტში სკამანდერი. მინიმალური ტემპერატურა −13 °C დაფიქსირებულია 1983 წლის 30 ივნისს დასახლებულ პუნქტში ტარალია[3].
ტასმანიის ცხოველთა და მცენარეული სამყარო საკმაოდ ორიგინალურია — დიდი რაოდენობით წარმოდგენილია ენდემები. ისინიც კი, ვინც მოვიდა კონტინენტური ავსტრალიიდან, ტასმანიაზე გადიან დამატებით ეკოლოგიურ კონტროლს, იმის ანალოგიურს, როგორსაც გადიან ავსტრალიაში ჩასულები.
ტასმანიაზე ტერიტორიის 44 % დაფარულია წვიმის ტყეებით, ხოლო 21 % უკავია ეროვნულ პარკებს. ასეთი თანაფარდობა ხშირად გვხვდება. თევზებით სავსე ტბები, მდინარეები და ჩანჩქერები, რომლებიც ივსება წვიმის წყლით, კვებავს ტყეებს, სადაც იზრდებიან ევკალიპტები, სამეფო ევკალიპტები და განის ევკალიპტები, მირტისებრნი, კანინჰემის ნოტოფაგუსები, აბანოზის აკაციები, სასაფრასები, ანტარქტიკული დიქსონიები და ფრანკლინის დაკრიდიუმები. გარემოს დამცველებს მაინც უწევთ «ომი» სამთო მომპოვებლებთან, ქაღალდის დამამზადებლებთან და ჰიდროელექტროსადგურის მშენებლებთან. სამთო-სამრეწველო ქალაქის ქუინსტაუნის ტიტველი უდაბნო, მკაცრად გვახსენებს ბუნებრივი რესურსების უაზრო ხარჯვის შედეგებს.
დაზიანებულია ამ ადგილების ფაუნაც, განსაკუთრებით თილაცინი, ანუ ჩანთოსანი მგელი, — მუქი-ყვითელი შეფერილობის ცხოველი, რომელიც გვახსენებს ძაღლს. ზურგზე მუქი ზოლების გამო მას დაარქვეს ლომი. მათი მოკვლისათვის მონადირეებს ასაჩუქრებდნენ და 1936 წლისათვის ისინი გაქრნენ.
მეორე უნიკალურ ტასმანიის ჩანთოსანს, ტასმანიის ეშმაკს, გაქრობა შეიძლება ემუქრებოდეს უნიკალური ონკოლოგიური დაავადების — სახის სიმსივნის გამო[4]. დღეს ავსტრალიის მეცნიერები აწარმოებენ ინტენსიურ მუშაობას ამ დაავადების გავრცელების შეჩერებისათვის. ტასმანია განთქმულია თხელნისკარტა ქარიშხალით.
ისტორია
რედაქტირებაკუნძული აღმოაჩინა აბელ ტასმანმა 1642 წელს, რომელმაც მას უწოდა ვან დიმენის მიწა (ჰოლანდიის კოლონიის ოსტ-ინდოეთის ჰოლანდიელი გენერალ-გუბერნატორის ანტონი ვან დიმენის პატივსაცემად, რომელმაც ორგანიზება გაუკეთა ექსპედიციას ახალი მიწების მოსაძებნად). ხოლო 1856 წლის 1 იანვარს კუნძულს დაარქვეს ტასმანია, ამ ჰოლანდიელი ზღვაოსნის პატივსაცემად[5].
სულ თავიდან ტასმანია დასახლებული იყო ტასმანიელი აბორიგენებით. არქეოლოგიური გათხრებით ნაპოვნი მასალებით, დასტურდება მათი ყოფნა ამ რეგიონში, რომელიც შემდგომში , როგორც მინიმუმ 35 ათასი წლის წინ გახდა კუნძული[6]. ოკეანის დონის მომატებამ გამოიწვია ტასმანიის მოწყვეტა მატერიკიდან დაახლოებით 10 ათასი წლის წინ.
ევროპელებთან შეხვედრამდე ტასმანიელები იყოფოდნენ ცხრა ძირითად ეთნიკურ ჯგუფად. სავარაუდოდ, 1803 წელს ბრიტანეთიდან გადმოსახლებულთა მოსვლისას ადგილობრივი მოსახლეობა შეადგენდა 5-დან 10 ათასამდე ადამიანს. ევროპელების მიერ შემოტანილი ინფექციური დაავადებისგან, რომლის წინააღმდეგაც აბორიგენებს არ ჰქონდათ იმუნიტეტი, ომებისა და ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროვებისაგან აბორიგენი მოსახლეობის რაოდენობა 1833 წელს შემცირდა 300 ადამიანამდე. ჯორჯ ავგუსტ რობინსონმა თითქმის ყველა აბორიგენი გადაასახლა კუნძულ ფლინდერსზე.
ქალი სახელად ტრუგანინი (1812—1876) ითვლება ბოლო წმინდა სისხლიან ტასმანიელად. მაგრამ, არის მტკიცებულება, რომ ბოლო იყო სხვა ქალი, ფანი კოკრეინ სმიტი, დაბადებული ვაიბალენში და გარდაცვლილი 1905 წელს[7].
პირველი ევროპელი, რომელმაც დაინახა ტასმანია, იყო 1642 წლის 24 ნოემბერს ჰოლანდიელი მკვლევარი აბელ ტასმანი. ის კუნძულზე გადაჯდა ბლეკმენის ყურეში. 1773 წელს ტობიას ფიურნო გახდა პირველი ინგლისელი, რომელიც გადაჯდა ტასმანიის ნაპირებზე ადვენჩეს ყურიდან. ფრანგული ექსპედიცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა მარკ ჟოზეფ მარიონ-დიუფენი, გადავიდა კუნძულზე ბლეკმენის ყურეში 1772 წელს. კაპიტანი ჯეიმზ კუკი ახალგაზრდა უილიამ ბლაისთან ერთად შეჩერდა ადვენჩეს ყურესთან 1777 წელს. უილიამ ბლაი დაბრუნდა აქ 1788 წელს (გემით ბაუნტი) და 1792 წელს (გემით პროვიდენსი ახალგაზრდა მეტიუ ფლინდერსთან ერთად). კუნძულზე კიდევ ბევრი სხვა ევროპელი გადავიდა. მეტიუ ფლინდერსმა და ჯორჯ ბასმა 1798—1799 წლებში პირველებმა დაამტკიცეს, რომ ტასმანია კუნძულია[8].
პირველი დასახლება რისდონ-კოუვი 1803 წელს დააარსეს ბრიტანელებმა მდინარე დერუენტის აღმოსავლეთ ნაპირზე. ჯონ ბოუენის ბრძანებით ფრანგების პრეტენზიების შესაჩერებლად დასახლებულთა მცირე პარტია სიდნეიდან იქნა გამოგზავნილი. 1804 წელს ალტერნატიული დასახლება სალივანს-კოუვი დააარსა კაპიტანმა დევიდ კოლინზმა დასავლეთ სანაპიროზე ხუთი კილომეტრით სამხრეთით, სადაც სასმელი წყლის უფრო მეტი წყარო იყო. შემდგომში დასახლებას დაერქვა ჰობარტი, მაშინდელი კოლონიების დარგში სახელმწიფო მდივნის ლორდი ჰობარტის პატივსაცემად. რისდონის დასახლება მოგვიანებით მიტოვებული იქნა.
პირველი მაცხოვრებლები ძირითადად იყვნენ, კატორღელები და მათი შეიარაღებული დაცვა. მათი ამოცანა იყო სოფლის მეურნეობისა და წარმოების განვითარება. კუნძულზე გაჩნდა ბევრი დასახლებები, სამხრეთ-აღმოსავლეთში კატორღული ტიპის ციხის პორტ-არტურის ჩათვლით და დასავლეთ სანაპიროზე მაკუორის ყურეში. 50 წლის განმავლობაში 1803 წლიდან 1853 წლამდე დაახლოებით 75 000 პატიმარი გადაიყვანეს ტასმანიაში[9]. ვან დიმენის მიწა გამოყვეს ახალი სამხრეთი უელსიდან და 1825 წლის 3 დეკემბერს გამოაცხადეს დამოუკიდებელ კოლონიად თავისივე სასამართლო სისტემით და საკანონმდებლო საბჭოთი.
ბრიტანეთის კოლონია ტასმანია კუნძულზე არსებობდა 1856 წლიდან 1901 წლამდე პერიოდში, როცა ის სხვა ხუთ ავსტრალიის კოლონიებთან ერთად შევიდა ავსტრალიის კავშირის შემადგენლობაში. კოლონიის თვითმმართველობის შესაძლებლობა გამოჩნდა 1850 წელს, როდესაც ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი ავსტრალიის კოლონიების შესახებ, მისცა რა მათ საკანონმდებლო ხელისუფლების უფლება. ვან დიმენის მიწის საკანონმდებლო საბჭომ მიიღო კონსტიტუცია 1854 წელს, რომელიც 1855 წელს სანქციით დაადასტურა ბრიტანეთის დედოფალმავიქტორიამ. ამავე წლის დასასრულს ბრიტანეთის საიდუმლო საბჭომ დაამტკიცა კოლონიისათვის «ვან დიმენის მიწის» ნაცვლად «ტასმანია» ეწოდებინათ. 1856 წელს პირველად შეიკრიბა ახლად არჩეული ორპალატიანი პარლამენტი, რომელმაც დაამტკიცა ტასმანია, როგორც ბრიტანეთის იმპერიის თვითმმართველი კოლონია.
კოლონიის ეკონომიკა ციკლურ რყევას განიცდიდა, მაგრამ ხანგრძლივი დროის მანძილზე მდგრადად ვითარდებოდა. ჰქონდა რა უმნიშვნელო გარე საფრთხეები და სხვა სავაჭრო კავშირები იმპერიასთან, XIX საუკუნის მეორე ნახევარში ტასმანიის კოლონიამ გაიარა მთელი რიგი ხელსაყრელი პერიოდი, გახდა რა მსოფლიოში ერთ-ერთი გემთმშენებლობის ცენტრი. კოლონიამ შექმნა საკუთარი შეიარაღებული ძალები, რომლებმაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ინგლის-ბურების ომში სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში. ამ ომის დროს ტასმანიის ჯარისკაცები პირველად ავსტრალიაში დაჯილდოვდნენ ორი ვიქტორიას ჯვრით. ტასმანიელებმა ხმა მისცეს ფედერაციის შექმნას ყველაზე უფრო მეტი ხმის უპირატესობით ვიდრე ავსტრალიის სხვა კოლონიებმა და 1901 წლის 1 იანვარს ტასმანიის კოლონია გახდა ავსტრალიის შტატი ტასმანია.
შტატმა 1967 წელს მნიშვნელოვნად იზარალა ხანძრებისაგან, რომელსაც მოჰყვა მატერიალური ზიანი და ადამიანთა მსხვერპლი. 1970-იან წლებში ხელისუფლებამ გამოაცხადა პედერის ტბის წყლით შევსების გეგმები, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს გარემოსათვის. ტასმანიის ხიდის დანგრევამ, რომელსაც 1975 წელს შეეჯახა მდინარეზე მცურავი მშრალი ტვირთების მზიდავი გემი MV Lake Illawarra, გამოიწვია ჰობარტის რაიონში მდინარე დერუენტზე გადასვლის პრაქტიკულად შეწყვეტა. საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გამოიწვია 1980 წლის დასაწყისში მდინარე გორდონზე ფრანკლინის დამბის მშენებლობის პროექტის წინააღმდეგ დაწყებულმა კამპანიამ. ამ კამპანიამ უბიძგა მწვანეთა მოძრაობის განვითარებას. 1996 წლის 28 აპრილს მოხდა ინციდენტი, რომელიც ცნობილია, როგორც პორტ-არტურში მასიური მკვლელობა, როდესაც მარტინ ბრაიანტმა დაცხრილა 35 ადამიანი (როგორც ადგილობრივი მაცხოვრებლები, ისევე ტურისტები) და დაჭრა 22. ამის შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების წესები დაუყოვნებლად გადაიხედა, ახალი კანონი იარაღის ფლობის შესახებ მიიღეს მთელ ქვეყანაში, ხოლო ტასმანიის შტატის კანონი გახდა ყველაზე მკაცრი მთელ ავსტრალიაში. 2006 წლის აპრილში მცირე მიწისძვრამ გამოიწვია ბიკონსფილდის შახტის ჩამოქცევა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, ორი კი გარემოსგან მოწყვეტილი აღმოჩნდა და მიწის ქვეშ იმყოფებოდა 14 დღის განმავლობაში. ტასმანიის საზოგადოება რამდენიმე დღე იყო გაყოფილი ქაღალდის კომბინატ ბელ-ბეის მშენებლობის მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად. მომხრეები მხარს უჭერდნენ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას, მაშინ როდესაც მოწინააღმდეგეები მიუთითებდნენ, რომ გარემოს დაბინძურება ნეგატიურ გავლენას მოახდენს, როგორც თევზსაჭერ მრეწველობაზე, ისევე ტურიზმის განვითარებაზე.
პოლიტიკური მოწყობა
რედაქტირებატასმანიის პოლიტიკური მოწყობის ფორმა განისაზღვრება 1856 წლის კონსტიტუციით, თუმცა მის შემდეგ მასში ბევრი ცვლილებები შევიდა. ტასმანია ავსტრალიის კავშირის ერთ-ერთი შტატია, რის შედეგადაც მისი ურთიერთობა კავშირთან და სხვადასხვა სახელისუფლებო დონეებს შორის უფლებამოსილების გადანაწილება რეგულირდება ავსტრალიის კონსტიტუციით.
ტასმანია სხვა შტატებთან თანაბარ საფუძველზე წარმოდგენილია ავსტრალიის სენატში 12 სენატორით. წარმომადგენელთა პალატაში ტასმანიას უკავია 5 ადგილი, რაც კონსტიტუციით გარანტირებული მინიმუმია. საერთოდ წარმომადგენელთა პალატის წევრთა რიცხვი თითოეული შტატიდან მოსახლეობის რაოდენობის პროპორციულია, ამიტომ ამ პრინციპიდან გამომდინარე ტასმანიას არასდროს არ შეუძლია მიიღოს 5 ადგილი. ტასმანიის პარლამენტის ქვედა პალატაში არჩევნები ტარდება მრავალმანდატიანი პროპორციული სისტემის საფუძველზე.
მოსახლეობა
რედაქტირება2011 წელს ტასმანიის მოსახლეობამ შეადგინა 495 354 ადამიანი. მცხოვრებთა დიდი ნაწილი — ანგლო-ავსტრალიელია (83,6 %). ეს ერი ძირითადად წარმოიქმნა ბრიტანელი და ირლანდიელი ემიგრანტების შთამომავლებისგან. ისინი თავიანთ ისტორიას ითვლიან 1788 წლიდან, როდესაც კუნძულზე გადმოსხდნენ პირველი კოლონისტები. დაახლოებით 1 % — ტასმანიელი აბორიგენია (ავსტრალოიდური რასა). როგორც თვლიან, ისინი კუნძულზე ცხოვრობენ დაახლოებით 40 ათასი წელი. მათ გარდა ასევე ცხოვრობენ ჩინელები, ინდოელები და სხვა ერები.
სახელმწიფო ენაა — ინგლისური ადგილობრივი აქცენტით, რომელზეც ლაპარაკობს მცხოვრებთა 91,7 %. მოსახლეობის დიდი უმრავლესობა, აბორიგენთა ჩათვლით — ქრისტიანია (ანგლიკანები — 26,0 %, კათოლიკები — 17,9 %, გაერთიანებული ეკლესიის წარმომადგენლები — 4,8 %, პრესვიტერიანელები და რეფორმატები — 2,4 %). ათეისტები — 28,6 %.[1]
ადმინისტრაციული მოწყობა
რედაქტირებატასმანიის შტატის ტერიტორია იყოფა 29 ადგილობრივ თვითმმართველ რაიონად. ამ რაიონების ძირითადი ტიპებია:
ეკონომიკა
რედაქტირებატასმანიის ეკონომიკის ტრადიციული დარგებია სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება (სპილენძი, თუთია, კალა და რკინა), სოფლის მეურნეობა, ხე-ტყის დამზადება და ტურიზმი. მთავარი საექსპორტო სახეობაა თევზი და ზღვის პროდუქტები (ჩრდილოეთის ორაგული, მუცელფეხიანები, ათფეხა კიბოები).
ბოლო 15 წლის განმავლობაში ტასმანიაზე აქტიურად ვითარდება შტატისთვის ახალი სასოფლო სამეურნეო პროდუქციის: ღვინის, ზაფრანის, პირეტრუმის, ალუბლის წარმოება.
1990-იანი წლების განმავლობაში ტასმანიის მრეწველობაში შეიმჩნეოდა ვარდნა, რამაც მოიტანა ზოგიერთი კვალიფიცირებული სპეციალისტის მატერიკზე გადინებას, ძირითადად მსხვილ სამრეწველო ცენტრებში, როგორიცაა მელბურნი და სიდნეი. მაგრამ 2001 წლიდან სიტუაციამ ავსტრალიის ეკონომიკაში დაიწყო გამოსწორება. კუნძულზე ტურისტული ბუმის პირობები შექმნა მთელი ავსტრალიის დადებითმა ეკონომიკურმა კლიმატმა, დაბალმა საავიაციო ტარიფებმა და ორი ახალი საბორნე გადასასვლელის აშენებამ.
დღეისათვის ტასმანიის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუშაობს სახელმწიფო ორგანიზაციებში. სხვა მსხვილ კომპანიებს შორისაა ფედერალ გრუპი, რამდენიმე ოტელის და ორი კაზინოს მფლობელი, და ჰანს ლიმიტედი, შტატში უმსხვილესი ხე-ტყის დამამუშავებელი კომპანია. 1990-იანი წლების ბოლოს, იაფი მოხმარების ფართე ხაზიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კავშირის დანერგვის შემდეგ, ბევრმა ავსტრალიურმა კომპანიამ გადაიტანა თავისი კოლ-ცენტრები (ინგლ. call center) ტასმანიაში.
2000-იანი წლების დასაწყისში ტასმანიაზე შიდაავსტრალიური[10] და საერთაშორისო ემიგრაციის მაღალი დონის შეუფასებლობამ შტატის უძრავი ქონების ბაზარმა ბოლო წლებში გადაიტანა სწრაფი ზრდა ავსტრალიაში საცხოვრებელი ბაზრის ბუმის ფონის მიუხედავად. საცხოვრებელი ადგილის გაქირავებაში არსებული ხარვეზები პრობლემებს უქმნის ბევრ ტასმანიელს შემოსავლის მიღების ნაკლებობაში.
ტასმანიის ბიზნეს-გარემო საკმაოდ რთულია მცირე ბიზნესისათვის. მიუხედავად ამისა, არსებობს მაგალითები კერძო კომპანიების გამსხვილებისა დიდ კორპორაციამდე, მაგალითად, Incat, Moorilla Estate, Tassal.
ტრანსპორტი
რედაქტირებამატერიკთან კავშირს უზრუნველყოფს რეგულარული ავიარეისები, ასევე ყოველდღიური საბორნე გადასასვლელი «მელბურნი — დევონპორტი».
ტასმანიის ძირითადი ავიაგადამზიდებია კომპანია Qantas, შვილობილ კომპანია Jetstar Airways-სთან ერთად, ასევე Virgin Blue, რომელიც ასრულებს პირდაპირ რეისებს მელბურნში, სიდნეიში, ბრიზბენში და ადელაიდაში. დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ Tiger Airways-მა დაიწყო ფრენა მელბურნსა და ლონსესტონს შორის 2007 წლის ნოემბერში და ჰობარტში 2008 წლის იანვარში. ძირითადი აეროპორტებია: ჰობარტის საერთაშორისო აეროპორტი (რეგულარული საერთაშორისო რეისები არ განხორციელებულა 1990-იანი წლებიდან) და ლონსესტონის აეროპორტი. ბერნის და დევონპორტის პატარა აეროპორტებიდან სრულდება რეისები მელბურნში ავიაკომპანიებით Regional Express Airlines და QantasLink.
სატვირთო და სამგზავრო კომერციულ საზღვაო მარშრუტებს ემსახურება კომპანია TT-Line-ის საავტომობილო-სამგზავრო ბორანი Bass Strait. 1986 წლიდან გემი MS Abel Tasman ასრულებდა კვირაში 6 ღამის რეისს დევონპორტსა და მელბურნს შორის. 1993 წელს იგი შეცვალა გემმა MS Spirit of Tasmania, რომელიც მუშაობდა იგივე განრიგით. 2002 წელს იგი შეცვალა ორმა სწრაფმავალმა ბორანმა — MS Spirit of Tasmania I და MS Spirit of Tasmania II, რამაც გაზარდა ღამის რეისების რაოდენობა კვირაში 14-მდე, და ერთი დღის რეისი პიკურ პერიოდში. 2004 წლის იანვარში მესამე, ოდნავ მცირე ბორანმა MS Spirit of Tasmania III დაიწყო კურსირება მარშრუტით ჰობარტი — სიდნეი. ეს ხაზი დაკეტა ტასმანიის ხელისუფლებამ 2006 წლის ივნისში მგზავრთა ნაკლებობის გამო. ასევე მოქმედებენ საბორნე ხაზები ბრიდპორტიდან კუნძულ ფლინდერსისკენ და პორტ-უელშპულისკენ[11]. ორი საკონტეინერო გემი, რომელიც ეკუთვნის Toll Shipping, ასრულებს ყოველდღიურ რეისებს ბერნიდან მელბურნამდე. ჰობარტის პორტში ასევე შედიან კრუიზის შემსრულებელი ლაინერები.
შტატში მდებარეობს ალუმინის კორპუსიანი მაღალსიჩქარიანი კატამარანების მწარმოებელი კომპანია Incat. ამ კატამარანებმა დაამყარეს სიჩქარეთა მთელი რიგი რეკორდები. შტატის ხელისუფლებამ სცადა გამოეყენებინა ისინი ბასის სრუტეში გადაზიდვებისთვის, მაგრამ საბოლოოდ იძულებული გახდა უარი ეთქვა ამ იდეისათვის, სრუტეში პერიოდულად წარმოქმნილი ექსტრემალური ამინდის პირობებში მუშაობისას მათ შეჩვევაში და გამძლეობაში ეჭვის გამო.
ტასმანია, კერძოდ ჰობარტი, წარმოადგენს საზღვაო კავშირის ძირითად ბაზას ავსტრალიასა და ანტარქტიდას შორის. კინგსტონში მდებარეობს ავსტრალიის ანტარქტიკული განყოფილება. ჰობარტი არის საბაზო პორტი ფრანგული გემისთვის l’Astrolabe, რომელიც ამარაგებს საფრანგეთის სამხრეთულ და ანტარქტიდულ ტერიტორიას. ჰობარტი არის სიღრმით მსოფლიოში მეორე პორტი, რომელიც ჩამორჩება მხოლოდ რიო-დე-ჟანეიროს ბრაზილიაში.
ტასმანიის სარკინიგზო ტრანსპორტს წარმოადგენს ვიწროლიანდაგიანი ხაზები, რომლებიც აკავშირებს 4 მთავარ ქალაქს და სამთომომპოვებელ და ხე-ტყის დამამზადებელ საწარმოებს დასავლეთ სანაპიროზე და ჩრდილო-დასავლეთით. ქსელის ოპერატორია TasRail, შვილობილი კომპანია Pacific National. რეგულარული სამგზავრო გადაყვანები შტატში შეწყდა 1977 წელს. დღეისათვის ხდება მხოლოდ სატვირთო გადაზიდვები, ასევე არსებობენ ტურისტული მატარებლები განსაზღვრულ რაიონებში, მაგალითად ტურისტული კბილებიანი (Rack railway)[12] რკინიგზა West Coast Wilderness Railway.
შტატის შიგნით საავტომობილო ტრანსპორტი ძირითადი სახეობაა. 1980-იანი წლებიდან ბევრ გზატკეცილს ჩაუტარდა მოდერნიზაცია. კერძოდ, აშენდა ჰობარტის სამხრეთი ასაქცევი, ლონსესტონის სამხრეთი ასაქცევი გზატკეცილები, რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ბასის და ჰიუონის ავტოსტრადებს. საზოგადოებრივ ტრანსპორტს წარმოადგენს კომპანია მეტრო ტასმანია-ს ავტობუსები.
კულტურა
რედაქტირებასამზარეულო
რედაქტირებაკოლონიალურ პერიოდში ტასმანიის უმრავლეს რაიონებში ბატონობდა ტიპური ინგლისური სამზარეულო. სხვა ქვეყნებიდან ემიგრანტების ჩამოსვლამ გამოიწვია ის, რომ ტასმანიაში დღეს ფართო დიაპაზონის რესტორნებია სხვადასხვა ხალხის სამზარეულოებით. ტასმანიაში არის ბევრი ღვინის საწარმოები, რომლებიც განლაგებულია კუნძულის სხვადასხვა რაიონებში. ტასმანიის ლუდი, კერძოდ ბრენდები Boag’s და Cascade ცნობილია და იყიდება მატერიკზე. ტასმანიის ჩრდილო-დასავლეთის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ კინგს აქვს მოდური ყველის და რძის პროდუქტების რეპუტაცია. ტასმანიელები ასევე მოიხმარენ დიდი რაოდენობით ზღვის პროდუქტებს.
კულტურული მოვლენები
რედაქტირებატურიზმის განვითარების მიზნით ტასმანიის ხელისუფლება ხელს უწყობს და მხარს უჭერს კუნძულზე მთელი რიგი ყოველწლიური ღონისძიებების ჩატარებას. ყველაზე მეტად ცნობილია რეგატა სიდნეი – ჰობარტი, რომელიც იწყება სიდნეიში საჩუქრების დღეს და მთავრდება ჰობარტში 3-4 დღის შემდეგ, ჭამისა და ღვინის ყოველწლიური ფესტივალის ტასმანიის გემოს ჩატარების დროს.
რალი ტარგა ტასმანია იზიდავს მსოფლიო კლასის მრბოლელებს, მისი ეტაპები იმართება მთელ კუნძულზე 5 დღის განმავლობაში. სოფლისა და რეგიონალურ ღონისძიებებს შორის შეიძლება გამოვყოთ აგფესტი, სამდღიანი სასოფლო-სამეურნეო შოუ, რომელიც მიმდინარეობს სოფელ კარიკში მაისის დასაწყისში, ასევე როიალ ჰობარტ შოუ და როიალ ლონსესტონ შოუ, ოქტომბერში. მუსიკალური ღონისძიებებია: ფოლსის ფესტივალი მერიონის ყურეში, მს ფესტი (მუსიკალური ფესტივალი) ლონსესტონში (საქველმოქმედო აქცია მრავლობითი სკლეროზით დაავადებული ავადმყოფების დასახმარებლად) და სოუფერნ რუტსის ფესტივალი, რომელიც ტარდება აღდგომის დღეს ჰობარტში. ბოლო სიახლეა ხელოვნების ფესტივალი 10 დღე კუნძულზე.
ლიტერატურა
რედაქტირებატასმანიელი ავტორების მნიშვნელოვან ნაწარმოებებს შორის შეიძლება გამოვყოთ მარკეს კლარკის რომანები „სამუდამო გადასახლებაში“, რიჩარდ ფლანაგანის „ერთი ხელით აპლოდისმენტები“ და „გულდის თევზების წიგნი“, კრისტოფერ კოჰის „სახიფათო ცხოვრების წელი“ (მისი მიხედვით გადაღებულია იმავე დასახელების ფილმი), ასევე მერიონ და სტივ იშამების საბავშვო წიგნი „ვეფხვის ზღაპრები“.
მუსიკა და თეატრი
რედაქტირებატასმანიის მუსიკალური სცენა მრავალსახეობრივია, დაწყებული ტასმანიის სიმფონიური ორკესტრიდან, რომელიც გამოდის ფედერაციის საკონცერტო დარბაზში, და დამთავრებული პატარა ჯგუფების დიდი რაოდენობით, კამერული ორკესტრებით, საქსაფონური ანსამბლებით და სოლისტებით, რომლებიც გამოდიან შტატის ბევრ მოედნებზე. ტასმანიაში მუშაობენ მთელი რიგი გამოჩენილი კომპოზიტორები, კონსტანტინ კუკიასის, მარია გრენფელის და ტასმანიის კომპოზიტორთა კავშირის ხელმძღვანელის დონ კეის ჩათვლით[13]. ტასმანიაში მდებარეობს ავსტრალიაში ერთ-ერთი წამყვანი თანამედროვე მუსიკის კოლექტივი, მუსიკალური თეატრი და ოპერა IHOS, ასევე ევანგელისტური გუნდი სოუფერნ გოსპელი. ერთ-ერთი ავსტრალიაში ყველაზე ცნობილი მეტალის ჯგუფი Psycroptic დაარსებულია ტასმანიაში[14]. გამოჩენილი ნუარ-როკის ჯგუფი The Paradise Motel[15] და პაუერ-პოპ ჯგუფი The Innocents[16] მიეკუთვნებიან ადგილობრივ კოლექტივთა რიცხვს. კლასიკური მუსიკისა სეზონისა და ადგილობრივი და მთელ შტატში გასტროლიორი ჯგუფების უამრავი კონცერტების გარდა, მუსიკალური წლის ორი მთავარი მოვლენა ხდება ფოლსის ფესტივალი საზაფხულო დასვენების დღეებში და Carols by Candlelight შობამდე.
რეალიტი-შოუს ავსტრალიური ვერსიის პირველი სეზონი The Mole ძირითადად გადაღებულია ტასმანიაში, ხოლო ფინალი გაიმართა ცნობილ ციხეში პორტ-არტურში.
კინო
რედაქტირებაყველაზე ცნობილი ტასმანიაში გადაღებული ფილმებია — რუბი როუზის ისტორია, ალექსანდრ პირსის ბოლო აღსარება და ბოლო ფილმი ვან დიმენის მიწა. ყველა მათგანში ტასმანიის პეიზაჟი მთავარი ელემენტია, ხოლო ბოლო ორი ფილმის სიუჟეტები გახდა ტასმანიაში კატორღული დასახლებების ისტორიის ეპიზოდები.
2011 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი „The Hunter“, რომელიც ასევე გადაღებულია ტასმანიაზე.
ვიზუალური ხელოვნება
რედაქტირებაბიენალე Tasmanian Living Artists Week — ტასმანიის ვიზუალური მხატვრების ათდღიანი ფესტივალია, რომელიც ტარდება მთელი შტატის სხვადასხვა მოედნებზე. 2007 წლის მეოთხე ფესტივალზე მონაწილეობდა 1000-ზე მეტი მხატვარი. ორი ადგილობრივი მხატვარი გახდა პორტრეტისტების პრესტიჟული ავსტრალიური პრემიის მფლობელები Archibald Prize: 1963 წელს ჯეკ კარინგტონ სმიტი პროფესორ ჯეიმზ მაკაუელიანდის პორტრეტისთვის და 2003 წელს ჯეფრი დაიერი მწერალ რიჩარდ ფლანაგანის პორტრეტისათვის. ფოტოგრაფები ოლეგას ტრუჩანასი და პიოტრ დომბროვსკისი ცნობილნი არიან ნამუშევრებით, რომლებიც გახდნენ საჩვენებლები პედერის ტბაზე კაშხლისა და ფრანკლინის დამბის მშენებლობის პროექტების წინააღმდეგ მოძრაობისა. ინგლისში დაბადებული მხატვარი ჯონ გლოვერი ცნობილია თავისი ტასმანიის პეიზაჟებით.
ტელევიზია
რედაქტირებატასმანიაში არსებობს ხუთი სატელევიზიო კომპანია, რომლებიც მაუწყებლობენ ადგილობრივი ტელეარხებით:
- ABC Tasmania, ადგილობრივი ახალი ამბების ყოველდღიური გამოშვება 19 სთ 00 წთ
- SBS One
- Southern Cross Television Tasmania, ეკუთვნის ქსელს Seven Network
- WIN Television Tasmania, ეკუთვნის ქსელს Nine Network
- Tasmanian Digital Television, ეკუთვნის ქსელს Network Ten
თავისი პროგრამების გადაცემების გარდა ტელეკომპანიები აკეთებენ ეროვნული არხების რეტრანსლიაციას.
სპორტი
რედაქტირებაშტატში გაიზარდნენ რამდენიმე ცნობილი პროფესიონალი სპორტცმენები, აქ ჩატარდა ბევრი დიდი სპორტული შეჯიბრებები. კრიკეტის გუნდი Tasmanian Tigers წარმატებით წარმოადგენს შტატს ეროვნულ პირველობაზე Sheffield Shield (ჩემპიონი 2007 და 2011 წლებში). მის საშინაო სტადიონზე ბელერივ ოვალი ტარდება საერთაშორისო მატჩები. პოპულარობით სარგებლობს ავსტრალიური ფეხბურთი, თუმცა შტატის განაცხადი ტასმანიის გუნდის მონაწილეობაზე ავსტრალიის საფეხბურთო ლიგაში დღემდე არ დაკმაყოფილებულა.
ტასმანიაზე ძალიან პოპულარულია ფეხბურთი. განიხილება პროექტი ტასმანიაში საფეხბურთო კლუბის შექმნისა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ავსტრალიის საფეხბურთო ჩემპიონატში ადგილობრივი სამხრეთ პრემიერ-ლიგისა და ჩრდილოეთ პრემიერ-ლიგის პროფესიონალური გუნდების ბაზაზე. ავსტრალიის ღია პირველობის დაწყებამდე რამდენიმე ხნით ადრე ტასმანიაში ტარდება პროფესიონალ ქალთა საჩოგბურთო ტურნირი Moorilla Hobart International. მისა გათამაშება ტარდება ჰობარტის საერთაშორისო საჩოგბურთო ცენტრში. 1945 წლიდან დაწყებული, ყოველწლიურად საჩუქრების დღისა და ახალი წლის პერიოდს შორის ტარდება რეგატა სიდნეი – ჰობარტი.
იმ დროს, როდესაც მთელი რიგი სპორტის სახეობები აქტიურად ვითარდება, ზოგიერთები კარგავენ პოპულარობას. მაგალითად, ტასმანია არ არის წარმოდგენილი ავსტრალიის ეროვნული საკალათბურთო ლიგის მონაწილეებს შორის 1996 წლიდან, როდესაც კლუბ Hobart Devils-ს ჩამოერთვა ლიცენზია.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის აღწერა (2011). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-02-11. ციტირების თარიღი: 2014-06-08.
- ↑ Midlands Drought area. Tasmanian Government. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-01. ციტირების თარიღი: 2014-06-08.
- ↑ Rainfall and Temperature Records: National Bureau of Meteorology
- ↑ ტასმანიის ეშმაკი დაარქივებული 2010-07-24 საიტზე Wayback Machine. , Devil Facial Tumour Disease (DFTD)
- ↑ 'Select chronology of renaming' Parliament of Tasmania. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-22. ციტირების თარიღი: 2014-06-08.
- ↑ Tasmanian Aboriginal People and History. Aboriginal Art Online. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-04-09. ციტირების თარიღი: 2014-06-08.
- ↑ Smith, Fanny Cochrane (1834—1905). Australian Dictionary of Biography Online
- ↑ The Early History of Tasmania, R.W.Giblin 1928
- ↑ «პატიმრები და ბრიტანეთის კოლონიები ავსტრალიაში დაარქივებული 2007-10-12 საიტზე Wayback Machine. ». Culture.gov.au.
- ↑ ABC Television News (Tasmania), 7 p.m. Friday, 27/1/06
- ↑ Shipping Company[მკვდარი ბმული]
- ↑ კბილებიანი რკინიგზა
- ↑ 'Don Kay' დაარქივებული 2009-01-01 საიტზე Wayback Machine. , Tasmanian Composers Collective.
- ↑ PSYCROPTIC: Rise Above. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-03-17. ციტირების თარიღი: 2014-06-10.
- ↑ 'The Paradise Motel', last.fm
- ↑ Beathoven and The Innocents — Official Web site. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-05-20. ციტირების თარიღი: 2014-06-10.