მაკუორი (კუნძული)
მაკუორი (ინგლ. Macquarie) — კუნძული, რომელიც მდებარეობას წყნარი ოკეანის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში (დაახლოებით 1500 კმ სამხრეთ-აღმოსავლეთით კუნძულ ტასმანიადან), დაახლოებით ახალ ზელანდიასა და ანტარქტიდას შორის. 54°37'53"S, 158°52'15"E. პოლიტიკურად, იგი არის ავსტრალიის შტატის, ტასმანიის ნაწილი 1900 წლიდან. 1997 წელს გახდა მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლი. 1993 წლამდე, იგი იყო ესპერანსეს მუნიციპალიტეტის ნაწილი.
კუნძული მაკუორი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ავსტრალია |
ტიპი | ბუნებრივი |
კრიტერიუმები | vii, viii |
სია | [1] |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 54°37′00″ ს. გ. 158°51′00″ ა. გ. / 54.61667° ს. გ. 158.85000° ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 1997 (21-ე სესია) |
ნომერი | 629 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 629 ინგლ. • რუს. • ფრ. |
გეოგრაფია
რედაქტირებამისი მიწისზედა ფართობია — დაახლოებით 128 კმ², ხოლო სიმაღლე — 420 მეტრი ზღვის დონიდან. კუნძულზე მდებარეობს ავსტრალიის ყველაზე სამხრეთი წერტილი.
მაკუორის სიახლოეს მდებარეობს პატარა არქიპელაგი — ბიშოპ-ენდ-კლარკის კუნძულები.
კლიმატი
რედაქტირებაკლიმატი კუნძულზე ტენიანი და სუბანტარქტიკულია ძლიერი ქარებით. თვის საშუალო ტემპერატურა მერყეობს +3,4 °С-დან +7,1 °C-მდე (წლის საშუალო ტემპერატურაა +4,9 °C). ნალექების რაოდენობა — 912 მმ წელიწადში, ძირითადად სუსტი წვიმის სახით და მთელი წლის განმავლობაში[1].
ფლორა და ფაუნა
რედაქტირებამცენარეები წარმოდგენილია მხოლოდ სანებელი მცენარეების სახით, ძირითადად ისლი. სუბანტარქტიკული კუნძულებისათვის იშვიათად გვხვდება ენდემური მაკუორის კომბოსტო (Stilbocarpa polaris). კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილის სანაპიროზე თავს იყრიან ზღვის სპილოები. სანაპიროზე პინგვინების კოლონიები — სამეფო პინგვინი (Aptenodytes patagonicus), შავფეხა პინგვინი (Spheniscus demersus), პაპუის პინგვინი (Pygoscelis papua) და ენდემური მაკუორის პინგვინი. კუნძულის ირგვლივ წყლებში ბინადრობენ ვეშაპები. სანაპირო წყლებში — წაბლა წყალმცენარეების (Lessonia spp.) მსხვილი წამონაზარდები.
კუნძულზე ბუდობენ ფრინველები. 1890 წლამდე კუნძულზე ბინადრობდა ენდემური მაკუორის მხტუნავი თუთიყუში, რომელიც გაქრა კუნძულზე კატების შემოყვანის შემდეგ. ასევე გავრცელებულია ალბატროსებიც.
როგორც ადამიანის ბუნებაზე გავლენის შედეგი, კუნძულზე შემოიყვანეს ბოცვრები და კატები. თუ 2002 წელს კატები გამოცხადდა განადგურებულად, ბოცვრების პოპულაციის რაოდენობა განისაზღვრებოდა დაახლოებით 100 ათას ერთეულად.
ისტორია
რედაქტირება1810 წელს კუნძული აღმოაჩინა გემის კაპიტანმა ფრედერიკ ჰასელბორომ.
კუნძულს იმ დროს დიდი ბრიტანეთის კოლონიის ახალი სამხრეთი უელსის ცნობილი გენერალ-გუბერნატორის ლაკლან მაკუორის პატივსაცემად დაერქვა მისივე სახელი — მაკუორი.
მოსახლეობა
რედაქტირებაავსტრალიის შტატ ტასმანიის იურისდიქციის ქვეშ მყოფ კუნძულ მაკუორიზე მუდმივი მოსახლეობა არ არსებობს. მაგრამ კუნძულს ხშირად სტუმრობენ მეცნიერები. ამას გარდა, აქ არსებობს ავსტრალიის პოლარული სადგური მაკუორი-აილენდი, სადაც სეზონური პირობებიდან გამომდინარე მუშაობს 25-დან 40-მდე თანამშრომელი.
მსოფლიო მემკვიდრეობა
რედაქტირება1978 წელს გამოცხადდა ნაკრძალად, ხოლო 1997 წელს მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლად (იუნესკო).
2004 წლის 23 დეკემბერს კუნძულის ჩრდილოეთით მოხდა მიწისძვრა რიხტერის სკალით 8,1 ბალის სიმძლავრით. სამი დღის შემდეგ მოხდა ცნობილი მიწისძვრა ინდოეთის ოკეანეში 2004 წლის 26 დეკემბერს.