ალბატროსისებრნი

ალბატროსისებრნი (ლათ. Diomedeidae) — ოკეანის ფრინველების ოჯახი ქარიშხალასნაირთა რიგისა. ზოგი სახეობა 1 მ-მდე სიგრძისაა, ფრთების შლილი კი 4,5 მ აღწევს. აქვთ წვეროკაუჭიანი ნისკარტი, მილისებრი ნესტოები, ვიწრო ფრთები. აერთიანებს 4 გვარს, 21 სახეობას.[1] ფრენენ ლივლივით. ხმელეთზე მხოლოდ გამრავლების პერიოდში გამოდიან, ბუდეს მიწაზე იკეთებენ, დებენ თითო კვერცხს. კრუხად დედალთან ერთად მამალიც ჯდება. მართვე ბუდეში რჩება 6 თვემდე. ალბატროსისებრნი უხერხემლო ცხოველებით და თევზებით იკვებებიან. ბინადრობენ უმეტესად სამხრეთ ნახევარსფეროში.

ალბატროსისებრნი
Black-browed albatross.jpg
შავწარბიანი ალბატროსი
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Diomedeidae (G.R. Gray, 1840)

ლიტერატურარედაქტირება

სქოლიორედაქტირება